ზურაბ ჯაფარიძე: ელისაშვილი „ქართული ოცნების" სპიკერი არ არის, არც ხაზარაძე, ჩემი აზრით, ერთიც და მეორეც გულწრფელია

ზურაბ ჯაფარიძე
ფოტო: Imedi
ელისაშვილი „ქართული ოცნების" სპიკერი არ არის, არც ხაზარაძე. ჩემი აზრით, გულწრფელია ერთიც და მეორეც, - ამის შესახებ „ღამის კურიერის" წლის შემაჯამებელ გადაცემაში „გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მან ისაუბრა, შესაძლოა თუ არა ოპოზიციაში მიმდინარე ცვლილებებმა ახალი ალიანსის შექმნას, მესამე ძალის გაჩენას შეუწყოს ხელი.
მისი თქმით, ის ვერ ხედავს საჭიროებას, რომ „გირჩი-მეტი თავისუფლების" ვინმესთან ალიანსში შევიდეს და არც მასთან ყოფილა მსგავსი შეთავაზებები.
„არ მგონია, რომ „გირჩს" რამე საჭიროება ჰქონდეს ახლა, რომ ვინმესთან ალიანსში შევიდეს, „გირჩმა" აჩვენა, რომ ის არის მზარდი პოლიტიკური ძალა და მას თავისი გზა აქვს. ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ახლა რაღაც ალიანსებზე და ერთიან საარჩევნო ბლოკებზე საუბარი „გირჩისთვის" უშინაარსოა, ამ წუთში ასეთი პოზიცია მაქვს, მაგრამ ზოგადად გადაწყვეტილებებს მე არ მივიღებ, ამას მიიღებენ „გირჩის" მხარდამჭერები", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, გირჩი მიიღებს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის, რადგან ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.
„რთული საკითხია, ბევრი რამე იქნება იმაზე დამოკიდებული, როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები, ერთი არის, რომ თუ ბოიკოტის რეჟიმში არის ოპოზიცია, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, როგორ შეიძლება პარლამენტს უცხადებდე ბოიკოტს და თუ ყველაფერი იგივე დარჩა, ამ პირობებში ახალ არჩევნებში, იგივე თამაშში შედიოდე, რა თამაშშიც მოგატყუეს და გადაგაგდეს, ერთი ამბავი ეს არის. რთული გადასაწყვეტია, ეს დამოკიდებული იქნება, მოხდება თუ არა შეთანხმება, შეიცვლება თუ არა საარჩევნო წესები, ბევრი ფაქტორებია, დღევანდელი მდგომარეობით რთულად წარმომიდგენია. „გირჩი" არის პოლიტიკური ორგანიზმი და თუ ასეთი ტიპის ბოიკოტის რეჟიმი არ იქნება და ოპოზიცია არ იქნება ერთიანი და სხვა პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, ჩემი აზრით რთული იქნება მონაწილეობაზე უარის თქმა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, „გირჩს" თბილისში თვითმმართველობის არჩევნებზე თუნდაც 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება. ამასთან, ზურაბ ჯაფარიძემ დააზუსტა, რომ როდესაც ის „გირჩს" ახსენებს, გულისხმობს მის მიერ დაფუძნებულ „გირჩი - მეტი თავისუფლებას".
კითხვაზე, არის თუ არა ოპოზიციურ სპექტრში განსხვავებული აზრის მიუღებლობა და ხორციელდება თუ არა ოპოზიციური პარტიების ნაწილზე განსხვავებული მოსაზრების გამო ბულინგი, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ამგვარია არა მარტო ოპოზიციის, არამედ მთელი ქართული პოლიტიკის კულტურა. ჯაფარიძე არც ოპოზიციის ნაწილის მოსაზრებას ეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების" მოსაზრებებს ახმოვანებს.
„განსხვავებული აზრის მიუღებლობა არ ვიცი, მაგრამ ეგ ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც რომელიმე პოლიტიკური ლიდერი აფიქსირებს განსხვავებულ აზრს, მე კი არ მომწონს, მაგრამ მიღებულია, რომ როგორც მგლების ხროვა თავს ესხმიან და ძიძგნიან. ზოგადად, ეგეთი კულტურაა ქართულ პოლიტიკაში, მარტო ალეკო ელისაშვილზე არაა. მე რომ წამოვედი „ნაციონალური მოძრაობიდან", მოტრიალდა ყველა ის ხალხი, ვისთანაც 2 წელი მქონდა გატარებული და თვეების განმავლობაში ჩემი ლანძღვით იყო დაკავებული. ჯოგიდან რომ ერთი განსხვავებულ რაღაცას გააკეთებს და მთელმა ჯოგმა რომ უნდა დაკორტნოს, რადგან ჯოგის შიგნით სხვას არავის მოუნდეს იგივეს გაკეთება. სინამდვილეში რაღაცა ცხოველური ინსტიქტებია, რომელიც მე ძალიან არ მომწონს. გინდა ალეკოზე იყოს, გინდა ჩემზე. ელისაშვილი არ არის „ქართული ოცნების" სპიკერი, არც ხაზარაძე. ჩემი აზრით გულწრფელია ერთიც და მეორეც", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
ყველა სიახლე

17 მარტი 2025, 22:15
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვაპირებთ, რომ წლების განმავლობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციით დავუპირისპირდეთ ნარკოტიკების მოხმარებას. შესაბამისად, ჩვენი ახალგაზრდები ჩავრთოთ ამ კამპანიაში
ჩვენ ვაპირებთ, რომ წლების განმავლობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციით დავუპირისპირდეთ ნარკოტიკების მოხმარებას. შესაბამისად, ჩვენი ახალგაზრდები ჩავრთოთ ამ კამპანიაში, რომ რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ თქვას უარი სხვადასხვა სახის ნარკოტიკის მოხმარებაზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

17 მარტი 2025, 22:14
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან სამწუხაროა, რომ ევროკავშირში და ბრიუსელში არიან წარმომადგენლები, რომელთა განცხადებები ხშირად მიმართულია იმ სტაბილურობის შესარყევად, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას
ევროკავშირში და ბრიუსელში არიან წარმომადგენლები, რომლებიც გარკვეულწილად ნეგატიურ როლს თამაშობენ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაერო-

17 მარტი 2025, 22:06
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: „რადიო თავისუფლება“ იყო ის ორგანიზაცია, რომელიც სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს 2014 წელს მოიხსენიებდა ელიტურ კორუფციად, 2025 წელს კი პიჯაკების საქმედ. ამ ერთი შემთხვევითაც კი დიაგნოზი არის დასმული
რადიო თავისუფლება იყო ის ორგანიზაცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულს 2014 წელს (თუ არ ვცდები) მოიხსენიებდა ელიტურ კორუფციად 2025 წელს პიჯაკების საქმედ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ეხებოდა.

17 მარტი 2025, 22:05
მსოფლიო
თეთრი სახლის პრესმდივანი: ჩვენ არასდროს ვყოფილვართ სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს, როგორც ამ მომენტში
ჩვენ არასდროს ვყოფილვართ სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს, როგორც ამ მომენტში, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა.

17 მარტი 2025, 21:51
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე კაია კალასის განცხადებაზე: ეს არის უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, ამ ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა და ყველაზე ანტიქართული განცხადება, რაც კი შეიძლება დღეს პოლიტიკოსმა გააკეთოს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელმა მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა. მდინარაძის შეფასებით, აღნიშნული განცხადება სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და ანტიქართული განცხადებაა.

17 მარტი 2025, 21:45
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: არავინ იფიქროს და გაბედოს სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ერთნაირი სიმკაცრით შეიძლება მივუდგეთ ნარკორეალიზატორებსა და ნარკომომხმარებლებს
ყველა ნარკოტიკის მოხმარებას აქვს მძიმე შედეგი, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ არ გამოვალთ მოქალაქეზე ზრუნვის უპირატესი ინტერესიდან და განსაკუთრებული სიმკაცრით, როგორც მკვლელებს, დავსჯით ნარკორეალიზატორებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

17 მარტი 2025, 21:43
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილი 1 კვირის წინ იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი და უცებ ყველა ლანძღავს, ყველამ უარყო - ეს ხალხი წარმოადგენს აგენტურას და აგენტებმა მიიღეს კონკრეტული დავალება
სალომე ზურაბიშვილი ზუსტად 1 კვირის წინ იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი და უცებ დაეწყვნენ, ყველა ლანძღავს და ყველამ უარყო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ

17 მარტი 2025, 21:42
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ „ჰუსიტების“ შემდგომ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ირანს დააკისრებს, ხოლო შედეგები სავალალო იქნება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ჰუსიტების“ შემდგომ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ირანს დააკისრებს, ხოლო შედეგები სავალალო იქნება.

17 მარტი 2025, 21:29
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: უდიდესი უტიფრობაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, ადამიანს, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა
ეს არის უდიდესი უტიფრობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვას, პოლიტიკური ოპონენტების მიერ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის, პოლიტპატიმრად მოხსენიებასთან დაკავშირებით.

17 მარტი 2025, 21:20
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე დაყადაღებულ ფონდებზე: ამ ფონდების მიზანი, გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა, გახლავთ სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმება
არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ არ დავუჯეროთ პროკურატურას, იმიტომ, რომ საკუთარი თვალით ნანახი და საკუთარი ყურით გაგონილი იმავეს ადასტურებს, რასაც დღეს პროკურატურა ამბობდა თავის განცხადებაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

17 მარტი 2025, 20:59
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: შევჯერდით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სასჯელის სახით შემოვიდეს სავალდებულო მკურნალობა, თუმცა ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში
ჩვენ შევჯერდით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სასჯელის სახით შემოვიდეს სავალდებულო მკურნალობა, თუმცა ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში და იქნება სისხლის სამართლის კატეგორია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

17 მარტი 2025, 20:55
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: მოხდება სიტყვა „გენდერის“ ამოღება ყველა კანონიდან. ასევე, აღარ იქნება სავალდებულო „ენჯეო“ სექტორის მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში
მოხდება სიტყვა გენდერის ამოღება ყველა ნორმიდან და კანონიდან. ასევე, აღარ იქნება სავალდებულო „ენჯეო“ სექტორის მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

17 მარტი 2025, 20:52
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებზე
საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისივე განმარტებით, ზოგადად ონლაინ მედიაზე ეს კანონმდებლობა არ გავრცელდება.

17 მარტი 2025, 20:27
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: პოლონეთის ოფიციალური წარმომადგენლობა სააკაშვილის მიმართ საკმაოდ სერიოზულ ადვოკატირების რეჟიმში იყო. ახლა რაც იქ ხდება, ეს პოლონეთის შიდა საკითხია და გამოიძიებენ
პოლონეთის ოფიციალური წარმომადგენლობა - ძველიც და ახალიც, სააკაშვილის მიმართ საკმაოდ სერიოზულ ადვოკატირების რეჟიმში იყო მაშინ, როდესაც ზუსტად იცოდნენ, რომ დანაშაულებებია ჩადენილი, - განუცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტში ჟურნალისტებს პოლონეთის მთავრობაში არსებულ სკანდალზე საუბრისას.

17 მარტი 2025, 20:20
სამართალი
7 ნოემბრის საქმეზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი სასამართლოში მოწმის სტატუსით დაიკითხა
აქტიურ ფაზაშია სააკაშვილის კიდევ ერთი მძიმე ბრალდების საქმის განხილვა. 7 ნოემბრის ეპიზოდზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დაიკითხა, რომელმაც უკანონო ბრძანების შესახებ ისაუბრა.

17 მარტი 2025, 20:15
სამართალი
მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ საზღვრის უკანონო გადმოკვეთის საქმეზეც დამნაშავედ ცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიმინალურ საქმეში მორიგი თავი 2021 წლის პირველ ოქტომბერს იწყება, როდესაც ქვეყნის ყოფილი, ბრალდებული და რიგ საქმეებში მსჯავრდადებული პრეზიდენტი არაჟნით დატვირთული კონტეინერით შემოიპარა.

17 მარტი 2025, 20:08
პოლიტიკა
უკანონო ქმედებების დაფინანსება - პროკურატურამ 5 ფონდი დააყადაღა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაყადაღებულია ფონდები, საიდანაც აქციაზე გამოსაყენებელ პიროტექნიკას და, როგორც დანიშნულებაში წერია, „ბრძოლისთვის საჭირო აღჭურვილობას“ ყიდულობდნენ, ასევე უზრუნველყოფდნენ უკანონო ქმედებებში მხილებულთა საჭიროებებს.

17 მარტი 2025, 20:02
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი სირიას 2.5 მილიარდი ევროს დახმარებას გამოუყოფს
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სირიას 2.5 მილიარდი ევროს დახმარებას გამოუყოფს.

17 მარტი 2025, 20:02
სპორტი
„არმიელების“ გადაწყვეტილებით, „სარბიელის სინი“ სიმბოლურად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დაიდებს ბინას
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა რაგბის კლუბ „არმიას’’ უმასპინძლა. „არმიელები“, სამსახურში, მათ მიერ, რუსთავის „ხარებზე“ გამარჯვების შედეგად მოპოვებული „სარბიელის სინით“ მივიდნენ.

17 მარტი 2025, 19:48
მსოფლიო
რუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა
რუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, რაც ქვეყნებს შორის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე ბრძოლების გამო დაძაბული ურთიერთობების ფონზე მოხდა.