IMEDI /  19 იანვარი 2021, 20:30 / სანდო წყარო

ნატალი საბანაძე: COVID19 ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტისას ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება

ნატალი საბანაძე

ნატალი საბანაძე

„ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს განსახილველი ევროპელ პარტნიორებთან და მათ შორის ის, რაც COVID19 ის წინააღმდეგ ვაქცინაციას შეეხება“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება გაფართოების მიმართულებით ევროკომისარს. „ყველგან განიხილება ეს თემა. ჩვენ ვისაუბრებთ პანდემიის შემდეგ ეკონომიკურ რეაბილიტაციაზეც და რა თქმა უნდა საქართველოს მომავალზე ევროკავშირში. ქალბატონი პრეზიდენტი ძალიან ცალსახად საუბრობს იმის შესახებ, რომ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და დროა ახლა უკვე წინ წავიწიოთ. ჩვენი მოლოდინია, რომ მოკლე ვადიან და საშუალო ვადიან გეგმას დავსახავთ იმ მიმართულებით, რაზეც ადრეც იყო საუბარი. ეს შეეხება მეტი ფიზიკური კავშირების გაბმას ევროკავშირთან. სრული ეკონომიკური ინტეგრაცია და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ მოვემზადოთ 2024 წლის ცნობილი განაცხადისთვის და არამარტო განაცხადისთვის, არამედ სრული ინტეგრაციისთვის“, - აღნიშნა ნატალი საბანაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება.

ყველა სიახლე

ტერეზა მეი

27 თებერვალი 2021, 08:55

COVID19

ტერეზა მეიმ კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

გიტანას ნაუსედა

27 თებერვალი 2021, 08:34

პოლიტიკა

გიტანას ნაუსედა: მზად ვართ მედიაციისთვის კრიზისის გადასაჭრელად, თუმცა თავიდან უნდა ავიცილოთ არასათანადოდ მომზადებული ქმედებები

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზად არის მედიაციისთვის საქართველოში შექმნილი კრიზისის გადასაჭრელად, თუმცა თავიდან უნდა იყოს აცილებული სპონტანური და არასათანადოდ მომზადებული ქმედებები, რასაც, სამწუხაროდ, წარსულში ჰქონდა ადგილი.

ასტა სკაისგირიტე

27 თებერვალი 2021, 08:19

პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი პავილიონისის ვიზიტზე: მისია ვერ შესრულდა

ლიეტუვის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი ასტა სკაისგირიტე აცხადებს, რომ საქართველოში ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტის მისია ვერ შესრულდა. ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიას განუცხადა.

27 თებერვალი 2021, 08:08

საზოგადოება

დღეიდან საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება

საქართველოს რკინიგზა სამთვიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე 27 თებერვლიდან იმოძრავებენ.

27 თებერვალი 2021, 08:06

საზოგადოება

დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს

ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი დღეიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

27 თებერვალი 2021, 01:46

მსოფლიო

საუდის არაბეთი ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე აშშ-ის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს კატეგორიულად უარყოფს

საუდის არაბეთის სამეფო ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე აშშ-ის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს კატეგორიულად უარყოფს.

27 თებერვალი 2021, 00:38

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 25 207 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 207 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 286 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

27 თებერვალი 2021, 00:13

ტაბლოიდი

აშშ-ის კონსერვატიული ძალების კონფერენციაზე დონალდ ტრამპის „ოქროს“ ქანდაკება დადგეს. ვიდეო

აშშ-ის კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებებების კონფერენციაზე (CPAC) დონალდ ტრამპის „ოქროს“ ქანდაკება დადგეს.

ვიქტორ ლუკაშენკო

27 თებერვალი 2021, 00:01

მსოფლიო

ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ალექსანდრე ლუკაშენკო მისმა ვაჟმა ჩაანაცვლა

ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ალექსანდრე ლუკაშენკო მისმა ვაჟმა ჩაანაცვლა. ამის შესახებ სააგენტო Belta წერს.

26 თებერვალი 2021, 23:54

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 427 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 427 644 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 093 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

თამარ გაბუნია

26 თებერვალი 2021, 23:49

COVID19

თამარ გაბუნია: ვიდრე არ იქნება ავიარეისის კონკრეტული თარიღი, ვაქცინის ჩამოსვლის დროს არ დავასახელებ

მიმდინარეობს კონსულტაციები, როდის იქნება ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის კონკრეტული თარიღი, - დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა „კოვაქსის“ პლატფორმა, იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც ჩვენთან თანამშრომლობს, მაქსიმალური მცდელობის პირობებში პირველი გარანტირებული განცხადება იყო თებერვლის ბოლო, თუმცა მწარმოებლის შეფერხებიდან გამომდინარე, ამ ვადამ გადაიწია, რაც არ არის ჩვენი კონკრეტული პრობლემა. ეს პრობლემა არის ყველა იმ

გიორგი ხელაშვილი

26 თებერვალი 2021, 23:41

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ნიკა მელიას პაიკივით შეწირვა სააკაშვილის მხრიდან იყო ინსპირირებული, რათა ხელისუფლებისა და ქვეყნის იმიჯი გაუარესებულიყო

სააკაშვილის მხრიდან იყო ინსპირირებული, ფაქტობრივად, მსხვერპლად, პაიკივით ნიკა მელიას შეწირვა ამ თამაშში, რათა ხელისუფლებისა და ქვეყნის იმიჯი გაუარესებულიყო, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა „ქართულ ოცნებაში" საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გაკეთებული შეფასებების გამო, ხელაშვილმა განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციაც ინაწილებს, ვინაიდან ორივე მხარეს ერთად უნდა მოეძებნა აღნიშნული ვითარებიდან გამოსავალი.

თეა ახვლედიანი

26 თებერვალი 2021, 23:34

რეგიონი

თეა ახვლედიანი: ცხინვალის რეგიონში განთავსებული საოკუპაციო რეჟიმის სამხედრო შენაერთები უკანონო წვრთნებით პროვოკაციებს აგრძელებენ

თეა ახვლედიანის თქმით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონო სამხედრო წვრთნები ბოლო რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. იქ განთავსებული საოკუპაციო რეჟიმის სამხედრო შენაერთები უკანონო წვრთნებით პროვოკაციებს აგრძელებენ. ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტზე უკვე გააქტიურდა ცხელი ხაზი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია. მინისტრმა დასძინა, რომ მსგავსი შემთხვევები განიხილება, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებზე, ისე ჟენევის დისკუსიებზე.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2021, 23:32

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 პაციენტი კი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 161 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც ინფექცია 11-ს აღმოაჩნდა, 1 პაციენტი კი გარდაიცვალა.

26 თებერვალი 2021, 23:19

მსოფლიო

ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო, აშშ საუდის არაბეთის 76 მოქალაქეს სავიზო სანქციებს უწესებს

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო, აშშ საუდის არაბეთის 76 მოქალაქეს სავიზო სანქციებს უწესებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მამუკა ხაზარაძე

26 თებერვალი 2021, 22:54

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე არ ეთანხმება რუსთაველის გადაკეტვის გეგმას და აცხადებს, რომ ულტიმატუმებით საუბარი სწორი არ არის

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე არ ეთანხმება რუსთაველის გადაკეტვის გეგმას და აცხადებს, რომ ულტიმატუმებით საუბარი სწორი არ არის. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

26 თებერვალი 2021, 22:29

მსოფლიო

აშშ-ის დაზვერვა: საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობის სანქცია გასცა

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობის სანქცია გასცა. ამის შესახებ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ სადაზვერვო ანგარიშშია ნათქვამი.

26 თებერვალი 2021, 22:16

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 9 205 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 205 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 74 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

26 თებერვალი 2021, 22:11

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 8 341 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 341 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 329 ადამიანი გარდაიცვალა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

26 თებერვალი 2021, 22:03

COVID19

ჯანმოს დირექტორი: საერთაშორისო თანამეგობრობამ ვაქცინების წარმოება უნდა გაზარდოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ვაქცინების წარმოება უნდა გაზარდოს.