imedi /  14 იანვარი 2021, 20:15 / სანდო წყარო

დმიტრო კულება: უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას საერთო ხედვა აქვთ, როგორ უნდა გახდეს აღმოსავლეთ პარტნიორობა უფრო ეფექტური

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას საერთო ხედვა აქვთ, როგორ უნდა გახდეს აღმოსავლეთ პარტნიორობა უფრო ეფექტური.

„მშვენიერი საუბარი შედგა დავით ზალკალიანთან და აურელიუ ჩოკოისთან. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ ჩვენი ასოცირებული ტრიო საერთო ხედვებს იზიარებს იმაზე, თუ როგორ უნდა გახდეს აღმოსავლეთ პარტნიორობა კიდევ უფრო ეფექტური ევროკავშირისთვისაც და მისი სამი ამბიციური აღმოსავლეთ პარტნიორისთვის“, - წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელთან, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრთან აურელიუ ჩოკოისთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მხარეებმა საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების გზები და პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი ევროკავშირთან ურთიერთობებსა და საერთო ძალისხმევით სამი ასოცირებული ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაზე გაკეთდა. მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობასა და 2021 წელს დაგეგმილი სამიტის მნიშვნელობაზე პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის.

ყველა სიახლე

22 იანვარი 2021, 18:55

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 9 700-მდე კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 2 075 870 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 96 012 792 ადამიანი დაინფიცირდა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 399 963 შემთხვევა გამოვლინდა, 9 694 ადამიანი კი COVID-19-ს ემსხვერპლა.

სოზარ სუბარი

22 იანვარი 2021, 18:51

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: 8 წლის განმავლობაში ოპოზიციამ 10 ათასს კაცს აქციაზე ვერცერთხელ ვერ მოუყარა თავი

თუ ის ადამიანები, ვინც ხმა ოპოზიციურ პარტიებს მისცა, დარწმუნებულები იქნებიან ან არჩევნების გაყალბების ეჭვი მაინც ექნებათ, რასაც ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, მათ ქუჩაში გამოსვლას ვერავინ დაასწრებდა, მოწოდებაც არ დასჭირდებოდათ. მათ ზუსტად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და არ გამოდიან, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მიხეილ სადრაძე

22 იანვარი 2021, 18:46

სამართალი

დავით გარეჯის საქმის პროკურორი ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის პატიმრობის მოთხოვნის აუცილებლობას განმარტავს

როდესაც გამოძიება მიმდინარეობს, როდესაც ვადასტურებთ, რომ დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ, არ იქნებოდა სწორი აქამდე სხვა, ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენება, გარდა უმკაცრესი ღონისძიებისა. ბუნებრივია, ჩვენ მოთხოვნა დავაყენეთ და სასამართლომაც გაიზიარა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის პატიმრობაზე განაცხადა.

ნათია თურნავა

22 იანვარი 2021, 18:45

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ვაჭრობის სექტორის გახსნა აუცილებელია, რადგან ესაა ჟანგბადი, რომელიც ეკონომიკას გაჯანსაღებისთვის სჭირდება

არავის არ ექნებოდა მოლოდინი და არ იქნებოდა რეალისტური, რომ გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად, ისევე როგორც ეს იყო პანდემიამდე 2019 წელს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

22 იანვარი 2021, 18:44

პოლიტიკა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

დღეს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას ვიცე-პრემიერად და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა კიდევ უფრო გაძლიერდება.

იენს სტოლტენბერგი და სალომე ზურაბიშვილი

22 იანვარი 2021, 18:39

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია - ველი ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას

„საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია და ველი ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას. ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ - წერს სტოლტენბერგი.

დიმიტრი პესკოვი

22 იანვარი 2021, 18:36

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია უკანონოა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ 23 იანვრისთვის დაგეგმილი ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია უკანონოა.

მიხეილ სადრაძე

22 იანვარი 2021, 18:25

სამართალი

პროკურორი: მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლითაც სტრასბურგში ჩვენი პოზიციის მართებულობა დადასტურდა, 2014-2020 წლებშია მოპოვებული

მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლითაც სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის მართებულობა დადასტურდა, მოპოვებულია 2014-2020 წლებში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მიხეილ სადრაძე

22 იანვარი 2021, 18:21

სამართალი

პროკურორი:​ ც​ალსახადაა დადგენილი, რომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ

როცა დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების დაკავება მოხდა, რომ ჩვენთვის ცნობილი იყო მოტივი, თუ რატომ არ გამოიყენეს რუკები და ამ მიმართულებით, ამ საკითხს არ ვასაჯაროებდით, რადგან დამატებით მოქმედებებს ვახორციელებდით, იმისთვის, რომ ფაქტობრივი მნიშვნელობის ყველა ფუნდამენტური გარემოება საკმაოდ მაღალი სტანდარტით ყოფილიყო დადასტურებული. დღეის მონაცემებით, საქმე სასამართლოში წარიმართა და შეგვიძლია ამ თემაზე ვისაუბროთ. - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

22 იანვარი 2021, 18:14

მსოფლიო

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტოკიოს ოლიმპიადის გაუქმების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტოკიოს ოლიმპიადის გაუქმების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

მიხეილ სადრაძე

22 იანვარი 2021, 18:10

სამართალი

დავით გარეჯის საქმის პროკურორი: ბრალდებულების ქმედებებს ინფორმაციის გადამალვა ერთგვარ ნარატივად გასდევდა

გასაჯაროებულ მასალებში ცალსახად ჩანს, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ძალიან წუხს იმაზე, რომ საგამოძიებო ორგანოს თავისი კომპიუტერის ამოღების ნება დართო, ვინაიდან იქ იყო უამრავი საარქივო მასალა და დოკუმენტი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მიხეილ სადრაძე

22 იანვარი 2021, 18:07

სამართალი

მიხეილ სადრაძე დავით გარეჯის საქმეზე: ბრალდებულები ადასტურებენ, რომ 200 ათასიანი, ერთ-ერთი ყველაზე რელევანტური რუკა მათ ჰქონდათ

ბრალდებულები, ვიდრე მათი დაკავება მოხდებოდა, არაერთხელ გამოიკითხნენ საგამოძიებო ორგანოს მიერ და ისინი ადასტურებენ, რომ ეს რუკა, 200 ათასიანი, ერთ-ერთი ყველაზე რელევანტური რუკა მათ ჰქონდათ და ჰქონდათ 90-იან წლებში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი ბრალდებულის სამუშაო ოთახში დედნის სახით მოვიპოვეთ 200 ათასიანი რუკა.

22 იანვარი 2021, 18:01

COVID19

ნიდერლანდებში გამგზავრების მსურველთათვის, საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

23 იანვრის 00:01 საათიდან ნიდერლანდებში საჰაერო გზით შემსვლელმა მგზავრებმა, ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად, თან უნდა იქონიონ ჩასხდომამდე ბოლო 4 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხიც, - ამის შესახებ ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მიხეილ სადრაძე

22 იანვარი 2021, 17:51

სამართალი

დავით გარეჯის საქმის პროკურორი: გასაჯაროებული ჩანაწერებით ბრალდებულის აღიარება დასტურდება

პროკურატურის მიერ გუშინ გასაჯაროებული ჩანაწერებით ბრალდებულის აღიარება დასტურდება. ​​ის ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აღიარებს, რომ ყველა სადავო მონაკვეთზე, ჯამში დაახლოებით 3500 ჰექტარზე - საზღვარი საქართველოს საზიანოდ განზრახ შეათანხმა და ეს ზემდგომი, მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად ხდებოდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

22 იანვარი 2021, 17:47

რეგიონი

ფოთში, ნავმისადგომების ტვირთბრუნვა 7 მილიონი ტონით გაიზრდება და დამატებით 10 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება

მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ფოთში, შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ ნავმისადგომებთან, საწარმოებთან და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დამაკავშირებელი შემოვლითი-სატრანზიტო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

22 იანვარი 2021, 17:28

რეგიონი

მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ლევან ბეჟაშვილი

22 იანვარი 2021, 17:26

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი: თუ ჩვენი მოთხოვნა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაკმაყოფილდება, აქცენტი ქუჩის აქციებზე გადავა

„მთავარი მოთხოვნა საზოგადოებისა და ერთიანი ოპოზიცის არის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ბუნებრივია ამ შემთხვევაში პარლამენტში აღარ რჩება პოლიტიკური სივრცე პოლიტიკის გაკეთების და ამ შემთხვევაში მთელი აქცენტი გადავა ქუჩის აქციებზე“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი

22 იანვარი 2021, 17:26

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მიუხედავად პანდემიისა, კრიზისისა და კონფლიქტისა ჩვენს რეგიონში, საქართველომ შეინარჩუნა სტაბილურობა არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ მის გარშემო, რეგიონში

ახალი არსებითი პაკეტი გახლავთ დემონსტრაცია და კიდევ ერთი მაჩვენებელი ჩვენი თანამშრომლობის გაზრდისა. ის მორგებულია უსაფრთხოების გამოწვევებზე. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი. ჩვენ ვენდობით ნატო-ს მოხსენებას, საქართველომ აჩვენა თავისი ერთგულება ინტეგრაციის მიღწევის თვალსაზრისით და ამ გზაზე საქართველო მედეგია, რათა მეტი სოლიდარობა და უფრო მეტი გამბედაობა ჰქონდეს ალიანსთან ურთიერთობაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სერგი კაპანაძე

22 იანვარი 2021, 17:14

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: ელისაშვილი სად შევა, სად მივა და რას იტყვის, ჩვენთვის არაფერს ცვლის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, მანდატების შეჩერების პროცესის გაჭიანურებაზე, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდსა და მომავალ სამოქმედო გეგმებზე საუბრობს.

22 იანვარი 2021, 17:10

რეგიონი

მცხეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ოთხი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

მცხეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ოთხი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. სოფელ ბიწმენდს, ძველ ქანდას, აღდგომლიანთკარსა და ვაზიანს თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ახალი საბავშვო ბაღები შეემატა, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მასშტაბური პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა.