www.imedi.ge /  18 იანვარი 2021, 15:26 / სანდო წყარო

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყანა გამოაცხადებს სოლიდარობის გეგმას, რომელიც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის თანაბარ გადანაწილებას გულისხმობს

უახლოეს მომავალში ესპანეთი სოლიდარობის გეგმის შესახებ გამოაცხადებს, რაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის თანაბარ გადანაწილებას გულისხმობს, - ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არანჩა გონზალეს ლაიამ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ერთობლივი ქმედებები და სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობა იყო საუბრის მთავარი თემა მადრიდში გამართული შეხვედრისას. უწყების ცნობით, საქართველოსა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ბოლო პერიოდში არსებული თანამშრომლობის მაღალ დინამიკას და ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკის სფეროში ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კოვიდპანდემიის რთული ეკონომიკური შედგების დაძლევისთვის.

„ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის ჩემი ქართველი კოლეგის მასპინძლობა ესპანეთში. გვქონდა სატელეფონო კომუნიკაცია პანდემიის დროს, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ პირადად შევხვდით ერთმანეთს. ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმისთვის, რომ საქართველო-ესპანეთის ორმხრივ ურთიერთობებს მივცეთ გარკვეული ბიძგი, გადავიყვანოთ ახალ საფეხურზე და განსაკუთრებული ფოკუსირება მოვახდინოთ ტურიზმზე, ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკასა და მცირე და საშუალო ზომის ბიზნესზე, იმ სფეროებზე, სადაც შეგვიძლია ერთობლივად მუშაობა. ჩვენ ასევე განვიხილეთ კოვიდპანდემიით შექმნილი მდგომარეობა და მე გავაჟღერე ესპანეთის გეგმა, რომ ძალიან მალე დაამტკიცოს ვაქცინებთან დაკავშირებული „სოლიდარობის გეგმა“ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის ჩვენი, როგორც ესპანეთის ერთგვარი გზავნილი, თუმცა ეს ასევე გახლავთ გზავნილი, რომელიც გვსურს, რომ გაჟღერდეს ევროკავშირის მიერ სოლიდარობის ნიშნად, რათა ყველა ქვეყანას ჰქონდეს წვდომა ვაქცინაზე. არავინ იქნება დაცული იქამდე, ვიდრე ყველა არ იქნება უსაფრთხოდ.

ამასთან, ჩვენ ასევე ვისაუბრეთ გაერო-ში მიმდინარე მოვლენებზე მრავალმხრივი ფორმატის კუთხით. განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები სახელმწიფოების მთლიანობის დაცვიდან გოგონებისა და ქალების უფლებების დაცვამდე, ასევე ბირთვული განიარაღების თემა, რომელზეც ჩვენ გავაგრძელებთ 2021 წელს ერთობლივად მუშაობას“, - განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ესპანეთში დღეს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური მიღება და შეხვედრა ესპანეთის მეფესთან. ზალკალიანი აუდიენციას გამართავს ევროკავშირის და თანამშრომლობის მინისტრთან, ასევე ესპანეთის შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრებთან.

ყველა სიახლე

ირაკლი ზარქუა

26 თებერვალი 2021, 17:21

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას: კიდევ ერთხელ მოგეცა შანსი ქვეყნის სამსახურში ჩადგე - პროვოკაციებს შეეშვი

„მინდა მივმართო ნიკა მელიას, მეგობარმა, კიდევ ერთხელ მოგეცა შანსი რომ შენ ქვეყნის სამსახურში ჩადგე, შეეშვი პროვოკაციებს, სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, მაინც არაფერი გამოდის, გირჩევდი გადაიხადო გირაო, გამოხვიდე და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთო, ქვეყანას მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მიხეილ ყაველაშვილი

26 თებერვალი 2021, 17:15

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ნიკა მელიას მოქმედების მოტივი პოლიტიკური ვნებათაღელვის გამოწვევაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას მოქმედების მოტივი ის არის, რომ პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვიოს და თავისი როლი ამ მიმართულებით განავითაროს.

ქვემო არქევანში მდებარე დარბაზული ეკლესია, რომლის რეაბილიტაციაც 2020 წელს დასრულდა

26 თებერვალი 2021, 17:15

კულტურა

2020 წელს, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, 90-ზე მეტი პროექტი განხორციელდა

​​​​​​​კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ფონდ „ქართუს“-თან თანამშრომლობის პორობებში, 2020 წელს შეუფერხებლად წარმართა არქიტექტურული ძეგლების საპროექტო დოკუმენტაციების მომზადების, სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების, ინფრასტრუქტურული მოწყობის, სამეცნიერო კვლევისა და ინვენტარიზაციის პროცესები.

შალვა პაპუაშვილი

26 თებერვალი 2021, 17:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს დემოკრატიული პროცესების გვერდის ავლით ძალაუფლება დაიბრუნოს

ნიკა მელიასი, მისი პარტიისა და მის გარშემო შეკრებილი ადამიანების მიზანი არ არის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა. პირიქით, მათი მიზანია კანონის ჩარჩოებიდან გასვლა, ქვეყნის შეჯანჯღარება, დესტაბილიზაცია და ასე შემდეგ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა პაპუაშვილმ განაცხადა.

26 თებერვალი 2021, 16:53

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 219 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 219 ადამიანს გამოუვლინდა, 4 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 233,989 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,213 ადამიანი. ვირუსისგან 228,479 პაციენტი განიკურნა.

ლევან იოსელიანი

26 თებერვალი 2021, 16:47

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ხალხი განუწყვეტელი აქციებით დაიღალა

„საქართველოს მოქალაქეებს უნდათ, პოლიტიკოსები იხილონ პარლამენტში და ამას ადასტურებს NDI-ს ბოლო კვლევა, სადაც მოქალაქეების 80 პროცენტმა თქვა, რომ პოლიტიკურმა პროცესმა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს. ოპოზიციის სტრატეგიას არ შევაფასებ, რადგან აქამდე რაც ვთქვით ნიკა მელიაზე, მან საწყენად მიიღო და არ მინდა, კაცი რომელიც ციხეში ზის, ვაწყენინო. აქედან გამომდინარე, შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს ეს დაადასტურა დღევანდელმა დღემ და განვლილმა პერიოდმა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

26 თებერვალი 2021, 16:46

პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს ტომას მუჰლმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილმა და ტომას ჰუმლანმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები მიმოიხილეს.

26 თებერვალი 2021, 16:44

სამართალი

შსს ზუგდიდში „ოქროს ბირჟაზე“ განხორციელებული თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „ოქროს ბირჟაზე“ სავარაუდო თავდამსხმელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

26 თებერვალი 2021, 16:43

საზოგადოება

სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამის მოცულობა გაიზარდა

სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამის მოცულობა გაიზარდა და დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლობენ.

ელენე ხოშტარია

26 თებერვალი 2021, 16:43

პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: ხელისუფლებაზე წნეხის ერთადერთი გზა არის პარტნიორებთან მუშაობა და მშვიდობიანი დაუმორჩილებლობა

სამწუხაროდ, წნეხის ერთადერთი გზა არის პარტნიორებთან მუშაობა და მშვიდობიანი დაუმორჩილებლობა. დარწმუნებული ვარ, ეს ორივე მექანიზმი გააგებინებს „ქართულ ოცნებას“, რომ როდესაც ლეგიტიმაცია არ გაქვს და ერთპარტიული პარლამენტია ქვეყანაში, ეს გაჯიუტება, ვაჭრობა და კუნთების თამაში ძალიან საშიში გზაა, რომელიც ქვეყანას არაფერს მოუტანს, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ოპოზიციონერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

26 თებერვალი 2021, 16:41

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: აქციებს ხელმძღვანელობენ ადამიანები, რომელთა დანაშაულებრივი შეცდომებითაც არის განპირობებული ოკუპაციაც და რუსეთის გავლენაც რეგიონში

ყველას, ვისაც დღეს საპროტესტო ტალღა აქვს, მინდა მივმართო ყოველგვარი ნიშნისმოგებისა და გაღიზიანების გარეშე, არჩევნები არ გაყალბებულა და თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ გაყალბდა, დაავალოს საკუთარ პოლიტიკურ რჩეულს, რომ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

26 თებერვალი 2021, 16:32

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელია გისოსებს მიღმა მოახვედრა

„რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, რასაკვირველია პროკურატურა თანმიმდევრულია. ჩემი აზრით პოლიტიკურად არ იქნებოდა ურიგო მელია იყოს გარეთ და ამის გარშემო არ იყოს ამდენი საუბარი, მაგრამ არსებობს მეორე რეალობა, რომელიც მელიამ შექმნა თავად დაწყებული პარლამენტზე შეტევით და დამთავრებული გირაოს პირობების დარღვევაზე, სამაჯურის მოხსნაზე, პირდაპირ შეურაცხყოფაზე სახელმწიფოსა და სასამართლოსი და მისმა ადვოკატებმაც საკმაოდ სერიოზული მცდელობა არ დააკლეს ამას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

26 თებერვალი 2021, 16:30

საზოგადოება

1-29 მარტს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 25 ლოკაციაზე მოემსახურება

1-29 მარტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 25 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ეკატერინე დგებუაძე

26 თებერვალი 2021, 16:29

პოლიტიკა

ეკატერინე დგებუაძე: ქართული ჟესტური ენის განვითარების პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით განსაზღვრულ შესასრულებელი ვალდებულების შესრულების შესახებ ისაუბრა.

26 თებერვალი 2021, 16:23

პოლიტიკა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტმა პირველი გასვლითი სხდომა ერგნეთში ჩაატარა

კომიტეტის წევრები ერგნეთში შეიკრიბნენ. სხდომის ჩასატარებლად ომის მუზეუმი სიმბოლურად იყო შერჩეული და საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს უკავშირდებოდა. კომიტეტის სხდომაზე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ გატარებულ და გასატარებელ სამუშაოებზე და პროექტებზე იმსჯელეს და ორი სამინუსტროს - ინფრასტრუქტურისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ანგარიში მოისმინეს. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმებიც.

გიორგი ვოლსკი

26 თებერვალი 2021, 16:16

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სამწუხაროა, რომ სააკაშვილი განაგებს იმ სიტუაციას, რომელიც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში სუფევს

„ზუსტად თუ დავითვლით არის სადღაც მე-16 განცხადება, როდესაც სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს. ცოტა რთულია იმ ქონებისა და საკუთრების დატოვება, რაც თუნდაც უკრაინაში ან თუნდაც აშშ-ში გააჩნია რასაკვირველია, მაგრამ მეორე მხრივ თემა რომ სხვისი ხელით როგორც თვითონ ამბობს ხელი გაანძრიეთ და ჩამოვა ეს არის მთავარი ფორმულა რომელსაც გვთავაზობს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

26 თებერვალი 2021, 16:16

საზოგადოება

სად და როგორ შეიტყობენ აბიტურიენტები გამოცდების პირველად შედეგებს

ნაშრომების გასწორების პროცესის დასრულების შემდგომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები - აბიტურიენტების მიერ თითოეულ საგანში მიღებული ნედლი ქულა.

ილჰამ ალიევი

26 თებერვალი 2021, 16:10

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ნინო ბურჯანაძე

26 თებერვალი 2021, 16:06

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე გერმანიის ელჩს კატეგორიულად არ ეთანხმება

ჰუბერტ ქნირშს კატეგორიულად არ ვეთანხმები, - ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებას, სადაც ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოში აშკარაა საფრთხე, პარტიებმა თავი პირველ ადგილზე დააყენონ, ეს ნათელია, როდესაც კენჭს იყრიან პარლამენტში, მაგრამ არ იღებენ პასუხისმგებლობის ტვირთს.

26 თებერვალი 2021, 16:05

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ესპანეთის საქმეთა რწმუნებულ​ს შეხვდა

კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე, კერძოდ კი პოლიტიკის, ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის დინამიკაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დიპლომატიისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გაძლიერების მნიშვნელობას.