პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ბათუმში მომხდარ ინციდენტს კატეგორიულად გმობს
ფოტო: „ევროპელი სოციალისტები“
„ევროპელი სოციალისტები“ კატეგორიულად ვგმობთ ბათუმში მომხდარ ინციდენტს და მიგვაჩნია, რომ ეს არის უხამსი, მიუღებელი ფაქტი, რომელიც აბსოლუტურად სცილდება ყოველგვარ ზნეობრივ და მორალურ ქმედებას. ეს არის ადამიანის უფლებებისა და ღირსების შელახვის სამარცხვინო ფაქტი“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ევროპელი სოციალისტები“ თვლიან, რომ ბათუმში მომხდარი ინციდენტი საჭიროებს მკაცრ რეაგირებას შესაბამის უწყებების მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი ფაქტების უგულებელყოფა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.
„აუცილებელია, მოხდეს მკაცრი რეაგირება ბათუმში მომხდარ ინციდენტთან მიმართებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი უგულებელყოფა ქვეყანას უმძიმეს შედეგს მოუტანს. „ევროპელი სოციალისტების“ უმთავრესი მიზანია, ავაშენოთ დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა არის უზენაესი და ვერც ერთი დემოკრატიული ძალა ვერ შეეგუება ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ფაქტების წახალისებას “, - ნათქვამია განცხადებაში.
23 იანვარს, ბათუმში, ბულვარში მიმდინარე აქციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა მონაწილემ მას თავზე ნარჩენები დააყარა.
ყველა სიახლე
13 იანვარი 2025, 13:58
მსოფლიო
Reuters: ბელგიაში საპენსიო რეფორმის გამო საყოველთაო გაფიცვა დაიწყო
ბელგიაში მოსალოდნელი საპენსიო რეფორმის გამო საერთოეროვნული გაფიცვა დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
13 იანვარი 2025, 13:56
პოლიტიკა
სვიმონ ჯანგულაშვილი: ყველა გულწრფელ ადამიანს, ვისაც არ მოსწონს ეს ხელისუფლება, ვურჩევ, ვთხოვ, ვემუდარები, მოვუწოდებ, რომ გაემიჯნონ „ნაცებს“. ნებისმიერი პროტესტი, სადაც „ნაცები“ არიან, დამარცხებისათვის არის განწირული
ყველა გულწრფელ ადამიანს, ვინც გულწრფელად აპროტესტებს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, ვისაც არ მოსწონს ეს ხელისუფლება, ვურჩევ, ვთხოვ, ვემუდარები, მოვუწოდებ, რომ გაემიჯნონ ნაცებს. ნებისმიერი პროტესტი, სადაც ნაცები არიან, დამარცხებისათვის არის განწირული, - წერს სოციალურ ქსელში სვიმონ ჯანგულაშვილი.
13 იანვარი 2025, 13:17
მსოფლიო
FBI-ის დირექტორმა კრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ ტრამპთან უთანხმოების გამო თანამდებობას ტოვებს
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა კრისტოფერ რეიმ ამერიკულ ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის თანამდებობის დატოვებას აპირებს.
13 იანვარი 2025, 13:00
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კანონის მუხლებში ცდილობს მოძებნოს გამართლება, თუ რატომ არ უნდა წავიდეს მისი 18 წლის შვილი ომში უკრაინის დასაცავად
უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მის შვილს ომში მოხალისედ წასვლა ძლივს გადააფიქრებინა, სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებისთანავე, მინისტრი კულება საქართველოს ხელისუფლებისგან უკრაინაში ქართველი მოხალისეების ოფიციალურად გაგზავნას ითხოვდა, რაც საქართველოს ომში ჩართვის ტოლფასი იყო. „ძლივს გადავაფიქრებინე ჩემს შვილს ომში მოხალისედ წასვლა - თქვა უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებისთანავე, მინისტრი კულება საქართველოს ხელისუფლებისგან უკრაინაში ქართველი მოხალისეების ოფიციალურად გაგზავნას ითხოვდა, რაც საქართველოს ომში ჩართვის ტოლფასი იყო. შეგახსენებთ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, ვისაც უკრაინის ხელისუფლებამ მებრძოლების გაგზავნა მოსთხოვა. როდესაც ამაზე უარი მიიღო, საპასუხოდ, კულებამ უკრაინის ელჩი გაიწვია, აქაურმა ოპოზიციამ და ენჯეოებმა კი რუსთაველზე საპროტესტო აქციები დაიწყეს, რომლის მოთხოვნა, რუსეთის სანქცირებასთან ერთად, ხელისუფლების ორგანიზებით ქართველების ომში გაგზავნა იყო. იმ აქციებისას მაშინდელი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ წარმოთქმული ფრაზა კი - "ბომბებით გამოწვეული წვა მირჩევნია, მთავრობის უარით განცდილ სირცხვილს" - ისტორიას დარჩა. ახლა კი უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი უკრაინის კანონის მუხლებში ცდილობს მოძებნოს გამართლება, თუ რატომ არ უნდა წავიდეს მისი 18 წლის შვილი ომში უკრაინის დასაცავად. საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სარგებელზე უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა დანილოვმა, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეშივე ისაუბრა, როდესაც თქვა, რომ საქართველო მისი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყოს დაკავებული, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა, რადგან რუსეთს "საქმე გამოუჩნდებოდა გარდა იმისა, რომ უკრაინული ქალაქები და სოფლები გაენადგურებინა და უკრაინელი ბავშვები და ქალები დაეხოცა". მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნით საქართველოზე ზეწოლა, უკრაინის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო. თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთს კანონები მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც საქმე არა სხვა ხალხს, არამედ საკუთარ შვილს ეხება“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
13 იანვარი 2025, 12:56
მსოფლიო
ხორვატიის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ამოცანაა დაიცვას ქვეყანა ომისგან, წინააღმდეგი ვარ უკრაინაში ნებისმიერი ლეტალური იარაღის გაგზავნის, სანქციიებით ვერაფერს მივაღწევთ - ვინ არის ხორვატიის ახლადარჩეული პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი
ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა გაიმარჯვა. ვინ არის ზორან მილანოვიჩი - მილანოვიჩს უკრაინისთვის ევროკავშირისა და NATO-ს დახმარების კრიტიკოსად მოიხსენიებენ. სინამდვილეში ის წინააღმდეგია, რომ მისი ქვეყნის ჯარისკაცებმა უკრაინაში ნატოს მისიაში მიიღონ მონაწილეობა, განცხადებაში კი ამის მიზეზები მკაფიოდ განმარტა. მილანოვიჩის განცხადებით, მისთვის მთავარი ქვეყნის უსაფრთხოებაა.
13 იანვარი 2025, 12:53
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირთან ურთიერთობებში დღეს გვაქვს მოცემულობა, რომელიც არასახარბიელოა, თუმცა ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გარკვეული მოცემულობები შეიძლება შეიცვალოს და სულ სხვაგვარი შესაძლებლობები გაჩნდეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ვრცლად ისაუბრა გადაცემაში „იმედი LIVE“.
13 იანვარი 2025, 12:21
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე: არ შეიძლება სახელმწიფო გადატრიალების, ფიზიკური და მორალური ანგარიშსწორების, ეკონომიკის ჩამოქცევის, ქვეყნის მიმართ სანქციების შემოღებისთვის ხელის შეწყობის მოწოდებები და პრაქტიკული საქმიანობა დაუსჯელი რჩებოდეს
არ შეიძლება სახელმწიფო გადატრიალების, ფიზიკური და მორალური ანგარიშსწორების, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევის, ქვეყნის მიმართ სანქციების შემოღებისთვის ხელის შეწყობის საჯაროდ გაჟღერებული მოწოდებები და მითუმეტეს, პრაქტიკული საქმიანობა დაუსჯელი რჩებოდეს, სულ რომ შუაზე გასკდნენ ეს ამაზრზენი ევროპარლამენტარები და უილსონი სალომეზე დაქორწინდეს, - წერს ისტორიკოსი, სოსო მანჯავიძე, სოციალურ ქსელში.
13 იანვარი 2025, 12:19
სპორტი
ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში მე-6 გოლი გაიტანა
ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში მე-6 გოლი გაიტანა.
13 იანვარი 2025, 12:16
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: პოლონური საზოგადოება პოლონეთში ჩასული უკრაინელებისგან დაიღალა
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, პოლონური საზოგადოება დაიღალა. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
13 იანვარი 2025, 11:53
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუაზე, ვიქტორ სანიკიძეზე და კიდევ რამდენიმე დეპუტატზე გუშინდელ თავდასხმას გაგრძელება მოჰყვა, რომელიც ამჯერად ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა
ირაკლი ზარქუაზე, ვიქტორ სანიკიძეზე და კიდევ რამდენიმე დეპუტატზე გუშინდელ თავდასხმას გაგრძელება მოჰყვა, რომელიც ამჯერად ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
13 იანვარი 2025, 11:38
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი რადიკალების პროტესტზე: ჩვენს თვალწინ იშლება მენტალობის გენოციდის ყველაზე „დახვეწილი“ და ქართველობასთან „გალაქტიკურად“ შორს მყოფი სიმახინჯეების სურათები
რადიკალების მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებს ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და მათ ამორალურს უწოდებს. როგორც ექსპერტი წერს, რადიკალები ქართველების მენტალურ გენოციდს ახორციელებენ, ვინაიდან ის რასაც ისინი სჩადიან, შორსაა ქართველობასთან.
13 იანვარი 2025, 11:24
მსოფლიო
დმიტრო კულება: მე ძლივს დავარწმუნე ჩემი 18 წლის ვაჟი, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობს, ომში არ წასულიყო
უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აღიარა, რომ უკრაინის დასაცავად ომში საკუთარი შვილი, 18 წლის ეგორ კულება არ გაუშვა.
13 იანვარი 2025, 11:23
საზოგადოება
Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Financial Times დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ახალი ავიარეისების დანიშვნის შესახებ წერს.
13 იანვარი 2025, 11:18
სპორტი
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დავით ხურცია ჩაიბარებს
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დავით ხურცია ჩაიბარებს, - ინფორმაციას ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
13 იანვარი 2025, 11:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ისე, რომ ვიცოდეთ, საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგს უკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის, ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში საკვებში ჩაფურთხების კამპანიას ეხმიანება.
13 იანვარი 2025, 10:26
მსოფლიო
ტაილანდის მთავრობამ კაზინოებისა და აზარტული თამაშების ლეგალიზაციის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
ტაილანდის მთავრობამ კაზინოებისა და აზარტული თამაშების ლეგალიზაციის კანონპროექტი მოიწონა და დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, პეტონგტარნ შინავატრაზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 იანვარი 2025, 10:24
საზოგადოება
GWP თბილისის რამდენიმე რაიონში წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
14 იანვარს, ჯვრის მონასტრის მიმდებარედ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალურ მილსადენზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, დაზიანების აღდგენითი, გადაუდებელი სამუშოები ჩატარდება.
13 იანვარი 2025, 09:43
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
13 იანვარს ქუთაისში +18 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
13 იანვარი 2025, 09:31
მსოფლიო
Reuters: რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩრდილოეთკორეელებიდან 3 ათასი დაიღუპა ან დაიჭრა
რუსეთის მხარეს და უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ჩრდილოეთკორეელებიდან 3 ათასი დაიღუპა ან დასახიჩრდა. ინფორმაციას Reuters-ი ერთ-ერთ სამხრეთკორეელ კანონმდებელზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 იანვარი 2025, 09:31
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მიხაილ როთი აქტიურ პოლიტიკას ემშვიდობება და როგორც ვიცი, ერთგვარი გამოსამშვიდობებელი აქტი ექნება რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებთან
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მორიგი ვიზიტი შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა მიხაილ როთი აქტიურ პოლიტიკას ემშვიდობება და მისი ვიზიტი იქნება რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებთან გამოსამშვიდობებელი აქტი.