imedi /  30 ივნისი 2017, 11:18 / სანდო წყარო

მაჟორიტარი პარლამენტარების სახელით განცხადება გავრცელდა

კახა ოქრიაშვილი

კახა ოქრიაშვილი

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების სახელით, უმრავლესობის წევრმა, კახა ოქრიაშვილმა განცხადება გაავრცელა. ამ განცხადებაში მაჟორიტარები საკონსტუტუციო ცვლილებებზე წერენ. მაჟორიტარები საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში მათ მიერ გადადგმულ კომპრომისულ ნაბიჯებზე საუბრობენ და მოუწოდებენ პოლიტიკური სპექტრის სხვა მონაწილე მხარეებს, მიიღონ აქტიური მონაწილეობა საკონსტიტუციო კონსენსუსის მისაღწევ პროცესში და თავადაც აიღონ პასუხისმგებლობის საკუთარი წილი.

„ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, როგორიც არის კონსტიტუცია, სასურველია, პოლიტიკური ველის ყველა მონაწილეს შორის შედგეს საყოველთაო კონსენსუსი, რათა ერთობლივად დადგინდეს პოლიტიკური პროცესებისთვის მისაღები წესები. ამ განცხადებაში გვინდა თქვენი ყურადღება შევაჩეროთ საკონსტიტუციო ცვლილებების საარჩევნო ნაწილზე, უფრო ზუსტად - არჩევნების მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებზე. ჩვენ მრავალჯერ განვაცხადეთ, რომ მაჟორიტარული და შერეული, ისევე, როგორც პროპორციული სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული და ლეგიტიმური და ამაზე ბევრს აღარ ვისაუბრებთ. დღეს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ითხოვს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ჩვენ, მაჟორიტარები მზად აღმოვჩნდით კომპრომისისთვის, კონკრეტულად, დავთანხმდით პროპორციულ არჩევნებს ბონუსური სისტემის გათვალისწინებით. ასეთი სისტემა არ არის სრულყოფილი, მაგრამ ამცირებს მყიფე და არამდგრადი ცენტრალური ხელისუფლების შექმნის შესაძლებლობებს. რადგან საქმე ეხება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, ამ საკითხში, კონსენსუსის მთავარი მხარე ვართ ჩვენ – პოლიტიკოსები, ვინც მაჟორიტარული არჩევნების მომხრეა, მათ შორის, მოქმედი მაჟორიტარებიც და რაც მთავარია, ჩვენი ამომრჩეველი. მეორე მხარეს წარმოადგენენ პროპორციული სისტემის მომხრეები უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა მაჟორიტარებმა, ჯამში მოვიპოვეთ 826 000 ხმა და სწორედ ამიტომ წარმოვადგენთ ამ კონსესუსის მთავარ მხარეს. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებიც ადასტურებს, რომ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას ემხრობა გამოკითხული მოსახლეობის 47%, ხოლო გაუქმებას – მხოლოდ 28%. საქართველოს უახლესი ისტორია გვაჩვენებს, რომ ქვეყანაში ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა ძლიერი და შეკრული პოლიტიკური პარტიები. დღემდე არსებული პრაქტიკულად ყველა სახელისუფლებო პარტია არჩევნებში დამარცხების შემდეგ გაქრა ან მნიშვნელოვნად დასუსტდა. მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ საჭიროა დრო პარტიების სრულფასოვნად ჩამოსაყალიბებლად და გასაძლიერებლად. ამ მოსაზრებას საექსპერტო წრეებიც იზიარებენ. ვიმედოვნებთ, რომ ეს 2024 წლისთვის მოხდება და სწორედ ამიტომ დავთანხმდით, მიგვეცა დრო და შანსი ამ პროცესისათვის. თუმცა ჩვენ, მაჟორიტარები, მივიჩნევთ, რომ დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა არის უკეთესი - უფრო გამართული და გამართლებული ჩვენი ქვეყნის რეალობისთვის.

 აქვე, მინდა საზოგადოების ყურადღება შევაჩერო მოლდოვაში მიმდინარე პროცესებზე. 2006 წელს, მოლდოვა საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობის პორპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა, რასაც სრულად ეთანხმებოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც. ამ ცვლილებების შედეგად, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ყალიბდებოდა მყიფე, სუსტი კოალიციური ცენტრალური ხელისუფლებები, რასაც თან ერთვოდა პილიტიკური სკანდალები და კრიზისები მმართველ კოალიციაში. ამ პროცესებმა მოლდოვაში გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკური სტაგნაცია და მოსახლეობის უკიდურესი სიდუხჭირე. შედეგად, საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში გაჩნდა ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნილება და დღეს, მოლდოვა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემიდან შერეულ, პროპორციულ - მაჟორიტარულ სისტემაზე გადადის – სწორედ ისეთზე, როგორიც საქართველოში ფუნქციონირებს.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ჩვენ, მაჟორიტარები მაინც წავედით კომპრომისზე, რათა საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში ფართო კონსენსუსი შემდგარიყო. თუმცა სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესის სხვა მონაწილეები არ აღმოჩნდნენ მზად კომპრომისებისთვის, ხოლო მხოლოდ მაჟორიტარების ძალისხმევა არ იყო საკმარისი. მოვუწოდებთ პოლიტიკური სპექტრის ყველა მონაწილეს, მიიღოს აქტიური მონაწილეობა საკონსტიტუციო კონსენსუსის მისაღწევ პროცესში, აიღოს პასუხისმგებლობის საკუთარი წილი და ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენოს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

გივი მიქანაძე

18 ივნისი 2024, 09:02

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობის არმიღება ნიშნავს, რომ ოპოზიცია მხარს არ უჭერს ამ კანონის მიღებას. საზოგადოებაც ამ ყველაფერს გაითვალისწინებს

„მათი დამფინანსებლები მათგან ითხოვენ, რომ შეეწინააღმდეგონ ამ კანონის მიღებას, მაგრამ ამავდროულად, მათ იციან, რომ წინასაარჩევნოდ ამის გაკეთება ძალიან სერიოზულად დააზიანებს მათ. ამიტომ, მოიფიქრეს თავისი ხედვით რაღაც გამოსავალი, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ და ამაში მონაწილეობა არ მიიღონ, მაგრამ მონაწილეობის არმიღება ნიშნავს, რომ ისინი მხარს არ უჭერენ ამ კანონის მიღებას. შესაბამისად, საზოგადოებაც ამ ყველაფერს გაითვალისწინებს“, - მიიჩნევს მიქანაძე.

რატი იონათამიშვილი

18 ივნისი 2024, 08:51

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: როდესაც ოპოზიცია აცხადებს, რომ პრინციპების დონეზეც არ მიიღებს მონაწილეობას ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის განხილვებში, ამით საზოგადოებას ეუბნება, რომ ყველა ამორალური საკითხი მათთვის მისაღებია

„პირველი მოსმენები ითვალისწინებს განხილვას პრინციპების დონეზე. და რა არის პრინციპები - ვიზიარებთ თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხს ან დასაშვებია თუ არა ლგბტ პროპაგანდა და ლიტერატურა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, უნდა ტარდებოდეს თუ არა არასრულწლოვანებში სქესის შეცვლის ოპერაციები. ეს არის პრინციპის საკითხები და როდესაც ოპოზიცია აცხადებს, რომ პრინციპების დონეზეც არ მიიღებს მონაწილეობას განხილვებში, ამით საზოგადოებას ეუბნება, რომ ყველა ამორალური საკითხი მათთვის მისაღებია“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

18 ივნისი 2024, 08:45

მსოფლიო

ბრიუსელში ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნაზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, კონსერვატორები და სოციალ-დემოკრატები ვერ შეთანხმდნენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხუთ წელიწადში ერთხელ აირჩიონ თუ ყოველ ნახევარ წელიწადში. ვრცელდება ცნობები, რომ დიდი ალბათობით თანამდებობას მეორე ვადით შეინარჩუნებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომლის „ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა.

18 ივნისი 2024, 08:35

პოლიტიკა

ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში მიმდინარე კვირაში გაიმართება

პარლამენტში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის ირგვლივ საკომიტეტო განხილვები მიმდინარე კვირაში გაიმართება. მმართველი გუნდი კანონპროექტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ოპოზიცია კი კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია.

გურამ კაშია

18 ივნისი 2024, 08:24

სპორტი

გურამ კაშია: ვეცდებით, კიდევ ერთხელ ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა

ევრო 2024-ზე გასვლა ძალიან ემოციური იყო, ეს კადრები ყველამ ნახა. ძალიან ამაყები ვიყავით, მთელი საქართველო ზეიმობდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ახლა ზეიმის დრო აღარ არის. გვსურს, რომ შევასრულოთ ის გეგმა, რისთვისაც ვართ ჩამოსულები, - ამის შესახებ დორტმუნდში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ განაცხადა.

18 ივნისი 2024, 08:18

სპორტი

რეგიონებში საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის სპეციალური საქომაგო სივრცეები ეწყობა

საქართველოს ნაკრების საქომაგოდ ემზადებიან რუსთავშიც, სადაც თურქეთთან მატჩის ღია ჩვენება, რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილ „ოქსიგენ ფესტის“ სივრცეში გაიმართება. ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის 18.00 საათიდან მოწყობილი იქნება კვების, ლუდის და დასასვენებელი სივრცეები. ზუსტად 20.00. საათზე, კი საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე, რუსთაველები ერთად შეასრულებენ საქართველოს ჰიმნს.

18 ივნისი 2024, 08:12

სპორტი

„იმედი“ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი თამაშისთვის ემზადება

დღევანდელი ისტორიული საფეხბურთო მატჩისთვის ტელეკომპანია „იმედში“ განსაკუთრებული სამზადისია. ცენტრალური შენობის ეზოში მოწყობილია სივრცე, სადაც „იმედელი“ ქომაგები შეიკრიბებიან და დიდ ეკრანზე ერთად უგულშემატკივრებენ საქართველოს ნაკრებს.

18 ივნისი 2024, 08:00

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას დღეს გამართავს⚽

დღეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული დღეა - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს. ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ ქართველების მეტოქე თურქეთის გუნდი იქნება. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ოთარ კიტეიშვილი.

18 ივნისი 2024, 01:49

მსოფლიო

იერუსალიმში, ნეთანიაჰუს რეზიდენციის მახლობლად ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციის მახლობლად ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ბილ ბლერი

18 ივნისი 2024, 01:09

მსოფლიო

კანადის თავდაცვის მინისტრი: ახლა არ არის შესაფერისი დრო უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გასაგზავნად

კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა განაცხადა, რომ კანადამ გადაწყვიტა, შეაჩეროს უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Sky News-ი ავრცელებს.

18 ივნისი 2024, 00:50

ტაბლოიდი

Asap Rocky ბრენდ Bottega Veneta-ს მამის დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში შვილებთან ერთად გამოჩნდა. ფოტოგალერეა 📸

Asap Rocky ბრენდ Bottega Venetaს მამის დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში შვილებთან ერთად გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას People ავრცელებს.

იანოშ ბოკა

18 ივნისი 2024, 00:26

მსოფლიო

ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი: უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე

ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრმა, იანოშ ბოკამ განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ანჯელინა ჯოლი

18 ივნისი 2024, 00:16

ტაბლოიდი

ანჯელინა ჯოლი, ქალიშვილ ვივიენთან ერთად Tony Awards-ზე გამოჩნდა

ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი, ქალიშვილ ვივიენთან ერთად Tony Awards-ზე გამოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა People წერს.

ჯონ კირბი

18 ივნისი 2024, 00:00

მსოფლიო

ჯონ კირბი: აშშ შეშფოთებულია რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობის გაღრმავებით

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობის გაღრმავებით. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

17 ივნისი 2024, 23:38

საზოგადოება

ვის ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ კურდღლის ნიღაბი მორგებული

„ვინ ვინ არის?“ სამი თვის განმავლობაში მთავარი კითხვა იქნება. დეტექტივის როლს კი „იმედის“ მაყურებელი ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე მოირგებს. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი 12 კონკურსანტი „დეტექტივ-ჟიურის“ წინაშე სცენაზე შენიღბული გამოვა და მუსიკალურ ნომრებს წარმოადგენს.

იენს სტოლტენბერგი

17 ივნისი 2024, 22:59

მსოფლიო

სტოლტენბერგი: შეიძლება პარადოქსად მოგეჩვენოთ, მაგრამ მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდებაზე გადის

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდებაზე გადის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგი

17 ივნისი 2024, 22:24

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ვიზიტი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ავტორიტარულ ქვეყნებზე

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ვლადიმირ პუტინის ვიზიტი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ავტორიტარულ ქვეყნებზე.

17 ივნისი 2024, 22:01

სპორტი

ქართველი გულშემატკივარი საქართველო-თურქეთის თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას ხვალ მიხეილ მესხის სტადიონზე უყურებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის ყურებას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ანალენა ბერბოკი

17 ივნისი 2024, 21:21

მსოფლიო

ბერბოკი: თუ ჩვენ არ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, პუტინის ჯარი პოლონეთის საზღვართან შეიძლება აღმოჩნდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ევროპისთვის სერიოზული შედეგების შესახებ ისაუბრა, თუ უკრაინა არ მიიღებს საკმარის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ თავის დასაცავად.

17 ივნისი 2024, 20:27

საზოგადოება

ხელფასის მატების გარეშე საჯარო სკოლის არცერთი მასწავლებელი არ დარჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელფასის მატების გარეშე საჯარო სკოლის არცერთი მასწავლებელი არ დარჩება - ეს განათლების მინისტრის დაპირებაა. გადაწყვეტილება ანაზღაურების ზრდის შესახებ ძალაში 1-ლი ივლისიდან შევა და ჯამში 52 ათას ადამიანს შეეხება.