imedi /  30 დეკემბერი 2020, 17:42 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: იმედი გვაქვს, რაციონალურ გადაწყვეტილებამდე მივლენ და თებერვალში საპარლამენტო ცხოვრებას ოპოზიციური წარმომადგენლობით გავაგრძელებთ

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

არსებობს თუ არა შეთანხმების მიღწევის რესურსი, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებენ ოპოზიციური პარტიები კომპლექსების დაძლევას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს დამოკიდებულია კონკრეტული პარტიული სუბიექტების მხრიდან კომპლექსების მოხსნაზე. ჩემთვის ასევე წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება იყო მაგალითად, ბოკერიას მიერ დალაგებული ნარატივის და კომპლექსის ქვეშ, ეს გაკომპლექსებდეს.

​თუ ოპოზიციური სპექტრი ამ კომპლექსს მოიხსნის, მაშინ ჩვენ შევთანხმდებით. თუ ამ გავლენების ქვეშ უნდა იყვნენ, მაშინ ჩვენ ამაზე საუბარი გაგვიჭირდება, რომ შევთანხმდებით, თუმცა გულწრფელად მაინც იმედი გვაქვს, რომ ისინი რაციონალურ გადაწყვეტილებამდე მივლენ და თებერვალში საპარლამენტო ცხოვრებას გავაგრძელებთ ოპოზიციური წარმომადგენლობით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიცია და მმართველი გუნდი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინში არიან. მხარეები იმედოვნებენ, რომ პოზიციების დაახლოებას შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს ახალი არჩევნები სურთ, „ქართულ ოცნებას“ კი, - შეთანხმება არჩევნების გარეშე. მოლაპარაკებების შუამავალმა ელჩმა მხარეებს მკაფიოდ უთხრა, რომ უნდა გადაწყვიტონ, როგორ მიაღწიონ შეთანხმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეხუთე რაუნდი ეფექტური ვერ იქნება.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

16 ოქტომბერი 2024, 10:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ფხიზლად, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისათვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა

მადლობა უნდა გადავუხადოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისათვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეტი სიფრთხილისთვის - ganacxada პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც არჩევნების წინ ფალსიფიცირებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გავრცელების თაობაზე სუს-ის განცხადებას შეეხებოდა.

დავით ქართველიშვილი

16 ოქტომბერი 2024, 10:44

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი 2008 წლის ომამდე განვითარებულ მოვლენებზე: გაუგონარი დანაშაულის და ღალატის ორგანიზატორები, მონაწილენი, თვითმხილველები და დაზარალებულები - დღეს საქართველოში არიან და დასაკითხ მოწმეთა ბაზას წარმოადგენენ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს საქართველოში განვითარებულო მოვლენებს იხსენებს, რამაც 2008 წლის ომი გამოიწვია.

16 ოქტომბერი 2024, 10:41

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს შავი ფულით, ისინი ხელს უშლიან დემოკრატიული სისტემის ჯანსაღი ფორმით ფუნქციონირებას

ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს შავი ფულით, ფინანსდება შავი ფულით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

16 ოქტომბერი 2024, 10:38

ტაბლოიდი

პრაღაში პაბებში ღამის ექსკურსიები აიკრძალა🍻

ჩეხეთის დედაქალაქს დიდი ხანია აქვს გასართობი ადგილის რეპუტაცია და ის პაბებისა და ალკოჰოლის მოყვარულებში სარგებლობს პოპულარობით, განსაკუთრებით ბრიტანელებში. თუმცა, ნასვამი ტურისტები და მათი ხმაური ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.

16 ოქტომბერი 2024, 10:36

მსოფლიო

ერიკ დონესე: უკრაინაში კორუფციის პრობლემა გაუარესებულია. იარაღს ვპოულობთ შავ ბაზარზე, ვპოულობთ აფრიკის გარკვეულ კონფლიქტებშიც კი

უკრაინაში კორუფციის პრობლემა გაუარესებულია. იარაღს ვპოულობთ შავ ბაზარზე, ვპოულობთ აფრიკის გარკვეულ კონფლიქტებშიც კი, - განაცხადა ფრანგული კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ერიკ დონესემ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას.

16 ოქტომბერი 2024, 10:23

მსოფლიო

პენტაგონი: აშშ უკრაინას რაკეტების ჩამოგდებაში არ დაეხმარება, როგორც ამას ისრაელის შემთხვევაში აკეთებს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ საბრინა სინგჰმა განაცხა, რომ ამერიკა არ განალაგებს უკრაინასთან ახლოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა THAAD-ს და არ ჩამოაგდებს რუსეთიდან გაშვებულ რაკეტებს. სპიკერს კითხვა დაუსვეს, თუ რატომ იცავს ამერიკა ისრაელს ირანული ბალისტიკური რაკეტებისგან და იმავეს არ აკეთებს უკრაინის შემთხვევაში, რაზეც პენტაგონის წარმომადგენელმა თქვა, რომ ომები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ერთმანეთისგან განსხვავდება. „ეს სხვადასხვა ომებია, სხვადასხვა რეგიონებია და ვალდებულებები ისრაელისა და უკრაინის წინაშე განსხვავებულია“, - თქვა სინგჰმა.

16 ოქტომბერი 2024, 10:21

რეგიონი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგოდ წერტილოვანი წამლობა მიმდინარეობს

ამინდის გაუარესებასთან ერთად, აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისკენ ინაცვლებს. ამიტომ სახლის პირობებში მავნებლის განადგურებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიყენოს მექანიკური მეთოდები, რომლებიც უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

16 ოქტომბერი 2024, 10:10

მსოფლიო

ებრაელი მგზავრების დისკრიმინაციის გამო Lufthansa-ს რეკორდული ჯარიმა დაეკისრა

ხომალდის კაპიტნის განცხადებით, ფრანკფურტამდე ფრენისას რამდენიმე მგზავრი ნიღბის გაკეთებისა და ადგილებზე დარჩენასთან დაკავშირებულ „ეკიპაჟის ინსტრუქციებს არ ითვალისწინებდა“, რის გამოც ავიაკომპანიამ ბორტზე მყოფი ყველა ებრაელი ერთი ჯგუფის წევრად მიიჩნია და მეორე ფრენაზე ჩასხდომაზე 128 მგზავრს უთხრა უარი.

16 ოქტომბერი 2024, 10:05

საზოგადოება

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ National Geographic Traveller-ის, ITV-ის, Red magazine-ისა და სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებს უმასპინძლა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გურჯაანის „ღვინის ფესტივალს“ ღვინის თემატიკაზე მომუშავე ბრიტანული და ლიეტუვური მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მეთიუ მილერი

16 ოქტომბერი 2024, 09:54

მსოფლიო

აშშ ჩრდილოეთ კორეას დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდებს

აშშ ჩრდილოეთ კორეას დაძაბულობის შემცირებისა და დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა. „ჩვენ ვაგრძელებთ მოწოდებას ჩრდილოეთ კორეისადმი შეამციროს დაძაბულობა და შეწყვიტოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც კონფლიქტის რისკს ზრდის. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას დაუბრუნდეს დიალოგსა და დიპლომატიას“, - თქვა მან. კონფლიქტი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის 11 ოქტომბერს გამწვავდა. მაშინ ფხენიანმა სეული უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებაში დაადანაშაულა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების ნაწილი ააფეთქა.

ემანუელ მაკრონი/ბენიამინ ნეთანიაჰუ

16 ოქტომბერი 2024, 09:41

მსოფლიო

მედია: მაკრონსა და ნეთანიაჰუს შორის მკაცრი საუბარი გაიმართა

წყაროებზე დაყრდნობით, მედიაში გავრცელებული ცნობის მიხედვით, საუბრის დასრულების შემდეგ მაკრონმა ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკრიტიკა და აღნიშნა რომ ისრაელის პრემიერს უნდა ახსოვდეს, რომ მისი ქვეყანა გაეროს გადაწყვეტილებით შეიქმნა, ამიტომაც მას გაეროს გადაწყვეტილებების გათვალისწინება მართებს.

არჩილ გორდულაძე

16 ოქტომბერი 2024, 09:32

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე „ქართული ოცნების“ ბანერის დაზიანებაზე: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრებმა თავიანთი თავი გამოავლინეს

„ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში ომს ითხოვდნენ და ითხოვენ, ახლა ამ ყველაფერს საღებავით ებრძვიან. როგორც არ უნდა სცადონ საღებავით თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებებისა და მოწოდებების გადაფარვა, რა თქმა უნდა, არ გამოუვათ. წარმოიდგინოს ქართველმა ხალხმა, რას დამართებენ ჩვენს ქვეყანას, რას დამართებენ ქართველ ხალხს, ხელისუფლებაში დაბრუნების იოტისოდენა შანსი მაინც თუ გაუჩნდათ“, - აცხადებს გორდულაძე.

ლევან მაჭავარიანი

16 ოქტომბერი 2024, 09:28

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ქალბატონი დეკანოიძე და ბატონი უგულავა დაკავებულები არიან სამღებრო სამუშაოებით და ძალიან ნიშანდობლივია, რომ წაშალეს წარწერა „არა ომს“

„ქალბატონი დეკანოიძე და ბატონი უგულავა დაკავებულები არიან სამღებრო სამუშაოებით და ძალიან ნიშანდობლივია, რომ კიდევ ერთხელ მოახდინეს თავიანთი პოზიციის ლუსტრირება, როდესაც წაშალეს წარწერა „არა ომს“, იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავთ 2,5 წლის განმავლობაში მათგან, მათი თანაგუნდელებისგან და მთლიანად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისგან, რომ მათ საქართველოს ომში ჩათრევა უნდათ. ბატონი უგულავასგან [შესაბამისი განცხადებები] პირდაპირ ეთერში მოვისმინეთ, ძალიან ემოციურად გამოდიოდა ამ თემასთან დაკავშირებით“, - აცხადებს მაჭავარიანი.

16 ოქტომბერი 2024, 09:21

არჩევნები 2024

ბათუმელთა დარბაზის ქალთა საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა გამოუცხადა

შეხვედრაზე 26 ოქტომბრის არჩევნების გადამწყვეტ როლზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს ღირსეულ მომავალს განაპირობებს. დარბაზის წევრებმა მმართველი გუნდის პოლიტიკაზეც ისაუბრეს და მხარდაჭერა ქვეყნის მშვიდობიან მომავალს გამოუცხადეს.

კონსტანტინე ზარნაძე და ვლადიმერ ბოჟაძე

16 ოქტომბერი 2024, 09:17

არჩევნები 2024

ვლადიმერ ბოჟაძე და კონსტანტინე ზარნაძე მუხიანის მოსახლეობას შეხვდნენ

მოქალაქეებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძეც. ადგილობრივებთან შეხვედრისას ისაუბრეს მიმდინარე პროექტების მნიშვნელობასა და პარტიის სამომავლო გეგმებზეც

16 ოქტომბერი 2024, 09:01

მსოფლიო

ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ იარაღის სტრატეგიული საცავი გაანადგურა

ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად დაჯგუფება „ჰეზბოლას“ იარაღის სტრატეგიული საცავი დაბომბა. ინფორმაცია „ცაჰალის“ ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული. ებრაული მხარის მტკიცებით, იარაღის საცავი ბეირუთის დაჰიას რაიონში მდებარეობდა. ის მიწისქვეშ იყო განთავსებული. ისრაელის თავდაცვის არმიამ საჰაერო იერიშამდე იქ მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა, რათა დაბომბვის დროს არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე ოპერაციის დროს არ დაშავებულიყო, აღნიშნეს არმიაში.

16 ოქტომბერი 2024, 08:57

მსოფლიო

ფხენიანში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის არმიას მილიონზე მეტი ახალგაზრდა შეუერთდა

ცნობას ქვეყნის სახელმწიფო მედიასაშუალებები ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ არმიას სტუდენტები და ახალგაზრდული ლიგის წარმომადგენლები შეუერთდნენ, რომლებიც მზად არიან „რევოლუციის იარაღით მტრის გასანადგურებლად წმინდა ომისთვის“.

16 ოქტომბერი 2024, 08:45

სამართალი

სუსი: პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები არჩევნების წინა დღეებში, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“, - აღნიშნავენ სუსში.

ვოლოდიმირ ზელენსკი და შარლ მიშელი

16 ოქტომბერი 2024, 08:44

მსოფლიო

შარლ მიშელმა ზელენსკი ევროპული საბჭოს მომდევნო სამიტზე მიიწვია

„მოვიწვიე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სამიტზე 17 ოქტომბერს, რათა შევაფასოთ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის ბოლოდროინდელი მოვლენები და რათა წარმოადგინოს თავისი „გამარჯვების გეგმა“, - წერს მიშელი.

16 ოქტომბერი 2024, 08:39

მსოფლიო

ტრამპი პუტინთან კონტაქტზე: 2021 წლის შემდეგ ეს რომ გამეკეთებინა, ჭკვიანური ნაბიჯი იქნებოდა

„მე ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ. მაგრამ გეტყვით, ეს რომ გამეკეთებინა, ჭკვიანური ნაბიჯი იქნებოდა. თუ მეგობრული ვარ და შემიძლია ადამიანებთან ურთიერთობა - ეს ქვეყნისთვის ცუდი კი არა, კარგია. მას 2 ათასი ბირთვული ქობინი აქვს, ჩვენც. ჩინეთს გაცილებით ნაკლები აქვს, მაგრამ ისინი ხუთ წელიწადში დაგვეწევიან“, - განაცხადა ტრამპმა.