http://imedi.ge/ /  03 იანვარი 2021, 12:56 / სანდო წყარო

მაიკლ რუბინი: საქართველოს მიღწევებზე სხვებიც თუ ისწავლიან, კავკასია ბევრად უკეთესი იქნება

მაიკლ რუბინი

მაიკლ რუბინი

ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის მკვლევარი მაიკლ რუბინი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველო კავკასიის რეგიონში ყველაზე დემოკრატიული და წარმატებული ქვეყანაა. ის მიიჩნევს, რომ თუ მეზობელი ქვეყნები საქართველოს მაგალითზე ისწავლიან, რეგიონი გაცილებით უკეთესი იქნება ვიდრე დღეს არის.

„2021 წელს, საქართველოს, პირველ რიგში, უკეთეს სამეზობლოს ვუსურვებდი, მაგრამ ეს შეუძლებელია. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მეზობელი ქვეყნები საქართველოსგან აიღებენ მაგალითს და იქნებიან უფრო დემოკრატიულები, მშვიდობის მოყვარულები და ტოლერანტულები. საქართველოს მიღწევებზე რეგიონის სხვა ქვეყნები თუ ისწავლიან, ვფიქრობ, რომ კავკასია ბევრად უკეთესი რეგიონი იქნებოდა“, -

ყველა სიახლე

20 იანვარი 2021, 17:01

პოლიტიკა

საუდის არაბეთის მეფე გიორგი გახარიას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს

საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი და ტახტის მემკვიდრე, უფლისწული მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საუდის არაბეთის მეფისა და ტახტის მემკვიდრის ოფიციალური მილოცვები საქართველოს მთავრობის მეთაურს საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აბდულა ალ-მუტაირიმ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გადასცა.

20 იანვარი 2021, 16:57

რეგიონი

აჭარის მაღალმთიან სოფლებში შიდა გზების გაწმენდითი და მოცურების საწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს

აჭარის მაღალმთიან სოფლებში ინტენსიურად თოვს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტში აქტიურ რეჟიმში აგრძელებს სოფლების შიდა გზების გაწმენდით და მოცურების საწინააღმდეგო სამუშაოებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ლევან იოსელიანი

20 იანვარი 2021, 16:55

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: თუ რამე იციან, გამოაქვეყნონ - დასამალი არაფერი გვაქვს

„თუ რამე აქვთ ჩვენზე, გამოაქვეყნონ. ყველაზე დიდი კომპრომატი, რაც დღემდე მომიძებნეს ის არის, რომ თურმე მე და კობახიძე კურსელები ვყოფილვართ. ამის იქით თუ რამე აქვთ, მოვუწოდებ, გამოაქვეყნონ. არც მე და არც ალეკოს არავისგან დასაფარი და დასამალი არაფერი გვაქვს. იმიტომ დავდივართ ყველა ეთერში, იმიტომ ვპასუხობთ ყველა შეკითხვას, რომ არაფერს ვმალავთ, გვაქვს კონკრეტული გეგმა და გვინდა ქვეყნას დავეხმაროთ კრიზისი დაძლიოს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

20 იანვარი 2021, 16:49

რეგიონი

ბათუმის ქუჩები თოვლის საფარისგან იწმინდება

ბათუმის ქუჩები თოვლის საფარისგან იწმინდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სპეცტექნიკის საშუალებით ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხებისა და ცხაურების გაწმენდა ხორციელდება. ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს ხიდებზე, ესტაკადასა და გზებზე.

კორონავირუსი

20 იანვარი 2021, 16:45

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 96 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 96 275 383 შემთხვევა გამოვლინდა, 2 059 921 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 53 172 886 - გამოჯანმრთელდა.

მაია ცქიტიშვილი

20 იანვარი 2021, 16:25

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილმა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან ონლაინ შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსთან ონლაინ შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მაიკლ ბულოსი ტიფანი ტრამპი

20 იანვარი 2021, 16:14

ტაბლოიდი

ტრამპის უმცროსი ქალიშვილი 23 წლის მილიარდერზე დაინიშნა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი ქალიშვილი ტიფანის ტრამპი 23 წლის მილიარდერზე, მაიკლ ბულოსზე დაინიშნა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

20 იანვარი 2021, 16:06

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დესისლავა ივანოვას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ბულგარეთის მთავრობას გლობალური პანდემიის პერიოდში გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შარლ მიშელი

20 იანვარი 2021, 16:03

მსოფლიო

შარლ მიშელი ჯო ბაიდენს ახალი ტრანსატლანტიკური პაქტის შექმნისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ახალი ტრანსატლანტიკური პაქტის შექმნისკენ მოუწოდებს.

გიორგი ოთხმეზური

20 იანვარი 2021, 16:00

საზოგადოება

​ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

გიორგი ოთხმეზური იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

20 იანვარი 2021, 15:51

პოლიტიკა

ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა

„საპენსიო დანაზოგების ინვესტირება სწორად უნდა მოხდეს. ამ კუთხით უფრო მეტი კომუნიკაცია და საზოგადოების ინფორმირებაა საჭირო. ამ დროისთვის საპენსიო აქტივების ღირებულება მილიარდ 200 მილიონი ლარია, მათ შორის დარიცხული სარგებელი 110 მილიონი, ხოლო რეგისტრირებულია მილიონ 113 ათასი მონაწილე“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს ახალ ხელმძღვანელთან გიორგი დანელიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

20 იანვარი 2021, 15:50

რეგიონი

„ევროპის უნივერსიტეტი" Businet-ის წევრი გახდა

Businet-ის ქსელი ბიზნეს უნივერსიტეტების მიერ 1987 წელს დაარსდა და ხელს უწყობს საერთაშორისო პროგრამების ბიზნესის მიმართულებით განვითარებას და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათი პერსონალის და სტუდენტების შესაძლებლობების გაზრდას. ამ დროისთვის ორგანიზაციას ჰყავს 113 წევრი და წარმოდგენილია 31 ქვეყანაში.

20 იანვარი 2021, 15:48

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დოკუმენტი მიზნად ისახავს უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობას კოლექტიური შრომითი დავების მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის განვითარებას.

მიხეილ სარჯველაძე

20 იანვარი 2021, 15:27

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში დიდია მონდომება, რომ განსხვავებული აზრი იდევნებოდეს

„არა მგონია, თავისუფალი და განსხვავებული აზრი დამალვადი იყოს. ამიტომ არის მცდელობა, შეაშინონ, დაამუნათონ და წინაღობები შეუქმნან ნებისმიერ განსხვავებულად მოაზროვნეს, ვინც იმ რიტორიკის ფარგლებში არ ჯდება, რასაც ოპოზიციის ნაწილი მიმართავს. ეს არ არის ქვეყნის ინტერესებისა და კონსტრუქციული დიალოგისკენ მომართული. უნდა მივეჩვიოთ განსხვავებული აზრის პატივისცემას", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჰასან როუჰანი

20 იანვარი 2021, 15:24

მსოფლიო

ჰასან როუჰანი: ტირანი ტრამპის ეპოქა დასრულდა და დღეს მისი ავბედითი ბატონობის ბოლო დღეა

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

20 იანვარი 2021, 15:20

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში თომას მულმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ახლად დანიშნულ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მისი მისიის პერიოდში საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.

ჯო ბაიდენი

20 იანვარი 2021, 15:13

მსოფლიო

ჯო ბაიდენი აშშ-ს ჯანმოსა და პარიზის კლიმატის შეთანხმებაში დააბრუნებს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომლის ინაუგურაციაც ვაშინგტონში დღეს გაიმართება, ხელს მოაწერს რამდენიმე ბრძანებას, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის გაუქმებისა და პარიზის კლიმატის შეთანხმებაში დაბრუნების შესახებ. ამის შესახებ მისი გარდამავალი გუნდის ვებგვერდზეა ნათქვამი.

ბიზნესასოციაცია

20 იანვარი 2021, 15:03

ეკონომიკა

ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები შეზღუდვების ერთდროულად მოხსნას ითხოვენ

სარესტორნო, სასტუმრო, ტურიზმის, სავაჭრო ცენტრებისა და სხვა სექტორების წარმომადგენლები შეზღუდვების ერთდროულად მოხსნას ითხოვენ. მათი თქმით, ლოქდაუნის ეტაპობრივი მოხსნა შედეგიანი არ იქნება, რადგან ყველა სფერო ერთმანეთზეა დამოკიდებული და ცალკეული სექტორების ამუშავება, ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს.

20 იანვარი 2021, 14:50

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: შეუძლებელია ვიღაცამ ოპოზიციიდან გაგვრიყოს

„რა მნიშვნელობა აქვს რად მიმიჩნევს ბოკერია, უგულავა და კიდევ რამდენიმე ადამიანი რას მიწოდებს, ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შეუძლებელია ვიღაცამ ოპოზიციიდან გაგვრიყოს, კოლექტიურ სასამართლოებს ვერავინ მოგვიწყობს. მათ თავიანთ გზა აქვთ და მათი გზა არის გეგმის არქონა. თუ ვინემ გამოთქვამს სურვილს რომ დავილაპარაკოთ გამოსავალზე, დიდი სიამოვნებით დაველაპარაკები. თუ არ უნდათ, ძალით არავის დაველაპარაკებით“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

სიბუსისო მოიო

20 იანვარი 2021, 14:49

COVID19

ზიმბაბვეს საგარეო საქმეთა მინისტრი კორონავირუსით გარდაიცვალა

ზიმბაბვეს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი, სიბუსისო მოიო კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ზიმბაბვეს მთავრობა ავრცელებს.