თეა წულუკიანი: როგორც კი დავინახავ, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, ჩავთვლი, რომ პოლიტიკაში საქმე აღარ მაქვს
თეა წულუკიანი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
როგორც კი დავინახავ, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, მაშინ ჩავთვლი, რომ პოლიტიკაში საქმე აღარ მაქვს, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხდა.
„ძალიან მინდა, რომ არამხოლოდ დადგეს ის დრო, რომ ოპოზიციაში გაგვიხდეს საქმე წასასვლელი, არამედ საერთოდ თუ სახლში წასასვლელი გავხდებით, ეს იქნება გადასარევი. „ქართულ ოცნებაში“ არ ვართ სკამებზე ჩაბღაუჭებულები, ეს შემიძლია, გითხრათ სრული პასუხისმგებლობით“, - აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ძალიან დიდი ჩამონათვალია კოლეგების, რომლებიც ზუსტად იმავეს ფიქრობენ, რადგან ამ საკითხზე ხშირად საუბრობენ.
„ჩემთვის მდგომარეობა, მშვიდად წავიდე სახლში არის ის – თუ გინდათ რადიკალად შემრაცხეთ – როგორც კი დავინახავ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, მაშინ ჩავთვლი, რომ საქმე აღარა მაქვს პოლიტიკაში. ახლა რა პროცესებიც მიმდინარეობს, ჩემი თავი დამიჭერია, მიფიქრია, ხომ არ დგება ნელ-ნელა ეს დრო. მე სულაც არ მგონია, რომ ვარ კლასიკური პოლიტიკოსი. მე პოლიტიკაში ჩავები. ვიყავი ჩემთვის სტრასბურგში, ვმუშაობდი სასამართლოში და ვიყავი ბედნიერად. იმ თანამდებობიდან, რომელიც სიბერემდე შეიძლება მქონოდა, ისე რომ ვერავინ ვერც მომხსნიდა, უცბად დავბრუნდე საქართველოში და შევუერთდე იმ პატარა სულ პატარა, რომელიც სრულ უიმედობაში იბრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. გუნდის პოზიცია მთლიანობაში შემიძლია, ნამდვილად გითხრათ, ბევრი გვარის ჩამოთვლა შემიძლია, რომ ყველა იქნებოდა ბედნიერი, რომ ქვეყანაში არ იყოს ასეთი პოლიტიზებული გარემო და ყველამ შევძლოთ, ახალგაზრდები ხართ, მართეთ ქვეყანა და მოდით, ჩვენ წავედით, დავისვენოთ. ჩვენ არ ვართ კლასიკური პოლიტიკის თაობა. ჩვენ ვართ თაობა, რომელიც ებრძოდა წამებას და უმსგავსობას. ეს არ არის კლასიკური პოლიტიკა, სხვანაირი ტიპის ბრძოლაა“, – განაცხადა წულუკიანმა.
ყველა სიახლე
23 იანვარი 2025, 23:13
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა აბუ-დაბის ინციდენტზე: ის რაც მოხდა, საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება
„ხმაურიანი მოგზაურობა გამოგვივიდა აბუდაბიში. უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ მხარდამჭერს, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვწერდა და გვამხნევებდა. ის რაც მოხდა, საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება, რადგან კაცები ვართ და ქართველები ვართ. ჯერ პირველ დღეს ცდილობდა [თავდამსხმელი] საუზმეზე შეურაცხყოფა მოეყენებინა, მერე მეორე დღესაც. მესამე დღეს მოხდა ის, რაც მოხდა და ყველამ ნახეთ“, - აღნიშნა ზარქუამ.
23 იანვარი 2025, 21:40
მსოფლიო
დონალდ ტრამპი დავოსის ფორუმის მონაწილეებს: მე აშშ-ის ოფიციალურ პოლიტიკად ვაქციე ის, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა თავისი ადმინისტრაციის პოლიტიკაზე, რომლის თანახმად, მხოლოდ ორი სქესი არსებობს.
23 იანვარი 2025, 21:30
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად რუსეთის პრეზიდენტთან მალე შეხვედრა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მალე შეხვედრა.
23 იანვარი 2025, 21:11
მსოფლიო
ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დასრულებაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი მნიშვნელოვან კონსტრუქციულ როლს შეასრულებს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დასრულებაში.
23 იანვარი 2025, 20:57
მსოფლიო
ტრამპი: თუ ნავთობის ფასი დაეცემა, ომი რუსეთსა და უკრაინას შორის დაუყოვნებლივ დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის ფორუმზე ონლაინ-რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC) ნავთობის ფასების დაწევას სთხოვს, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი.
23 იანვარი 2025, 20:48
მსოფლიო
ტრამპი: ევროკავშირი ძალიან უსამართლოდ, ძალიან ცუდად გვექცევა
ევროკავშირი ძალიან უსამართლოდ, ძალიან ცუდად გვექცევა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შვეიცარიაში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ონლაინ-რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას.
23 იანვარი 2025, 20:39
პოლიტიკა
მსოფლიო მედია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის სკანდალურ განცხადებას განიხილავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქუჩის პროტესტი და ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკაში დადანაშაულება - მსოფლიო მედია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის სკანდალურ განცხადებას განიხილავს, რაც ქართული ოპოზიციის ყურადღების მიღმა რჩება.
23 იანვარი 2025, 20:28
საზოგადოება
თბილისის ახალი სტადიონი - „ქრონიკის“ სიუჟეტი
რეზონანსული პროექტი თბილისში. მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა და 70 ათასი მაყურებლისთვის გათვალისწინებული სივრცე.
23 იანვარი 2025, 20:19
მსოფლიო
ტრამპი: ის, რისი მოწმეც მსოფლიო გასული 72 საათის განმავლობაში გახდა, არაფერია, თუ არა საღი აზრის რევოლუცია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა მისი წინამორბედის პოლიტიკა და განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში მისი ინაუგურაციის შემდეგ „საღი აზრის რევოლუცია“ დაიწყო.
23 იანვარი 2025, 19:56
მსოფლიო
The New York Times: დონალდ ტრამპმა დაცვა მოუხსნა ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაცვა მოუხსნა ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The New York Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
23 იანვარი 2025, 19:30
სამართალი
გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი ბადაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი ბადაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
23 იანვარი 2025, 19:04
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში კლიმატის ცვლილების კანონთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
კლიმატის კანონის საკონსულტაციო დოკუმენტების (მწვანე და თეთრი წიგნების) საფუძველზე, კომიტეტმა კანონის პროექტის პირველადი ვერსია შეიმუშავა. კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ერთ საკანონმდებლო აქტში თავმოყრის აუცილებლობას.
23 იანვარი 2025, 19:03
საზოგადოება
ირაკლი ქარსელაძე ახალი სტადიონის მშენებლობაზე: ჩატარდა სამთავრობო კომისია, სადაც ჩვენ მოვისმინეთ გაწეული სამუშაოს შესახებ მოკლე ანგარიში, ასევე მდებარეობის და მრავალი სხვა სტანდარტის შემუშავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია
დღეს ჩატარდა სამთავრობო კომისია, სადაც ჩვენ მოვისმინეთ როგორც გაწეული სამუშაოს შესახებ მოკლე ანგარიში, ასევე წარმოადგინეს მდებარეობის და მრავალი სხვა სტანდარტის, დეტალის, კონცეფციის მიმართულებით შემუშავებასთან დაკავშირებით ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ჩვენს საკონსულტაციო კომპანიას და ექსპერტებს, რომლებიც ჩაერთვებიან შესაბამისი კონცეფციის მომზადებასა და პროექტის განხორციელების პროცესში, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის შესახებ საუბრისას, გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
23 იანვარი 2025, 18:50
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი ტრამპის განკარგულებაზე: პირდაპირ ნიშნავს დაფინანსების შეჩერებას არასამთავრობოებისთვის. ცალსახად, წლების განმავლობაში რასაც ჩვენ ვიძახდით, ეს დაფინანსებები მიდიოდა არეულობებისთვის
აღნიშნული პირდაპირ ნიშნავს დაფინანსების შეჩერებას არასამთავრობოებისთვის. ცალსახად, წლების განმავლობაში რასაც ჩვენ ვიძახდით, ეს დაფინანსებები მიდიოდა არეულობებისთვის, რევოლუციებს ახალისებდნენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.
23 იანვარი 2025, 18:48
მსოფლიო
ტრამპი: ამერიკელებს არ უნდათ, რომ ბავშვი სახლიდან გავიდეს როგორც ბიჭი და ორი დღის შემდეგ დაბრუნდეს როგორც გოგო - მშობელს არ სურს ამის დანახვა
ამერიკელებს არ უნდათ, რომ ბავშვი სახლიდან გავიდეს როგორც ბიჭი და ორი დღის შემდეგ დაბრუნდეს როგორც გოგო, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
23 იანვარი 2025, 18:41
პოლიტიკა
ირაკლი ქარსელაძე: თბილისში აშენდა ყინულის ახალი არენა, რომელიც უმასპინძლებს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის ტურნირებს. გარდა ამისა, ქვეყანამ და ქალაქმა შეიძინა უმნიშვნელოვანესი სპორტული შესაძლებლობა
„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობა გვხვდა წილად. თბილისში აშენდა ყინულის ახალი არენა, რომლის მსგავსიც არ დედაქალაქს და არც ქვეყანას არ ჰქონდა. აღნიშნული კომპლექსი უმასპინძლებს ფესტივალის ტურნირებს. გარდა ამისა, ქვეყანამ და ქალაქმა შეიძინა უმნიშვნელოვანესი სპორტული შესაძლებლობა ზამთრის სპორტის სახეობის შემდგომი განვითარებისთვის. აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში აშენდა ახალი ბიათლონის და თხილამურებით რბოლის საჭიროებებისთვის ასევე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც დასრულებულია და იქაც მოსამზადებელი ნაწილი მიმდინარეობს იმდაგვარად, რომ ქვეყანა ღირსეულად უმასპინძლებს ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას. გასული წლების განმავლობაში გვაქვს ძალიან წარმატებული გამოცდილებები როგორც ზამთრის, ასევე ოლიმპიური სხვა სახეობების მასპინძლობებში“, - აღნიშნა მინისტრმა.
23 იანვარი 2025, 18:37
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მიხაილ როთი არ უნდა ჩამოდიოდნენ საქართველოში და არ უნდა გვითითებდნენ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა უნდა გავაკეთოთ, რა კანონი უნდა მივიღოთ, რა კანონი უკან უნდა გავიწვიოთ
ჩვენ მზად ვართ, როგორც დღეს პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, ურთიერთობის გადატვირთვისთვის. შემხვედრ ნაბიჯებს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან და იმედიანად ვართ განწყობილი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. „ხედვა ერთი გვაქვს, დანარჩენი ვნახოთ რა როგორ განვითარდება. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ყოველ შემთხვევაში, იმედიანად ვართ“, - აღნიშნა მან.
23 იანვარი 2025, 18:30
მსოფლიო
ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანი მარკ რუტეს: არ შეგიძლიათ ამერიკელ ხალხს სთხოვოთ ნატოს ქოლგის გაფართოება, როდესაც ამჟამინდელი წევრები არ იხდიან თავიანთ სამართლიან წილს
პრეზიდენტ ტრამპის მოკავშირეები მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოვიდნენ და გაკიცხეს ევროპელი ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომის მართვის გამო, ხოლო ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უკრაინის ნატოში ჩართვის მცდელობები ამერიკაში დიდ ხმაურს წააწყდება, - წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი.
23 იანვარი 2025, 18:25
სამართალი
იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდნენ
იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და ნიკო თათულაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო'ფლაჰერტის შეხვდნენ.
23 იანვარი 2025, 18:24
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი ივანიშვილსა და შვეიცარიულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დავაზე: ბიძინა ივანიშვილს შანტაჟის ენით საუბრის არ ეშინია
ვერ ისწავლეს, რომ ბატონ ბიძინასთან შანტაჟის ენით საუბარს აზრი არ აქვს. 2012 წელს ამ ადამიანმა გადადგა ისეთი ნაბიჯი, როდესაც საფრთხის წინაშე დააყენა საკუთარი თავი, ოჯახი, მაშინ მას არაფრის შეშინებია და მისი გეგმები და მიზნები ბოლომდე მიიყვანა. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა გააკეთებინა. ამიტომ, ბატონ ბიძინას შანტაჟის ენით საუბრის არ ეშინია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დავაზე საუბრისას.