ნინო წილოსანი: 2021 წელს კომიტეტი და სამინისტრო შეჯერებული სამოქმედო გეგმით ვიმუშავებთ
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა და კომიტეტის წევრებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და მის მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს 2021 წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი მიზანი იყო წინაპირობის შექმნა იმისათვის, რომ საპარლამენტო კომიტეტმა და სამინისტრომ კოორდინირებული სამუშაო გასწიონ სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებისათვის, ასევე იმ პრიორიტეტების განსაზღვრისათვის, რომლებზეც კანონმდებლები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები 2021 წლის განმავლობაში იმუშავებენ.
ნინო წილოსანმა სამინისტროს წარმომადგენლებს გააცნო ინფორმაცია კომიტეტის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს კომიტეტის მიერ განსახორციელებელ საქმიანობას როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო საქმიანობის მიმართულებით.
შეხვედრაზე გაცვალეს მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც გადაწყდა, რომ კომიტეტი და სამინისტრო ერთობლივად იმუშავებენ. მოხდა იმ გამოწვევებისა და პრიორიტეტების იდენტიფიცირება, რაზეც 2021 წელს განსაკუთრებულად გაკეთდება აქცენტები. ეს ეხება როგორც სასურსათო უსაფრთხოებას, ფერმერული მეურნეობების გაძლიერებას, სასურსათო ბანკის შექმნას, ასევე ისეთ პროექტებს, როგორიცაა აგრორეგიონი, ბიომეურნეობების განვითარება და სხვა საკითხები.
პრიორიტეტებს შორისაა ასევე აგრარულ სფეროში, სოფლის მეურნეობაში განათლების ხარისხის ზრდა, პროფესიონალი კადრების მომზადება და რეგიონების ასეთი კადრებით უზრუნველყოფა, ევროპულ ბაზარზე გასვლა, იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკის წარმოება, სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მიწის კანონის და მიწის რეფორმის აღსრულების მონიტორინგზე, ასევე კოოპერატივების მუშაობის პროცესზე და ა. შ.
„ძალიან ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა შედგა. დღეს მინისტრთან და მის მოადგილეებთან გვქონდა დისკუსია, თუ რა უნდა ყოფილიყო 2021 წლის კომიტეტის სამოქმედო გეგმაში ასახული მათი მხრიდან. ჩვენი მხრიდან გავაცანით ის პრიორიტეტები, რომლებზეც კომიტეტში ვმუშაობთ და განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ. შეხვედრის ბოლოს ჩამოვყალიბდით საკითხებზე, რომლებზეც ერთობლივად ვიმუშავებთ და რომლებსაც აუცილებლად საკანონმდებლო მხარდაჭერა სჭირდება. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ 2021 წელი იქნება ძალიან ეფექტიანი მუშაობის დასაწყისი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.
ყველა სიახლე
22 იანვარი 2025, 15:47
მსოფლიო
სირიის ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ტარტუსის პორტის მართვის შესახებ ხელშეკრულება გაწყვიტა
სირიის ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ასადის დამხობის შემდეგ მოვიდა ქვეყნის სათავეში, რუსეთთან ტარტუსის პორტის მართვის შესახებ ხელშეკრულება გაწყვიტა. ინფორმაციას რუსული მედია ტარტუსის პროვინციის საბაჟო სამმართველოს დირექტორზე რიან ჯუდიზე დაყრდნობით ავრცელებს.
22 იანვარი 2025, 15:43
რეგიონი
ოზურგეთში მიმდინარე წელს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
ოზურგეთში მიმდინარე წელს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, მათ შორის ქუჩების და გზების კაპიტალური რეაბილიტაცია, ქალაქსა და სოფლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა, ასევე აშენდება სპორტული მოედნები. როგორც ოზურგეთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ საკითხებზე მერიის სხდომაზე ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ ისაუბრა.
22 იანვარი 2025, 15:40
საზოგადოება
საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
22 იანვარი 2025, 15:25
საზოგადოება
ეროვნული არქივი რესტავრატორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდა
ეროვნული არქივი რესტავრატორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდა.
22 იანვარი 2025, 15:24
ეკონომიკა
ტავ ჯორჯია: მგზავრთნაკადის მატების ფონზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ინფრასტრუქტურას ავითარებს
გაზრდილი მგზავრთნაკადის პირობებში, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია ტავ ჯორჯია მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურის განვითარებას განაგრძობს. ინფორმაციას ტავ ჯორჯია ავრცელებს.
22 იანვარი 2025, 15:14
პოლიტიკა
სვიმონ ჯანგულაშვილი: ირაკლი რუხაძის ფანტასტიკური ინტერვიუ მოვისმინე. პრაქტიკულად, ეს ადამიანი ამბობს ქართველთა უდიდესი ნაწილის სათქმელს
დირიჟორი, საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელი სვიმონ ჯანგულაშვილი, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
22 იანვარი 2025, 15:06
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ევროპარლამენტი აქციეს ისეთ ინსტრუმენტად, რომელსაც იყენებენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იბრძვიან მშვიდობისთვის და სუვერენიტეტისთვის თავიანთ ქვეყანაში
ევროპარლამენტი აქციეს ისეთ ინსტრუმენტად, რომელსაც იყენებენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იბრძვიან მშვიდობისთვის და სუვერენიტეტისთვის თავიანთ ქვეყანაში.
22 იანვარი 2025, 15:03
რეგიონი
საგარეჯოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მშენებლობა დასრულდა
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა გახსნეს.
22 იანვარი 2025, 15:01
კულტურა
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ბერლინის ფესტივალზე დავით საყვარელიძის სპექტაკლს „იაკიში და პუპჩეს“ წარმოადგენს
30 იანვარს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ბერლინის ფესტივალზე დავით საყვარელიძის სპექტაკლს „იაკიში და პუპჩეს“ წარმოადგენს. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი რეპეტიციას დაესწრო.
22 იანვარი 2025, 15:01
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებებზე: ამ ადამიანებს მარტივად შემიძლია ვუთხრა, ჩაიხედონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში
„ეს [განცხადებები] არის ფაქტობრივად აღიარება, რომ იყვნენ აქ [საქართველოში], ერეოდნენ წინასაარჩევნო, შიდაპოლიტიკურ პროცესებში. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც გვაქვს. ეს არ არის კანონიერი, მათ შორის იმიტომ, რომ ეს ევროპაშიც არ არის კანონიერი. წარმოუდგენელია იქ რომელიმე უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ჩაერიოს. თუ ასეთი ჩარევა არის, ხედავთ როგორი ხისტი დამოკიდებულება აქვთ ნებისმიერ მცდელობასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილზე არაერთი ძალიან უხეში დეზინფორმაცია და ტყუილი იყო გავრცელებული. წინა რეზოლუციებიც ვნახეთ, სადაც სააკაშვილზე იყო საუბარი. ყველა შემთხვევაში, ამ ადამიანებს [ევროპარლამენტარებს] მარტივად შემიძლია ვუთხრა, ჩაიხედონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში“, - აღნიშნა მახაშვილმა.
22 იანვარი 2025, 14:55
მსოფლიო
ტრამპის თქმით, ის არ იქნება წინააღმდეგი, თუკი ილონ მასკი ტიკტოკს იყიდის
ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუკი კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა ტიკტოკის შეძენას გადაწყვეტს, იგი ამას მხოლოდ მიესალმება.
22 იანვარი 2025, 14:53
პოლიტიკა
ლევან ჭოტორლიშვილი „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტზე: „ნაცებს“, როგორც ტოტალიტარულ სექტას, არსებობა შეუძლია მხოლოდ მონოლოგის, ცალმხრივი პროპაგანდის ფორმატში. ნებისმიერი დისკუსია და დიალოგი მათთვის დამღუპველია
„ნაცები“ წერენ, რომ ირაკლი რუხაძემ მათ ჟურნალისტს გადაუარა და რომ ძალიან არამომგებიან მედია პოზაში აღმოჩნდა მთელი სანაცეთი. ახლა ცდილობენ ფიასკო ჟურნალისტს დააბრალონ. რასაკვირველია ინტელექტში განსხვავება ძალიან თვალშისაცემი იყო, - ასე ეხმიანება გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი „რადიო თავისუფლების“ პოდკასტში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ბიზნესმენის ირაკლი რუხაძის სტუმრობას.
22 იანვარი 2025, 14:50
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ლორა თორნტონის პოსტზე: მეგობრებო ცოტა ხომ არ დაფიქრდებით, ისე არ წაიყვანოთ ახლა საქმე, რომ საქართველოში ამერიკის პრეზიდენტი ჩვენი დასაცავი გახდეს თქვენგან
ქალბატონი ლორა თორნტონი, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი კურატორი აქაური აგენტურის ამერიკიდან, რომელმაც პირდაპირ კრიმინალი უწოდა თავისივე ქვეყნის პრეზიდენტს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
22 იანვარი 2025, 14:46
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი გენდერზე ტრამპის განცხადებასა და ოპოზიციის დაბნეულობაზე: სამწუხაროა, როდესაც ძალიან მარტივ აქსიომებთან ურთიერთობისას ასეთ კომენტარებს ვიგებთ
„სამწუხაროა, როდესაც ძალიან მარტივ აქსიომებთან ურთიერთობისას ასეთ კომენტარებს ვიგებთ. როდესაც ამ [ოპოზიციის წარმომადგენლებს] ადამიანებს, ორგანიზაციებს უჭირთ ასეთ მარტივ [რამდენი გენდერი არსებობს] აქსიომებთან ურთიერთობა, არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ მათ შეიძლება რამე სამართლიანად შეაფასონ ან არჩევნები, ან შიდაპოლიტიკური პროცესები, ან სხვა განვითარებები.
22 იანვარი 2025, 14:44
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი არასამთავრობო სექტორსა და გენდერზე: მისასამძიმრებლად გვაქვს საქმე, მეგობრებო, როდესაც არასამთავრობო სექტორი პასუხს ვერ სცემს ამ კითხვას
მისასამძიმრებლად გვაქვს საქმე, მეგობრებო, როდესაც არასამთავრობო სექტორი პასუხს ვერ სცემს კითხვას გენდერზე.
22 იანვარი 2025, 14:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ლორა თორნტონზე: მისი ეს განცხადება ცხადყოფს, რომ მისთვის საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის საკითხი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების დღის წესრიგის გატარება აშშ-შიც და საქართველოშიც
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის მიერ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
22 იანვარი 2025, 14:28
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონი ამიტომ მივიღეთ, გვინდოდა იმიტომ, რომ შავი ფული არ გადმორიცხულიყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ტრამპის ბრძანებაშიც ზუსტად ეს წერია
გამჭვირვალობის კანონი ამიტომ მივიღეთ, ამიტომ იყო ორჯერ ატეხილი აქ მთელი ამბავი, გამჭვირვალობის კანონი გვინდოდა იმიტომ, რომ შავი ფული არ გადმორიცხულიყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
22 იანვარი 2025, 14:24
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში თხოვნას, რომ შეესწავლათ დაფინანსებები, რეაგირება არ მოჰყოლია. საქართველოშიც ამ თანხებით რადიკალურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეძლეს პოლიტიკური სივრცის რადიკალიზაცია
აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში თხოვნას, რომ შეესწავლათ დაფინანსებები არანაირი რეაგირება მოჰყოლია და ფაქტია, რომ საქართველოშიც ამ თანხებით რადიკალურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეძლეს პოლიტიკური სივრცის რადიკალიზაცია და პოლარიზაცია ,- განაცხადა განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ამერიკული დაფინანსება შეუწყდება.
22 იანვარი 2025, 14:22
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ივანიშვილის ეს შემთხვევა, როგორც „კრედიტ სუისთან“, ასევე მეორე ბანკთან, არის მოგირი მტკიცებულება, როგორ ებრძვიან ნებისმიერ პირს გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები, რომელიც იცავს მშვიდობას და ოჯახურ ღირებულებებს
ეს შემთხვევა ბიძინა ივანიშვილის, როგორც „კრედიტ სუისთან“, ასევე ახლა მეორე ბანკთან, არის მორიგი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ებრძვიან ნებისმიერ პირს გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები, რომელიც იცავს მშვიდობას და ოჯახურ ღირებულებებს, - განაცხადა „ხალხის პარტიის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ბანკ Julius Baer-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაბრკოლებების უსაფუძვლოდ შექმნასთან დაკავშირებით.
22 იანვარი 2025, 14:19
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: მასშტაბური შეტევა იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ქვეყანაში მშვიდობის გარანტს წარმოადგენენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანა არ შევიდა სხვადასხვა ტიპის ესკალაციაში რუსეთთან
მასშტაბური შეტევა იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ქვეყანაში მშვიდობის გარანტს წარმოადგენენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანა არ შევიდა სხვადასხვა ტიპის ესკალაციაში რუსეთთან.