imedi /  02 იანვარი 2021, 15:59 / სანდო წყარო

სერგო ჩიხლაძე: ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, სავარაუდოდ, იანვარში გაიმართება

სერგო ჩიხლაძე

სერგო ჩიხლაძე

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, სავარაუდოდ, იანვარში გაიმართება. გვაქვს მოლოდინი, რომ შეთანხმება შედგება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა.

„ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, სავარაუდოდ, ამ თვეში გაიმართება და ამაზე არაერთი მინიშნება გააკეთა თავად ხელისუფლებამ. ჩვენ უკვე მოლოდინის რეჟიმში ვართ. მოლოდინი რეალურად გვაქვს, რომ შედგება შეთანხმება და ორმხრივი კონსესუსის გზით მივაღწევთ შეთანხმებას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

თებერვლამდე თუ მოხდა შეთანხმება, ძირითადად პოლიტიკურ საკითხებზე, მაშინ ხელისუფლების მოლოდინი გამართლდება და შევალთ პარლამენტში.

ჩვენ მივედით რამდენიმე ალტერნატიული წინადადებით არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, პლებისციტთან დაკავშირებით, ახლა ნაბიჯებს ველოდებით ხელისუფლებისგან და შემდეგ რა თქმა უნდა, რაღაც ნაწილში მოხდება თანხვედრა და იმედი გვაქვს, რომ მოხდება შეთანხმება. ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არის სამართლიანი არჩევნები და როგორ მივალთ ამ სამართლიან არჩევნებამდე ამაზე შესაძლებელია ორმხრივი კომპრომისი. არჩევნები 2022 წელი, ერთ-ერთი ვარიანტი იყო და ამაზე მსჯელობა არ ყოფილა, თუ ეს გახდება მსჯელობის საგანი, ვიმსჯელებთ, ჩამოვყალიბდებით, გავიგებთ ხელისუფლების პოზიციასაც და მერე შეგვიძლია ამაზე მსჯელობა. ჩვენ, ოპოზიციას არ დაგვიანონსებია აქციები, თუმცა დემოკრატიული პროცესი არ გამორიცხავს აქციებს, დემონსტრაციებს, მშვიდობიან მსვლელობებს და ეს შეიძლება, იყოს ერთ-ერთ ინსტრუმენტი იმის მიხედვით, შეზღუდვები მოგვცემს თუ არა ამის საშუალებას", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ყველა სიახლე

ლოიდ ოსტინი

22 იანვარი 2021, 20:13

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ლოიდ ოსტინი თავდაცვის მდივნის პოსტზე დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ლოიდ ოსტინი თავდაცვის მდივნის პოსტზე დაამტკიცა. ლოიდ ოსტინის კანდიდატურას მხარი 92-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო ორი სენატორი წინააღმდეგ წავიდა.

სალომე ზურაბიშვილი და ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 იანვარი 2021, 19:51

პოლიტიკა

ევროკომისიის პრეზიდენტი: ერთად უფრო ძლიერები ვართ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილი ოლივერ ვარჰელი

22 იანვარი 2021, 19:46

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელის შეხვდა. ამის შესახებ ევროკომისარმა Twitter-ზე დაწერა.

22 იანვარი 2021, 19:38

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრეესამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ფორმატში არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე პანდემიით გამოწვეულ გამოწვევებზე.

ნათია თურნავა

22 იანვარი 2021, 19:33

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მთავრობა შემდეგ კვირას ქვეყანაში შემოსვლის წესების ლიბერალიზაციაზე იმსჯელებს

დღეს ვხედავთ შესაძლებლობას, რომ ამ ვითარებაში როდესაც ეტაპობრივად ვხსნით ბიზნესს შევძლოთ, რომ ტურისტებსაც ვუმასპინძლოთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

stop covid აპლიკაცია

22 იანვარი 2021, 19:33

COVID19

Stop Covid აპლიკაცია გაუქმდა

Stop Covid აპლიკაციით სარგებლობის ვადა ამოიწურა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკაციის დეაქტივაცია 2021 წლის 20 იანვარს განხორციელდა.

22 იანვარი 2021, 19:32

რეგიონი

წყალტუბოს მერი ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გრიგოლ იოსელიანი ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, ვინსენტ დონტოს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანიური მხარის ფინანსური ხელშეწყობით წყალტუბოში დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღი შენდება, რომელიც 2021 წლის მაისის თვეში დასრულდება.

ნენსი პელოსი

22 იანვარი 2021, 19:27

მსოფლიო

წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციას სენატს 25 იანვარს გადასცემს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციას სენატს 25 იანვარს გადასცემს. ამის შსახებ სენატში „დემოკრატების“ ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა.

22 იანვარი 2021, 19:17

რეგიონი

მალხაზ თორია: სამეგრელო-ზემო სვანეთში 9 ახალ სკოლას ვაშენებთ და 11 სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ამ დროისთვის 9 საჯარო სკოლის მშენებლობა და 11 სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეგიონის მასშტაბით 2020 წელს დასრულდა ორი სკოლის მშენებლობა და სამის სრული რეაბილიტაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძე

22 იანვარი 2021, 19:15

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

პირველი თებერვლიდან აჭარაში აღდგება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში. კვების ობიექტებს მიეცემა საშუალება ღია სივრცეებში უმასპინძლონ სტუმრებს. განახლდება სავაჭრო ობიექტების მუშაობა და ბათუმში აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრა გამართა.

ნათია თურნავა

22 იანვარი 2021, 19:06

ეკონომიკა

ნათია თურნავამ განმარტა, აჭარის გარდა რატომ არ გაიხსნა სხვა დიდ ქალაქებში სარესტორნო ბიზნესი

მთელ მსოფლიოში, სარესტორნო ბიზნესი ინფექციის გავრცელების კუთხით სარისკოა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. „ელემენტარული მიზეზის გამო, კვების დროს ადამიანები იხსნიან პირბადეს“, - აღნიშნა თურნავამ.

22 იანვარი 2021, 19:01

COVID19

უნგრეთის მთავრობამ რუსეთთან „სპუტნიკი V“ ვაქცინის შეძენის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

უნგრეთის მთავრობამ რუსეთთან „სპუტნიკი V“ ვაქცინის შეძენის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

22 იანვარი 2021, 19:01

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა ლიეტუვის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილმა ანდრიუს კალინდრას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მინისტრმა ლიეტუვას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

22 იანვარი 2021, 18:55

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 9 700-მდე კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 2 075 870 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 96 012 792 ადამიანი დაინფიცირდა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 399 963 შემთხვევა გამოვლინდა, 9 694 ადამიანი კი COVID-19-ს ემსხვერპლა.

სოზარ სუბარი

22 იანვარი 2021, 18:51

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: 8 წლის განმავლობაში ოპოზიციამ 10 ათასს კაცს აქციაზე ვერცერთხელ ვერ მოუყარა თავი

თუ ის ადამიანები, ვინც ხმა ოპოზიციურ პარტიებს მისცა, დარწმუნებულები იქნებიან ან არჩევნების გაყალბების ეჭვი მაინც ექნებათ, რასაც ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, მათ ქუჩაში გამოსვლას ვერავინ დაასწრებდა, მოწოდებაც არ დასჭირდებოდათ. მათ ზუსტად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და არ გამოდიან, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მიხეილ სადრაძე

22 იანვარი 2021, 18:46

სამართალი

დავით გარეჯის საქმის პროკურორი ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის პატიმრობის მოთხოვნის აუცილებლობას განმარტავს

როდესაც გამოძიება მიმდინარეობს, როდესაც ვადასტურებთ, რომ დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ, არ იქნებოდა სწორი აქამდე სხვა, ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენება, გარდა უმკაცრესი ღონისძიებისა. ბუნებრივია, ჩვენ მოთხოვნა დავაყენეთ და სასამართლომაც გაიზიარა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის პატიმრობაზე განაცხადა.

ნათია თურნავა

22 იანვარი 2021, 18:45

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ვაჭრობის სექტორის გახსნა აუცილებელია, რადგან ესაა ჟანგბადი, რომელიც ეკონომიკას გაჯანსაღებისთვის სჭირდება

არავის არ ექნებოდა მოლოდინი და არ იქნებოდა რეალისტური, რომ გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად, ისევე როგორც ეს იყო პანდემიამდე 2019 წელს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

22 იანვარი 2021, 18:44

პოლიტიკა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

დღეს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას ვიცე-პრემიერად და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა კიდევ უფრო გაძლიერდება.

იენს სტოლტენბერგი და სალომე ზურაბიშვილი

22 იანვარი 2021, 18:39

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია - ველი ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას

„საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია და ველი ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას. ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ - წერს სტოლტენბერგი.

დიმიტრი პესკოვი

22 იანვარი 2021, 18:36

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია უკანონოა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ 23 იანვრისთვის დაგეგმილი ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია უკანონოა.