სივრცითი და არქიტექტურული ნორმების კანონდარღვევისთვის დაწესებული ჯარიმების გაუქმება იგეგმება

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
სივრცითი და არქიტექტურული ნორმების კანონდარღვევისთვის დაწესებული ჯარიმების გაუქმება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” შედის.
კანონში აღნიშნულია, რომ ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც დაეკისრა პასუხისმგებლობა სამშენებლო დარღვევისთვის, რაც გამოიხატა ამ სუბიექტის მიერ საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე დროებითი შენობა-ნაგებობის-ჯიხურის მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის გარეშე განთავსებაში და ჯარიმის/საურავის თანხა არ აქვს გადახდილი, ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, გათავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ანდა მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისგან, ხოლო ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომლის მიერ ჩადენილია სამართალდარღვევა, თუმცა მის მიმართ არ არის დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან დაწყებულია, მაგრამ არ არის გამოტანილი დადგენილება, გათავისუფლდება ამ კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობისგან.
ამის გარდა, ცვლილებებით, იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომელსაც დაეკისრა პასუხისმგებლობა და ჯარიმის/საურავის თანხა არ აქვს გადახდილი, ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, ძალადაკარგულად გამოცხადდება დადგენილება ჯარიმის ან საურავის დაკისრების თაობაზე.
ინიციატორები კანონპროექტის მომზადების მიზეზად პანდემიის პირობებში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პირები ორიენტირებულები აღმოჩნდნენ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლასა და სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვაზე, რამაც რიგ შემთხვევაში გამოიწვია გარკვეული გადაცდომები ადმინისტრაციული წარმოების ვადებთან დაკავშირებით. ინიციატორები განმარტავენ, რომ კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან დაკისრებული ჯარიმები და საურავები დაახლოებით 300 ათასს ლარს შეადგენს.
კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი და ირაკლი ზარქუა არიან. ცვლილებების განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმება.
ყველა სიახლე

21 მარტი 2025, 10:30
რეგიონი
ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

21 მარტი 2025, 10:29
პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ რუმინეთის სენატში შეხვედრები გამართა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ლევან მახაშვილი ბუქარესტში ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ტიტუს კორლაცეანს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრები ასევე გაიმართა ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიჰაი კოტეცთან, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ადელინა დობრასთან და კომიტეტების წევრებთან.

21 მარტი 2025, 10:27
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: დღეს ყველა ნორმალური ქვეყნის ჯანსაღი ხელისუფლების ვალია - ავადმყოფებთან [ევროკავშირი] დროებითი დისტანცირება მოახდინოს
ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების ფორმა „ხალხის ძალის“ წევრს დავით ქართველიშვილს პანდემიის დროს შემოღებულ რეგულაციებს აგონებს - ინფიცირებულთან დისტანციის დაჭერა და დაავადებულთან კონტაქტისგან თავის არიდებას. როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირთან ურთიერთობისას საქართველო ისევე იცავს დისტანციას, როგორც ამას აკეთებდა კოვიდით დაინფიცირებულთან ურთიერთობისას.

21 მარტი 2025, 10:20
ტექნოლოგიები
წყალი სამყაროში მილიარდობით წლით უფრო ადრე არსებობდა, ვიდრე ამას აქამდე მეცნიერები ვარაუდობდნენ და, შესაძლოა, დიდი აფეთქების შემდეგ წარმოიშვა
წყალი სამყაროში მილიარდობით წლით უფრო ადრე არსებობდა, ვიდრე ამას აქამდე მეცნიერები ვარაუდობდნენ და, შესაძლოა, დიდი აფეთქების შემდეგ წარმოიშვა.

21 მარტი 2025, 10:14
მსოფლიო
უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი: უნგრეთს სურს, რომ უკრაინა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ბუფერულ ზონად იქცეს
უნგრეთს სურს, რომ უკრაინა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ბუფერული ზონა იყოს, - განაცხადა უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა, იანოშ ბოკამ The Financial Times-თვის მიცემულ ინტერვიუში.

21 მარტი 2025, 10:05
რეგიონი
კახეთის რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, კახეთის რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა გახსნა.

21 მარტი 2025, 10:05
საზოგადოება
აბუ-დაბიში საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესზე წარდგა.

21 მარტი 2025, 10:00
საზოგადოება
21 მარტი ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა
ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელათის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

21 მარტი 2025, 09:58
რეგიონი
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული ვ.ა., 1968 წელს დაბადებული ი.გ. და 1990 წელს დაბადებულს ს.შ. დააკავეს. ვ.ა. და ი.გ. ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით არიან დაკავებულები. ხოლო ს.შ. - ს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

21 მარტი 2025, 09:39
მსოფლიო
The Financial Times: ლონდონის ჰითროუს აეროპორტი ელექტრო ქვესადგურზე მომხდარი ავარიის გამო დაიკეტა
ლონდონის უმსხვილესი აეროპორტი ჰითროუ მასთან ახლოს მდებარე ელექტრო ქვესადგურზე მომხდარი ავარიის გამო დროებით დაიხურა. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

21 მარტი 2025, 09:31
რეგიონი
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ლაგოდეხში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ლაგოდეხში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. თეა ახვლედიანმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კაბალის თემის ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

21 მარტი 2025, 09:18
რეგიონი
ლაგოდეხში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „დაგვიჭირე მხარი“ გაიმართა
ლაგოდეხში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „დაგვიჭირე მხარი“ გაიმართა. ახალ სკვერში გასართობი შეხვედრა, მრავალფეროვანი, საინტერესო კულტურული შემეცნებითი და სპორტული გასართობი აქტივობებით გამოირჩეოდა.

21 მარტი 2025, 09:06
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. თავდასხმები სუმის, დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის დასახლებულ რაიონებზე განხორციელდა.

21 მარტი 2025, 09:00
მსოფლიო
Bloomberg: ევროპისა და კანადის ლიდერები პარიზში მომავალ კვირას უკრაინის საკითხის განსახილველად შეიკრიბებიან
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მომავალ კვირას ევროპული ქვეყნებისა და კანადის ლიდერების მონაწილეობით მორიგი სამიტი გაიმართება, სადაც უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

21 მარტი 2025, 08:58
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: დარწმუნებული ვარ, როგორც კი დონალდ ტრამპი წარმატებას მიაღწევს „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში, მყისიერად მოხდება აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვა
ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

21 მარტი 2025, 08:50
საზოგადოება
დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული უხვი ნალექის გამო, გზები ინტენსიურად იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება
დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული უხვი ნალექის გამო, გზები ინტენსიურად იწმინდება. ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება არსად დაფიქსირებულა.

21 მარტი 2025, 08:46
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი რადიკალურ ოპოზიციაზე: ეს არის მავნებლების ჯგუფი, რომელიც უპირისპირდება ეროვნულ ინტერესებს
ეს არის მავნებლების ჯგუფი, რომლებიც უპირისპირდებიან ეროვნულ ინტერესებს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ რადიკალური ოპოზიციის გადაწყვეტილების შეფასებისას, რომ არ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. მისივე თქმით, მათ არ იციან რა უნდა ქნან მომავალში და ჯერჯერობით თავიანთი პატრონებისგან ინსტრუქციაც არ აქვთ.

21 მარტი 2025, 08:38
პოლიტიკა
პაატა სალია საგამოძიებო კომისიაზე: ეს იქნება გაკვეთილი ყველა მომავალი ხელისუფლებისათვის, რომ მომავალში არ იყოს დაშვებული მსგავსი შეცდომები
[საგამოძიებო კომისია] ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოხდეს უკვე პოლიტიკური შეფასება იმ რეჟიმისა, რომელიც მართავდა საქართველოს სააკაშვილის მეთაურობით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ.

21 მარტი 2025, 08:30
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის და რეჟიმის თანამდებობის პირთა დანაშაულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის და რეჟიმის თანამდებობის პირთა დანაშაულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა პარლამენტში დღეს გაიმართება.

21 მარტი 2025, 08:22
სპორტი
ქართველი ქომაგები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ეროვნული ნაკრების გამარჯვება იზეიმეს
მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, გულშემატკივრებმა ერთგულება კიდევ ერთხელ დაამტკიცეს - ვინც სომხეთში თამაშზე დასწრება ვერ მოახერხა, თბილისის პირველ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ყურების შესაძლებლობა ჰქონდათ.