imedi /  14 იანვარი 2021, 17:04 / სანდო წყარო

ალეკო ელისაშვილი: ელჩების თანდასწრებით შევიკრიბოთ ის ხალხი, ვისაც მართლა შეთანხმება უნდა და არა - ამრევები

ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი

ელჩების თანდასწრებით შევიკრიბოთ ის ხალხი, ვისაც მართლა შეთანხმება უნდა და არა - ამრევები, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ფასილიტატორებთან ის ხალხი უნდა შეიკრიბოს, ვისაც შეთანხმების მიღწევა მართლა სურს და არა ისინი, რომლებიც მოლაპარაკებების ჩაშლით იყვნენ დაკავებული.

„ელჩების თანდასწრებით შევიკრიბოთ ის ხალხი, ვისაც მართლა შეთანხმება უნდა და არა ამრევები, რომლებსაც მთელი ოთხი რაუნდის განმავლობაში ძლივს ვაშოშმინებდით-ხოლმე, სულ მაგიდის ატრიალებით რომ იყვნენ დაკავებული“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მოქალაქეები“ და „გირჩი“ ოპოზიციასთან შეხვედრებს იწყებენ. კვირას ჩანიშნულია შეხვედრა „სტრატეგია აღმაშენებელთან“. ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პარტია „მოქალაქეები“ მზად არის ელჩების თანდასწრებით შეხვდეს „ქართულ ოცნებას“ და ხელი მოაწეროს შეთანხმებას.

ყველა სიახლე

25 იანვარი 2021, 22:42

პოლიტიკა

Brusselsmorning-ი: საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის მზადაა

საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის მზადაა, ამ სათაურით სტატიას Brusselsmorning-ი აქვეყნებს და ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს მიმოიხილავს. „შეხვედრის შემდეგ, სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ საქართველოს თავდაცვის სფეროს რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და საქართველო უფრო უახლოვდება ნატოს წევრობას.

ანტონიო გუტერეში

25 იანვარი 2021, 22:29

COVID19

ანტონიო გუტერეში: კორონავირუსის მუტაციის ფონზე ვაქცინების გავრცელების შეყოვნებამ უფრო მეტი სიკვდილიანობა შეიძლება გამოიწვიოს

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ კორონავირუსის მუტაციის ფონზე ვაქცინების გავრცელების შეყოვნებამ უფრო მეტი სიკვდილიანობა შეიძლება გამოიწვიოს.

თამარ ტალიაშვილი

25 იანვარი 2021, 22:09

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: მადლობას გადავუხდი ევროპის კავშირისა და აშშ-ს ელჩებს მათი პოზიტიური წვლილისათვის მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის პროცესში

ჩვენ სრულად ვიზიარებთ მონიტორინგის ანგარიშში გამოთქმულ სინანულს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ზოგიერთმა რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, მაშინ, როდესაც არჩევნების შედეგებმა ოპოზიციურ პარტიებს მისცა საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების ძლიერი შესაძლებლობა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა სტრასბურგში განაცხადა.

კახა კუჭავა

25 იანვარი 2021, 22:00

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ევროპის საბჭოში ერთსულოვნად დგანან იმ პოზიციაზე, რომ ოპოზიცია საპარლამენტო ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს

„ევროპის საბჭოში ფაქტობრივად ერთსულოვნად დგანან იმ პოზიციაზე, რომ ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს მანდატები და დაუბრუნდნენ საპარლამენტო ცხოვრებას“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ „ქრონიკას“ განუცხადა.

25 იანვარი 2021, 21:52

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 93 822 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 93 822 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 767 ადამიანი გარდაიცვალა.

25 იანვარი 2021, 21:41

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 5 642 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 642 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 137 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

25 იანვარი 2021, 21:41

პოლიტიკა

საგარეო უწყება: ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან სერგეი ლავროვის შეხვედრა რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ნაბიჯია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, შეხვედრა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან არის რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაგრძელებას, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან სერგეი ლავროვის შეხვედრას გამოეხმაურა.

25 იანვარი 2021, 21:25

COVID19

„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციამ“ მცხეთის მუნიციპალიტეტში კოვიდდადებითი სოციალურად დაუცველი და მარტოხელა პაციენტებისათვის საჩუქრად მედიკამენტები ჩაიტანა

„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციამ“ მცხეთის მუნიციპალიტეტში კოვიდდადებითი სოციალურად დაუცველი და მარტოხელა პაციენტებისათვის საჩუქრად მედიკამენტები ჩაიტანა. ფედერაციის დამფუძნებლთა ინიციატივით და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის უშუალო მონაწილეობით, საჭირო მედიკამენტები გადაეცემა მცხეთის უფასო სასადილოს ბენეფიციარებს. ოჯახის ექიმების აზრით, პაციენტებისათვის მედიკამენტების ბინაზე მიწოდება უმნიშვნელოვანესი რგოლია, კორონავირუსთან ბრძოლაში, ვინაიდან ხშირად პაციენტები უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მიერ დანიშნული მედიკამენტების შეძენას.

დონალდ ტრამპი

25 იანვარი 2021, 21:24

მსოფლიო

რიჩარდ გრენელი: დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს

გერმანიაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, რიჩარდ გრენელმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს.

25 იანვარი 2021, 21:18

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: მოსახლეობის უმრავლესობა უნდა დარწმუნდეს, რომ ვაქცინა აუცილებელია

ეს არის ძალიან დიდი პრობლემაა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. არამხოლოდ კოვიდვაქცინის დროს, არამედ ყველა ვაქცინაციისას, - ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე NDI-ის (ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი) კვლევას გამოეხმაურა.

ირაკლი ჩიქოვანი

25 იანვარი 2021, 21:12

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო მოწოდებულია, დარჩეს წამყვან დემოკრატიულ, რეფორმატორ სახელმწიფოთა შორის

„ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდგომ, საქართველომ დრამატული ტრანსფორმაცია განიცადა. 2020 წელს კი ამ ტრანსფორმაციის კულმინაცია მოხდა - საქართველო მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტი გახდა“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

ხატია დეკანოიძე

25 იანვარი 2021, 20:47

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: იაგო ხვიჩია უსახო, სამასხარაო ელემენტს აწებებს ოპოზიციის ერთობას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას მიერ დღეს რამდენიმე ტელევიზიის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. „ძალინ დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ოპოზიციურ ერთობას, ყველა პარტია და ჩვენც, რა თქმა უნდა..მაგრამ არსებობს ელემენტი, რომელიც ყველაზე დაბალ ხარისხშიც კი უსახო სამასხარაო ელემენტს აწებებს ერთობას. ზუსტად ეს აზიანებს პოლიტიკურ ოპოზიციას და ხარისხს ადაბლებს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

25 იანვარი 2021, 20:45

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 22 195 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 195 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 592 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯო ბაიდენი

25 იანვარი 2021, 20:37

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული აკრძალვა გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული აკრძალვა გააუქმა.

25 იანვარი 2021, 20:29

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 8 561 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 561 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 420 ადამიანი გარდაიცვალა.

თამარ გაბუნია

25 იანვარი 2021, 20:22

საზოგადოება

თამარ გაბუნია: მედიკამენტებზე მაღალი ფასი, ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევად რჩება

მედიკამენტებზე მაღალი ფასი ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ გამოწვევად რჩება, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით საკითხს დროებითი ინტერვენციებით ვერ გადაიჭრება.

ირაკლი კობახიძე

25 იანვარი 2021, 20:13

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

„ჩვენ გვქონდა ორმხრივი შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან. მასთან განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ჩვენ გვქონდა დღემდე ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა პრეზიდენტთან, საპარლამენტო ასამბლეასთან და გვინდა ეს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თამარ გაბუნია

25 იანვარი 2021, 20:12

COVID19

თამარ გაბუნია: პირველ ეტაპზე COVID19-ზე მოსახლეობის 41% რომ აიცრას, ესეც დიდი მიღწევაა

პირველ ეტაპზე კარგი იქნება, თუკი მოსახლეობის 41% აიცრება, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

25 იანვარი 2021, 20:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ამ პოსტს გამოვიყენებ იმისთვის, რომ საქართველოს ხმა კიდევ უფრო მეტად აქტიურად გაისმას

„ძალიან მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ, ზედიზედ მეორე ვადით ამირჩიეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. ამ პოსტს გამოვიყენებ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად აქტიურად გაისმას საქართველოს ხმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.

25 იანვარი 2021, 19:48

COVID19

ინგლისში სკოლები, სულ მცირე, მარტის დასაწყისამდე სრულად არ გაიხსნება

ინგლისში სკოლები, სულ მცირე, მარტის დასაწყისამდე სრულად არ გაიხსნება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთიდს პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს.