ნიკოლოზ სამხარაძე: PACE-მ საბოლოო ანგარიშში კიდევ ერთხელ ხაზგასმით თქვა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო თავისუფალი, კონკურენტული და შედეგები ხალხის ნებას ასახავდა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ დღეს გამართულ პარლამენტის სხდომაზე კოლეგებს ის შედეგები გაუზიარა, რომელიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას აქვს სტრასბურგში და განაცხადა, რომ ამ დღეებში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს, ირაკლი კობახიძე ზედიზედ მეორედ აირჩიეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი საქართველოს პარლამენტისთვის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტისთვის, რადგან ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ ევროპის საბჭოს ძალიან მაღალი ტრიბუნიდან დავაყენოთ ის საკითხები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის არის პრიორიტეტული და საჭირბოროტო“, - განაცხადა სამხარაძემ.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დამტკიცდა 2020 წლის მონიტორინგის ანგარიში, სადაც ძალიან საგულისხმო ერთი ფრაზა, ჩაიწერა, როგორიც არასოდეს ჩაწერილა ასეთი ტიპის ანგარიშებში. კერძოდ, იქ წერია, რომ ოპოზიცია, რომელმაც მიიღო ხალხის მხარდაჭერა, უნდა შემოვიდეს პარლამენტში და ძირი არ უნდა გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას.
„მგონი, ეს ჩანაწერი, რომელსაც ევროპის საბჭოს 47 სახელმწიფო აწერს ხელს, ძალიან საყურადღებო უნდა იყოს როგორც ჩვენთვის, ასევე ოპოზიციისთვის და მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის“, - მიიჩნევს დეპუტატი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მან ყურადღება გაამახვილა, არის გუშინ დამტკიცებული კიდევ ერთი ანგარიში, რომელიც სასამართლო დავებთან არის დაკავშირებული და ამ ანგარიშში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა რუსეთს შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მას დააკისრა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით, 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ და არაჰუმანურად გამოძევების გამო რუსეთის ფედერაციიდან. რუსეთმა სასწრაფოდ უნდა გადაიხადოს ეს თანხა და ასევე ვადაგადაცილებული პროცენტებიც.
„ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ წინა კვირას ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, რომლის აღსრულებაც ასევე რუსეთის პასუხისმგებლობა იქნება და შესაბამისად ეს არის შეხსენება რუსეთისთვის, რომ წინა სასამართლო გადაწყვეტილებაც უნდა აღასრულოს და ის სასამართლო გადაწყვეტილებაც, რომელიც წინა კვირაში იქნა მიღებული.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არჩევნების შესახებ ანგარიში წარმოადგინა, ეს არის საბოლოო ანგარიში 2020 წლის არჩევნებზე, სადაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო თავისუფალი, ის ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და არჩევნების შედეგები ასახავდა ხალხის ნებას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ყველა სიახლე

21 აპრილი 2025, 08:35
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს
დღეს მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.

21 აპრილი 2025, 08:00
საზოგადოება
მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება დღესაც უფასოდ შეეძლებათ
ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

20 აპრილი 2025, 23:46
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი გასული წლის აქციებზე: ეს არის ის სურათი, ის ფილმი, რომელიც ჩვენ არაერთგზის გვინახავს და მაიდნის ტიპის პროექტები განხორციელებულა „დიფ სთეითის“ ხელით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
ეს არის ის სურათი, ის ფილმი, რომელიც ჩვენ არაერთგზის გვინახავს და მაიდნის ტიპის პროექტები განხორციელებულა „დიფ სთეითის“ ხელით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში., - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა აქციაზე დაშავებულ პოლიციელზე, გიორგი ზაბახიძეზე საუბრისას.

20 აპრილი 2025, 22:52
პოლიტიკა
ალექსანდრე დარახველიძე 29 ნოემბერს დაშავებულ პოლიციელზე: მას უწევს ამ მძიმე ტრავმით მუშაობა. ძალიან მძიმეა, როდესაც საუბრობენ მხოლოდ აქციის მონაწილეთა დაზიანებაზე მაშინ, როდესაც პოლიციელმა ასეთი მძიმე დაზიანება მიიღო
პირველივე დღეს, როცა დაიწყო გამოსვლები, 28 ნოემბერს ღამეს და 29 ნოემბრის დილის საათებში იმყოფებოდა ადგილზე, საპოლიციო კორდონში. სანამ პოლიცია დაიწყებდა აქციის დაშლას და შესაბამის მოქმედებებს, კორდონში დგომის დროს მას მოხვდა აქციის მოძალადე წევრის მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგანი თვალის არეში, წაიქცა და დასჭირდა სამედიცინო დახმარება, - განაცხადა „იმედის კვირაში“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ აქციაზე დაშავებულ პოლიციელზე, გიორგი ზაბახიძეზე საუბრისას.

20 აპრილი 2025, 22:18
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: როდესაც ჩვენ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე ვსაუბრობთ, გარდა იმ სისტემური წამება-გაუპატიურებისა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალისა და ა.შ. ჩვენ არ შეგვიძლია, გამოგვრჩეს, რა ფორმა მისცეს მათ კორუფციას
როდესაც ჩვენ ამ რეჟიმზე ვსაუბრობთ, გარდა იმ სისტემური წამება - გაუპატიურებისა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალისა, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვისა, ტელევიზიების მითვისებისა და ა.შ. ჩვენ არ შეგვიძლია გამოგვრჩეს რა ფორმა მისცეს კორუფციას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.

20 აპრილი 2025, 21:48
საზოგადოება
„ეთამაშე შაზამს“ - „იმედის“ ეთერში 25 აპრილიდან
კიდევ ერთი ახალი პროექტი - ყველაზე აზარტული, ყველაზე სახალხო ამერიკული შოუს ქართული ანალოგის ტელეპრემიერა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 25 აპრილს შედგება.

20 აპრილი 2025, 21:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გრანტების კანონით ითქვა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ვისაც სურს საქართველოში გრანტის სახით ფული დახარჯოს, ეს უნდა მოხდეს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში
ამ კანონით ითქვა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ვისაც სურს საქართველოში გრანტის სახით ფული დახარჯოს, განსაკუთრებით ეს ეხება სფეროებს, როდესაც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ხდება ზემოქმედება, ეს უნდა მოხდეს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში. საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში რა არის, ამას ამბობს ხელისუფლება, ასე ფუნქციონირებს დემოკრატია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გრანტების კანონზე საუბრისას.

20 აპრილი 2025, 21:23
პოლიტიკა
რადიკალიზმის მძიმე შედეგი - პოლიციელმა აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვის საგნის მოხვედრის შედეგად მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვის საგნის მოხვედრის შედეგად, 29 ნოემბერს, პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. ექიმების დასკვნით მხედველობის აღდგენა შეუძლებელია.

20 აპრილი 2025, 21:16
პოლიტიკა
გამჭვირვალობის მტკივნეული ეფექტი რადიკალებისთვის. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
გამჭვირვალობა გამჭვირვალობის წინააღმდეგ - ასეთ აბსურდს სთავაზობს ეკა გიგაური საზოგადოებას, პოლიტიკოსი „ენჯეოს“ მანტიით.

20 აპრილი 2025, 20:56
პოლიტიკა
კორუფციული რვაფეხა - საგამოძიებო კომისიის სხდომებზე მოსმენილი ინფორმაცია სააკაშვილის ოჯახის გამდიდრების შესახებ. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
გასულ კვირას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საზოგადოებამ მოისმინა ჩვენებები, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის ოჯახი არა წინაპრების მემკვიდრეობით, არამედ სხვისი საკუთრების მიტაცებით გამდიდრდა.

20 აპრილი 2025, 20:42
პოლიტიკა
გახარიას „ერორი“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
გასულ კვირას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მისული გიორგი გახარიას პასუხებით ღიად გამოიკვეთა, რომ პოლიტიკური ამნეზიით იგი თვით მოგერიების რეჟიმში გადავიდა.

20 აპრილი 2025, 20:26
საზოგადოება
პატრიარქის სააღდგომო ქადაგების გზავნილები „იმედის კვირაში“
აღდგომის ღამეს მორწმუნეები პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს განსაკუთრებულად ელოდებიან - აინტერესებთ, რას იტყვის უწმინდესი.

20 აპრილი 2025, 20:15
საზოგადოება
სამი რელიგიის წმინდა ქალაქი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი იერუსალიმიდან
უკვე მეათე წელია, ვნების კვირაში გოლგოთის გზას ქართველ პილიგრიმებთან ერთად ვარლამ წიკლაური და გიორგი ძოწენიძე გადიან.

20 აპრილი 2025, 15:17
მსოფლიო
კიტ კელოგი: მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება. აღნიშნულ საკითხზე მან Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

20 აპრილი 2025, 14:09
საზოგადოება
კახა კალაძე: ქრისტე აღდგა! დაე, ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდეს ჩვენს გულებს სიხარულით და ბედნიერებით!
თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.

20 აპრილი 2025, 13:39
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
საზეიმო წირვა, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.

20 აპრილი 2025, 12:57
საზოგადოება
ლევან მგალობლიშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართველები და აფხაზები იპოვიან ძალას საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებისთვის და ძალიან მალე აღდგომის დღესასწაულს აფხაზეთში ერთად აღვნიშნავთ
საქართველოს მომავალი დამოკიდებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ შერიგებაზე. დარწმუნებული ვარ, ქართველები და აფხაზები იპოვიან ძალას საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებისთვის და ძალიან მალე აღდგომის დღესასწაულს აფხაზეთში ერთად აღვნიშნავთ.

20 აპრილი 2025, 12:50
საზოგადოება
20-21 აპრილს ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება, აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ
თბილისის მერიის ინფორმაციით, 20-21 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

20 აპრილი 2025, 12:43
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
საზეიმო წირვის დაწყებამდე, ტაძარში შეკრებილმა მრევლმა სააღდგომო ეპისტოლე მოისმინა. ლიტურგიაზე ჯამბულატ მელაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

20 აპრილი 2025, 11:09
პოლიტიკა
დავით შერაზადიშვილი: აღდგომა იმედის, სიკეთის, ბოროტების დამარცხების და სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლოა. მშვიდობას, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და სულიერ სიძლიერეს გისურვებთ
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი სააღდგომო ლიტურგიას ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში დაესწრო.