იუსტიციის მინისტრი საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის მინისტრი, გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პატრიკ ფრანცენს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მინისტრმა შვეიცარიის ელჩს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს.
გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ საქართველომ 2013 წლიდან მოყოლებული, არაერთი წარმატებული რეფორმა განახორციელა კორუფციის აღმოფხვრის, კარგი მმართველობის, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემების გაძლიერებისთვის; ასევე, საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.
აღნიშნული რეფორმების შედეგია სამართლის უზენაესობის გლობალურ ინდექსში საქართველოს პოზიციის წლიური ზრდის მაჩვენებლები, ზოგიერთ შემთხვევაში – ერთდროულად ათზე მეტ პოზიციაში.
მინისტრის თქმით, უწყება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სასამართლო ფორუმებზე სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესების წარმოჩენასა და დაცვაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოებში.
ამის ნათელი მაგალითებია: 2021 წლის 21 იანვარს 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, სადაც რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა აფხაზეთისა და ცხივნალის რეგიონის ოკუპაციის; ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო პირების წამებისა და მათი მკვლელობის გამოუძიებლობის გამო; აგრეთვე ე.წ. დეპორტირებულების საქმე, სადაც სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ მოუწოდა.
საუბარი შეეხო, აგრეთვე პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებს. იუსტიციის მინისტრის თქმით, ციხეებში უკვე აღმოფხვრილია 2012 წლამდე არსებული პრობლემები; მიღებულია და მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; მიღწეულია პროგრესი უსაფრთხოების, ფიზიკური პირობების გაუმჯობესებისა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის თვალსაზრისით; დღის წესრიგში დგას ახალი, ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურისა და სისტემების მშენებლობა.
გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ამ კუთხით ძალიან საინტერესოა არასრულწლოვნებისათვის ე.წ. საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულებების მოწყობასთან დაკავშირებული გამოცდილება. მინისტრის თქმით, საქართველოში სამომავლოდ იგეგმება რამდენიმე ასეთი საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულების აშენება, სადაც ერთი და იმავე რისკის, მისწრაფების მქონე ბავშვები განთავსდებიან და სასჯელს ოჯახური პირობების მსგავს გარემოში მოიხდიან.
გოჩა ლორთქიფანიძემ ელჩს იუსტიციის სამინისტროს სამომავლო გეგმებიც გააცნო. მისი თქმით, პრიორიტეტად კვლავ რჩება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
შეხვედრის ბოლოს შვეიცარიის ელჩმა მადლობა გადაუხადა გოჩა ლორთქიფანიძეს საინტერესო შეხვედრისთვის და განაცხადა, რომ აფასებს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მეგობრულ ურთიერთობებს.
ყველა სიახლე
16 იანვარი 2025, 08:29
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი პროკურატურის შუალედურ დასკვნაზე: ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნებზე არანაირი ტიპის გაყალბება და მანიპულაცია არ და ვერ მოხდებოდა, რაც დადასტურებულია ეუთო/ოდირის დასკვნაში
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის შუალედურ დასკვნას აფასებს.
16 იანვარი 2025, 08:19
რეგიონი
რუსთავის ბაგა-ბაღებში აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია ინერგება, უკვე გადამზადებულია 600 აღმზრდელ-პედაგოგი
რუსთავის საბავშვო ბაღებში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში დანერგილი სიახლეებით დაიწყო. თანამედროვე და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული სერვისების შექმნის მიზნით, რუსთავის ბაგა-ბაღებში, აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია ინერგება და უკვე 600 აღმზრდელ-პედაგოგია გადამზადებული.
16 იანვარი 2025, 08:12
საზოგადოება
„აგროსკოლაში“ აგრარული საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის სასწავლო კურსი დასრულდა
აგრარული საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და დეფიციტური აგრარული პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით შემუშავებული სასწავლო კურსის სწავლება „აგროსკოლაში“ დასრულდა.
16 იანვარი 2025, 08:06
პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისია დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. დელეგაცია დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება.
16 იანვარი 2025, 08:03
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში აზერბაიჯანის რესპუბლიკას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტი დღეს იწყება და ის ორდღიანია.
16 იანვარი 2025, 02:25
მსოფლიო
სომხეთის თავდაცვის მინისტრი: სომხეთი და რუსეთი კვლავაც რჩებიან სტრატეგიულ მოკავშირეებად
2024 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა განაცხადა, რომ სომხეთი და რუსეთი კვლავაც რჩებიან სტრატეგიულ მოკავშირეებად. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
16 იანვარი 2025, 01:54
მსოფლიო
ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობას მოუწოდა, დაამტკიცოს მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა მთავრობას მოუწოდა, დაამტკიცოს მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
16 იანვარი 2025, 00:56
მსოფლიო
უნგრეთის მთავრობის სპიკერი: პრეზიდენტ ტრამპის გუნდს არ მიუწვევია უცხო სახელმწიფოების ან მთავრობის მეთაურები ინაუგურაციაზე
პრეზიდენტ ტრამპის გუნდს არ მიუწვევია უცხო სახელმწიფოების ან მთავრობის მეთაურები ინაუგურაციაზე, - განაცხადა უნგრეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზოლტან კოვაჩმა.
16 იანვარი 2025, 00:43
მსოფლიო
ჯო ბაიდენი: ღაზაში ბრძოლა შეჩერდება და მალე მძევლები ოჯახებში დაბრუნდებიან
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოფიციალურად გამოაცხადა შეთანხმება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ.
16 იანვარი 2025, 00:35
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობის სამუშაო ჯგუფის ფორმატში დაზარალებულ მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია ორთაჭალაში, აფეთქების შედეგად დაზარალებულ აფხაზეთიდან დროებით დევნილ პირებს შეხვდა, რომლებიც დროებით სასტუმრო "Green inn“-ში არიან დაბინავებული.
16 იანვარი 2025, 00:29
ტაბლოიდი
2025 წლის ბრიტანეთის კინოაკადემიის (BAFTA) ნომინანტები ცნობილია
2025 წლის ბრიტანეთის კინოაკადემიის (BAFTA) ნომინანტები ცნობილია.
16 იანვარი 2025, 00:28
პოლიტიკა
დაჩი ცაგურია საგამოძიებო კომისიაზე: ეგენი გამოსაძიებელი კი არა, ეგენი არიან გასასამართლებლები. ვის გვერდით დგახართ ხალხო, მაგათ სჭირდებით საზარბაზნე ხორცად
ახლა რა კამპანიაც დაიწყეს ჩაფურთხების საკვებში, ეს ნოუ ჰაუ არ არის. იმ პატარა გოგო-ბიჭებს მინდა ვუთხრა, ვინც ეს მოიწონა ეს სამარცხვინო, არაქართული, არაამქვეყნიური კამპანია, ვინც მოიწონეთ თუ არ მოიწონეთ, მინდა გითხრათ ჩემი ძვირფასო ახალგაზრდებო, რომ ციხეში პატიმარი, რომ ვიყავით ისიც გვიჭერდნენ ხოლმე, მოდიოდნენ და საჭმელი, რომ მოჰქონდათ უფურთხებდნენ საჭმელში პატიმრებს. ეს არ არის სიახლე, ძველი არის. მე ციხეში საჭმელი არ მიჭამია მაგათი არასოდეს. მხოლოდ შემოტანილი ე.წ. „დაჩკით“ ვიკვებებოდი, რაც შემოდიოდა საკვები იმას ვიზოგებდი. პირში აფურთხებდნენ პატიმრებს, სულში აფურთხებდნენ და ზემოდან აშარდავდნენ. აი ეგენი გამოსაძიებელი კი არა, ეგენი არიან გასასამართლებლები, - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს შეისწავლის.
16 იანვარი 2025, 00:23
პოლიტიკა
დაჩი ცაგურია გაფიცულ კომპანიებს: გადაფარებული რომ არის ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაზე, მან და მისმა ხელისუფლებამ მოგიტანათ მშვიდობა, ეს გაზრდილი მოგებები - თემურ ჭყონიამ რუსეთის ბაზარი დაიპყრო და მე და შენ ვართ პრორუსები?!
ახალგაზრდებს მინდა მივმართო, თქვენ ამათთვის საზარბაზნე ხორცი ხართ. ლიაკა ხოშტარია, ლავროვის საყვარელი სტუდენტი რუსთაველზე ფეიერვერკის სროლით რომ გამოვარდა და ცაში ისროდა, სხვის შვილებს აიძულებდა, რომ პოლიციელებისთვის ესროლათ. თვითონ რატომ არ ესროდა იმ პოლიციელებს? სხვის შვილებს რატომ ახალისებდა ამისკენ?, - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“.
16 იანვარი 2025, 00:14
მსოფლიო
ანტონიო გუტერეში მიესალმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მიესალმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას.
16 იანვარი 2025, 00:07
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ადამიანი თანამდებობის პირს ჭიქას ურტყამს სახეში და გამოდიან და რას გვთავაზობენ, რომ თავდასხმა მოხდა გახარიაზე. ზუსტად ესაა ის სცენარი, რაც ჩამოვიდა და ახლა რომ ამუშავებენ მაკკეინის სტიპენდიატთან ფანჩატურ სამში
რაც შეეხება ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს, სასიამოვნო სანახავი არავისთვის არის ასეთი ფაქტები, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
16 იანვარი 2025, 00:06
პოლიტიკა
დაჩი ცაგურია: საფრანგეთის ელჩმა გაარტყას სილა პარიზში პოლიციელს, მე გადავიღებ და ვანახოთ მერე ყველას საქართველოში. მაინტერესებს რა რეაქცია ექნება ან საფრანგეთის, ან ბერლინის პოლიციას
„მინდა საფრანგეთის ელჩს მივმართო, რომელიც დღეს მედიის თავისუფლების საკითხზე წუხდა, ასევე გერმანიის ელჩს და საელჩოს თანამშრომლებს მინდა ვთხოვო გადაუთარგმნონ, რომ ეს სამარცხვინო გამოსვლები არის აბსოლუტურად უადგილო. ელჩებს ვთავაზობ, რომ მე ჩავალ პარიზში, ჩამოვიდეს ეს ქალბატონი ელჩი პარიზში უბრალოდ რომ პატრულირებს, მივიდეს იმ პოლიციელთან და ხელი გაარტყას. ცოტა შორს დავდგები და იქიდან გადავიღებ, მერე ამ ვიდეომასალას ჩამოვიტან და ვანახოთ ყველას. მაინტერესებს მერე რა რეაქცია ექნება საფრანგეთის პოლიციას, ან ბერლინის პოლიციას. წარმოდგენაც კი მზარავს, ამერიკელ პოლიციელს რომ სილა გაარტყა, რა მოხდება. 21-ე საუკუნეა, ქალბატონო ელჩო, რატომ გვთვლით ჩვენ მესამე დონის სახელმწიფოდ და „ბანანის რესპუბლიკად“?!“ - აღნიშნა ცაგურიამ.
16 იანვარი 2025, 00:05
პოლიტიკა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში ერთ თვეს გაატარებენ
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში ერთ თვეს გაატარებენ.
15 იანვარი 2025, 23:55
პოლიტიკა
დაჩი ცაგურია: უპატიოსნესი კაცი ვახო გომელაური დაასანქცირეს, ვაჟა სირაძე დაასანქცირეს, ძალიან წესიერი კაცი და შეფარებული ჰყავთ კეზერაშვილი, რომელმაც ომში ჯარი გაგვიძარცვა. მაგაზე დიდი საქმე მტრისთვის რა შეიძლება გაეკეთებინა?!
უპატიოსნესი კაცი ვახო გომელაური დაასანქცირეს, ვაჟა სირაძე დაასანქცირეს, ძალიან წესიერი კაცი და შეფარებული ჰყავთ კეზერაშვილი, რომელმაც ომში ჯარი გაგვიძარცვა. მაგაზე დიდი საქმე მტრისთვის რა შეიძლება გაეკეთებინა?! - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“.
15 იანვარი 2025, 23:54
პოლიტიკა
დაჩი ცაგურია: საქართველოში გაცილებით მაღალია მედიის თავისუფლების სტანდარტი, ვიდრე მაგალითად საფრანგეთში. საფრანგეთში ცილისწამებაზე უმკაცრესი კანონმდებლობა აქვთ, საქართველოში კი პირიქით, მედიისგან არის ხალხი დასაცავი
ჩვენ გვიყურებენ როგორც ბანანის რესპუბლიკას. იქსზე რაღაც დაწერა მასკმა და ეს ყოფილა თურმე გერმანიის შიდა საქმეებში ჩარევა და ეს მიხაილ როთი რომ დარბის ჩვენს ქვეყანაში, ეს არ არის ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა?, - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“.
15 იანვარი 2025, 23:53
პოლიტიკა
დაჩი ცაგურია: საკვებში ჩაფურთხების კამპანიის დაწყებას არ მეგონა სამარცხვინო ხალხი თუ იკადრებდა. გასაოცარია, რომ ამას ჰყავს მერე მხარდამჭერები
„საკვებში ჩაფურთხების კამპანიის დაწყებას არ მეგონა სამარცხვინო ხალხი თუ იკადრებდა. გასაოცარია, რომ ამას ჰყავს მერე მხარდამჭერები, რომ აბა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს თუ დაინახავთ რესტორანში, ან კაფეში და მათი [ობიექტების] თანამშრომლები თუ არიან მათი [ოპოზიციის] მხარდამჭერები, უნდა ჩაგვიფურთხონ საკვებში. გამოჩნდნენ სხვადასხვა რესტორნის თანამშრომლები, უი, რა მაგარიაო. გაოგნებული ვარ. ამერიკაში მოქმედი ქართველი ექიმი პოსტავდა, გვარად გეგეჭკორი, რომლის ძმა სააკაშვილის დროს საპატრულოს უფროსი იყო და უსასტიკესი ტიპი იყო, უზრდელი და თავხედი.