Imedi /  17 იანვარი 2021, 22:00 / სანდო წყარო

როგორი იქნება ,,ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის გარეშე - „იმედის კვირის“ სიუჟეტი

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისი

პარტია „ქართულ ოცნებას“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ამ პოსტზე ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

განახლდა და გაფართოვდა პოლიტსაბჭო. მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭო ახლა 21 წევრისგან შედგება. მასში შედიან როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

საზოგადოების ინტერესი დიდია, როგორი იქნება ,,ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის გარეშე, რადგან წასვლისას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა თქვა, რომ პოლიტიკაში აღარ დაბრუნდება და აღარც რჩევებისთვის უნდა დაურეკონ.

პოლიტსაბჭოს ახლადარჩეული წევრის კახა კუჭავას განცხადებით, პოლიტსაბჭო ჩამოყალიბდება აქტიურ პლატფორმად, სადაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის განვითარების სტრატეგიას ერთობლივად შეიმუშავებენ.

როგორია სამთავრობო გუნდის პოლიტიკური გეგმები, „იმედის კვირის“ სიუჟეტში ნახეთ.

ყველა სიახლე

გიგა ბოკერია

27 თებერვალი 2021, 19:06

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: თაკო ჩარკვიანისთვის არც ერთ ბრალდებაზე სერიოზული პასუხი არასოდეს გამიცია და არც ახლა ვაპირებ სერიოზულად აღქმას

თაკო ჩარკვიანისთვის არაფერზე, არც ერთ ბრალდებაზე სერიოზული პასუხი არასოდეს გამიცია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

27 თებერვალი 2021, 19:00

სამართალი

შსს: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ვაცნობეთ, გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც უარი განაცხადეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შს სამინისტროს თანამშრომლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აცნობეს, რომ გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

27 თებერვალი 2021, 18:47

სამართალი

გორში, მდინარე მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს

გორში, მდინარე მტკვარში ასაკოვანი კაცის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

27 თებერვალი 2021, 18:29

საზოგადოება

როგორი ამინდია ხვალიდან საქართველოში მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 1-ლი მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

თაკო ჩარკვიანი

27 თებერვალი 2021, 18:25

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი: შეიძლება, რომ გავრილოვნა ორგანიზატორობდეს მიტინგს, რომელსაც უნდა ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლა?

პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, შეუძლებელია, რომ მიტინგს რომელზეც ევროატლანტიკური ღირებულებების დამკვიდრებას ითხოვენ, რუსული ვექტორის პოლიტიკოსები ორგანიზატორობდნენ.

27 თებერვალი 2021, 18:20

მსოფლიო

ანტარქტიდას დიდი ზომის აისბერგი გამოეყო

ანტარქტიდას დიდი ზომის (1270 კვადრატული კილომეტრი) აისბერგი გამოეყო. ინფორმაციას რუსული მედია ანტარქტიდის ბრიტანეთის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, აისბერგი შელფურ მყინვარ „ბრანტს“ მოსწყდა, რომელზეც ბრიტანეთის კვლევითი სადგური Halley მდებარეობს. ნაპრალი მყინვარზე 10 წლის წინ გაჩნდა. 26 თებერვალს გაფართოვდა და შემდეგ აისბერგად ჩამოყალიბდა.

27 თებერვალი 2021, 18:19

საზოგადოება

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზები1-ლი მარტიდან მუშაობას განაახლებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზები 1-ლი მარტიდან მუშაობას განაახლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მკვლევართა დარბაზებში პირი დაიშვება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნითა და პირბადით, დეზობარიერის გამოყენებითა და ხელის ჰიგიენის დაცვით.

27 თებერვალი 2021, 18:18

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 278 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 278 ადამიანს გამოუვლინდა, 5 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 234,267 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,218 ადამიანი. ვირუსისგან 228,651 პაციენტი განიკურნა.

თამაზ დათუნაშვილი

27 თებერვალი 2021, 18:09

პოლიტიკა

თამაზ დათუნაშვილი: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პერმანენტული ფორმა უნდა მიიღოს ამ პროტესტმა

გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პერმანენტული ფორმა უნდა მიიღოს ამ პროტესტმა, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ლელოს“ წევრმა, თამაზ დათუნაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია, რომ ერთმანეთთან მოახდინონ ყველა აქტივობის კოორდინაცია.

დაჩი ცაგურია

27 თებერვალი 2021, 18:09

საზოგადოება

დაჩი ცაგურია: მატარებლით მგზავრობა სრულიად უსაფრთხოა

სამი თვე ჩვენ პრაქტიკულად გაჩერებულები ვიყავით, ინტერესი საკმაოდ დიდია, მატარებლები საკმაოდ დაიტვირთა, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელმა დაჩი ცაგურიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

27 თებერვალი 2021, 18:06

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა იმართება

ორი საათია, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. პარტიების წარმომადგენლები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სამომავლო გეგმაზე მსჯელობენ. ასევე, საუბრობენ ორშაბათს, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტზე.

გერმანია

27 თებერვალი 2021, 18:00

მსოფლიო

გერმანიის სასამართლომ სინაგოგაზე თავდამსხმელის ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნის გადაწყვეტილება გამოიტანა

გერმანიის სასამართლომ დაადგინა, რომ გასულ წელს სინაგოგაზე მომხდარ თავდასხმაზე 29 წლის ახალგაზრდა ვერ იურიდიულად ვერ იქნება პასუხისმგებელი. მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა მიზანმიმართული იყო, ჰამბურგში ჩატარებული სასამართლო პროცესის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი პარანოიდული შიზოფრენიით არის დაავადებული.

მიხეილ ქუმსიშვილი

27 თებერვალი 2021, 17:50

პოლიტიკა

მიხეილ ქუმსიშვილი: „ლეიბორისტული პარტია“ აქტიურად თანამშრომლობს ყველა პარტიასთან, რომ მასიური პროტესტის შედეგად დასახული მიზნის მიღწევა შევძლოთ

ლეიბორისტული პარტია აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობს ყველა პარტიასთან იმისთვის, რომ შევძლოთ მასიური პროტესტის შედეგად იმ მიზნის მიღწევა, რაც არის დასახული, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა, მიხეილ ქუმსიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის მიერ დასახული მიზანი არის რიგგარეშე არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა.

27 თებერვალი 2021, 17:47

საზოგადოება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია: მეტროსა და ავტობუსებში სადეზინფექციო სამუშაო ყოველდღიურად მიმდინარეობს

„ყველა ავტობუსის, ყველა მეტროსადგურის და მეტროს ვაგონის დეზინფექცია ხდება ყოველდღე, ვიდრე მოემსახურებიან მგზავრებს. დეზინფექცია ტარდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული სადეზინფექციო საშუალებებით“.

პაატა მანჯგალაძე

27 თებერვალი 2021, 17:35

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: ამ ეტაპზე „სტრატეგია აღმაშენებელი“ გზის გადაკეტვის აუცილებლობას ვერ ხედავს

ამ ეტაპზე, გზის გადაკეტვის აუცილებლობას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვერ ხედავს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე გამართული შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

27 თებერვალი 2021, 17:31

სპორტი

ბაკურიანში სკი კროსის მსოფლიო თასის ეტაპის გამარჯვებულები გამოავლინეს

ბაკურიანში, დიდველის ფერდობზე, სკი-კროსის მსოფლიო თასის ეტაპი ჩატარდა. ქალებს შორის ჩემპიონი ფენი სმიტი გახდა. კაცებს შორის კი - ფლორიან ვილმსმენი. ხვალ, ისტორიაში პირველად სქი-კროსის შერეული ნაკრების გუნდური შეჯიბრი გაიმართება. ყველა ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მიერ შემუშავებული კოვიდპროტოკოლის წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ტარდება.

ბექა ლილუაშვილი

27 თებერვალი 2021, 17:27

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: ანგარიშის გზავნილია, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო არის ნაკლებად მოწყვლადი მოკლევადიანი ეკონომიკური კრიზისებისა და შოკების მიმართ

გზავნილი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო არის ნაკლებად მოწყვლადი, მოკლევადიანი ეკონომიკური კრიზისებისა და შოკების მიმართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური გარემო შენარჩუნდეს.

თამარ კორძაია

27 თებერვალი 2021, 17:27

პოლიტიკა

თამარ კორძაია: იმედი გვაქვს „ქართულ ოცნებასთან“ კონსტრუქციული დიალოგი განახლდება

იმედი გვაქვს, რომ ევროპელი პარტნიორები შეძლებენ მოლაპარაკების მაგიდასთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელებს მოყვანას და კონსტრუქციული დიალოგის განახლებას, - ამის შესახებ დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ მედიასთან განაცხადა.

27 თებერვალი 2021, 17:27

მსოფლიო

COVID19-ის ვაქცინის შემქნელებს შტაინმაიერი გერმანიაში ერთ-ერთ უმაღლეს ჯილდოს გადასცემს

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი COVID ვაქცინების შემქმნელებს უგურ შაჰინს და ოზლემ ტიურეჩს კორონავირუსის პანდემიის შეკავებაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოებს. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ ამ სპეციალისტების წვლილი პანდემიის შეკავებაში გადამწყვეტია.

დავით ბერძენიშვილი

27 თებერვალი 2021, 17:25

პოლიტიკა

დავით ბერძენიშვილი: ტრიბუნასა და ტელეეთერში შევამციროთ ჩვენი პერსონები - ერთი თვე არ წავალ არცერთ პირდაპირ ეთერში

„2007 წლის 2 ნოემბრის გრანდიოზული აქცია არ იყო „არკადის" ან „გრეჩიხას" აქცია. 7 ნოემბრის დარბევა იყო სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივი არა მარტო მისი სისასტიკით, არამედ ცრუ ბრალდებით, თითქოს რუსეთის აგენტები ვაწყობდით ამ აქციებს და მოტყუვდა უამრავი ჩვენი გულშემატკივარი. თავს ნუ მოიტყუებთ ამდენი წლის მერე მაინც“.