imedi /  09 იანვარი 2021, 10:21 / სანდო წყარო

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს

მატეუშ მორავიეცკი

მატეუშ მორავიეცკი

პოლონეთი უპირობოდ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მტკიცედ უჭერს მხარს მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინსიტრი მატეუშ მორავიეცკი, გიორგი გახარიასადმი წერილში აღნიშნავს, სადაც მთავრობის მეთაურს თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს.

როგორც მორავიეცკი აღნიშნავს, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა გიორგი გახარიას მეთაურობით, გააკეთებს ყველაფერს საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციების კიდევ უფრო განსამტკიცებლად.

„გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლად დანიშვნა.

ახალი 2021 წლის დაწყება მთავრობისგან გადამჭრელ ნაბიჯებს და თამამი გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს - ერთის მხრივ, კორონავირუსის პანდემიის ფონზე მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად, ეკონომიკის ეფექტურობის აღსადგენად, ხოლო მეორეს მხრივ, საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე ახალ ამოცანებთან და გამოწვევებთან გამკლავებას.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა თქვენი მეთაურობით, გააკეთებს ყველაფერს ამ მიზნების მისაღწევად და საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციების კიდევ უფრო განსამტკიცებლად, რაც ასოცირების შეთანხმების ამბიციური დღის წესრიგის თანმიმდევრული განხორციელებით და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებით უნდა მოხდეს.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი უპირობოდ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მტკიცედ უჭერს მხარს მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

გისურვებთ უამრავ წარმატებას, საქართველოს გაძლიერებისთვის ბრძოლაში, სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების გატარების მიმართულებით და ასევე, მინდა გისურვოთ კეთილდღეობა თქვენ და საქართველოს ყველა მოქალაქეს“, - აღნიშნავს მატეუშ მორავიეცკი.

ყველა სიახლე

18 იანვარი 2021, 10:38

თემა

ჯულიან ასანჟს აშშ-ს (ჯერ) არ გადასცემენ. ბრიტანეთის სასამართლოს აზრით, ამერიკელები მას თვითმკვლელობისგან ვერ დაიცავენ

ბრიტანეთის სასამართლომ აშშ-ის ხელისუფლებას WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ექსტრადიციაზე უარი განუცხადა. ამ უკანასკნელს ამერიკის ხელისუფლება საიდუმლო დოკუმენტების უკანონო გამოქვეყნებაში ადანაშაულებს. ყველა ბრალდების გათვალისწინებით, ასანჟს 175 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. თუმცა მოსამართლე ვანესა ბარაიტზერმა ჩათვალა, რომ WikiLeaks- ის დამფუძნებელს შეუძლია ამერიკის ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს. ამავდროულად, გამომძიებლის მომხრეები თვლიან, რომ ასანჟის დევნა თავიდანვე პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

კორონავირუსი

18 იანვარი 2021, 10:30

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 95 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 95 042 229 შემთხვევა გამოვლინდა, 2 030 805 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 52 318 440 - გამოჯანმრთელდა.

ჯეი ი. ლი

18 იანვარი 2021, 10:29

მსოფლიო

Samsung-ის ხელმძღვანელს სასამართლომ 2.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ტექონოლოგიური გიგანტის, Samsung Electronics-ის ხელმძღვანელს ჯეი ი. ლის კორეის სასამართლომ 2.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდების მხარის მტკიცებით, მან 43 მილიარდი ვონი ($38 მილიონი დოლარი) გადასცა არაკომერციულ ფონდს, რომელიც კორეის პრეზიდენტთან პაკ კინ ჰესთან არის დაკავშირებული.

18 იანვარი 2021, 10:05

COVID19

პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება. გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს.

18 იანვარი 2021, 09:59

სპორტი

საკლუბო კარიერის განმავლობაში პირველად, ლიონელ მესი მოედნიდან გააძევეს

საკლუბო კარიერაში პირველად, „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ წითელი ბარათი მიიღო. ესპანეთის სუპერთასის ფინალში ის მოედნიდან უხეშობისთვის გააძევეს. ფინალური შეხვედრა კატალონიელებმა „ატლეტიკოსთან“ 2:3 დათმეს.

18 იანვარი 2021, 09:51

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

18 იანვარი 2021, 09:25

სამართალი

პოლიციამ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ნარკორეალიზატორთა ორგანიზებულ ჯგუფს და ერთ-ერთი სოციალური აპლიკაციის მეშვეობით, ე.წ. დადების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას.

დავით ზალკალიანი

18 იანვარი 2021, 09:05

პოლიტიკა

ესპანეთში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დღეს იწყება

დავით ზალკალიანი ესპანეთში სამუშაო ვიზიტს და ოფიციალურ შეხვედრებს დღეს იწყებს. საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში, სადაც ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურას შეარჩევენ.

18 იანვარი 2021, 08:46

რეგიონი

კობი-გუდაურის მონაკვეთზე გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია

საბაგიროების დახმარებით, ყაზბეგში ჩარჩენილი მგზავრების ნაწილი უკვე გადაიყვანეს გუდაურის მხარეს, ხოლო გუდაურში მყოფები - ყაზბეგში. ამასთან, 100- მდე ადამიანს სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია. 11 იანვრიდან, უხვი ნალექისა და ზვავსაშისშროების გამო, გუდაური-კობის გზის მონაკვეთი ყველა სახის ტრანსპორტისთვის ჩაიკეტა, რის გამოც სატვირთო ავტომობილების რამდენიმე კილომეტრიანი რიგი დგას.

18 იანვარი 2021, 08:39

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 18 იანვარს ქუთაისში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +7 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც თოვლის სახით მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ბათუმში იწვიმებს. დღისით სინოპტიკოსები იქ +6 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

18 იანვარი 2021, 08:18

სამართალი

კასპში ორი პირის მძევლად აყვანის ფაქტზე დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ

შსს-მ კასპში, ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით ყოფილი პოლიციელი დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებული 15 იანვარს კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

18 იანვარი 2021, 08:02

საზოგადოება

დღეიდან დიდ ქალაქებში, ასევე აჭარის რეგიონის სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდება

დღეიდან სკოლებში სწავლა იწყება. დიდ ქალაქებში, ასევე აჭარის რეგიონში, სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდება, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ სკოლებში კი სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

18 იანვარი 2021, 05:17

მსოფლიო

ბალტიისპირეთის ქვეყნები: თუ ნავალნის არ გაათავისუფლებენ, ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების დაწესება უნდა განიხილოს

ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „შერემეტიევოს“ აეროპორტში ალექსეი ნავალნის დაკავებას ეხმაურებიან.

შარლ მიშელი

18 იანვარი 2021, 05:07

მსოფლიო

შარლ მიშელი: ალექსეი ნავალნის დაკავება მიუღებელია

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „შერემეტიევოს“ აეროპორტში ალექსეი ნავალნის დაკავებას გამოეხმაურა.

18 იანვარი 2021, 04:59

COVID19

ბრაზილიის მარეგულირებელმა Sinovac-ისა და AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები დაამტკიცა

ბრაზილიის ჯანდაცვის მარეგულირებელმა Sinovac-ისა და AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა.

მაიკ პომპეო

18 იანვარი 2021, 04:37

მსოფლიო

მაიკ პომპეო: ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოვითხოვთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო „შერემეტიევოს“ აეროპორტში ალექსეი ნავალნის დაკავებას გამოეხმაურა.

კამალა ჰარისი

18 იანვარი 2021, 04:26

მსოფლიო

18 იანვარს აშშ-ის არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი სენატორის მანდატს ოფიციალურად დატოვებს

18 იანვარს აშშ-ის არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი სენატორის მანდატს ოფიციალურად დატოვებს. ამის შესახებ კამალა ჰარისის პრესსამსახურში განაცხადეს.

მარტა ტემიდუ

18 იანვარი 2021, 04:03

COVID19

მარტა ტემიდუ: პორტუგალიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის ზღვარზეა

პორტუგალიის ჯანდაცვის მინისტრის, მარტა ტემიდუს განცხადებით, ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის ზღვარზეა.

18 იანვარი 2021, 03:35

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 26 400 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 26 400 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 518 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯო ბაიდენი

18 იანვარი 2021, 03:29

მსოფლიო

ჯო ბაიდენის შტაბი: ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შტაბი „შერემეტიევოს“ აეროპორტში ალექსეი ნავალნის დაკავებას გამოეხმაურა.