imedi /  25 იანვარი 2021, 18:39 / სანდო წყარო

თეა ახვლედიანი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობის ერთიან ძალისხმევას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ პოლიტიკის კოორდინაციისა და ეფექტიანი განხორციელების თვალსაზრისით, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოების ქმედითი მხარდაჭერის გაგრძელებას, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონში ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ეწირება.

თეა ახვლედიანმა კვლავ მთელი სიმწვავით დააყენა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ირაკლი ბებუას და ზაზა გახელაძის დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების აქტიური ჩართულობისა და რუსეთზე ზეწოლის გაგრძელების მნიშვნელობას.

სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე, რომელიც რუსეთს, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას მიმდინარე მოვლენებსა და დარღვევებზე. გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დადებით გავლენას იქონიებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის პროცესზე.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისთვის კოვიდ-19 პანდემიის სავალალო შედეგებისა და ამ კონტექსტში საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევის თაობაზე.

სახელმწიფო მინისტრმა ტოივო კლაარს ინფორმაცია მიაწოდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ განხორციელების თაობაზე.

თეა ახვლედიანმა სპეციალურ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

მხარეებმა სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ყველა სიახლე

თამარ გაბუნია

25 თებერვალი 2021, 23:12

COVID19

თამარ გაბუნია: ვაქცინასთან დაკავშირებით კოვაქსპლატფორმის მეშვეობით ყოველდღიური პროგრესი გვაქვს

„ვფიქრობთ, რომ ჩვენ უკვე მალე გვექნება პასუხი, თუ როდის შევძლებთ ზუსტად მივიღოთ „ფაიზერის“ შეპირებული 29 000 დოზა ვაქცინა. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, პროგრესი არის სწრაფი, ველოდებით დოზებისა და ვადების დაზუსტებას, ეს უნდა მოხდეს არაუმეტეს მარტისა“.

შარლ მიშელი

25 თებერვალი 2021, 23:07

პოლიტიკა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ვიზიტით ეწვევა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

მაკა ბოჭორიშვილი

25 თებერვალი 2021, 22:58

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ჟურნალისტზე თავდასხმა არის გაუმართლებელი და უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ეს ჩაიდინა

ჟურნალისტზე თავდასხმა არის გაუმართლებელი და უნდა დაისაჯოს ყველა ვინც ეს ჩაიდინა! ვისურვებდი, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედებები არ ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

კახა კალაძე

25 თებერვალი 2021, 22:49

საზოგადოება

კახა კალაძე: ნებისმიერისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, რაზეც დგას დემოკრატიული ქვეყანა, მიუღებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა

„ძალადობა არის დანაშაული და კიდევ უფრო ამაზრზენია ეს დანაშაული, თუ ის ოჯახის და ბავშვის თვალწინ ხდება. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ის ღირებულებები, რაზეც დგას დემოკრატიული ქვეყანა, მიუღებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ ბევრ თემაზე, მაგრამ კამათს არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომ ძალადობა, აგრესია, ფიზიკური შეურაცხყოფა არის მიუღებელი“.

გიტანას ნაუსედა

25 თებერვალი 2021, 22:45

პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტი: დღეს საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, შეუერთდეს დემოკრატიულ ევროატლანტიკურ ოჯახს

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს​ ეხმაურება.

ბიძინა კულუმბეგოვი

25 თებერვალი 2021, 22:38

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: „კოვაქსს“ კარი უნდა „ავუტალახოთ“, ვაქცინაციის დაწყების თითოეულ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

„კოვაქსს“ კარი უნდა „ავუტალახოთ“, თითოეულ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ერთ დღეში შეიძლება 15 ათასი ადამიანი ავცრათ, რომელსაც ვიცით რომ ვირუსი არ დაემართებათ და საავადმყოფოში მოხვედრა არ დასჭირდებათ. ამიტომ ერთ დღეში შეიძლება რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

25 თებერვალი 2021, 22:28

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ნატოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან კიევსა და ალიანსს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

მამუკა მდინარაძე

25 თებერვალი 2021, 22:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კახა კალაძემ ვრცლად ისაუბრა იმ სამშენებლო ამნისტიაზე, რაც 10 ათასობით თბილისელს ძალიან გაახარებს, როდესაც ის მოქმედებაში მოვა

კახა კალაძე, რა თქმა უნდა, ესწრებოდა შეხვედრას და ჩვენ ვისაუბრეთ, მან იგივე პოზიცია დააფიქსირა, რაც ჩვენ ყველას ერთად გვაქვს დიალოგზე. მან ვრცლად ისაუბრა იმ სამშენებლო ამნისტიაზე, რაც 10 ათასობით მოქალაქეს, თბილისელს ძალიან გაახარებს, როდესაც ის მოქმედებაში მოვა, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე იმის შესახებ, ესწრებოდა თუ არა კახა კალაძე სხდომას და მას უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიცია ხომ არ გააჩნია დიალოგის შესახებ.

25 თებერვალი 2021, 22:15

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2.5 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2.5 მილიონს გადააჭარბა.

მამუკა მდინარაძე

25 თებერვალი 2021, 22:10

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიას თავად ჰქონდა თავისი ბედის გადაწყვეტის ბერკეტი თუ გასაღები

როდესაც ადამიანი არღვევს გირაოს პირობებს და გადის კონსტიტუციური კანონისმიერი ჩარჩოებიდან, ამ ჩარჩოებში დაბრუნების ერთადერთი გზა არის მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - ეს ხდება საქართველოში და საქართველოს საზღვრებს გარეთ, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, - შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

25 თებერვალი 2021, 22:09

პოლიტიკა

ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.

მამუკა მდინარაძე

25 თებერვალი 2021, 21:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ, რომ ქვეყანამ დემოკრატიული, სტაბილური განვითარება განაგრძოს

„უმრავლესობა არის იმ აზრზე, რაც მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენი მხრიდანა ხმოვანდებოდა, რაც საბედნიეროდ ემთხვევა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების, მთავარი სტრატეგიული მეგობრის ოფიციალურ პოზიციას, და ეს არის ის, რომ დიალოგს, მოლაპარაკებასა და არც კანონის უზენაესობას ალტერნატივა არ აქვს. ამით ყველაფერი ნათქვამია“.

მიხეილ სარჯველაძე

25 თებერვალი 2021, 21:44

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ: ეს არ არის თავსებადი ჩვენ კულტურასთან და ქართული სახელმწიფოს იდეასთან

ნებიმიერი ძალადობა არის დაუშვებელი. ეს არ არის თავსებადი ჩვენ კულტურასთან, და ქართული სახელმწიფოს იდეასთან, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი, მითუმეტეს, როდესაც ეს ეხება ჟურნალისტის წინააღმდეგ ძალადობას.

25 თებერვალი 2021, 21:41

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 9 568 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 568 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 345 ადამიანი გარდაიცვალა.

25 თებერვალი 2021, 21:35

მსოფლიო

ნატო სომხეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

ნატო სომხეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

სალომე ზურაბიშვილი

25 თებერვალი 2021, 21:34

საზოგადოება

პრეზიდენტი მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისთვის ვადის გახანგრძლივებას მიესალმება

ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე მუშაობა საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, დეპუტატობის პერიოდში დაიწყო. ამ ეტაპზე საქართველოს პრეზიდენტი და იუსტიციის სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ საქართველოს მოქალაქეობის მიღება-შენარჩუნება-აღდგენის წესების გამარტივებაზე.

სალომე ზუურაბიშვილი

25 თებერვალი 2021, 21:26

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ: კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა

„ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს. მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა“, -აცხადებს პრეზიდენტი,

25 თებერვალი 2021, 21:18

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 19 886 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 19 886 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 308 ადამიანი გარდაიცვალა.

სალომე ზურაბიშვილი

25 თებერვალი 2021, 21:17

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: როცა დღეს საქართველოს ვინმე ადარებს რუსეთს და ნავალნის საკითხებს, ეს ასი წლის წინ დაღუპული ახალგაზრდების უდიდესი შეურაცხყოფაა

როცა დღეს საქართველოს ვინმე ადარებს რუსეთს და ნავალნის საკითხებს, ეს ასი წლის წინ დაღუპული ახალგაზრდების უდიდესი შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი იუნკერების მემორიალთან განაცხადა, სადაც დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს გაიარა უმძიმესი დღეები, იყო მარცხიც, თუმცა აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა.

25 თებერვალი 2021, 21:13

მსოფლიო

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. სასანქციო სიაში ბელარუსის ხელისუფლებისა და ბიზნესის 88 წარმომადგენელია შეყვანილი, მათ შორის ალექსანდრე ლუკაშენკო.