imedi /  11 იანვარი 2021, 17:39 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანმა ლიეტუველ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ლიეტუველ კოლეგასთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საუბრისას მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და ლიეტუვაში კოვიდ პანდემიის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. მხარეებმა ხაზი გაუსევს პანდემიასთან ბრძოლის გზაზე სახელმწიფოებს შორის კოორდინაციის და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ლიეტუველ კოლეგას ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილის ინიცირებისთვის, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს შეიმუშაოს გამარტივებული მექანიზმი, რათა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრმა სახელმწიფოებმა, მათ შორის საქართველომ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება გაზაფხულზე შეძლოს.

სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ასევე ხაზი გაუსევს საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ განსაკუთრებულ, მეგობრულ ურთიერთობებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ლიეტუვის მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე.

ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ აღინიშნა, რომ ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, ლიეტუვურ ენაში „საქართველას“ საქართველოს ერთადერთი ოფიციალური სახელწოდება გახდა. (2018 წლის მაისში ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიამ დაუშვა „საქართველას“, როგორც ქვეყნის მანამდე არსებული ოფიციალური სახელწოდების „გრუზია“-ს ალტერნატივა.)

აღსანიშნავია, რომ 11 იანვარს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე გაიმართა დავით ზალკალიანის შეხვედრა ლიეტუვის ელჩთან, ანდრიუს კალინდრასთან.

შეხვედრაზე ლიეტუვის ელჩმა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს ევროკავშირის 13 ქვეყნის პირველი დიპლომატების მიერ ხელმოწერილი წერილი ოფიციალურად გადასცა.

სამინისტროში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა Covid-19-ის პანდემიის დაძლევის გზაზე გაერთიანებული ძალისხმევის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე ლიეტუვის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ლიეტუვასთან, როგორც საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორთან თანამშრომლობის შესახებ ჩანაწერი, რაც მხარეების შეფასებით კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს.

ყველა სიახლე

10 დეკემბერი 2022, 01:56

სპორტი

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

არგენტინის ნაკრები კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალისტი გახდა. ლიონელ სკალონის გაწვრთნილმა გუნდმა ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები დაამარცხა.

10 დეკემბერი 2022, 00:58

სპორტი

ევროპის 17 და 19-წლამდე ჩემპიონატების საკვალიფიკაციო რაუნდში საქართველოს ასაკობრივი გუნდების მეტოქეები გამოვლინდა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, 2024 წლის ევროპის 17 და 19-წლამდე ჩემპიონატების წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად, აღნიშნულ ასაკებში საქართველოს ასაკობრივი გუნდების მეტოქეები გამოვლინდა.

ტიტე

10 დეკემბერი 2022, 00:29

სპორტი

ტიტემ ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ, ტიტემ ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრაზილიური მედია ავრცელებს.

10 დეკემბერი 2022, 00:14

მსოფლიო

აშშ უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.

საპატრიარქო

10 დეკემბერი 2022, 00:03

საზოგადოება

საპატრიარქო: ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, დაგეგმილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება

„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, დაგეგმილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის (სევრიუკი) ვიზიტი საქართველოში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავსი რამ საქართველოს საპატრიარქოში არ იგეგმება.

პოლ უილანი

09 დეკემბერი 2022, 23:55

მსოფლიო

CNN: რუსეთის ხელისუფლებამ რუსეთში დაკავებული პოლ უილანის სანაცვლოდ აშშ-ისგან ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის გადაცემა მოითხოვა

რუსეთის ხელისუფლებამ რუსეთში დაკავებული ამერიკელი ყოფილი ქვეითის, პოლ უილანის სანაცვლოდ აშშ-ისგან ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, ვადიმ კრასიკოვის გადაცემა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

09 დეკემბერი 2022, 23:53

საზოგადოება

ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 10 და 11 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვნება, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციები.

09 დეკემბერი 2022, 23:05

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ეკა სეფაშვილმა სტუდენტური პარლამენტის წევრებთან შეხვედრა გამართა თემაზე: „სიძულვილისა და ზიზღის ენა მედიაში“. ეკა სეფაშვილმა სტუდენტებს საქართველოს მედიასივრცეში ზიზღისა და სიძულვილის ენის აღკვეთის მიზნით „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები გააცნო.

09 დეკემბერი 2022, 22:20

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის ყოფილ წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საფრანგეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით სონღულაშვილი და მეგობრობის ჯგუფის წევრები, საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის ყოფილ წევრებს და კახეთი-იონის ფრანგული სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

09 დეკემბერი 2022, 21:49

სპორტი

ხორვატიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

ხორვატიის ნაკრები კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტი გახდა. ქალაქ ალ-რაიანში გამართულ მეოთხედფინალურ მატჩში ტიტეს გაწვრთნილმა გუნდმა ხორვატიის ეროვნული გუნდი დაამარცხა.

დენის შმიგალი

09 დეკემბერი 2022, 21:08

მსოფლიო

უკრაინის პრემიერი: ამ ზამთარს ელექტროენერგიის შეზღუდული მოხმარების პირობებში ვიცხოვრებთ

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ამ ზამთარს უკრაინა მუდმივად იცხოვრებს ელექტროენერგიის შეზღუდული მოხმარების პირობებში.

ანდრია გვიდიანი

09 დეკემბერი 2022, 21:05

ეკონომიკა

ანდრია გვიდიანი: საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი უცხოური ინვესტიციებია

„ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი უცხოური ინვესტიციებია, რომელიც მზარდია. წინა წელსაც, გასული წლებისგან განსხვავებით ინვესტიციების მოცულობა ასევე მაღალი იყო“, - განაცხადა გვიდიანმა „ქრონიკას“.

09 დეკემბერი 2022, 20:45

ეკონომიკა

ოთარ ანგურიძე: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა არის გამოხატულება იმისა, რომ ქვეყანაში გვაქვს სტაბილურობა

ეკონომისტის, ოთარ ანგურიძის განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის ზრდა გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში არის სტაბილურობა, ხელისუფლებისგან მომდინარე გზავნილები კი ინვესტორების შემოდინებას უწყობს ხელს.

საახალწლო ნაძვის ხე

09 დეკემბერი 2022, 20:13

საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიმართა და მთელს საქართველოს მომავალი ახალი წელი მიულოცა. მერმა განაცხადა, რომ საჭიროა ღირსეულად შეხვდნენ ახალ წელს, მიუხედავად იმისა, რომ მთელს მსოფლიოში მრავალი გამოწვევაა.

09 დეკემბერი 2022, 20:10

საზოგადოება

Ritter Sport – ფერებით გამოხატული ჯადოსნური გემოები

ნამდვილი შოკოლადის გემო, კვადრატული ფორმა და ცისარტყელაზე უფრო ფერადი – ეს Ritter Sport-ის მთავარი მახასიათებლებია, ბრენდის, რომელსაც მსოფლიოს ყველა კუთხეში იცნობენ და რომელიც ყველას განსაკუთრებით უყვარს. მისი ისტორია უკვე 110 წელს ითვლის, რომლის განმავლობაშიც ბევრი კრიზისული მდგომარეობა დაძლია, განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციები და, რაც მთავარია, მოახერხა შეენარჩუნებინა ხარისხი და განსაკუთრებულობა.

09 დეკემბერი 2022, 20:04

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა და ბრიტანეთის პრემიერმა თავდაცვისა და ენერგეტიკის საკითხები განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა თავდაცვისა და ენერგეტიკის საკითხები განიხილეს.

09 დეკემბერი 2022, 20:00

ეკონომიკა

დავით ნარმანია პრემიუმ ქარის ელექტროსადგურების პრეზენტაციას დაესწრო

სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის საცალო სეგმენტში განახლებადი ენერგიების გამოყენების კიდევ უფრო განვითარებას, ამასთანავე მცირე სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების საქართველოში დამონტაჟება შეეძლებათ იმ პირებსაც, რომლებსაც სურთ ისარგებლონ ნეტო-აღრიცხვის სისტემით.

09 დეკემბერი 2022, 19:54

საზოგადოება

რეგიონული განვითარებისა სამინისტრო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ აბასთუმანში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კვლევას განცხადებით ეხმიანება

„გვსურს გამოვეხმაუროთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ აბასთუმანში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ეგრეთ წოდებულ კვლევას, რომელიც შეგნებულად ეფუძნება არასრულ და სახელმწიფო უწყებებთან გადაუმოწმებელ ინფორმაციას და შესაბამისად, არ ასახავს რეალობას. ის, რომ ორგანიზაციამ არ გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია აბასთუმანში მიმდინარე პროექტების განმახორციელებელი უწყებებიდან და კვლევა დაარქვა მხოლოდ მისთვის სასურველი ინფორმაციის საფუძველზე განვითარებულ მსჯელობას, ადასტურებს მის ერთადერთ განზრახვას - შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება კონკრეტული პირების და სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციის მიზნით.

ვლადიმირ პუტინი

09 დეკემბერი 2022, 19:31

მსოფლიო

პუტინი: რუსეთი არ მიჰყიდის ნავთობს იმ ქვეყნებს, რომლებიც ფასზე ზედა ზღვარს დაამტკიცებენ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ მიჰყიდის ნავთობს იმ ქვეყნებს, რომლებიც ფასზე ზედა ზღვარს დაამტკიცებენ. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

თეა წულუკიანი

09 დეკემბერი 2022, 19:29

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: დიდი იმედი მაქვს, სააკაშვილი შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს, განაახლებს კვების ნორმალურ რეჟიმს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება

დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება, რომ ის შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს, განაახლებს კვების ნორმალურ რეჟიმს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, აუცილებელია, სააკაშვილმა შეიცვალოს პოზიცია, რომელიც არის მიმართული მისივე ჯანმრთელობის წინააღმდეგ. კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ მთელი სისტემა, იქნება ეს პენიტენციური, თუ სამედიცინო სისტემა, მიმართულია იქითკენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს ბოლომდე დაცული.