მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთება არის კონკრეტული ნაბიჯი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს საბოლოო მიზნის მიღწევაში
მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: Facebook
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარისა და ევრონესტში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, ბრიუსელში პირველი ვიზიტი შეაჯამა.
„შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი ევროპარლამენტარების საკმაოდ დიდ ჯგუფს. მთავარი მიზანი იყო მათთვის გამეცნო ჩვენი ხედვები საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით, ვინაიდან არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში, ხოლო შემდეგ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაში გაჟღერდა, რომ 2024 წელს საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. ბუნებრივია ამას სჭირდება ასოცირების შეთანხმების წარმატებით შესრულება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, ბრუსელში ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით, საქართველოს ხელისუფლება მიდის სწორი გზით ევროინტეგრაციის გზაზე და ხორციელდება ყველა ის რეფორმა, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გაძლიერებას.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცახედბით შეხვედრებისას, საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირში საქართველოს მხარდაჭერის მობილიზებას, როგორც ბრუსელში ასევე, ევროპის დედაქალაქებში, ვინაიდან ევროკავშირში გაწევრიანებას სჭირდება ევროკავშირის ყველა ქვეყნის მხარდაჭერა. „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ვსაუბრობთ ევროკავშირში ინტეგრაციაზე თუმცა, წევრობის განაცხადის გაკეთება არის უკვე ის კონკრეტული ნაბიჯი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს საბოლოო მიზნის მიღწევაში. მოხარული ვარ, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან არის მზაობა დაგვეხმარონ. იყო კონკრეტული რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ იმისთვის, რომ ამ მიზანს მიაღწიოს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრებისას საუბარი შეეხო იმ მიმართულებებს, სადაც შეიძლება, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებამდე, თანამშრომლობა გაძლიერდეს ევროკავშირთან, თუ რა სფეროებია ისეთი, სადაც შეიძლება მეტი რესურსი ჩაიდოს, რათა საქართველომ მეტი სარგებელი მიიღოს ევროკავშირთან ურთიერთობაში.
„ერთი ეს არის ევროკავშირის ბაზრის უკეთ ათვისება ჩვენი ბიზნესისთვის, ჩვენი მეწარმეებისთვის და ამ მიმართულებით რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ხელი შევუწყოთ იმ შესაძლებლობებს, რაც საქართველოს მიენიჭა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობით ევროკავშირთან. მეორე ძირითადი მიმართულება, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ ეს არის განათლება, მეცნიერება, ინოვაციების სფეროში თანამშრომლობა, ვინაიდან აქ არის ბევრი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქართველ ახალგაზრდებს მივცეთ მეტი შესაძლებლობა, რომ უკეთ გამოვიყენოთ ევროკავშირის ბაზრით მონიჭებული სიკეთეები“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ჩვენი ევროპელი კოლეგები განსაკუთრებული ინტერესით ადევნებენ თვალს ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, რაც მათთვის შეშფოთების საგანია. „ისინი დაინტერესებულები არიან ჩვენთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებით. ამ მიმართულებით გასულ კვირას ევროპარლამენტის მსჯელობდა ორ მნიშვნელოვან თემაზე - ეს იყო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ რეზოლუციები. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრობლემატიკა და გამოწვევები ევროპარლამენტის ორივე რეზოლუციაში იქნა ასახული. ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ ერთხმად მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები დანახულ იქნა ევროპული უსაფრთხოების სურათსა და კონტექსტში“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, დაინტერესება ასევე არის ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით. „ევროპარლამენტარებისთვის ცალსახად, გაუგებარია და მიუღებელია ბოიკოტის ენა. არაერთხელ გაჟღერდა შეხვედრებზე, რომ ისინი მოელიან ქართველი ამომრჩევლის ნების შესრულებას და ჩვენი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის სრულად ფუნქციონირებაში თავიანთი წვლილის შეტანას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ყველა სიახლე
14 იანვარი 2025, 20:26
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი დროშა არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის, დამოუკიდებლობის და თავისუფლების ყველაზე მთავარი სიმბოლო
ჩვენი დროშა არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის, დამოუკიდებლობის და თავისუფლების ყველაზე მთავარი სიმბოლო.
14 იანვარი 2025, 20:25
პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაცია საქართველოშია
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაცია საქართველოშია. დღეს მათ შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართეს. შეხვედრები ასევე დაგეგმილია ოპოზიციასთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
14 იანვარი 2025, 20:22
პოლიტიკა
სააკაშვილის რეჟიმის მხილება - საგამოძიებო კომისიის მუშაობის დაწყებამდე სამი კვირა რჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ გარე მოკავშირეებს იმ კომისიის სხდომების პირდაპირ ეთერში მოსმენას ურჩევს, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები უნდა შეისწავლოს.
14 იანვარი 2025, 20:00
სპორტი
ფაბრიციო რომანო: ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადადის, გარიგება დღეს გაფორმდა
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადადის, გარიგება დღეს გაფორმდა, - დაწერა სოციალურ მედიაში გავლენიანმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.
14 იანვარი 2025, 19:33
მსოფლიო
ავსტრალიის პრემიერი ილონ მასკს: ჩვენ გვაქვს უცხოური ჩარევის შესახებ კანონები და ავსტრალიის არჩევნები ავსტრალიელების საქმეა
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზიმ ილონ მასკი გააფრთხილა, არ ჩაერიოს ქვეყნის მოახლოებულ არჩევნებში. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
14 იანვარი 2025, 19:15
პოლიტიკა
მარინა ლობჟანიძე: დღეს საქართველო იხდის ხარკს სწორედ თავისი ნეიტრალიტეტისთვის და პრო-ქართული ორიენტაციისთვის
დღეს საქართველო იხდის ხარკს სწორედ თავისი ნეიტრალიტეტისთვის და პრო-ქართული ორიენტაციისთვის.
14 იანვარი 2025, 19:06
მსოფლიო
ზელენსკი: ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება საჭირო აღჭურვილობის ნაკლებობა
ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება საჭირო აღჭურვილობის ნაკლებობა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
14 იანვარი 2025, 18:58
ეკონომიკა
ირაკლი ქარქაშაძე: წელს, სამივე საერთაშორისო აეროპორტში 8 მილიონ მგზავრზე მეტს ველოდებით
„ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, გასულ წელს, ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომელიც 951,760 მგზავრსა და 4,144 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 53%-ით და რეისების რაოდენობა კი 33%-ით გაიზარდა. (2023 წელი - 621,506 მგზავრი, 3,110-რეისი)“.
14 იანვარი 2025, 18:40
მსოფლიო
ერდოღანი: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, დავიცვათ ჩვენი შვილები და ახალგაზრდები მავნე ტენდენციებისა და გაუკუღმართებული იდეოლოგიებისგან
ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, დავიცვათ ჩვენი შვილები და ახალგაზრდები მავნე ტენდენციებისა და გაუკუღმართებული იდეოლოგიებისგან, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
14 იანვარი 2025, 18:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენს გერბზე გამოსახულია ეროვნული დევიზი - „ძალა ერთობაშია“, ჩვენს თანამოქალაქეებს, ქართველ ხალხს ვუსურვებ, რომ ეს ერთობა ყოველთვის განგვეცადოს
მინდა მოგილოცოთ სახელმწიფო დროშის დღე. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო. ჩვენს გერბზე გამოსახულია ეროვნული დევიზი - „ძალა ერთობაშია“, ჩვენს თანამოქალაქეებს, ქართველ ხალხს ვუსურვებ, რომ ეს ერთობა ყოველთვის განგვეცადოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე ბახმაროდან მიულოცა.
14 იანვარი 2025, 18:33
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: არის გარკვეული ამოცანა, რომ როგორმე ეს ქვეყანა შეირყეს და სამხრეთ კავკასიაში გვქონდეს ისეთი ვითარება, როდესაც ხელისუფლებაში იქნებიან ისინი, ვინც ფულს იხდის გარკვეული პროპაგანდისთვის
ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ ლორა თორნტონს და კონგრესმენ ჯო უილსონს საერთოდ არ აინტერესებთ მე და თქვენ რას ვლაპარაკობთ, ჩვენი მსმენელი ამას როგორ აფასებს და არ აინტერესებთ ქართული საზოგადოება, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
14 იანვარი 2025, 18:27
პოლიტიკა
ანჯაფარიძე: ვწერდი, რომ აქციების მოჩვენებითი მშვიდობა რადიკალიზაციით შეიცვლებოდა და ამის ერთ-ერთი ტრიგერი გახდა საგამოძიებო კომისიის შექმნა „ნაცმოძრაობის" გასამართლებისათვის, რაც ბევრი რამის ლუსტრირებას მოახდენს
აქციების დირიჟორმა ჯოხი აიქნია და მშვიდობიანი რეჟიმიდან აგრესიულზე გადასვლა უბრძანა ორკესტრს, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ორი დღის წინ წერდა, რომ აქციების მოჩვენებითი მშვიდობა რადიკალიზაციით შეიცვლებოდა და ამის ერთ-ერთი ტრიგერი გახდა საგამოძიებო კომისიის შექმნა „ნაცმოძრაობის" გასამართლებისათვის, რაც საკმაოდ ბევრი რამის ლუსტრირებას მოახდენს.
14 იანვარი 2025, 18:25
ეკონომიკა
ირაკლი ქარქაშაძე: 2024 წელი ქართული ავიაციისა და აეროპორტებისთვის ისტორიული იყო. არა ერთი რეკორდი მოვხსენით - საქართველოს აეროპორტები 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ
2024 წელი ქართული ავიაციისა და აეროპორტებისთვის ისტორიული იყო. არა ერთი რეკორდი მოვხსენით. ჯამურად შევძელით და 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ სამივე საერთაშორისო აეროპორტში და ჯამურად, წინა წელთან შედარებით, 24% გვქონდა ზრდა, - განაცხადა აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ „დღის ქრონიკაში“.
14 იანვარი 2025, 18:05
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი მიხაილ როთის ვიზიტზე: მიხაილ როთი არის ერთ-ერთი სეგმენტი სცენარისა, რომელსაც სხვადასხვა მიმართულებები გააჩნია. ეს ყველაფერი ერთად შეკრა მაკკეინის ანგარიშმა, რომელიც ელოდებოდა აქ სისხლისღვრას
გერმანელი პოლიტიკის აუტსაიდერის ეს ვიზიტი, შეიძლება არც არაფრად მივიჩნიოთ. სამწუხაროა, რომ ხალხი ხვდება ქუჩაში და ყვავილების თაიგულებს ჩუქნის და ხელკავით დასეირნობენ. მაგრამ ასეთი უტიფარი და მტრული განცხადებები საქართველოს მიმართ, როგორიც როთმა გააკეთა, ჩვენ სხვებისგანაც მოვისმინეთ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, რითაც გერმანელი პოლიტიკოსის მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.
14 იანვარი 2025, 18:02
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური ძალები საერთაშორისო აქტორებს უგზავნიან წერილებს, რომ აქ ყველაფერი ცუდად არის, ყველაფერი ინგრევა, ლამის აქ უკვე ჩელიაბინსკი გაიხსნა, ყველაფერი არის რუსული, კატას „კოშკა“ ჰქვია და ა.შ.
ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური ძალები საერთაშორისო აქტორებს თუ საერთაშორისო პლატფორმებზე, კონკრეტულ ქვეყნებს უგზავნიან წერილებს, რომ აქ ყველაფერი ცუდად არის, ყველაფერი ინგრევა, ლამის აქ უკვე ჩელიაბინსკი გაიხსნა, ყველაფერი არის რუსული, კატას „კოშკა“ ჰქვია და ა.შ. - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ PACE-ს თანამომხსენებლების ვიზიტთან დაკავშირებით.
14 იანვარი 2025, 17:59
მსოფლიო
AP: „ჰამასმა“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოიწონა
დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოიწონა და დაამტკიცა. ინფორმაციას Associated Press-ი მოლაპარაკებებში მონაწილე ორ ადამიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
14 იანვარი 2025, 17:58
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: უტიფარი უსამართლობა, ორმაგი სტანდარტი იყო ის მთავარი იარაღი, რაც ხელში ეჭირა გაერთიანებულ ნაცმოძრაობას და ზოგიერთ ევროპარლამენტარს. მაქსიმალური გახსნილობა და ინფორმაციის მიწოდება გვმართებს
უტიფარი უსამართლობა, ორმაგი სტანდარტი იყო ის მთავარი იარაღი, რაც ხელში ეჭირა გაერთიანებულ ნაცმოძრაობას და ზოგიერთ ევროპარლამენტარს. მაქსიმალური გახსნილობა და ინფორმაციის მიწოდება გვმართებს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“.
14 იანვარი 2025, 17:57
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: როდესაც ადამიანმა ხელი დაარტყა პოლიციელს, ეს მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ კანონი დაირღვა. ეს არის იმის მცდელობა, რომ საქართველოში უნდათ შექმნან განუკითხაობის, უკანონობის ატმოსფერო
როდესაც ადამიანმა ხელი დაარტყა პოლიციელს, ან ქვა ესროლა, ან „მოლოტოვის კოქტეილი“, ან პიროტექნიკა გამოიყენა, რაც ფაქტობრივად მომაკვდინებელი იარაღია, ეს მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ კანონი დაირღვა. ეს არის იმის მცდელობა, რომ საქართველოში უნდათ შექმნან განუკითხაობის, უკანონობის ატმოსფერო“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
14 იანვარი 2025, 17:51
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: მოღალატე ძალების პოლიტიკური გასამართლების ნება ქართველი ხალხის დაკვეთა და მოთხოვნაა. ხალხის ნება აღსრულდება და მათ გასამართლებაზე ხელმომწერი „ქართული ოცნება” იქნება
ამ განცხადების შემდეგ, „ქურდს ქუდი ეწვის”პოზიციიდან მოქმედებს „ნაციონალური მოძრაობა” და გავეშებული, ყველა მეთოდითა და ფორმით ებრძვის „ქართულ ოცნებას”. „ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიტიკაში მიღებული წესი დაივიწყა, ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და ოპოზიციურ პლატფორმაზე ბრძოლას წესების გარეშე აგრძელებს, - წერს „ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციის ქმედებებზე მამუკა მდინარაძის განცხადების შემდგომ, შეიქმნას დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია რომელიც 2003-2012 წლებში რეჟიმის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს.
14 იანვარი 2025, 17:31
მსოფლიო
The Times: შვეიცარია ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე პუტინს არ დააკავებს, თუ ის ქვეყანაში ტრამპთან შესახვედრად ჩავა
შვეიცარია, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ დააკავებს, თუ ის ქვეყანაში აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შესახვედრად ჩავა. ინფორმაციას გამოცემა „The Times-ი ავრცელებს.