30 დეკემბერი 2020, 00:30 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის უწყვეტი წყაროა - ის ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ვეღარასდროს დაბრუნდება

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის უწყვეტი წყაროა. მისი მმართველობის მთელი 9 წლის განმავლობაში იყო შიდა დაძაბულობა, გარე კონფლიქტები და ომით „დაგვირგვინებული“ ტრაგედია, რომელიც ყველამ ერთად განვიცადეთ. ეს დასრულდა ტერიტორიების გადაცემით. ბოლო რვა წელია, რაც ოპოზიციაში გადავიდა, ეს ადამიანი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის უწყვეტ რეჟიმში დესტაბილიზაციას: საბოტაჟს, ობსტრუქციას, შანტაჟს სახელმწიფოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

„ამ ადამიანს აქვს ფული, არის მოძალადე, აქვს კომპრომატები თავისი გუნდის წევრების და არამარტო მათ წინააღმდეგ. შესაბამისად, მისი ინსტრუქციებით მოქმედებს ყველა ოპოზიციონერი, რამდენიმეს თუ არ ჩავთვლით. კარგია, რომ მათი გამოფხიზლების კონტურები გამოიკვეთა და მიხვდნენ, რომ ესაა სააკაშვილის თამაში. არჩევნები დასრულებული არ იყო, რომ პარლამენტის წინ მოაწყეს სცენა და ვითომ ზეიმი, თითქოს, მოიგეს. ყველა მტერია, ვინც ოკუპანტ ქვეყანას 20%-ს გადასცემს და ჩვენს წმინდა ადგილებს, საკუთარი ნებით, სხვა სახელმწიფოს გადასცემს. ეს მტერი, ეს ადამიანი აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა. მის ამ უსუსურ მცდელობაზე,ჩვენი პასუხი იყო ასეთი: მეგობრებო, თუ რაიმე კითხვა გაქვთ, ნებისმიერ უბანს გაგიხსნით. ყველა ჩვენს კონსტრუქციულ, ჯანსაღ შეთავაზებაზე მივიღეთ უარი - ყოველგვარი დასაბუთებისა და არგუმენტის გარეშე. ოთხი რაუნდი გაიმართა, აბსოლუტურად კონსტრუქციულები ვიყავით ყველა ჯანსაღი აზრის განხილვისთვის. ამის შემდეგ, მათ პირდაპირი შეტევა განახორციელეს აშშ-ის ელჩსა და ამერიკაზე. მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვილოცა არჩევნები, აღიარა და დღემდე, მათ მოუწოდებს ყველა, რომ პარლამენტში შევიდნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ და გიგა ბოკერიას პარტია ერთი ორგანიზმია, მათ, უბრალოდ, ფრონტი ჰქონდათ გაშლილი. ეს ერთი ორგანიზმია, ორი ბოროტი თავით. ესაა უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც არ განხორციელდა. სააკაშვილს სჯეროდა, რომ მას ბოლო შანსი ჰქონდა, ამაში აჯერებდა ამომრჩევლებს. არაფერი არ გამოვიდა. სააკაშვილი ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ვეღარასდროს დაბრუნდება“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

07 მარტი 2021, 10:09

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

07 მარტი 2021, 10:07

საზოგადოება

რა განრიგით შესრულდება თბილისსა და ბათუმს შორის ავიარეისები

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისები მარტში შესრულდება შემდეგი განრიგით: ორშაბათი: თბილისი - ბათუმი: 09:00; ბათუმი - თბილისი: 11:00...

07 მარტი 2021, 09:47

რეგიონი

ევროკავშირის მხარდაჭერით, მესტიის მუნიციპალიტეტში 50 ახალი პროექტი განხორციელდება

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა სულ 223-მა აპლიკანტმა მიიღო, საბოლოოდ კი 50 საპროექტო განაცხადი შეირჩა. კონკურსის შედეგად გამოვლენილი ინიციატივები მესტიის მუნიციპალიტეტის 17-ივე თემში განხორციელდება. მათ შორისაა სათემო პროექტები ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, კომერციული (ბიზნეს) ინიციატივები, არა-კომერციული ინიციატივები სოციალური მხადაჭერისა და თემის განვითარებისთვის.

07 მარტი 2021, 09:35

COVID19

რომელი შეზღუდვები იხსნება ხვალიდან. დეტალურად

8 მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.

შალვა პაპუაშვილი

07 მარტი 2021, 09:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: როცა შეთანხმება ახლოსაა, მაგიდის ატრიალებას იწყებენ - ამჯერად, არ მგონია, გამოუვიდეთ

როცა შეთანხმება ახლოსაა, მაგიდის ატრიალებას იწყებენ. პირველ ჯერზე საკუთარი პარტიის თავმჯდომარეც კი გააქციეს პარტიიდან, ეს ვისთან მქონია საქმეო. ამ ჯერზე, არ მგონია, გამოუვიდეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

07 მარტი 2021, 09:18

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ჟიული შარტავა

07 მარტი 2021, 09:07

საზოგადოება

ჟიული შარტავას დაბადებიდან 77 წელი გავიდა

ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად (გურამ გაბესკირია, რაულ ეშბა, ვახტანგ გეგელაშვილი, მამია ალასანია, ალექსანდრე ბერულავა და სხვები) დახვრიტეს სეპარატისტებმა. სიკვდილის შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

07 მარტი 2021, 08:49

მსოფლიო

ნიგერიის სანაპიროსთან, მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურები გაათავისუფლეს

14 მეზღვაური, რომელთაგან 10 უცხოელი, 4 კი ნიგერიელია, სამაშველო ოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს. ისინი მეკობრეებმა 6 მარტს აიყვანეს ტყვედ. ოპერაცია წარმატებით განხორციელდა და ყოველგვარი ინციდენტისა და დანაკარგის გარეშე ჩაიარა - აცხადებენ ნიგერიის თავდაცვის ძალებში.

07 მარტი 2021, 08:36

მსოფლიო

პარაგვაის პრეზიდენტმა სამი მინისტრი გაათავისუფლა

მოქალაქეების საპროტესტო გამოსვლების ფონზე, პარაგვაის პრეზიდენტმა, მარიო აბდო ბენიტესმა მინისტრთა კაბინეტის სამი წევრი გაათავისუფლა. თანამდებობა განათლების, ასევე, ქალთა და სამოქალაქო საქმეთა მინისტრებმა დატოვეს.

07 მარტი 2021, 08:15

საზოგადოება

დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

7 მარტს საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვბით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. 7 მარტს დასავლეთ, ხოლო 8 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

07 მარტი 2021, 08:04

კულტურა

Unified Filmmakers-ი კორონავირუსის თემაზე შექმნილ ფილმებს საქართველოდანაც შეარჩევს

Unified Filmmakers-ი Covid-19 პანდემიის საპასუხოდ შეიქმნა და შესაძლებლობას აძლევს კინემატოგრაფისტებს მთელ მსოფლიოში, გააზიარონ თავიანთი პირადი ისტორიები ამ უჩვეულო დროზე. მათ შორის, ფესტივალი ეძებს ფილმებს საქართველოდან, რომლებიც შემდეგ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს...

07 მარტი 2021, 00:50

ტექნოლოგიები

Rolls-Royce მსოფლიოში ყველზე სწრაფ ელექტროთვითმფრინავს გამოცდის

კომპანია Rolls-Royce-მა მთლიანად ელექტრო, ერთძრავიანი თვითმფრინავი შექმნა, რომელიც შესაძლოა გინესის წიგნში მოხვდეს, როგორც ყველაზე სწრაფი ელექტრო თვითმფრინავი მსოფლიოში, ამის შესახებ techcult წერს.

07 მარტი 2021, 00:27

ტექნოლოგიები

Toyota-მ უნივერსალური ენერგობლოკი შექმნა

მანქანების მწარმოებელმა კომპანია Toyota-მ უნივერსალური ენერგობლოკი შექმნა, რომელიც ენერგიის წყარო შესაძლოა შენობებსა და მანქანებში გახდეს. ამის შესხებ techcult წერს. ენერგობლოკ FC Modules კომპანია ორი ფორმატით გამოუშვებს. ვერტიკალური ვარიანტი 90 x 630 x 690 მმ იქნება და მისი წონა 250 კილოგრამს შეადგენს. ჰორიზონტალური ბლოკი კი 1270 x 630 x 410 მმ, წონით 240 კილოგრამი. ერთის სიმძლავრე 60, ხოლო მეორის 80 კილოვატით განისაზღვრა.

07 მარტი 2021, 00:12

ტექნოლოგიები

ინჟინერმა უცნაური ველოსიპედი შექმნა. ვიდეო

YouYube-არხის The Q-ს ავტორმა, დამწყებმა ინჟინერმა უცნაური ველოსიპედი შექმნა, რომლითაც თოვლსა და ყინულზეა გადაადგილება შესაძლებელი. ამის შესახებ techcult წერს. პირველ ჯერზე მისი ექსპერიმენტი მარცხით დასრულდა, რის შემდეგაც პროექტში ცვლილება შეიტანა.

პირბადე ფლირტი

06 მარტი 2021, 23:58

ტაბლოიდი

ექსპერტმა პანდემიის პირობებში ფლირტის წესები განმარტა😷😍

„შესაძლოა გამაღიზიანებელია, როცა ვიღაცის სახის მხოლოდ მცირე ნაწილს ხედავთ, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ. თვალები მიზიდულობის ყველაზე მძლავრი წყაროა. სწორედ ამიტომ მათზე უამრავი ლექსი და ცნობილი ფრაზა არსებობს. ჩემი საყვარელია „ჩვენი გრძნობების დამალვას ვცდილობთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ თვალებს ლაპარაკი შეუძლია“, - ამბობს სმიტი.

სოფო ხორგუანი

06 მარტი 2021, 23:39

საზოგადოება

სოფო ხორგუანი ფარულ ჩანაწერებზე: საერთოდ არ მესმის, რატომ შევდივართ განხილვაში, არის თუ არა ავთენტური. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი

„ძალიან სამწუხარო იყო სახალხო დამცველის განცხადება, რომ თუ ავთენტურობა დადგინდა, შესასწავლია, იყო თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები“, - ამის შესახებ უფლებადამცველმა სოფო ხორგუანმა „ქრონიკაში“ განაცხადა, როდესაც ფარული ჩანაწერების გავრცელების თემაზე სახალხო დამცველის განცხადება შეაფასა.

ზლატან ირაჰიმოვიჩი

06 მარტი 2021, 23:34

სპორტი

მედია: ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში, სავარაუდოდ საქართველოსთან ერთა ლიგის მატჩში დაბრუნდება

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება, ამის შესახებ ინფორმაციას შვედური გამოცემა fotbolldirekt-ი ავრცელებს. „შვედეთის ფეხბურთის ფედერაციაში ზლატან იბრაჰომოვიჩის ნაკრებში მიწვევა გადაწყვიტეს, სავარაუდოდ მილანის ფორვარდი ეროვნულ გუნდს საქართველოსთან ერთა ლიგის მატჩში დაუბრუნდება“, - წერს გამოცემა.

ლევან ნიკოლეიშვილი

06 მარტი 2021, 23:15

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ფარულ ჩანაწერებზე: მიხეილ სააკაშვილს სჭირდება რევოლუცია და სწორედ ამიტომ გააცოცხლა „შავი არქივი“

მიხეილ სააკაშვილს სურს არეულობა შეიტანოს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, - განაცხადა ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“, რითაც ფარული ჩანაწერების თემას გამოეხმაურა.

ზაზა შათირიშვილი

06 მარტი 2021, 23:02

საზოგადოება

ზაზა შათირიშვილი: მგონია, რომ ძირითადი კურდღელი, რომლის დაჭერაც უნდა სააკაშვილს, მისი საკუთარი ჯიბის ოპოზიციაა

„საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც მიუღებელია „ნაცმოძრაობა“, აბსოლუტურად უნდობლობით ეკიდება ამ ინფორმაციას“, - ამის შესახებ ზაზა შათირიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, როდესაც ფარული ჩანაწერების გავრცელებას გამოეხმაურა.

თამთა მეგრელიშვილი

06 მარტი 2021, 22:53

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: სისხლის სამართლის კანონმდებლობით პირდაპირ დასჯადია უნებართვოდ კერძო ჩანაწერის გაკეთება და გავრცელება

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უზენაესი კანონი, საქართველოს კონსტიტუცია გვაძლევს შესაძლებლობას მოვიპოვოთ და გავავრცელოთ ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ინფორმაციის შინაარსსაც. კერძოდ სისხლის სამართლის 158-ე მუხლით, პირდაპირ დასჯადია უნებართვოდ კერძო ჩანაწერის, ამ შემთხვევაში მოპოვება, უნებართვო მიყურადება და ზოგადად ჩაწერა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ იურისტმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.