გიორგი გახარია: ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა

გიორგი გახარია
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითი, როგორ შეიძლება დათმო ხელისუფლება მაშინ, როდესაც შენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ძალას, რომელსაც შენ ხელმძღვანელობ და რომლის ლიდერიც ხარ, შენი მოქალაქეები და მოსახლეობა მესამედ უჭერს მხარს და აძლევს ლეგიტიმაციას და მანდატს მართოს ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა.
„დღეს ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ოფიციალურად განაცხადა, რომ ის ტოვებს დაკავებულ თანამდებობას და ტოვებს პოლიტიკას. რა თქმა უნდა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა.
ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითი, როგორ შეიძლება დათმო ხელისუფლება მაშინ, როდესაც შენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ძალას, რომელსაც შენ ხელმძღვანელობ და რომლის ლიდერიც ხარ, შენი მოქალაქეები და მოსახლეობა მესამედ უჭერს მხარს და აძლევს ლეგიტიმაციას და მანდატს, მართოს ქვეყანა.
რა თქმა უნდა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითია და მაგალითი იქნება ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ეს მანდატი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პირველად საქართველოს ისტორიაში მესამედ მიიღო, არ არის შემთხვევითი და ამ ნდობას აქვს თავისი ახსნა და ამ ნდობაშიც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. ეს ის როლია, რომლითაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია სამართლიანობის დამკვიდრებას, ეს ის როლია, რამაც განსაზღვრა ქართული პოლიტიკის ცენტრში ადამიანი და მისი ღირსება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რთული და გამოწვევებით აღსავსე პერიოდი იყო, ამ რვა წლის განმავლობაში, სერიოზული პროგრესი იქნა მიღწეული.
„ამ რვა წლის განმავლობაში, ჩვენ ყველამ ერთად, იმის გათვალისწინებით, რომ იყო უაღრესად რთული და გამოწვევებით აღსავსე პერიოდი, რა თქმა უნდა, მივაღწიეთ სერიოზულ პროგრესს. ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, სამართალდამცავი სისტემის მუშაობა, ჯანდაცვის სისტემა, ჩვენი ქვეყნის შემდგომი ევროატლანტიკური განვითარება. ეს ყველაფერი არის ის, რასაც ქართულმა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი“, - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, პანდემიაც იყო კიდევ ერთი მაგალითი იმისა, როგორ იდგა ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის თავის მოსახლეობასთან და მოქალაქეებთან იქ, სადაც მოსახლეობას და მოქალაქეებს ყველაზე უფრო სჭირდებოდათ.
„პანდემიაც იყო კიდევ ერთი მაგალითი იმის, როგორ იდგა ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის თავის მოსახლეობასთან და მოქალაქეებთან იქ, სადაც მოსახლეობას და მოქალაქეებს ყველაზე უფრო სჭირდებოდათ და მისი როლი პანდემიასთან გამკლავებაში, რა თქმა უნდა, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება არის უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა იმ გუნდისთვის, რომელსაც ჩვენმა მოქალაქეებმა დაუჭირეს მხარი არჩევნების პირობებში და რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ რვა წლის განმავლობაში იქნა მიღწეული და რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მიაღწია, ეს გახლავთ აბსოლუტურად საპარლამენტო დემოკრატია, პროპორციული საარჩევნო სისტემით. ეს არის ის საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას და ესეც, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინას დამსახურებაა“, - აღნიშნა პრემიერმა.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან წერილი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
ყველა სიახლე

27 იანვარი 2021, 04:45
COVID19
ანგელა მერკელი მდიდარ ქვეყნებს შორის ვაქცინების რბოლის წინააღმდეგ გამოდის
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი მდიდარ ქვეყნებს შორის ვაქცინების რბოლის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ მრავალმხრივი ძალისხმევა კორონავირუსის პანდემიიდან გამოსვლის საუკეთესო გზაა.

27 იანვარი 2021, 03:46
COVID19
აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს.

27 იანვარი 2021, 03:25
COVID19
ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 63 626 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 63 626 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 206 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

27 იანვარი 2021, 03:20
მსოფლიო
ჯო ბაიდენმა იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარი გამართა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

27 იანვარი 2021, 02:57
მსოფლიო
ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისთვის ცუდი გარიგებაა
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისთვის ცუდი გარიგებაა. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

27 იანვარი 2021, 02:28
COVID19
ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 10 593 ახალი შემთხვევა დადასტურდა
იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 593 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 541 ადამიანი გარდაიცვალა.

27 იანვარი 2021, 02:22
COVID19
ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 22 086 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 086 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 352 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

27 იანვარი 2021, 02:17
COVID19
ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 410 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 410 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 413 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

27 იანვარი 2021, 01:58
COVID19
კამალა ჰარისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა მიიღო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა მიიღო. კამალა ჰარისი Moderna-ს ვაქცინით აიცრა.

27 იანვარი 2021, 01:41
ეკონომიკა
როგორ აშენდა ენგურჰესი და რა მნიშვნელობა აქვს მას დღევანდელი საქართველოს ენერგომომარაგებაში - ტელეკომპანია „იმედის“ დოკუმენტური ფილმი
ენგურჰესი საქართველოს ყველა დროის ყველაზე დიდი, მონუმენტური და ტექნიკურად რთული ნაგებობაა, რომლის შექმნასაც 30 წლის ლოდინი დასჭირდა. ჰესის ორმაგი თაღოვანი კაშხალი დღემდე უნიკალური საინჟინრო-არქიტექტურული ქმნილებაა. ენგურის ჰიდროელექტროსადგური 1978 წელს გაიხსნა და მას 2010 წლამდე მსოფლიოში ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალი ჰქონდა.

27 იანვარი 2021, 01:39
მსოფლიო
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის შეწყვეტის თაობაზე დროებით შეაჩერა
ტეხასის შტატის ვიქტორიის საგრაფოს სასამართლომ დროებით შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე.

27 იანვარი 2021, 01:04
პოლიტიკა
ბუბა ხოტივარი: არაფერს დაუნგრევია საქართველო ისე, როგორც - „ვარდების რევოლუციამ“ - რევოლუცია ყველგან, ყველა ეპოქაში უბედურებით მთავრდება
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, აღარავინ ამბობს: „მეც იქ ვიყავი“. ყველა მალავს. ყველას რცხვენია იმ რევოლუციის. მხოლოდ რამდენიმე ღირსეული ადამიანი ვიცი, რომელმაც აღიარა, რომ შეცდა. არაფერს დაუნგრევია საქართველო ისე, როგორც - „ვარდების რევოლუციამ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ რეჟისორმა, ბუბა ხოტივარმა განაცხადა.

27 იანვარი 2021, 00:54
COVID19
ლევან რატიანი: ვაქცინას უცილებლად გავიკეთებ, ჩემი ოჯახის წევრებიც აუცილებლად გაიკეთებენ
ვაქცინას უცილებლად გავიკეთებ. ჩემი ოჯახის წევრებიც აუცილებლად გაიკეთებენ. ნებისმიერმა ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს ავტოაუტანლობა, ანუ ალერგიული რეაქციები, - ამის შესახებ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა „ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის საშუალება უნდა გახდეს.

27 იანვარი 2021, 00:53
ტაბლოიდი
კანადაში პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილმა ქალმა ლატარეაში $60 მილიონი მოიგო
გასული წლის 1-ელ დეკემბერს წყვილი ბანკში წავიდა, სადაც პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ პრავატოდუმს გადასახადები უნდა გადაეხადა. მისი ქმარი კი ამ დროს ბილეთებს ამოწმებდა. ბანკის შენობიდან გამოსულ დენგს ქმარმა შეატყობინა, რომ მათ 60 მილიონი დოლარი მოიგეს.

27 იანვარი 2021, 00:52
კულტურა
HBO „ჰარი პოტერზე“ სერიალის გადაღებას გეგმავს⚡
ამ ეტაპზე კომპანია ფრანშიზის მესაკუთრე კინოსტუდიასთან Warner Bros. მოლაპარაკებებს აწარმოებს, სცენარისტებს ეძებს და მათთან სერიალისთვის იდეებს განიხილავს. თუმცა ჯერჯერობით არცერთი ოფიციალურ შეთანხმება ხელმოწერილი არ არის.

27 იანვარი 2021, 00:51
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი: რევოლუციების ბედს წყვეტს სტატისტიკა, მაგრამ სტატისტიკას სჭირდება ქარიზმატული ლიდერი სწორი ლოზუნგით
„დადგა პოსტრევოლუციური პერიოდი, როდესაც პროგრესი და სამართლიანობა არა მარტო საქართველოში, სამუდამოდ დასცილდა ერთი მეორეს. ვინც არის პროგრესული, მას არ აქვს სამართლიანობის განცდა და ვინც ლაპარაკობს სამართლიანობაზე, ის არ არის პროგრესული. ეს კარგად ჩანს „ყვითელ ჟილეტებში“, კაპიტოლიუმის შტურმში და საქართველოში. დღეს ყოველგვარი რევოლუციური ჟესტი არის განწირული. დადგა პოსტრევოლუციური ეპოქა. რევოლუცია დამთავრდა“, - განაცხადა შათირიშვილმა.

27 იანვარი 2021, 00:48
საზოგადოება
ბუბა ხოტივარი: 2012 წელს ქართველი ერი ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეიკრა, ვინაიდან ხედავდა, რომ ქვეყანა იღუპება
2012 წელს ქართველი ერი ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეიკრა, ვინაიდან ხედავდა, რომ ქვეყანა იღუპება. დღესაც იგივე მდგომარეობაა - არასოდეს არ ყოფილა საქართველო ასეთი შეკრული, როგორც დღეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ რეჟისორმა, ბუბა ხოტივარმა განაცხადა.

27 იანვარი 2021, 00:37
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: საჭიროა გონივრული პოზიცია, რათა მოლაპარაკებები გაგრძელდეს
ჩვენ ვერ მივბრუნდებით იმ მაგიდასთან, საიდანაც არ გავსულვართ და სადაც ვართ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი პარტია 2 მილიონი ადამიანის არჩევანს წყალში ვერ გადაყრის, დანარჩენისთვის კი მზად არიან. ამასთან, სუბარის განცხადებით, ოპოზიცია ერთის მხრივ მანდატების შეწყვეტას ითხოვს, მეორეს მხრივ კი განგაშს ტეხს, მანდატების შეწყვეტაზე.

27 იანვარი 2021, 00:37
COVID19
მაია ცქიტიშვილი: თუ დადებითობის მაჩვენებელი 4% ან ნაკლები იქნება, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც მალე შევძლებთ სასწავლო პროცესის კლასებში გაგრძელებასა და მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებას
ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ შევძელით ბოლო 2 თვის ძალიან კარგი შედეგი და დადებითობის მაჩვენებელი 4% ან ნაკლები იქნება, როგორც ეს აჭარაშია, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც მალე შევძლებთ სასწავლო პროცესის კლასებსა და აუდიტორიებში გაგრძელებას. შესაბამისად, შევძლებთ, ავამოქმედოთ მუნიციპალური ტრანსპორტი, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

27 იანვარი 2021, 00:34
პოლიტიკა
ბექა დავითულიანი ბათუმის ინციდენტზე: როდესაც ამას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აზიარებს, ახალისებს, ეს ანტიჰუმანური, ტოტალიტარული აზროვნებაა
„ნაგვის ურნის თავზე დამხობა ერთი აქტივისტის მხრიდან ჩადენილი აქტი რომ ყოფილიყო, იქნებოდა მიუღებელი, შეურაცხმყოფელი ცალკეული ფაქტი და მორჩა. მაგრამ როდესაც ამას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აზიარებს, ახალისებს, მერე მისი მთავარი რუპორი გამოდის ეთერში და ამას ვითომ შემოვლით, მაგრამ რეალურად პირდაპირ ამბობს რომ ეს მასე „ეკუთვნოდა“, ეს საერთოდ ანტიჰუმანისტური, ტოტალიტარული აზროვნებაა. თვალი თვალის პრინციპით თუ წავედით, ახალი აღქმა უარყავით და ძველში დავრჩით, მაშინ ამ პრინციპით ცოცხალი ვერც ერთი ვერ დარჩება. ძალიან ცოტა გადარჩება იქიდან „თვალი თვალზე პრინციპი თუ დავამკვიდრეთ. ისეთები აქვთ ჩადენილი, რომ არ მოლანდებია იმ საწყალ კაცს, რომელიც შედიოდა საბჭოში“, - განაცხადა დავითულიანმა.