IMEDI /  31 დეკემბერი 2020, 15:34 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში გაზის მიწოდება დაიწყო, ეს ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდი წინგადადგმული ნაბიჯია

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში გაზის მიწოდება დაიწყო - ეს ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

კორიდორი მოიცავს სამხრეთ კავკასიასა და თურქეთზე გამავალი მიწოდების მარშრუტების განვითარებას რეგიონიდან ევროპაში ბუნებრივი გაზის მიწოდებისათვის.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სამხრეთის დერეფანი ხელს უწყობს ევროპაში ადგილობრივი გაზის წარმოების შემცირების კომპენსირებას. გაზის სამხრეთის დერეფნის მნიშვნელოვანი დანიშნულებაა, აგრეთვე, კონკურენციის გაძლიერება საერთო ევროპულ ბაზარზე. ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნება ბალკანეთის იმ ქვეყნების მომარაგება კომერციულად მიმზიდველი და ეკოლოგიურად მინიმალური ზიანის მომტანი ბუნებრივი გაზით, რომლებიც დღემდე არ იყენებდნენ მას, ან კრიტიკულად არიან დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე.

სამხრეთი გაზის კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება.

საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური ეფექტი, რომელიც გაზის სამხრეთი კორიდორის განვითარებას მოყვა. თუ დღემდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა - ახორციელებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში - ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის - „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება.

სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი -ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, გასულ წელს გახსნა.

ყველა სიახლე

ალეკო ელისაშვილი

05 მარტი 2021, 11:26

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი ერთადერთია, რომელსაც ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა არაფერი ადარდებს და ამის გზად არც საარჩევნო რეფორმას თვლის, არც პლებისციტს და არაფერს, რევოლუციის გარდა

რთადერთია სააკაშვილი, რომელსაც დედამიწაზე არაფერი ადარდებს ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა და ხელისუფლებაში დაბრუნების გზად არც საარჩევნო რეფორმას თვლის, არც პლებისციტს და არაფერს, რევოლუციის გარდა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისივე აზრით, სააკაშვილის თანაგუნდელები ამ პათოსს და ვნებებს არ იზიარებენ, რაც მისივე თქმით კარგია.

შალვა პაპუაშვილი

05 მარტი 2021, 11:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ უნდა დაასახელოს ის ნაბიჯები, რასაც შეთანხმების მისაღწევად დგამს - აქციების გაუქმება კომპრომისი არ არის

ოპოზიციამ უნდა დაასახელოს ის ნაბიჯები, რასაც შეთანხმების მისაღწევად დგამს, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე მოსაზრებით, ოპოზიციის მხრიდან აქციების გაუქმება კომპრომისი არ არის.

05 მარტი 2021, 11:20

ეკონომიკა

საქსტატი: 2020 წლის მე-4 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა გაიზარდა

2020 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2.1 პროცენტით გაიზარდა და 32.0 მილიარდი ლარი შეადგინა. კლების ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი. 2020 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 12.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.3 პროცენტით ნაკლებია.

05 მარტი 2021, 11:20

სპორტი

ლებრონ ჯეიმსმა და კევინ დურანტმა ALL STAR-ის შემადგენლობები დააკომპლექტეს

ლებრონ ჯეიმსმა და კევინ დურანტმა ALL STAR-ის შემადგენლობები დააკომპლექტეს. კაპიტნების არჩეული შემადგენლობები შემდეგნაირია: ლებრონ ჯეიმსის გუნდი: აიანის ანტეტოკუნმპო, სტეფ კარი, ლუკა დონჩიჩი, ნიკოლა იოკიჩი, ლებრონ ჯეიმსი.

ანრი ოხანაშვილი

05 მარტი 2021, 11:14

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ დიალოგი შედგება

„რაც არ უნდა პოლიტიკურად განსხვავებულ პოზიციებზე ვიყოთ, მით უმეტეს, იმ რადიკალურ ჯგუფებთან, რომლებიც აანონსებენ რევოლუცოურ სცენარებს, მზად ვართ, რომ საზოგადოებისა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

05 მარტი 2021, 11:12

მსოფლიო

სახდეპი: რუსეთს არ აქვს ის პოტენციალი და შესაძლებლობები, რომ ისეთივე გამოწვევა იყოს, როგორც ჩინეთი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ჩინეთი აშშ-ის ფუნდამენტური კონკურენტია.

იგორ მატოვიჩი

05 მარტი 2021, 11:11

პოლიტიკა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იგორ მატოვიჩი ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. მისალოც წერილში იგორ მატოვიჩი ხაზს უსვამს, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

სოზარ სუბარი

05 მარტი 2021, 11:00

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ პლებისციტი კარგია, რატომ ექცევიან ქვეყნიდან გადახვეწილი ადამიანის გავლენის ქვეშ?

ჩვენ ევროკავშირში წავალთ ჩვენი ხედვით, კონსტიტუციური ჩარჩოთი, რომ ადამიანები, ვინც მიიღეს ხმა, უნდა შებრძანდნენ პარლამენტში. თუ ლაპარაკია რიგგარეშე არჩევნებზე, ამისთვისაც მზად ვართ, ოღონდ მიზეზი უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

05 მარტი 2021, 10:58

პოლიტიკა

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი, ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს. მისალოც წერილში ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი გამოთქვამს მზაობას, ორმხრივი თანამშრომლობით კიდევ უფრო გაღრმავდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები.

05 მარტი 2021, 10:53

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

4 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,77% -ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1,62%, 7 დღის განმავლობაში კი 1,31%.

05 მარტი 2021, 10:50

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულებიდან, 81 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 264 პირი, მათ შორის, თბილისში - 104, აჭარაში - 28, იმერეთში - 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში - 54, აჭარაში- 2, იმერეთში - 10. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 103 - თბილისში, 35 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 887 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კორონავირუსი

05 მარტი 2021, 10:48

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 192 თბილისში, 71 კი იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 192 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

კორონავირუსი

05 მარტი 2021, 10:47

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3,563 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272,262-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 266,253-ს.

კორონავირუსი

05 მარტი 2021, 10:46

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 390 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 390 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი.

05 მარტი 2021, 10:42

რეგიონი

სკოლებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროს გელა გელაძესთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს ესტუმრა და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებულ ზომებს პირადად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

ლევან იოსელიანი

05 მარტი 2021, 10:42

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: პლებისციტი ხაფანგია და თუ ოპოზიცია მასში თავს გაყოფს, აუცილებლად დამარცხდება

​​​​​​​პლებისციტთან დაკავშირებით, ჩემი და ალეკო ელისაშვილის პოზიცია იყო უარყოფითი. მიმაჩნია, რომ პლებისციტი ეს არის ხაფანგი, რომელშიც თუ ოპოზიცია გაყოფს თავს, აუცილებლად დამარცხდება. პლებისციტს არ ვემხრობი, ოპოზიციამ ეს კარგად იცის, ცუდი გამოსავალია ოპოზიციისთვის, - აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი.

დავით ზალკალიანი

05 მარტი 2021, 10:39

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველოსა და აშშ-ს შორის სამაგალითო თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით მომდევნო წლებში გაძლიერდება

„საქართველოსა და აშშ-ს შორის სამაგალითო თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით მომდევნო წლებში გაძლიერდება. ღრმად ვაფასებთ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისადმი, ჩვენი გამძლეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“,- წერს ზალკალიანი.

05 მარტი 2021, 10:39

საზოგადოება

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას აშშ-ის საელჩოსა და DTRA-სგან პირადი დაცვის აღჭურვილობა და ლაბორატორიული ტესტირებების საშუალებები გადაეცა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამართულ ღონისძიებაზე მხარეებმა ის სამუშაოები შეაჯამეს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად, პანდემიის პირობებში ახორციელებს. მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას, წლების განმავლობაში გაწეული განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა პანდემიის დროს აღმოჩენილი დახმარების მნიშვნელობას.

05 მარტი 2021, 10:37

მსოფლიო

ახალ ზელანდიასთან, ოკეანეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ახალი ზელანდიის ჩრდილო აღმოსავლეთით, წყალქვეშ დაფიქსირებულმა ძლიერმა ბიძგებმა ცუნამის საფრთხე შექმნა, რის გამოც ჩრდილოეთის კუნძულის არაერთ მაცხოვრებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება. მიწისძვრის შემდეგ, სანაპირო რეგიონში სამმეტრიანი ტალღების წარმოშობის შესახებ გავრცელდა გაფრთხილება, თუმცა, მოგვიანებით, საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ საფრთხე უკვე აღარაა მოსალოდნელი.

05 მარტი 2021, 10:23

საზოგადოება

თბილისში რამდენიმე რაიონსა და ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება

ნაძალადევის რაიონში ქუთათელაძის ქუჩა N15-თან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა. ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.