პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს დაზვერვის სამსახურის წლიური ანგარიში მოისმინეს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის ნდობის ჯგუფმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების 2020 წლის ანგარიში მოისმინა. სხდომას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია უძღვებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ნდობის ჯგუფის მხრიდან სხდომას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, დაზვერვის სამსახურის მხრიდან კი, სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ლომიძე და სამსახურის უფროსის მოადგილე გიგი ლილუაშვილი ესწრებოდნენ.
ირაკლი ბერაიას თქმით, გაუმჯობესდა საქართველოს დაზვერვის სისტემის სუბიექტებთან კოორდინაცია და გაღრმავდა თანამშრომლობა პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან.
„ჩვენ მოვისმინეთ დაზვერვის სამსახურის 2020 წლის ანგარიში, ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რაც გადაიდგა სამსახურის მიერ ოპერატიული მიმართულებებით და ინსტიტუციური გაძლიერების თვალსაზრისით. მზვერავის საქმიანობა არის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და რისკიანი. მსურს, მადლობა გადავუხადო დაზვერვის სამსახურის პირად შემადგენლობას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მოწინავე პოზიციებზე მყოფ მზვერავებს, საზოგადოებისთვის უცნობ გმირებს, ვინც საქართველოსთვის მუშაობს მტრულ და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში და მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ანგარიშის მოსმენისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ დაზვერვის სამსახური აქტიურად ახორციელებდა საგარეო საფრთხეების მონიტორინგს, აგრძელებდა სადაზვერვო ოპერატიულ და ანალიტიკურ საქმიანობას, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სხვადასხვა უწყების სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფას. გაუმჯობესდა საქართველოს დაზვერვის სისტემის სუბიექტებთან კოორდინაცია და გაღრმავდა თანამშრომლობა პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან. სამსახურში განხორციელდა მნიშვნელოვანი ორგანიზაციულ-სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებები“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.
მისივე თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დაზვერვის სამსახურს მუდმივად გააჩნდეს გაშლილი და მყარი ოპერატიული პოზიციები ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ადგილზე.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დაზვერვის სამსახურს მუდმივად გააჩნდეს გაშლილი და მყარი ოპერატიული პოზიციები ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ადგილზე, ჰქონდეს წვდომა ჩვენი მოწინააღმდეგეების დაცულ ინფორმაციაზე, რომლის ცოდნაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. აგრეთვე, ჰქონდეს საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების შესაძლებლობები, განსაკუთრებით მათი ფორმირების პროცესში. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული ცვალებადი და მზარდი საფრთხეების, შესაბამისად დაზვერვის სამსახურის ამოცანების გათვალისწინებით, აუცილებელია პარლამენტმაც და მთავრობამაც მეტი ყურადღება დავუთმოთ საგარეო დაზვერვას, გავაძლიეროთ ეს უწყება და გავზარდოთ მისი დაფინანსება“.
ნდობის ჯგუფის სხდომაზე იმსჯელეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საფრთხეებსა და გამოწვევებზე, დაზვერვის სამსახურის სამომავლო გეგმებზე, აგრეთვე იმ მიმართულებებზე, სადაც აუცილებელია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა.
ანგარიშის მოსმენისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს პარლამენტსა და დაზვერვის სამსახურს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის, საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების ფარგლებში. გარდა წლიური ანგარიშის წარდგენისა, დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები არაერთხელ ესტუმრებიან პარლამენტს როგორც ნდობის ჯგუფის, ასევე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ გამართული საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში.
ნდობის ჯგუფისა და კომიტეტის წევრების მხრიდან დაზვერვის სამსახურში განხორციელდება საზედამხედველო ვიზიტებიც.
ყველა სიახლე
13 იანვარი 2025, 16:19
საზოგადოება
სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი შენდება
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
13 იანვარი 2025, 16:01
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: ნაძირალა ლაშა გაბიტაშვილის მორიგი პროვოკაცია - საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯოხი უბრალო მოქალაქე გიორგი გოგოლაძეზე გადატეხა, აბუ-დაბის პოლიციას დააჭერინა ადამიანი, რომელიც კონფლიქტს შემთხვევით შეესწრო
ნაძირალა ლაშა გაბიტაშვილის მორიგი პროვოკაციული საქციელი- საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ამჯერად ჯოხი უბრალო მოქალაქე გიორგი გოგოლაძეზე გადატეხა. აბუ-დაბის პოლიციას დააჭერინა ადამიანი, რომელიც კონფლიქტს სასტუმროს რესტორანში სრულიად შემთხვევით შეესწრო და ქართველ დეპუტატებს ემოციურად მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წვერი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
13 იანვარი 2025, 15:54
მსოფლიო
პოლონეთში IKEA-ს საწყობში რამდენიმე ასეულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს მიაგნეს
პოლონეთში, ავეჯის მაღაზია IKEA-ს საწყობში რამდენიმე ასეულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს მიაგნეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
13 იანვარი 2025, 15:52
პოლიტიკა
კახა კალაძე: როდესაც გადადიხარ ძალადობაზე და გაქვს სურვილი, მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, ეს არ გამოვა, მეგობრებო
„დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე თავისი ინსტიტუციებით და, რა თქმა უნდა, ყველა დანაშაულს მოჰყვება რეაგირება“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ რესტორან „ბაბილოსთან“ მომხდარ ფაქტზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.
13 იანვარი 2025, 15:49
პოლიტიკა
კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, რომ ეს ფაშიზმი აუცილებლად დამთავრდება
„ძალიან ცუდია და კატეგორიულად მიუღებელი ის ფაშიზმი, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ ეს ფაშიზმი აუცილებლად დამთავრდება და ადამიანებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ გარემოში. შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, განსხვავებული პოლიტიკური ხედვები, მაგრამ ამის გამო ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაისაჯონ და მიაყენონ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ის, რაც ვნახეთ თუნდაც გუშინ, რასაც ვუყურეთ წინა დღეებში, არის ჩვეულებრივი ფაშიზმის გამოვლინება. არ იფიქროთ, რომ ეს მარტო საქართველოში ხდება. ევროპულ ქვეყნებშიც ამ ტიპის ვითარებაა და ეს ფაშიზმი ყველგან დამთავრდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
13 იანვარი 2025, 15:39
პოლიტიკა
კახა კალაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არავის გამოუვა, საქართველო აქციოს კოლონიად
საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არავის გამოუვა, დაიმონოს ის და კოლონიად აქციოს, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებსა და ზოგიერთი კონგრესმენის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
13 იანვარი 2025, 15:36
პოლიტიკა
კახა კალაძე: როდის გაგიგიათ, რომ საპროტესტო აქციაზე დგომის გამო, ვინმე გაგვეშვას? საზოგადოებას და მითუმეტეს თანამშრომლებს არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ ვყოფთ
როცა დასაქმებულთან ხელშეკრულება სრულდება, ვიღებთ გადაწყვეტილებას - ან ვაგრძელებთ, ან - არა. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღეს სამსახურების ხელმძღვანელებმა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან. კახა კალაძემ სამოქალაქო საზოგადოების მიერ გავრცელებული სიის შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმადაც თითქოს თბილისის მერიის სამსახურების უფროსები თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით უშვებენ.
13 იანვარი 2025, 15:26
მსოფლიო
ლიეტუვა უკრაინას 4 500 დრონს გადასცემს
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა დოვილე შაკალენემ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი მთავრობა 5 მილიონი ევროს ღირებულების 4 500 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს უკრაინას.
13 იანვარი 2025, 15:21
პოლიტიკა
კახა კალაძე: არავის აქვს უფლება, მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს მას
არავის აქვს უფლება, მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს მას, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ და აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.
13 იანვარი 2025, 15:21
პოლიტიკა
კახა კალაძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ ვისაც ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგონ
ვისაც ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი, პასუხი ყველამ უნდა აგოს, - განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
13 იანვარი 2025, 15:11
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: 2025 წელს პოლიტიკურ სამარეში ჩაითრევს მიხაელ როთი, ეს გათხოვილი კაცი „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და ეს იქნება ძალიან კარგი
„ვამბობდით, რომ დაამარცხებდა მიხაელ როთის ლგბტ დროშით „კოლექტიური ნაცმოძრაობას“ ეს კაცი და დაამარცხა. მერე წარუმატებელი იქნებოდა მათი ნებისმიერი ფაფხური და წარუმატებელი აღმოჩნდა. ახლა ჩემი სურვილია, რომ გათხოვილ კაცს მიხაელ როთს ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს მომავალი გასამართლებული „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. აი ვნახავთ, 2025 წელს პოლიტიკურ სამარეში ჩაითრევს მიხაელ როთი, ეს გათხოვილი კაცი „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და ეს იქნება ძალიან კარგი“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
13 იანვარი 2025, 15:09
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციისთვის დემოკრატია ქაოსია, დემოკრატიული ქვეყნებისთვის კი - წესრიგი. სწორედ ეს წესრიგი არ მოსწონთ და სურთ რეპრესიებად მონათლონ, საზოგადოების უმეტესობას კი, სიმკაცრეს ითხოვს
დროა ხელისუფლებამ უფრო მკაცრად დაიცვას „დემოკრატიული სახელმწიფოს წესრიგი” საქართველოში. დღეს ქართველი ხალხის დიდი ნაწილი სწორედ ამას ითხოვს, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს აფასებს.
13 იანვარი 2025, 15:04
პოლიტიკა
კახა კალაძე კულებას განცხადებაზე: მძიმეა იმის მოსმენა, რომ საკუთარი შვილი ფრონტზე მოხალისედ არ გაუშვა მაშინ, როცა ჩვენგან პირდაპირ ომში ჩართულობას მოითხოვდნენ
მინდა კიდევ ერთხელ მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს ამ მძიმე მდგომარეობის დროს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას.
13 იანვარი 2025, 14:57
ეკონომიკა
საქსტატი: 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა რვა პროცენტით გაიზარდა
2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23 429.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8.0 პროცენტით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აქედან, ექსპორტი 6 560.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 7.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 16 868.7 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 8.1 პროცენტით).
13 იანვარი 2025, 14:54
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე საკვებში ჩაფურთხების კამპანიაზე: ეს არის სრულიად მიუღებელი, ასეთი რამ არასდროს უკადრებია არავის საქართველოში და ძალიან სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი მომხრეები ასეთ ბინძურ მეთოდებზეც კი გადავიდნენ
ეს არის სრულიად მიუღებელი, ასეთი რამ არასდროს უკადრებია არავის საქართველოში და ძალიან სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი მომხრეები ასეთ ბინძურ მეთოდებზეც კი გადავიდნენ, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ საკვებში ჩაფურთხების კამპანიაზე საუბრისას.
13 იანვარი 2025, 14:51
სამართალი
პარლამენტთან აქციაზე დაკავებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილს პროცესი საპროცესო შეთანხმების გამო გადაიდო
დავით გამყრელიძის თქმით, ბრალდებულები ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ, თუმცა გაურკვეველი მიზეზით ყოფილი ადვოკატი შოთა თუთბერიძე საპროცესო შეთანხმების ბერკეტს არ იყენებდა. მომდევნო პროცესი 20 იანვარს დაინიშნა, მანამდე კი პროკურორი ადვოკატების შეთავაზებას განიხილავს.
13 იანვარი 2025, 14:50
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: მზად ვართ ურთიერთობები გადაიტვირთოს. ვიმედოვნებთ, ეს ბუნებრივად მოხდება, ვინაიდან ამერიკულ საზოგადოებას რა პოლიტიკაც აქვს არჩეული, მინიმუმ 80 პროცენტი თანხვედრაშია ჩვენ პოლიტიკასთან და შესაბამისად, ევროკავშირთანაც
ჩვენ მზად ვართ აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობები გადაიტვირთოს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
13 იანვარი 2025, 14:49
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: კითხვა უნდა დავუსვათ უცხოელ პარტნიორებს, როგორ აფასებენ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო სექტორისა და ე.წ. პოლიტიკოსების მოწოდებას მიმტანებისადმი, რომ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების საჭმელში ჩააფურთხონ
ეს გამოხატვის თავისუფლება თუ არის, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, მიმტანები რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების ულუფაში აფურთხებენ, შემდეგ გამოდიან და ამბობენ, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა, - განაცხადა განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა
13 იანვარი 2025, 14:39
მსოფლიო
ფრანგული მედია: ემანუელ მაკრონის რეიტინგი 21%-მდე დაეცა
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის რეიტინგი 21%-მდე დაეცა. ინფორმაციას ფრანგული მედია კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 იანვარი 2025, 14:33
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: ხელისუფლება აპირებს საგამოძიებო კომისიის შექმნას 2003 - 2012 წლებში ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არასაკმარისად მიგვაჩნია და ვამბობთ, რომ 2012 წლის შემდეგაც იყოს გამოძიებული
მტკიცებულებებს თავიანთი ავტორები ჰყავს, დანაშაულის ჩამდენი პირები, რომლებიც წლების განმავლობაში ღიად მტრობენ საქართველოს, მის ინტერესებს, იქნება ეს წერილებით, თუ იმ საქმიანობით, როცა ევროკავშირის სტრუქტურების დერეფნებში დარბოდნენ და ეხვეწებოდნენ მათ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია არ მიენიჭებინათ, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა.