imedi /  26 იანვარი 2021, 18:31 / სანდო წყარო

29 იანვარს ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

29 იანვარს ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბში 06:30 სთ-დან 09:30 სთ-მდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაცით, ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბში მოძრაობა განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო შეიზღუდება.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „ლოჭინის“ მიერ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24-ე და 28-ე კილომეტრებზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, 2021 წლის 29 იანვარს 06:30 სთ-დან 09:30 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ჯერ ერთ შემდეგ მეორე მხარეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

09 მარტი 2021, 10:48

COVID19

ბრაზილიის დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ ფედერალური ოლქის გუბერნატორმა, იბანეის როშამ განაცხადა.

09 მარტი 2021, 10:46

COVID19

რამდენ ადამიანს დაუდგინდა საქართველოში კორონავირუსი და რამდენი გამოჯანმრთელდა. 9 მარტის მონაცემები

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 139 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 129 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 273 137 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 267 015, გარდაიცვალა 3 601 პაციენტი.

09 მარტი 2021, 10:45

COVID19

როგორია კორონავირუსით გარდაცვალების მონაცემები 9 მარტის მდგომარეობით

ვირუსს ჯამში 3601 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 273137-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 267015-ს.

09 მარტი 2021, 10:43

COVID19

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი: ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ ადამიანები პირბადის გარეშე გადაადგილებას შეძლებენ

ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ ადამიანებს პირბადის გარეშე შეხვედრა შეეძლებათ, - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

09 მარტი 2021, 10:40

ტაბლოიდი

ჯო ბაიდენის ძაღლმა თეთრი სახლის დაცვის თანამშრომელს უკბინა

გავრცელებული ინფორმაციით, უილმინგტონში ძაღლები მას შემდეგ გაამგზავრეს, რაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეიჯორმა თეთრი სახლის დაცვის თანამშრომელს უკბინა. ბაიდენმა გერმანული ნაგაზები მეიჯორი და ჩემპი თეთრ სახლში ინაუგურაციიდან ერთ კვირაში გადაიყვანა.

09 მარტი 2021, 10:40

რეგიონი

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა

სამუშაო თათბირების შემდეგ, გიორგი ბაგრატიონი დაცვის პოლიციის მიერ დაცულ სტრატეგიულ ობიექტებზე მივიდა, თანამშრომლებს შეხვდა და ადგილზე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო.

09 მარტი 2021, 10:32

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“, 9 მარტს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც 40 000-ზე მეტ აბონენტს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 9 მარტს წყალგამტარ გვირაბზე დაგეგმილ სამუშაოების ფარგლებში ორი მაგისტრალური წყალსადენის ერთმანეთთან დაკავშირება მოხდება.

უაიეტ ტელერი

09 მარტი 2021, 10:29

სპორტი

ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე უაიეტ ტელერი ნადირობისთვის გააკრიტიკეს

ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე უაიეტ ტელერი საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა. სპორტსმენმა სოცილურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც 200 კილოგრამიანი ნიანგი ჰყავს მოკიდებული. 26 წლის მოთამაშეს ნადირობა ძვირად დაუჯდა, რადგან მსოფლიოს თითქმის ყველა სპორტული გამოცემა ამ ფაქტს ნეგატიურად გამოეხმაურა.

09 მარტი 2021, 10:24

რეგიონი

ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევ მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევ მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. დაბალი ტემპერატურის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1- კმ62 (ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

09 მარტი 2021, 10:19

რეგიონი

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში ინციდენტის დროს დაშავებულთაგან ერთი ჟურნალისტი თბილისში გადაიყვანეს

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებისას დაშავებული ერთ-ერთი ჟურნალისტი თბილისში ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მორიგე ექიმის ლევან ქობალიას განცხადებით, მარტვილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილ ერთ-ერთ დაშავებულს „პოსტ ტვ“-ის ჟურნალისტს სოსო ხოფერიას დაუდგინდა წელის მეოთხე მალის მოტეხილობა, რის გამოც მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

09 მარტი 2021, 10:18

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის წევრებმა ქალ პატიმრებს 8 მარტი მიულოცეს

N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაწესებულებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ცხვარაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი და ამავე კომიტეტების წევრი, ელისო ბოლქვაძე, ასევე მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ჭიპაშვილი ეწვივნენ.

კახა აბუაშვილი

09 მარტი 2021, 10:13

საზოგადოება

კაბუ „მთავარ არხს“ უპირისპირდება

მსახიობი და მუსიკოსი კახა აბუაშვილი (იგივე „კაბუ“) „მთავარ არხს“ უპირისპირდება და სიცრუეში ადანაშაულებს. ის სოციალურ ქსელში არხზე გასული სიუჟეტის აღწერის სქრინს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მას მსგავსი რამ არ უთქვამს.

09 მარტი 2021, 10:11

საზოგადოება

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როსარია პუგლისს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოში ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი გინტარას ბაგდონასი დაესწრო.

ნათურა

09 მარტი 2021, 10:02

საზოგადოება

რომელ რაიონს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 9 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

09 მარტი 2021, 09:35

COVID19

საქართველოში კოვიდგატანილი ადამიანების კვლევა დღეიდან იწყება

კვლევა არის რანდომიზირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შერჩევითი პრინციპით მოხდა პაციენტების ჩართვა. შერჩეული პაციენტები გადიოდნენ მკურნალობას, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე სახლის პირობებში. მათი გამოკვლევა ინფექციური საავადმყოფოს ბაზაზე მოხდება.

09 მარტი 2021, 09:18

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

დაღუპული ფეხბურთელის ოჯახის პოზიცია უცვლელია. მათ მოლოდინი აქვთ, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, „ტოიოტა ქამრის“ ხუთ მგზავრს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

09 მარტი 2021, 09:13

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 9 მარტს ქუთაისში ნალექიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +11 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმში, სადაც დღისით სინოპტიკოსები +9 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გურამ გურამიშვილი

09 მარტი 2021, 08:53

ეკონომიკა

გურამ გურამიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

გურამ გურამიშვილი, რომელიც მანამდე სს „საქართველოს რკინიგზაში“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. გურამ გურამიშვილს საქართველოს სატრანსპორტო სფეროში საქმიანობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს.

მეუფე სტეფანე

09 მარტი 2021, 08:41

რეგიონი

მეუფე სტეფანეს განცხადებით, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი პროვოკაციის უკან, ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა დგას

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც დაშავებული ჟურნალისტი მოინახულა. მეუფემ მედიასთან კომენტირებისას ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს იყო გარკვეული ჯგუფის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია.

09 მარტი 2021, 08:26

პოლიტიკა

ბიუროს სხდომაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს განიხილავენ

უმრავლესობა მოუწოდებს ოპოზიციას, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო კოდექსის საპარლამენტო განხილვაში და საკუთარი შენიშვნები და წინადადებები საკანონმდებლო ორგანოში წარმოადგინონ. საარჩევნო კოდექსისი ცვლილებასტან დაკავშირებული საპარლამენტო განხილვები ორი თვის ვადაში დასრულდება.