IMEDI /  25 იანვარი 2021, 21:41 / სანდო წყარო

საგარეო უწყება: ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან სერგეი ლავროვის შეხვედრა რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ნაბიჯია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, შეხვედრა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან არის რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაგრძელებას, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან სერგეი ლავროვის შეხვედრას გამოეხმაურა.

„მსგავსი ქმედებებით რუსეთი ამაოდ ცდილობს, მოახდინოს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია იმ ფონზე, როდესაც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევით რუსეთი აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციას და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ ნაბიჯების გადადგმას. საერთაშორისო საზოგადოება ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას.

საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციასა და ეფექტურ კონტროლს და არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. სტრასბურგის სასამართლომ სწორედ რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას ისევე, როგორც ომის შემდგომ, ოკუპაციის პერიოდში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისთვის, მათ შორის ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილისთვის საკუთარ სახლში დაბრუნების უფლების ხელყოფისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სამართლიანი და მშვიდობიანი ბრძოლის მნიშვნელობას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების მიმართულებით“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

ყველა სიახლე

ახალციხე

03 მარტი 2021, 08:23

კულტურა

ახალციხეში გიორგი ბრწყინვალის ძეგლისა და გმირთა მემორიალის განთავსება იგეგმება

ახალციხეში გიორგი ბრწყინვალის ძეგლისა და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის განთავსება იგეგმება. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციისთვის გამოცხადებული კონკურსები უკვე დასრულდა. წარმოდგენილი ნამუშევრები ახალციხის საკრებულოში გამოიფინა, რომლის დათვალიერება 10 მარტის ჩათვლით ნებისმიერ მსურველს შეეძლება.გამარჯვებულს საკონკურსო კომისია 10 მარტს გამოავლენს.

03 მარტი 2021, 08:16

საზოგადოება

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება, რომელიც პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.

03 მარტი 2021, 08:12

პოლიტიკა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გახსნა.

03 მარტი 2021, 08:06

სამართალი

პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე გორში ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გორში „ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

დავით ზალკალიანი

03 მარტი 2021, 07:55

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს თურქეთს ეწვევა

​​​​​​​​საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით დღეს თურქეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრას გამართავს თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან.

03 მარტი 2021, 01:02

მსოფლიო

ოფიციალურმა მოსკოვმა აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას მტრული და ანტირუსული ქმედება უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას მტრული და ანტირუსული ქმედება უწოდა.

03 მარტი 2021, 00:54

ტაბლოიდი

ირინა შეიკმა ვარცხნილობა შეიცვალა

ირინა შეიკმა იმიჯი შეიცვალა. ჟურნალ Vogue Thailand-ის გარეკანზე ის მოკლე ვარცხნილობით გამოჩნდა. ერთ-ერთ ფოტოზე 35 წლის სუპერმოდელი Chanel-ის ლოგოტიპთან შიშველი პოზირებს, სხვა ფოტოებში კი მას ულამაზესი საღამოს კაბები აცვია. ფოტოსესია ცნობილმა იტალიელმა ფოტოგრაფებმა ლუკა და ალესანდრო მორელიმ მოაწყვეს.

დიეგო მარადონა პორშე აუქციონი

03 მარტი 2021, 00:46

ტაბლოიდი

დიეგო მარადონას „პორშეს“ აუქციონზე გაყიდიან

პორშე 911-ს 180 000 - 240 000 დოლარად აფასებენ. მანქანა მარადონას 1992 წლის ნოემბერში აჩუქეს, როცა ის ესპანურ „სევილიაში“ თამაშობდა. აუქციონი პარიზში, 3-10 მარტს გაიმართება.

ნიკოლოზ სამხარაძე

03 მარტი 2021, 00:46

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ყველა პარტნიორი ქვეყანა მოგვიწოდებს დიალოგისკენ, რატომღაც ოპოზიციის ერთ ნაწილს ეს არ ესმის ან არ სურს, რომ გაიგოს

ჩვენ მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ ის, რაც რუსეთს აწყობს, ჩვენი ხელით ქვეყანაში არ მოვაწყოთ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ისაუბრა. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, შარლ მიშელის ვიზიტმა ეს დაადასტურა, რომ ევროკაშირი ძალიან დიდი ყურადღებას ანიჭებს საქართველოს, როგორც მის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენსა და სანდო პარტნიორს რეგიონში.

გია აბაშიძე

03 მარტი 2021, 00:37

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ოპოზიციის ქცევაში რაციონალური მარცვლის მოძებნა ძალიან რთული გახდა - რაც დრო გადის, უფრო მიერეკებიან დესტრუქციული ქმედებებისკენ

ოპოზიციამ თავადაც იცის, რომ ურეიტინგოა. ისინი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც, გამოაცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ განაცხადა.

ალ პაჩინო

03 მარტი 2021, 00:36

ტაბლოიდი

ალ პაჩინოს „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიაზე ჩაეძინა🥱

80 წლის მსახიობი შოუს სახლიდან უყურებდა და ერთ მომენტში როგორც ჩანს მას ჩაეძინა. საბედნიეროდ, მან ნომინაციაში გამარჯვებულის დასახელების დროს გაიღვიძა. ჯილდო კი ჯოშ ოკონორს შეხვდა, სერიალიდან „გვირგვინი“.

პელე

03 მარტი 2021, 00:31

COVID19

პელე: დღეს დაუვიწყარი დღეა - ვაქცინა გავიკეთე

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, პელემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

ლევან ნიკოლეიშვილი

03 მარტი 2021, 00:27

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, თუ ოპოზიცია სააკაშვილის მონობისგან გათავისუფლდება, მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების შანსი აქვთ

„თუ ისინი ამ მონობისგან გათავისუფლდებიან, მათ აქვთ შანსი, რომ კვლავ დაუბრუნდნენ პოლიტიკოსის სახელს და დაუბრუნდნენ პოლიტიკურ ცხოვრებას. მეორე გამოსავალი მათთვის არის, რომ ისინი გადაიჩეხებიან უფსკრულში, ადგილობრივ არჩევნებზე მიიღებენ უარეს შედეგს და მათ ყვირილს „გაყალბდას“ შესახებ უკვე აღარავის დაიჯერებს “, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

03 მარტი 2021, 00:15

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 280 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 280 653 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 6 630 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ნიკოლოზ სამხარაძე

03 მარტი 2021, 00:12

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: იგეგმება ვიზიტები ვაშინგტონსა და ბრიუსელში, ჩვენი პარტნიორები სრულად ინფორმირებულები იქნებიან იმ მოვლენების შესახებ, რომელიც საქართველოში ვითარდება

„ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ეს კომუნიკაცია. მე პირადად სხვადასხვა ჩემს ევროპელ კოლეგას ვესაუბრები ყოველდღიურ რეჟიმში და ვაცნობ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად რეგიონში არსებულ ვითარებას. იმიტომ რომ რეგიონში არსებული ვითარება აისახება, რა თქმა უნდა, საქართველოს უსაფრთხოებაზე. ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ უკანასკნელი მოვლენების შემდეგ რუსეთის პოზიციები რეგიონში აშკარად გაძლიერებულია, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის საქართველს. ამასთან ერთად იგეგმება ვიზიტებიც, როგორც ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელში. შესაბამისად, ჩვენი პარტნიორები, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში, იქნებიან სრულად ინფორმირებულები იმ მოვლენების შესახებ, რომელიც საქართველოში ვითარდება“, - განაცხადა სამხარაძემ.

03 მარტი 2021, 00:09

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 22 857 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 857 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 301 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

დავით ზალკალიანი

03 მარტი 2021, 00:07

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში პოსტი დადო, რომ მას საქართველოში ვიზიტის დროს ბევრ რამეზე თვალი აეხილა

ჩვენ ყველაფერზე უნდა ვიზრუნოთ. რომ ინფორმაცია მათთვის იყოს მიწოდებული ისე, როგორც საჭიროა. ისინი უნდა დავარწმუნოთ, სწორი, თანმიმდევრული ქმედებით ჩვენს სიმართლეში, - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ლევან ნიკოლეიშვილი

03 მარტი 2021, 00:06

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილი პოლიტიკოსი აღარაა, მაგრამ მას, როგორც ავანტიურისტს, დიალოგი საფრთხეს უქმნის

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსი აღარაა, მაგრამ მასაც, როგორც ავანტიურისტს, საფრთხე ემუქრება, იმიტომ რომ წარმატებული დიალოგის შემთხვევაში ის საინტერესო აღარ იქნება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

03 მარტი 2021, 00:01

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 2 662 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 662 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 192 ადამიანი გარდაიცვალა.

ალექსანდრე მიშველაძე

03 მარტი 2021, 00:00

პოლიტიკა

ალექსანდრე მიშველაძე: სანქციებზე ლაპარაკი არის აბსურდი და ყოველგვარ რეალობას მოკლებული

„სანქციებზე ლაპარაკიც არის სრულიად აბსურდი და ყოველგვარ რეალობას მოკლებული. ალბათ გახსოვთ, ზაფხულში ზარ-ზეიმით გვაცნობეს, რომ ამერიკის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტის მიხედვით, რომელიც წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა მიიღო, ქვეყანას დახმარება უმცირდებოდა 15%-ით, იქ იყო სანქციები ჩადებული და უხაროდათ. საბოლოოდ რა მივიღეთ? პირიქით, 2017 წლიდან დღემდე ეს დახმარება გაიზარდა 50 მილიონით და შეადგინა 132 მილიონი“, - განმარტავს სპეციალისტი.