საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარუდგინა
ფოტო: პროკურატურა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.
ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე, ახალი კორონავირუსით (COVID – 19) გამოწვეული პანდემიის გამო საქართველოს პროკურატურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამართალწარმოების მაქსიმალურად ხელმისაწვდომ და უწყვეტ რეჟიმში განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პროკურატურაში დისტანციური სამართალწარმოების მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. ასევე, დისტანციურად განხორციელდა პროკურატურის სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა.
ანგარიშის წარდგენისას საპროკურორო საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორისგან მოისმინეს პროკურატურის, როგორც საგამოძიებო და საპროკურორო ზედამხედველობის უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს შედეგები.
ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა ცალკეულ დანაშაულებებზე მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკა, ანალიტიკაზე ორიენტირებული ორგანიზაციული მართვის მოდელი და ციფრული ტრანსფორმაცია, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მოტივაციის გაძლიერება, ასევე საერთაშორისო ურთიერთობები.
„უკანასკნელი წლების განმავლობაში უწყებამ არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის დანერგვის მიზნით, რომლის მთავარი მიღწევა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ღონისძიებების ეფექტიანი გამოყენებაა. ამ მიმართულებით განხორციელებულმა რეფორმებმა გაზარდა არასრულწლოვანთა და 18-დან 21 წლამდე ასაკის პირთა განრიდების მაჩვენებელი“, -აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა კვლავ პრიორიტეტად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახური დანაშაული, რაც აისახება მსხვერპლთა მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის ზრდაში და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაღალ მაჩვენებლებში. პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ასევე ისეთ დანაშაულებთან ბრძოლა, როგორიც არის: შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული, კორუფციული დანაშაული, სამოხელეო და ტრანსნაციონალური დანაშაულები, ასევე, ნაფიც მსაჯულთა მიერ განსახილველი საქმეები. ამ პროცესში, ბუნებრივია, უპირველეს საზრუნავს დაზარალებულთა უფლებების დაცვა და სამართალწარმოების პროცესში მათი სათანადო ჩართულობა წარმოადგენს.
„პროკურატურა ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს და უარს ამბობს ქალთა მიმართ ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაზე. ასევე გაზრდილია ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი, რაც წინა წლებთან შედარებით ფაქტიურად გაორმაგდა“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, საქართველოს პროკურატურისთვის ასევე ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. მისი თქმით, 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ, რომლებმაც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, გადამზადების 4 სასწავლო კურსი გაიარეს. 2020 წელს შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 224 პირის მიმართ დაიწყო.
ასევე, გენერალურმა პროკურორმა ყურადღება გაამახვილა გამოძიებისა და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების, პროკურატურის თანამშრომელთა გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის გაძლიერების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით გატარებულ არაერთ ღონისძიებაზე ისაუბრა.
ირაკლი შოთაძემ საბჭოს წევრებს საქართველოს პროკურატურაში დანერგილ სიახლეზე, თანამშრომელთა რანგირების სისტემის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რანგირებას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები ექვემდებარებიან და მისი მიზანია პროკურატურის თანამშრომელთა კარიერის სწორად დაგეგმვა და განვითარება, მოტივაციის ზრდა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება. 2020 წლის 1-ელ სექტემბერს საქართველოს პროკურატურის ყველა პროკურორსა და გამომძიებელს საწყისი - მესამე რანგი მიენიჭა.
ირაკლი შოთაძემ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოსა და EUROJUST-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერა. საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, სამი წლის ვადით დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურატურის მეკავშირე პროკურორი EUROJUST-ში.
„2020 წლის განმავლობაში მეკავშირე პროკურორმა დიდი ძალისხმევა გასწია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტიანად წარმართვის კუთხით. შედეგად, საქართველოს საგამოძიებო უწყებების წარმოებაში არსებულ არაერთ მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეზე მეკავშირე პროკურორის ჩართულობით, უზრუნველყოფილ იქნა უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებიდან საჭირო მტკიცებულებების სწრაფად და ეფექტიანად მოპოვება“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
გენერალურმა პროკურორმა გასულ წელს უწყებაში დანერგილი ციფრული პროდუქტების და ანალიტიკური კვლევების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით 2020 წელი საქართველოს პროკურატურისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო, ვინაიდან მოკლე დროში უწყებამ არაერთი ციფრული პროდუქტი დანერგა და საკმაოდ პროდუქტიული ანალიტიკური კვლევები ჩაატარა.
ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს წინაშე უწყების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამომავლო გეგმებში 2021-2025 წლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის, ასევე სისხლის სამართლის პოლიტიკის ახალი დოკუმენტის შემუშავება, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, აღდგენითი მართლმსაჯულების მხარდაჭერა, პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური გარანტიები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები შედის.
ანგარიშის დასრულების შემდეგ ირაკლი შოთაძემ საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა.
ყველა სიახლე
04 ნოემბერი 2024, 22:48
არჩევნები აშშ
ტრამპი: ჩვენ კვლავ ვიქნებით თავისუფალი და ამაყი ერი - ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ერთად გავიმარჯვებთ
ჩვენ კვლავ ვიქნებით თავისუფალი და ამაყი ერი, - განაცხადა „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინას შტატში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე.
04 ნოემბერი 2024, 22:31
არჩევნები აშშ
77 მილიონზე მეტმა ამერიკელმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა წინასწარ მისცა
77 მილიონზე მეტმა ამერიკელმა 5 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა უკვე წინასწარ მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
04 ნოემბერი 2024, 22:02
მსოფლიო
დავით საყვარელიძე: ტრამპისა და ჰარისის გუნდები პუტინის დამარცხებას მიზნად არ ისახავენ - უკრაინაზე ზეწოლა უფრო ადვილია, ვიდრე პუტინზე
უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომ ტრამპისა და ჰარისის გუნდები პუტინის დამარცხებას მიზნად არ ისახავენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
04 ნოემბერი 2024, 21:27
მსოფლიო
ოლაფ შოლცი: ნატო იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ მასზე თავდასხმა არავის მოუვიდეს თავში
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ნატო იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ მასზე თავდასხმა არავის მოუვიდეს თავში.
04 ნოემბერი 2024, 21:01
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესზე, ეს პრინციპი არ უნდა იქნას გამოყენებული შერჩევითად. საქართველოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი
სერბეთში, ბელგრადში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების XX საიუბილეო კონფერენციაში (COSAP) გაიმართა. მასში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია, მაკა ბოჭორიშვილის, ვიქტორ სანიკიძის და გიორგი ხახუბიას შემადგენლობით მონაწილეობდა.
04 ნოემბერი 2024, 20:59
მსოფლიო
სლოვაკეთის პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა სლოვაკეთის მოქალაქეების მოთხოვნა უკრაინის ჯარში მსახურების თაობაზე
სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ არ დააკმაყოფილა სლოვაკეთის მოქალაქეების მოთხოვნა უკრაინის ჯარში მსახურების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
04 ნოემბერი 2024, 20:57
ჯანდაცვა
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი მუშაობას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კლინიკა კრიტიკული მედიცინისა და ინტენსიური თერაპიისთვის საჭირო ყველა ინვენტარითაა აღჭურვილი. რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი და სტაციონარი, პაციენტებს ხვალიდან მოემსახურება.
04 ნოემბერი 2024, 20:50
პოლიტიკა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ბელგრადში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო კონფერენციაში მონაწილეობდა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ, მაკა ბოჭორიშვილის, ვიქტორ სანიკიძის და გიორგი ხახუბიას შემადგენლობით, მონაწილეობა მიიღო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების XX საიუბილეო კონფერენციაში (COSAP), რომელიც სერბეთში, ბელგრადში გაიმართა.
04 ნოემბერი 2024, 20:36
პოლიტიკა
ყოფილი დიპლომატი დიპლომატების წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სალომე ზურაბიშვილი ქართველი დიპლომატების წინააღმდეგ, ყოფილი დიპლომატი ელჩებს პირდაპირი მნიშვნელობით ლანძღავს და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და არა კონკრეტულად, ზურაბიშვილის რადიკალიზმს.
04 ნოემბერი 2024, 20:27
პოლიტიკა
ოპოზიციის თვალსაჩინო ტყუილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შალვა პაპუაშვილის პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი ფაქტების გადაფარვა ოპოზიციამ სპეკულაციით სცადა, რისთვისაც საპრეზენტაციო მონიტორზე გამოტანილი საქართველოს რუკა გამოიყენეს. რუკის ის ნაწილი, რომელიც ოკუპირებულია, რუხი ფერის იყო. დეზინფორმაციის მიხედვით კი, რუკაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ იყო ასახული.
04 ნოემბერი 2024, 20:25
არჩევნები 2024
რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს
როგორც აქციიდან „ქრონიკის“ ჟურნალისტი იტყობინება, იგი დაგვიანებით დაიწყო და ამ წუთებში შეკრების მონაწილეებს ლიდერები მიმართავენ.
04 ნოემბერი 2024, 20:10
არჩევნები 2024
ოპოზიცია დამნაშავეებს ისევ სხვაგან ეძებს - რატომ აქციეს პრობლემად საქართველოში ის, რაც ევროპაში არავის გაუპროტესტებია? - „ქრონიკის“ სიუჟეტი
ფარულობის პრინციპის დარღვევის შესახებ განცხადებებს, პარლამენტის თავმჯდომარემ ფაქტები დაუპირისპირა სწორედ იმ ქვეყნებიდან, რომლის არჩევნებში პრობლემა, არც ევროპას დაუნახავს და არც ქართულ ოპოზიციას.
04 ნოემბერი 2024, 19:51
მსოფლიო
ეუთო/ოდირი მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე: უცხოური ჩარევითა და ხმების მოსყიდვის სქემებით შექმნილი გამოწვევები კვლავ აქტუალური იყო მეორე ტურში
ეუთო/ოდირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა.
04 ნოემბერი 2024, 19:47
მსოფლიო
ეუთო/ოდირი მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე: მოქმედი პრეზიდენტი კვლავ სარგებლობდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, თუმცა მნიშვნელოვნად ნაკლებად, ვიდრე პირველ ტურში
ეუთო/ოდირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა.
04 ნოემბერი 2024, 19:46
კულტურა
Coldplay-ის სოლისტი კრის მარტინი კონცერტის დროს სცენის ქვეშ ჩავარდა
მელბურნის მარველის სტადიონზე Coldplay-ის სოლისტი კრის მარტინი მოულოდნელად სცენის ქვეშ ჩავარდა. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.
04 ნოემბერი 2024, 19:42
მსოფლიო
ეუთო/ოდირი მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე: ხმის მიცემის ფარულობა ყოველთვის არ იყო უზრუნველყოფილი
ეუთო/ოდირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა.
04 ნოემბერი 2024, 19:35
მსოფლიო
ეუთო/ოდირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა - დასკვნაში არსადაა გამოყენებული ისეთი ტერმინოლოგია, როგორიცაა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“
ეუთო/ოდირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა.
04 ნოემბერი 2024, 19:05
არჩევნები 2024
ტრამპი: „დემოკრატიული“ პარტია დემონური პარტიაა
„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დემოკრატიული“ პარტია დემონური პარტიაა.
04 ნოემბერი 2024, 19:04
არჩევნები 2024
ეკა სეფაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთი სირცხვილის ქვა დაადო თავის პოლიტიკურ სამარეს და საქართველოს ელჩების გალანძღვით ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენა
სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის კარიერა და ამ კარიერის დასასრული, საოცარია - პრეზიდენტობის განმავლობაში ის განუხრელად ცდილობდა საქართველოს რეპუტაციის შელახვას, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების გამოწვევას, არღვევდა კონსტიტუციას, თვეების მანძილზე არ ნიშნავდა ელჩებს და ა.შ. - განაცხადა მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
04 ნოემბერი 2024, 18:46
პოლიტიკა
ფაქტჩეკერმა ამხილა გოგლა ჟვანიასა და მერაბ მეტრეველის მიერ ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია
ფაქტჩეკერმა გოგლა ჟვანია და მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ამხილა. ირკვევა, რომ მათ ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ მანიპულაციური შინაარსის ინფორმაციები გაავრცელეს.