Imedi /  13 იანვარი 2021, 12:24 / სანდო წყარო

ეკატერინე ტიკარაძე: დარწმუნებული ვარ, ძალები იმგვარად გაერთიანდება, რომ ქვეყნის ეფექტურად და პროგრესულად მართვას შევძლებთ

ეკაგერინე ტიკარაძე

ეკაგერინე ტიკარაძე

დარწმუნებული ვარ, მოხდება ძალები იმგვარად გაერთიანდება, რომ შევძლებთ ეფექტურად და პროგრესულად ვმართოთ ქვეყანა, - ამის შესახებ ჯანდავის მინსიტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

მას კითხვით მიმართეს, იქნება თუ არა ტიკარაძე პარტია „ქათული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი. ასევე, ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციების გარეშე შეძლებს თუ არა მმართველი გუნდი არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს და ქვეყანა მართოს.

„რაც შეეხება პოლიტსაბჭოს წევრობას, ამაზე მოსახლეობა ინფორმაციას შეიტყობს შაბათს, 16 იანვარს, რაც შეეხება იმას, შევძლებთ თუ არა ჩვენ ერთობლივად ვმართოთ ქვეყანა, დარწმუნებული ვარ, მოხდება ძალების იმგვარად გაერთიანება, რომ ჩვენ შევძლებთ ეფექტურად და პროგრესულად ვმართოთ ქვეყანა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა შაბათს, 16 იანვარს გაიმართება. ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება. ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა.

პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან წერილი გამოაქვეყნა.

ყველა სიახლე

18 იანვარი 2021, 11:17

სპორტი

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ინტერმა“ „იუვენტუსი“ 2:0 დაამარცხა

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ინტერმა“ „იუვენტუსი“ 2:0 დაამარცხა. „დიდ იტალიურ დერბიში“ ანგარიში მე-12 წუთზე არტურო ვიდალმა თავური დარტყმით გახსნა და ნერიაძურის შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა. 52-ე წუთზე კი, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელმა ნიკოლო ბარელამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ისე რომ საკუთარ კარში ბურთი არ მიეღოს, „ინტერმა“ „იუვე“ 2010 წლის აპრილის შემდეგ პირველად დაამარცხა. ნერიაძური 40 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „მილანს“ მხოლოდ ბურთების უარესი შეფარდებით ჩამორჩება, თუმცა როსონერის თამაშით ნაკლები აქვს გამართული. „იუვენტუსი“ კი 33 ქულით მეხუთე ადგილზეა.

ბათუმი ნაღლისღება

18 იანვარი 2021, 11:12

რეგიონი

პანდემიის გამო ნათლისღების ღამეს აჭარაში ზღვაში განბანვის რიტუალი არ ჩატარდება

ზღვაში შესვლის რიტუალი ბათუმში წლებია იმართება. სასულიერო პირები და მრევლი სანაპიროზე გადიოდა, წყლის კურთხევის შემდეგ კი წყალში შესვლის რიტუალი სრულდებოდა.

18 იანვარი 2021, 11:08

COVID19

იტალიაში კოვიდინფიცირებისა და ვირუსით გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი შემცირდა

ბოლო ორი დღეა, იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებისა და ვირუსით გარდაცვალების დღიურმა მაჩვენებელმა იკლო. იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ინფიცირების 12 545 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღის მონაცემს 3 765-ით ჩამოუვარდება. ამასთან, დღე-ღამეში ვირუსით გარდაცვალების 377 შემთხვევა აღწერეს. გაცილებით მეტი ადამიანი, 475 ინფიცირებული ემსხვერპლა ვირუსს 16 იანვარს.

18 იანვარი 2021, 11:00

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 107 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 107 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

კორონავირუსი

18 იანვარი 2021, 10:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 110 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 643 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

18 იანვარი 2021, 10:54

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში კიდევ 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 247 9155 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 234 636-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 958 მოქალაქე.

მარჯორი ტეილორ გრინი

18 იანვარი 2021, 10:53

მსოფლიო

Twitter-მა რესპუბლიკელი კონგრესმენის მარჯორი ტეილორ გრინის ანგარიში დაბლოკა

კომპანიაში აცხადებენ, რომ ანგარიში დროებით დაიბლოკა, ამის მიზეზი კი ტეილორ გრინის მიერ Twitter-ის საჯარო პოლიტიკის მრავალჯერადი დარღვევა გახდა. კერძოდ, ჯორჯიის შტატის ახლად არჩეული კონგრესმენი შტატის მთავრობას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს.

18 იანვარი 2021, 10:47

COVID19

კორონავირუსის ახალი შტამი შვეიცარიაშიც გამოვლინდა

შვეიცარიაში, სათხულამურო კურორტ სან-მორიცის ორ სასტუმროში კარანტინი გამოცხადდა და სათხილამურო სკოლები დაიხურა. მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენაა. გრაუბიუნდენის კანტონში, სადაც ამ დრომდე კოვიდინფიცირების დაბალი დონე იყო, 19 იანვარს მოსახლეობის საყოველთაო ტესტირებას დაიწყებენ.

18 იანვარი 2021, 10:44

რეგიონი

ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სოფელ ცხრამუხაში, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო და 28 ერთეული დაუფირნიშებელი ნაძვის სახეობის უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი გამოავლინეს.

18 იანვარი 2021, 10:43

პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა: ამომრჩეველთა სიების სიზუსტის მიმართ ნდობა მაღალია

დოკუმენტში, ისევე, როგორც ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის 2020 წლის პირველი ნოემბრის ანგარიშში, დადებითად არის შეფასებული იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებული საქმიანობა.

18 იანვარი 2021, 10:41

თემა

მართალია თუ არა, რომ WhatsApp-ს კონფიდენციალობის პრობლემა აქვს? რა უნდა ვიცოდეთ?

მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა მესენჯერმა- WhatsApp -მა მომსახურების პირობები და კონფიდენციალობის პოლიტიკა განაახლა. მომხმარებლები მესენჯერის ჩამოტვირთვისას უკვე იღებენ შეტყობინებას, რომელიც მათ ახალ შეთავაზებაზე დათანხმებას ურჩევს. ამ დროისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება ნებაყოფლობითია, თუმცა 8 თებერვლისთვის სავალდებულო გახდება. განახლებული პოლიტიკა სწორედ ამ დროიდან ამოქმედდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი მესენჯერის გამოყენებას ვეღარ შეძლებს.

18 იანვარი 2021, 10:38

თემა

ჯულიან ასანჟს აშშ-ს (ჯერ) არ გადასცემენ. ბრიტანეთის სასამართლოს აზრით, ამერიკელები მას თვითმკვლელობისგან ვერ დაიცავენ

ბრიტანეთის სასამართლომ აშშ-ის ხელისუფლებას WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ექსტრადიციაზე უარი განუცხადა. ამ უკანასკნელს ამერიკის ხელისუფლება საიდუმლო დოკუმენტების უკანონო გამოქვეყნებაში ადანაშაულებს. ყველა ბრალდების გათვალისწინებით, ასანჟს 175 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. თუმცა მოსამართლე ვანესა ბარაიტზერმა ჩათვალა, რომ WikiLeaks- ის დამფუძნებელს შეუძლია ამერიკის ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს. ამავდროულად, გამომძიებლის მომხრეები თვლიან, რომ ასანჟის დევნა თავიდანვე პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

კორონავირუსი

18 იანვარი 2021, 10:30

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 95 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 95 042 229 შემთხვევა გამოვლინდა, 2 030 805 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 52 318 440 - გამოჯანმრთელდა.

ჯეი ი. ლი

18 იანვარი 2021, 10:29

მსოფლიო

Samsung-ის ხელმძღვანელს სასამართლომ 2.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ტექონოლოგიური გიგანტის, Samsung Electronics-ის ხელმძღვანელს ჯეი ი. ლის კორეის სასამართლომ 2.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდების მხარის მტკიცებით, მან 43 მილიარდი ვონი ($38 მილიონი დოლარი) გადასცა არაკომერციულ ფონდს, რომელიც კორეის პრეზიდენტთან პაკ კინ ჰესთან არის დაკავშირებული.

18 იანვარი 2021, 10:05

COVID19

პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება. გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს.

18 იანვარი 2021, 09:59

სპორტი

საკლუბო კარიერის განმავლობაში პირველად, ლიონელ მესი მოედნიდან გააძევეს

საკლუბო კარიერაში პირველად, „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ წითელი ბარათი მიიღო. ესპანეთის სუპერთასის ფინალში ის მოედნიდან უხეშობისთვის გააძევეს. ფინალური შეხვედრა კატალონიელებმა „ატლეტიკოსთან“ 2:3 დათმეს.

18 იანვარი 2021, 09:51

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

18 იანვარი 2021, 09:25

სამართალი

პოლიციამ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ნარკორეალიზატორთა ორგანიზებულ ჯგუფს და ერთ-ერთი სოციალური აპლიკაციის მეშვეობით, ე.წ. დადების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას.

დავით ზალკალიანი

18 იანვარი 2021, 09:05

პოლიტიკა

ესპანეთში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დღეს იწყება

დავით ზალკალიანი ესპანეთში სამუშაო ვიზიტს და ოფიციალურ შეხვედრებს დღეს იწყებს. საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში, სადაც ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურას შეარჩევენ.

18 იანვარი 2021, 08:46

რეგიონი

კობი-გუდაურის მონაკვეთზე გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია

საბაგიროების დახმარებით, ყაზბეგში ჩარჩენილი მგზავრების ნაწილი უკვე გადაიყვანეს გუდაურის მხარეს, ხოლო გუდაურში მყოფები - ყაზბეგში. ამასთან, 100- მდე ადამიანს სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია. 11 იანვრიდან, უხვი ნალექისა და ზვავსაშისშროების გამო, გუდაური-კობის გზის მონაკვეთი ყველა სახის ტრანსპორტისთვის ჩაიკეტა, რის გამოც სატვირთო ავტომობილების რამდენიმე კილომეტრიანი რიგი დგას.