24 იანვარი 2021, 14:40 / სანდო წყარო

ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის - დეპუტატების მანდატების გაუქმებამდე რამდენიმე დღე რჩება

ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმებამდე რამდენიმე დღე რჩება. ოპოზიცია დღის წესრიგს არ ცვლის და პარლამენტში შესვლაზე, საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, უარს აცხადებს.

„არ მგონია, რომ შეთანხმების რაიმე რესურსი არსებობდეს. ის რომ არსებულიყო, მეხუთე რაუნდი აქამდე ჩაინიშნებოდა. ეს არ მოხდა იმის გამო, მომლაპარაკებლები პოზიციების დაახლოების შესაძლებლობას ვერ ხედავენ. „ქართული ოცნება“ ვერ ქვეყნის შიგნით და ვერც ფარგლებს იქით, ვერ გრძნობს წნეხს. ამიტომ, არ მგონია, რომ რამე დათმობაზე წამოვიდნენ“ - აცხადებს პოლიტიკური პარტიის „გირჩი-მეტი თავისუფლება“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ლევან თარხნიშვილი კი ამბობს, რომ თუ მათი მოთხოვნები, რაც ახალ არჩევნებს ითვალისწინებს, კრიზისი გაღრმავდება.

„ჩვენ გვაქვს ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ღრმავდება, ასევე - სოციალური კრიზისი. უკვე აშკარაა, რომ მთავრობა ვერ ახერხებს კორონავირუსთან გამკლავებას. შესაბამისად, ეს ყველაფერი არსებულ მდგომარეობას უფრო გააღრმავებს და, რა თქმა უნდა, იქნება პროტესტები და ცხელი გაზაფხული“ - აცხადებს ლევან თარხნიშვილი.

უცვლელია „სტრატეგია აღმაშენებელის“ პოზიციაც.

„არაფერი შეცვლილა. უცვლელია ჩვენი პოზიციაც. კვლავ იგივე პოზიციაზე ვდგავართ. მიიღონ გადაწყვეტილება და დააკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნები მანდატებთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რევოლუციურ სცენარზე არანაირი მსჯელობა არ ყოფილა. არასწორია, რომ ხშირად, ხელისუფლება აქციებს რევოლუციას უთანაბრებს. დიახ აქციები იქნება, ისევე, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყნებშია“ - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

„ლელო საქართველოსთვის“ წევრი, ვახტანგ სურგულაძე ამბობს, რომ აზრის შეცვლას არც ისინი აპირებენ და ეს მხოლოდ ოპოზიციის ოთხივე მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში მოხდება.

ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების ვადა იწურება. უკვე რამდენიმე დღეში, პარლამენტმა ოპოზიციის იმ დეპუტატებს უნდა შეუჩეროს უფლებამოსილება, რომელთაც შესაბამისი განაცხადი გააკეთეს. თუმცა, ამის ფონზე ოპოზიციას ჯერ კიდევ არ აქვს ერთიანი სამოქმედო გეგმა.

ყველა სიახლე

ლევან ნიკოლეიშვილი

25 თებერვალი 2021, 21:08

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: საინტერესოა, ნათია მეზვრიშვილი როდის იყო გულწრფელი, როდესაც 20 ივნისის საქმეს იძიებდა თუ როდესაც ასეთი განცხადება გააკეთა

„შეიძლება ითქვას უცნაური განცხადებაა და მიუღებელიცაა ეს ყველაფერი გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები ასე უბრალოდ შეხედულებებს არ უნდა იცვლიდნენ, განსაკუთრებით ასე მძიმე საქმეებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

25 თებერვალი 2021, 21:07

საზოგადოება

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის N1 სამხედრო ბაზაზე ჟვანიას სკოლამ 33 რეკრუტი გადაამზადა

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის N1 სამხედრო ბაზაზე ჟვანიას სკოლამ 33 რეკრუტი გადაამზადა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სასწავლო პროცესი წარმატებით 25-მა მსმენელმა დაასრულა. შესაბამისი სერტიფიკატები მათ ჟვანიას სკოლის დირექტორის მოადგილემ, პაატა კლდიაშვილმა და საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, ზაქარია კალანდაძემ გადასცეს.

25 თებერვალი 2021, 20:55

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 9 985 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 985 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 323 ადამიანი გარდაიცვალა.

25 თებერვალი 2021, 20:49

ტექნოლოგიები

მსოფლიოს მასშტაბით Facebook Messenger-ის მუშაობაში შეფერხება დაფიქსირდა

მსოფლიოს მასშტაბით Facebook Messenger-ი შეფერხებით მუშაობს. აღნიშნულ ინფორმაციას Downdetector-ი ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

25 თებერვალი 2021, 20:48

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ნიკა მელიაზე: პროკურატურამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი არ ყოფილა, ბრალდებულის პატიმრობა

პროკურატურამ თავისი გადაწყვეტილებით დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი არ ყოფილა, კონკრეტულად ამ შემთხვევაში ბრალდებულის პატიმრობა, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც გამომდინარეობდა კანონიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურის მიზანი იყო კანონის ჩარჩოებში მოქცევა კონკრეტული ბრალდებულისა და მისი ქცევის და არა მისი პატიმრობა.

გია აბაშიძე

25 თებერვალი 2021, 20:48

პოლიტიკა

გია აბაშიძე: თუ ნათია მეზვრიშვილს ოპოზიციაში გადაბარგება სურს, ეს პირდაპირ განაცხადოს

ნათია მეზვრიშვილის გამოძიებით დადგინდა ის, რაც დადგინდა: რომ ნიკა მელია არის დამნაშავე. ორმაგი სტანდარტები ძალიან გამრავლდა ქართულ პოლიტიკაში, - ასე აფასებს ექსპერტი გიია აბაშიძე მთავრობის ამინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელისა და შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებას, რომელიც მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გააკეთა.

თეა წულუკიანი

25 თებერვალი 2021, 20:45

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ნათია მეზვრიშვილზე: მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რანგში როდესაც 20 ივნისთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებდა, მაშინაც ეს კანონი მოქმედებდა

„რასაკვირველია, ადამიანებმა შეიძლება შეიცვალონ თავიანთი პოლიტიკური მოსაზრებები, პოზიციებიც, მაგრამ პრობლემა სწორედ ის არის, მაშინ, როდესაც ქალბატონი ნათია მინისტრის მოადგილის და შემდეგ უკვე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რანგში 20 ივნისთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებდა, მაშინაც ეს კანონი და სტანდარტები მოქმედება, რომლებიც ახლა მოქმედებს, როდესაც ის ამ განცხადებას აკეთებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

25 თებერვალი 2021, 20:38

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანთან სომხეთში განვითარებული მოვლენები განიხილა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან სომხეთში განვითარებული მოვლენები განიხილა.

25 თებერვალი 2021, 20:29

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება

როგორც უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომაზე მიმდინარე საკითხებზე იმსჯელებენ. სავარაუდოდ დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის წევრები განიხილავენ ნიკა მელიას საქმეს და ასევე იმსჯელებენ იმ საკანონმდებლო საკითხებზე, რომლებიც ამ დროოსთვის არის აქტუალური.

ამირან გამყრელიძე

25 თებერვალი 2021, 20:25

COVID19

ამირან გამყრელიძე: ექიმის ცხოვრებაში, თითოეული კოვიდინფიცრებულის გარდაცვალება დიდ დაღად დარჩება

„ყოველ დილას, საკოორდინაციო საბჭოდან ვიგებდით გარდაცვლილების სტატისტიკას, მათზე პერსონალურ ინფორმაციას და ძალიან რთულია, როდესაც ბევრი ნაცნობი ადამიანის სახელი და გვარი გესმის, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ და კიდევ ერთხელ ყველა გარდაცვლილის ოჯახს მინდა მივუსამძიმრო. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ყველაფერს ვაკეთებთ პაციენტის გადასარჩენად, შენ შენს წილ პასუხისმგებლობას მაინც გრძნობ თითოეული გარდაცვლილისა და მისი ოჯახის წინაშე. შეგეძლო კიდევ მეტი გაეკეთებინა რომ ეს არ მომხდარიყო? ეს კითხვა ექიმს, როდესაც პაციენტი იღუპება, ყოველთვის აქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბექა ბასილაია

25 თებერვალი 2021, 20:20

სამართალი

პროკურატურის განცხადებას ნიკა მელიას ადვოკატი გამოეხმაურა

დღეს პროკურატურა მოგვევლინა პრობლემური აქტივების ბიუროდ, იმ მოქალაქეებს რომ ურეკავენ ხოლმე თუ შემოიტან 200 ლარს, 300 ლარს სესხს გადაგივადებთო და მსგავსი, - ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა. მისი თქმით, ნიშანდობლივი იყო, რომ პროკურატურის ბრიფინგი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა.

25 თებერვალი 2021, 20:05

მსოფლიო

სომხეთის ოპოზიციის მხარდამჭერებმა პარლამენტის წინ კარვების გაშლა დაიწყეს

სომხეთის ოპოზიციის მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლა დაიწყეს. ოპოზიციის მხარდამჭერებმა ბაგრამიანის გამზირი გადაკეტეს და განაცხადეს, რომ ღამეს პარლამენტის წინ გაატარებენ.

25 თებერვალი 2021, 20:05

პოლიტიკა

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ლაშა დარსალიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობებისთვის ონლაინ ლექცია ჩაატარა

1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ონლაინ ლექცია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობებისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდი, საერთაშორისო კონტექსტი, საბჭოთა ოკუპაციასთან დაკავშირებული მოვლენები, ისტორიული და პოლიტიკური ასპექტები.

ვახო სანაია

25 თებერვალი 2021, 19:56

საზოგადოება

ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურდა

ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურა და გამოკვლევებზე გადაჰყავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტის მეუღლე სოციალურ ქსელში წერს.

იაგო ხვიჩია

25 თებერვალი 2021, 19:52

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: საერთაშორისო მხარდაჭერა აქციებში არ უნდა გავფლანგოთ

„გამოვაშვებინოთ როგორც ნიკა მელია, ისე გიორგი რურუა და შევთანხმდეთ თამაშის ისეთ პირობებზე, სადაც გასაგები იქნება, რომ მომავალში ხელისუფლებას ერთპიროვნულად ვერავინ ვერ ჩაიგდებს ხელში. ამაზე უფრო სწორი გადაწყვეტილება ჩვენ, როგორც პოპულაციამ, საქართველოს მოსახლეობამ, რომელსაც მართლა გვაღელვებს ამ ქვეყნის ბედი, რა უნდა მივიღოთ?!“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

25 თებერვალი 2021, 19:48

ეკონომიკა

„რუმს კოხტა“: ჯავშნების მიღება უკვე დაწყებული გვაქვს

ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებასა და სასტუმროებისთვის სამუშაოს განახლების უფლების მიცემას დადებითად აფასებს ბაკურიანში მდებარე სასტუმრო „რუმს კოხტას“ გენერალური მენეჯერი, მარიამ ლაშაური. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება მოულოდნელი არ ყოფილა და სასიხარულია, რომ შეზღუდვების შემსუბუქება მთის კურორტებზე მდებარე სასტუმროების სასარგებლოდ გადაწყდა.

25 თებერვალი 2021, 19:48

რეგიონი

კახეთში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

imedinews- ის ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ „ოპელის“მარკის მანქანას დაეჯახა. შეჯახების შედეგად სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი მგზარი, ხოლო ოთხი ადამიანი მიყენებული ტრამვებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს” კლინიკალაში გადაიყვანა.

25 თებერვალი 2021, 19:44

მსოფლიო

ევროკავშირი სომხეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

ევროკავაშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი, პიტერ სტანო სომხეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

25 თებერვალი 2021, 19:41

ეკონომიკა

„რედკო გუდაური“: როგორც კი დაანონსდა, რომ სასტუმროები მუშაობას განაახლებდნენ, ჯავშნები მაშინვე შემოვიდა

როგორც კი დაანონსდა, რომ სასტუმროები მუშაობას დღეიდან განაახლებდნენ, ჯავშნები მაშინვე შემოვიდა და დაჯავშნის მსურველთა ზარები ამ დრომდე არ წყდება, - ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „რედკოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა, კატია აბსანძემ განაცხადა. მისი თქმით, კურორტის გახსნა კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შეზღუდვების შემსუბუქება კომპლექსის ბინათმფლობელებისთვის დამატებით შემოსავალს გააჩენს.

25 თებერვალი 2021, 19:39

საზოგადოება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით დისკუსიების ციკლი „საუბრები ორბელიანების სასახლეში“ დაიწყო

პირველი შეხვედრა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: მიხეილ ბახტაძემ, გია მურღულიამ, ლევან გიგინეიშვილმა, ნუკრი შოშიაშვილმა, ბაჩო შურღაიამ და სანდრო ცაგარელმა.