imedi /  16 იანვარი 2021, 17:50 / სანდო წყარო

ვახტანგ მეგრელიშვილი: ოპოზიციის შიგნით ჩასატარებელი გვაქვს სამუშაო, რადგან მეხუთე რაუნდი არ უნდა გამოვიდეს ისეთი, როგორც წინა რაუნდები

ვახტანგ მეგრელიშვილი

ვახტანგ მეგრელიშვილი

ოპოზიციის შიგნით სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, რადგან მეხუთე რაუნდისთვის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „გირჩისთვის“ მნიშვნელოვანია მათ მოთხოვნებზე არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ თანხმობა, არამედ ისეთი პარლამენტის ფორმირება, სადაც მოთხოვნების განხორციელება იქნება შესაძლებელი.

„ახლა ჩვენ ოპოზიციის შიგნით ჩასატარებელი გვაქვს სამუშაო, რადგან მეხუთე რაუნდისთვის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია. მეხუთე რაუნდი არ უნდა გამოვიდეს ისეთი, როგორც წინა რაუნდები. თუ ჩვენ მოვემზადებით ამ მეხუთე რაუნდისთვის, გვექნება წარმატების შანსი. აქედან გამომდინარე, „ქართულ ოცნებამდე“ საშინაო დავალება გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მთლიანად პროცესი დასრულდეს შეთანხმებით და რაღაცნაირად გადავლახოთ ის ეტაპი, როდესაც ერთმანეთს არ ველაპარაკებით“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მოქალაქეები“ და „გირჩი“ ოპოზიციასთან შეხვედრებს იწყებენ. კვირას ჩანიშნულია შეხვედრა „სტრატეგია აღმაშენებელთან“. ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ყველა სიახლე

გიორგი ვაშაძე

01 მარტი 2021, 17:07

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ჩვენი მხრიდან კომპრომისი რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად პლებისციტზე თანხმობა იქნება

„ჩვენს მხარესთან იყო თხოვნა, რომ, რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ გარკვეულწილად კომპრომისულები. ჩვენ კომპრომისის მაგალითი ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად შეგვიძლია წავიდეთ პლებისციტზე. ჩემი აზრით, ეს ფუნდამენტური და დიდი კომპრომისია, რომელიც ოპოზიციას გაცხადებული აქვს. აქედან გამომდინარე, შევხედოთ, რა გზით წავა მოლაპარაკების პროცესი“, - განაცხადა ვაშაძემ.

ნიკოლა სარკოზი

01 მარტი 2021, 17:06

მსოფლიო

სასამართლომ ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გაყიდვაში. სასამართლომ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან ორი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით სასჯელს გულისხმობს.

თამარ ქიტიაშვილი

01 მარტი 2021, 17:05

საზოგადოება

პრაქტიკული სწავლების განახლების პარალელურად პროფესიული კოლეჯების მონიტორინგი სისტემატურად გაგრძელდება

სასწავლო პროცესის აუდიტორიაში განახლების პარალელურად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მხარდაჭერაზე ორიენტირებული მონიტორინგის პროცესი დაიწყო. ამ მიზნით დღეს პროფესიულ კოლეჯ „იკაროსს“ მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ეწვია და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ უსაფრთხოების ნორმებს ადგილზე გაეცნო.

01 მარტი 2021, 16:59

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტის 5 საბავშვო ბაღში სწავლის პროცესი ვერ განახლდა

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, მოადგილესთან პაატა ივანიშვილთან და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელთან ლია კოვზიაშვილთან ერთად, სააღმზრდელო პროცესს #11 საბავშვო ბაღში გაეცნო. გორის მუნიციპალიტეტის ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი COVID19-ის გავრცელების პრევენციული ზომების დაცვით მიმდინარეობს.

01 მარტი 2021, 16:56

საზოგადოება

2021 წელს ფუნდამენტური კვლევების კონკურსისთვის 8 მილიონი ლარი გამოიყოფა

წინა წლებთან შედარებით, ეს თითქმის გაორმაგებული ბიუჯეტია, რაც საშუალებას მისცემს მეცნიერებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ საგრანტო კონკურსში. კონკურსს ადმინისტრირებას გაუწევს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, რომელმაც კონკურსის მოსამზადებელი სამუშაო პროცესი უკვე დაასრულა.

01 მარტი 2021, 16:55

პოლიტიკა

პარლამენტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში მესამე მოსმენით მიიღებს

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე 7 პროექტისაგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი განიხილა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კანონპროექტი ორი მოსმენით განხილულია IX მოწვევის პარლამენტში და დღეს ის მესამე მოსმენით განიხილეს.

01 მარტი 2021, 16:52

სამართალი

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს.

მამუკა ხაზარაძე

01 მარტი 2021, 16:42

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ჩემი შეთავაზება იყო, რომ პროცესი მედიაციიდან გადავიდეს კონკრეტულ მოდერატორობაში

ქვეყანა გაყოფილია ორად, საზოგადოება დაპირისპირებულია და ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, მომავალში სახელმწიფოებრივი მშენებლობა რომ გავაგრძელოთ, რიგგარეშე არჩევნებია, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძე განაცხადა. მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრა საინტერესო იყო.

გიგა ბოკერია

01 მარტი 2021, 16:41

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელმა ოპოზიციისგან მოისმინა როგორც დეტალები, ისე არგუმენტები

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-თან ერთად არის ევროკავშირი და ამ რანგის თანამდებობის პირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ოპოზიციური დემოკრატიული სპექტრის მთლიანი შემადგენლობისგან მოესმინა ერთი გზავნილი - კრიზისი საქართველოში განიმუხტება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკური დევნა შეწყდება და შესაძლებელი იქნება დასხდომა და საუბარი, როგორ მივდივართ ვადამდელ, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებამდე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

01 მარტი 2021, 16:38

სამართალი

გარდაბანში, აფეთქების შედეგად, 15 წლის მოზარდი დაიღუპა

გარდაბანში, აფეთქების შედეგად, მოზარდი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, 15 და 11 წლის მოზარდები სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც, სახლისკენ მიმავალ გზაზე, მინდორში, აფეთქება მოხდა. შედეგად, 15 წლის მოზარდი დაიღუპა, მეორე ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ემანუელ მაკრონი

01 მარტი 2021, 16:35

COVID19

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ქვეყანაში კომენდანტის საათის შენარჩუნება კიდევ 4-6 კვირის განმავლობაშია საჭირო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კომენდანტის საათის შენარჩუნება კიდევ 4-6 კვირის განმავლობაშია საჭირო.

გიორგი ვაშაძე

01 მარტი 2021, 16:35

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ: იყო თხოვნა, რომ ვიყოთ კომპრომისულები

ორი დღის წინ ვთქვი, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ველოდები, რომ შეთანხმება იქნება. ამ შეხვედრის შემდეგ ვიტყვი, რომ ვფიქრობ, ასეთი შეთანხმება იქნება მარტის ბოლომდე. რაღაც შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ, - ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ შარლ მიშელთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მხარეებს კომპომისის მოძებნისკენ მოუწოდა.

სალომე სამადაშვილი

01 მარტი 2021, 16:28

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: შარლ მიშელთან საფუძვლიანი საუბარი გვქონდა, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ევროკავშირის როლი პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში

ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორების შეშფოთება ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით არის უკიდურესად მაღალი, - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

01 მარტი 2021, 16:26

სპორტი

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ოფისში პოლიცია შევიდა - დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

„ვაწარმოებთ ოპერაციას ფინანსური დანაშაულის განყოფილების აგენტებთან ერთად”, - აცხადებს პოლიციის წარმომადგენელი, თუმცა დაკავებულთა რაოდენობასა და მათ ვინაობას არ ასახელებს. კლუბი ადასტურებს, რომ მათ ცენტრალურ ოფისში პოლიციაა შესული, თუმცა დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებენ. გასულ წელს კლუბის პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ​„ბარსელონაში“ თანამდებობა დატოვა. მისი გადადგომის ერთ-ერთ მიზეზად მკვეთრად გაუარესებული ფინანსური მდგომარეობა სახელდებოდა.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 16:24

პოლიტიკა

შარლ მიშელმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა

ახალი ოფისები განთავსებულია თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის 64 ბ ნომერში მდებარე თანამედროვე და ენერგოეფექტურ შენობაში. ოფისებში 60-ზე მეტი ადამიანი იმუშავებს. ინტერიერი გაფორმებულია საქართველოში წარმოებული ავეჯითა და ქართული დიზაინის ელემენტებით, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებს.

ხათუნა სამნიძე

01 მარტი 2021, 16:17

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: დასავლეთი და ევროკავშირი არ აპირებენ, რომ ყურადღება მოადუნონ და მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლონ

ევროკავშირი საკუთარ ძალიან დიდ როლს ხედავს იმაში, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი აუცილებელია გადაწყდეს ისე, რომ პირველ რიგში ხელისუფლებამ გაიაზროს, რომ პირველი ტვირთი არის მასზე და შესთავაზოს ოპოზიციას კომპრომისები, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

იაგო ხვიჩია

01 მარტი 2021, 16:17

პოლიტიკა

იაგო ხვიჩიამ განმარტა, რატომ არ ესწრებოდა შარლ მიშელთან შეხვედრას

„ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ სახელით იყო წარმომადგენელი, ისევე როგორც ლიტველ პარლამენტის წევრთან შეხვედრაზე. როგორც ჩანს, საზოგადოებაში ჯერ არ არის დალექილი ის ამბავი, რომ ზურა ჯაფარიძე „გირჩს“ აღარ წარმოადგენს. აქედან გამომდინარე ჩვენ მოგვიბოდიშეს და გვითხრეს, რომ სხვა შემთხვევაში ამას გაითვალისწინებენ. ეს არ იყო ოპოზიციაზე დამოკიდებული. ეს პროტოკოლი შეთანხმებული იყო სტუმართან. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რას მოუყვებიან მას და ჩვენი პოზიციები საჯაროდ არის ცნობილი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

01 მარტი 2021, 15:53

საზოგადოება

მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია

ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე, მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობის ცალმხრივად შეზღუდვა კვლავ 31 მარტამდე გაგრძელდება.

01 მარტი 2021, 15:53

სამართალი

ქარელში, მასწავლებელი მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით შიდა ქართლში მასწავლებელი დააკავეს, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

01 მარტი 2021, 15:40

COVID19

კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო, ფინეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო, ფინეთის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.