imedi /  14 იანვარი 2021, 21:56 / სანდო წყარო

მეათე მოწვევის პარლამენტი საერთაშორისო ვიზიტებისთვის ემზადება

საქართველოს პარლამენტი

ევროპარლამენტის პლენარული სხდომის ფარგლებში 19 იანვრიდან შეხვედრები აქვს დანიშნული ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელს მაკა ბოჭორიშვილს. ამის შესახებ მან „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ის პარტნიორებს საქართველოს გეგმების შესახებ ინფორმაციას მიაწოდებს.

„ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია იქნება ის მნიშვნელოვანი საფუძველი ჩვენი განაცხადისა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ გვჭირდება სერიოზული მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების და ევროპელი კოლეგების მხრიდან, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი მომენტი იმისათვის, რომ ჩვენი გეგმების შესახებ ვესაუბროთ ჩვენს მეგობრებს, გავეცნოთ ახალ პარლამენტის წევრებს, გავაცნოთ ჩვენი ხედვები და სამომავლო გეგმები და ვეცადოთ რომ მოვიპოვოთ მაქსიმალური მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

25 იანვრიდან ევროსაბჭოში აქტიურად იმუშავებს საპარლამენტო დელეგაცია.

ზამთრის სესიაზე ორი ანგარიშის განხილვა იგეგმება, ერთი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ტინი კოქსის მიერ მომზადებული დოკუმენტია, მეორე კი ყოველწლიური ანგარიში, სადაც როგორც მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, საქართველოს მისამართით უპრეცენდენტოდ დადებითი შეფასებებია.

პარალელურად, ბელგიის დედაქალაქში ვიზიტისთვის ემზადება საქართველოს პრეზიდენტი.

ყველა სიახლე

მიხეილ სარჯველაძე

26 ნოემბერი 2022, 11:20

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: თვისობრივად ერთგვაროვანი საკანონმდებლო აქტებია ჩვენი, ქართული საკანონმდებლო ინიციატივა დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერაა წარდგენილი და უკრაინული მოდელი

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში გადააგზავნოს. ევროკომისრების თქმით, უნდა დადგინდეს, რამდენად მიიყვანს ქვეყანას ეს იურიდიული ინსტრუმენტი ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებასთან. უკრაინულ მოდელზე შექმნილმა კანონპროექტმა საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენა უკვე გაიარა. მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, პარლამენტიდან ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გაგზავნის საჭიროება.

გოგა ხაინდრავა

26 ნოემბერი 2022, 10:47

საზოგადოება

გოგა ხაინდრავა ქალთა მიმართ ძალადობაზე: ღირსეული მამაკაცი ამას არც შინ იკადრებს და არც გარეთ

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმიანება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიან საერთაშორისო კამპანიას:

26 ნოემბერი 2022, 10:44

საზოგადოება

„ქართული ოცნების“ თბილისის ქალთა ორგანიზაციამ ხელოვანი ქალები დააჯილდოვა

„ქართული ოცნების“ თბილისის ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით, ჩუღურეთის რაიონში, სახელოვნებო წრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე რაიონში მცხოვრები ის ხელოვანი ქალები დააჯილდოვეს, რომლებსაც თავის სფეროში მოღვაწეობის ხანგრძლივი და განსაკუთრებული გამოცდილება გააჩნიათ. შეხვედრის მიზანი მათი შემოქმედების კიდევ ერთხელ წარმოჩენა და საქმიანობის დაფასება იყო.

26 ნოემბერი 2022, 10:32

სამართალი

მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა. ლეონიდე ზვიადაძე ქუთაისში დამწვრობის ცენტრში იყო მოთავსებული. მას 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

26 ნოემბერი 2022, 10:18

საზოგადოება

ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ტექნოლოგიური და ოპერატიული შესაძლებლობების ამაღლებას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

ევროკავშირის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს ესტუმრნენ, მათ შორის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს და თბილისის პოლიციის, საექსპერტო კრიმინალისტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტებს, სადაც დეტალურად გაეცნენ ევროკავშირის SAFE პროგრამის ფარგლებში გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) მიერ შეძენილი აღჭურვილობის ეფექტურობას და მათი გამოყენების პირველად შედეგებს.

26 ნოემბერი 2022, 09:45

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საიუბილეო თარიღი მიულოცა.

26 ნოემბერი 2022, 09:31

COVID19

ზედიზედ მესამე დღეა ჩინეთში დღიური ინფიცირების ანტირეკორდი ფიქსირდება

ზედიზედ მესამე დღეა ჩინეთში დღიური ინფიცირების ანტირეკორდი დაფიქსირდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 35 183 შემთხვევა დაფიქსირდა. 24 ნოემბერს ეს მაჩვენებელი 31 656-ს, ხოლო 25 ნოემბერს - 32 943-ს შეადგენდა. თითქმის ყველა ინფიცირებულთან დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

26 ნოემბერი 2022, 09:12

მსოფლიო

ინდოეთის ოკეანეში ახალი წყალქვეშა ვულკანი წარმოიქმნა

ინდოეთის ოკეანეში, კუნძულ მაიოტას მახლობად ახალი წყალქვეშა ვულკანი წარმოიქმნა. ამის შესახებ Phys.org-ი იტყობინება. მათი მტკიცებით, ვულკანი 2018 წლის მაისში წარმოიქმნა. ამ დროს მაიოტას სანაპიროდან 50 კილომეტრში თითქმის 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

26 ნოემბერი 2022, 08:50

მსოფლიო

გრეტა ტუნბერგმა და ასობით ეკოაქტივისტმა შვედეთს კლიმატის საკითხებზე ქვეყნის მიდგომის გამო სასამართლოში უჩივლეს

შვედმა ეკოაქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა და ახალგაზრდული ეკოლოგიური მოძრაობა Auroras-ის 600-ზე მეტმა მონაწილემ კლიმატის საკითხებში შვედეთის პოლიტიკის გამო ქვეყნის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ ტუნბერგი Twitter-ზე წერს.

დმიტრო კულება

26 ნოემბერი 2022, 08:23

მსოფლიო

დმიტრო კულება: როგორი ერთგულებიც არ უნდა იყვნენ ჩვენი პარტნიორები, ამ ომში ყველაზე დიდ ფასს უკრაინა იხდის. ნუ ცდილობთ დაგვარწმუნოთ იმაში, რომ შეიძლება დავმარცხდეთ

როგორი ერთგულებიც არ უნდა იყვნენ ჩვენი პარტნიორები, და ამას ჩვენ ძალიან ვაფასებთ, სწორედ უკრაინა იხდის ამ ომში ყველაზე დიდ ფასს. ამ მსხვერპლს პატივი უნდა სცენ. დახმარება გსურთ? დაგვეხმარეთ, მაგრამ ნუ ცდილობთ დაგვარწმუნოთ იმაში, რომ შეიძლება დავმარცხდეთ. არ ვიცი ისტორიის არცერთი მაგალითი, როდესაც პესიმისტებმა ომში გაიმარჯვეს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Le Parisien-თან ინტერვიუში განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

26 ნოემბერი 2022, 08:14

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის სისტემების გადაცემაზე გადაწყვეტილება ცალკეულმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გადაცემაზე გადაწყვეტილება ცალკეულმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ და ეს გადაწყვეტილება ნატოსთან შეთანხმებას არ საჭიროებს.

26 ნოემბერი 2022, 00:53

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა, ფინანსურ სექტორთან ერთად, ერთიანი სტატისტიკური ბაზა დანერგა

საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს სტატისტიკური მონაცემების სიზუსტის გაუმჯობესებაზე. ამ მიზნით, ფინანსური სექტორის მიერ სებ-თან ანგარიშგებისთვის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების ერთიანი ბაზა შემუშავდა. აქამდე არსებული სისტემით, კომერციული ბანკები თავად ანიჭებდნენ იურიდიულ პირს შესაბამისს სტატუსს, ახალ ბაზაში კი იურიდიული პირების კლასიფიკაცია ინსტიტუციური სექტორების, ეკონომიკური საქმიანობის სახეობისა (NACE Rev 2) და საწარმოთა ზომის მიხედვით ერთიანადაა წარმოდგენილი.

26 ნოემბერი 2022, 00:37

საზოგადოება

დედაქალაქის მერმა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ახლად რეაბილიტირებული სკვერი, ე.წ. „გეგეშიძის ბაღი“ დაათვალიერა. კახა კალაძის თქმით, სკვერის არეალი გაფართოვდა და რეაბილიტირდა.

26 ნოემბერი 2022, 00:16

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საპარლამენტო კონტროლის შესახებ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხზე იმსჯელეს.

26 ნოემბერი 2022, 00:03

პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარემ გერმანიის ელჩთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა

საარჩევნო რეფორმა და ადმინისტრაციის ხედვა ამ მიმართულებით, საკანონმდებლო ცვლილებები, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარების უპირატესობები, 2023 წელს გასამართი შუალედური არჩევნები - ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რომლებზეც ცესკოს თავმჯდომარემ გერმანიის ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მან შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საარჩევნო პროცესში მათი მხარდაჭერა ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესზე.

25 ნოემბერი 2022, 23:59

კულტურა

თბილისის მუზეუმების გაერთიანება ინოვაციების დანერგვისა და საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდის მიზნით ახალ პროექტს იწყებს

„თბილისის მუზეუმების გაერთიანების საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის. ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, ილიას მუზეუმის რეაბილიტაცია. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ მუზეუმების გაერთიანებამ bp-სგან აღნიშნული გრანტი მოიპოვა, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოხმარდება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

25 ნოემბერი 2022, 23:37

საზოგადოება

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ბათუმის სტადიონი ნარინჯისფრად განათდა

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ბათუმის აჭარაბეთ არენა ნარინჯისფრად განათდა. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.

25 ნოემბერი 2022, 23:18

თავდაცვა

ლელა ჩიქოვანმა საერთაშორისო ფორუმში - „ქალი ლიდერები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში” მონაწილეობა მიიღო

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში რუმინეთის დედაქალაქში საერთაშორისო ფორუმი - „ქალი ლიდერები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში“ ჩატარდა. ბუქარესტში გამართულ საერთაშორისო ფორუმში საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი მონაწილეობდა.

მიხეილ სარჯველაძე

25 ნოემბერი 2022, 23:01

საზოგადოება

პარლამენტმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად თემატური მოკვლევა დაიწყო

„მინდა, უზარმაზარი მწუხარება გამოვხატო ფემიციდის კიდევ ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც ერთი მხრივ, ვანდალიზმი, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადო ტრაგედიაა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

25 ნოემბერი 2022, 22:46

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტმა პუტინის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული და ბარბაროსული დაბომბვა დაგმო

ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პუტინის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული და ბარბაროსული დაბომბვა დაგმო.