Contrepoints-ი: საქართველოს დემოკრატია დღეს მყარად დგას ფეხზე, როგორც ცხადყოფს სამჯერ ზედიზედ ჩატარებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები
ფოტო: shutterstock.com
,,საქართველო - მმართველი პარტიის ლიდერი მიდის პოლიტიკიდან მას შემდეგ, რაც ქვეყანა ნატოს ზღურბლთან მიიყვანა“, - ამ სათაურით სტატიას გამოცემა Contrepoints-ი აქვეყნებს.
როგორც სტატიის ავტორი აცხადებს, საქართველოსა და დასავლეთს შორის დიდი რუდუნებით შექმნილი სულ უფრო მჭიდრო ურთიერთობები, პირველ რიგში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომელმაც მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების პარტიამ 2020 წლის ოქტომბერში გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, განაცხადა, რომ სამუდამოდ ტოვებს პოლიტიკას და ასპარეზს ახალგაზრდებს უთმობს.
მისი თქმით, თბილისის თანმიმდევრული მცდელობები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობასთან დაკავშირებით მარტივი ასახსნელია, ვინაიდან ქართულ პოლიტიკაში არსებული მთავარი დაძაბულობა მომდინარეობს რუსეთის გააფთრებული ძალისხმევიდან, რომელიც მიმართულია სამხრეთელ მეზობლზე ზეწოლის განხორციელებისკენ და მისი მოქცევისკენ თავის ორბიტაში.
გამოცემა წერს, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველომ გადაიტანა ომი რუსეთთან, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, მიუხედავად აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებისგან მიღებული პირდაპირი გაფრთხილებებისა, წამოიწყო და 12 წლის შემდეგ მოსკოვი კვლავაც ახორციელებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის, ანუ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაციას.
,,საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შეხვდა ევროკავშირის ლიდერებს პარლამენტში, კომისიასა და საბჭოში, ასევე ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველომ მიაღწია პროგრესს და დგას სწორ გზაზე ნატოს წევრობისკენ.
2020 დეკემბერში ბოლო შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარტნიორობა ნატოსთან კიდევ უფრო განმტკიცდა თავდაცვისუნარიანობის შემდგომი გაძლიერების გზით, რის შედეგად საქართველო კიდევ უფრო მიუახლოვდა ნატოს წევრობას.
თბილისის თანმიმდევრული მცდელობები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობასთან დაკავშირებით მარტივი ასახსნელია. ქართულ პოლიტიკაში არსებული მთავარი დაძაბულობა მომდინარეობს რუსეთის გააფთრებული ძალისხმევიდან, რომელიც მიმართულია სამხრეთელ მეზობლზე ზეწოლის განხორციელებისკენ და მისი მოქცევისკენ თავის ორბიტაში.
2008 წლის აგვისტოში საქართველომ გადაიტანა 5-დღიანი ომი რუსეთთან, რომელიც წამოიწყო საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, მიუხედავად აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებისგან (მათ შორის კონდოლიზა რაისისგან) მიღებული პირდაპირი გაფრთხილებებისა. 12 წლის შემდეგ მოსკოვი კვლავაც ახორციელებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის, ანუ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაციას.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ბევრს მუშაობენ ევროკავშირისა და ნატოს წევრობის მიმართულებით, დაწყებული ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებით და დამთავრებული 2019 და 2020 წლებში საერთაშორისო წვრთნების მასპინძლობით.
საქართველოსა და დასავლეთს შორის დიდი რუდუნებით შექმნილი სულ უფრო მჭიდრო ურთიერთობები, პირველ რიგში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომელმაც ახლახან განაცხადა, რომ ასპარეზს უთმობს ახალგაზრდობას და თავს უძღვნის ქველმოქმედებას.
11 იანვარს, - მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების პარტიამ 2020 წლის ოქტომბერში გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, - საქართველოში ყველაზე შეძლებულმა ადამიანმა განაცხადა, რომ სამუდამოდ ტოვებს პოლიტიკას - „მე გადავწყვიტე საბოლოოდ წასვლა პოლიტიკიდან და ძალაუფლების გადაბარება. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე თავად პარტიას“, - წერს გამოცემა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა 5 მილიარდ ევროდ შეფასებული ქონების დიდი ნაწილი 2012 წლის ოქტომბერში გაყიდა, მის მიერ შექმნილი პარტიის - „ქართული ოცნების“ გამარჯვებამდე და მის პრემიერ-მინისტრად არჩევამდე.
ავტორის თქმით, პოლიტიკიდან წასვლის გარდა, ივანიშვილი აცხადებს, რომ თავისი ქონების 90 %-ზე მეტს უძღვნის ქველმოქმედებას. გამოცემა წერს, რომ ნატოსთან დაახლოების გარდა, საქართველომ ივანიშვილის ხელმძღვანელობით სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადადგა ბოლო წლებში.
,,განახევრდა სიღარიბის სტატისტიკა: 32,5% 2006 წელს და 16,3% 2017 წელს - გაჭირვებული ფენები დღეს სარგებლობენ სახელისუფლებლო სტრატეგიებით და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებით; 2012 წლის შემდეგ საქართველო იქცა ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანად მსოფლიოში ბიზნესის წარმოების კუთხით; მსოფლიო ბანკის „ბიზნესის წარმოების ინდექსში“ საქართველო მე-7 ადგილზეა და უსწრებს გაერთიანებულ სამეფოს (მე-8 ადგილი), საფრანგეთს (32-ე) და ევროკავშირის 27 წევრიდან 26-ს.
კანადური ლიბერალური ანალიტიკური ცენტრის Fraser Institute 2020 წლის ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშში საქართველო, ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით, მსოფლიო ლიდერთა რიცხვშია: „საქართველო მე-8 ადგილზეა მსოფლიოს ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალ ქვეყნებს შორის და ჩამორჩება მხოლოდ ჰონგ-კონგს, სინგაპურს, ახალ ზელანდიას, შვეიცარიას, ავსტრალიას, აშშ-ს და მავრიკს“, - წერს გამოცემა.
სტატიის დასასრულს აღნიშნულია, რომ საქართველოს დემოკრატია დღეს მყარად დგას ფეხზე, რასაც ცხადყოფს სამჯერ ზედიზედ ჩატარებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
ავტორი საუბრობს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელსაც ევროპარლამენტმა უმაღლესი შეფასება მისცა - „კანდიდატებს ჰქონდათ წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა, რის შედეგადაც ამომრჩევლებს რეალურად შეეძლოთ არჩევანის გაკეთება რამდენიმე საარჩევნო პროგრამას შორის“.
მისი თქმით, სტაბილური დემოკრატიული პროცესი, დასავლური პოლიტიკური და სტრატეგიული ორიენტირები და თავისუფალი ეკონომიკა - აი, ეს არის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მემკვიდრეობა ქვეყანაში, რომელსაც დღეს შეუძლია, ოპტიმიზმით გაიხედოს მომავლისკენ.
ყველა სიახლე
17 იანვარი 2025, 09:34
რეგიონი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში, ახალი საბავშვო ბაღები შენდება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში, ახალი საბავშვო ბაღები შენდება. ახალი ბაღების მშენებლობასთან ერთად, მოპირკეთდება ეზო, სადაც მოეწყობა გასართობი საბავშვო მოედნები და ატრაქციონები
17 იანვარი 2025, 09:31
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
17 იანვარს ქუთაისში +7 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
17 იანვარი 2025, 09:13
ეკონომიკა
ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებით საქართველო საერთაშორისო სივრცეში სალიდერო პოზიციებზეა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის ანგარიშები და პროგნოზები წარმოადგინეს. გაეროს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის და პერსპექტივების 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8,6%-ის დონემდე უმჯობესდება.
17 იანვარი 2025, 09:04
საზოგადოება
„მიჭირს და რთულია" - ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ დაემშვიდობა. ვიდეო
„მიჭირს და რთულია“ - ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ დაემშვიდობა. გამოსამშვიდობებელი ,ემოციური ვიდეო ქართველი ფეხბურთელის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
17 იანვარი 2025, 09:00
მსოფლიო
Bloomberg: აშშ-ის კონგრესის დაზვერვის კომიტეტს უკრაინის დახმარების კრიტიკოსი რიკ კროუფორდი უხელმძღვანელებს
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა დაზვერვის საკითხებში მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარედ რიკ კროუფორდი დანიშნა, რომელიც უკრაინის დახმარების კრიტიკით გამოირჩევა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
17 იანვარი 2025, 08:57
მსოფლიო
„დამნაშავე, თქვენი ადგილი ჰააგაშია!“ - ენტონი ბლინკენი პრესკონფერენციაზე რამდენიმე ჟურნალისტმა მწვავედ გააკრიტიკა
ენტონი ბლინკენს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რანგში ბოლო პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებმა არაერთხელ შეაწყვეტინეს საუბარი, ერთ-ერთი მათგანი კი დარბაზიდან გაიყვანეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ბლინკენმა მწვავე კრიტიკა მიიღო რამდენიმე ჟურნალისტისგან, რომლებიც ისრაელის მხარდაჭერის წინააღმდეგ გამოდიან.
17 იანვარი 2025, 08:51
საზოგადოება
დღეიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
თბილისის მერიის ცნობით, დღეიდან ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. მერიის განცხადებით, ამის მიზეზი გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე, საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაა.
17 იანვარი 2025, 08:42
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაბარებული იქნება საგამოძიებო კომისიაზე მოწმედ, ჩვენების მისაცემად და უარს იტყვის თანამშრომლობაზე, ბუნებრივია, ეს დასჯადი ქმედებაა
შარშან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ გამოაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში საქმე გვქონდა ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებთან, - პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარმა.
17 იანვარი 2025, 08:37
რეგიონი
ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
17 იანვარი 2025, 08:32
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: პროკურატურის შუალედური დასკვნითაც და სხვა დასკვნებითაც გამოჩნდა ძალიან მკაფიოდ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს ახალი არჩევნების მოთხოვნის
ვინც ხელახალ არჩევნებს ითხოვს, ერთადერთი მიზანი აქვს ამისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირება შემოიტანოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
17 იანვარი 2025, 08:27
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: პროკურატურის გამოძიება, შუალედური ანგარიშიც ადასტურებს იმას, რომ არჩევნები იყო ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული
პროკურატურის ეს გამოძიებაცა და შუალედური ანგარიშიც ადასტურებს იმას, რომ არჩევნები იყო ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა
17 იანვარი 2025, 08:20
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანში პრემიერის ვიზიტზე: ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჩვენი მომავალი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის იქნება საჭირო, ამ ფორმატში იქნება განხილული
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი ორ ქვეყანას შორის, რომელსაც ხელმძღვანელობენ პრემიერ-მინისტრები, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტის საკითხზე საუბრისას.
17 იანვარი 2025, 08:11
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: არ არსებობს არანაირი სანქცია და რესურსი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას და თუნდაც იმ მილიონ ას ოცი ათას ადამიანს უკან გადაადგმევინებს ნაბიჯს და ქვეყნის ინტერესებს დაათმობინებს
ის რომ საქართველომ საგარეო კურსი შეცვალა და მითუმეტეს დემოკრატიიდან უკან დაიხია, იმხელა აბსურდია, რომ მხოლოდ მიკერძოებულ მიდგომაზეა შესაძლებელი საუბარი, რომელსაც კონკრეტული მიზნები აქვს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
17 იანვარი 2025, 08:04
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება.
17 იანვარი 2025, 02:33
მსოფლიო
რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მალე შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მალე შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.
17 იანვარი 2025, 01:57
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერის სპიკერი: კირ სტარმერი არ დაესწრება დონალდ ტრამპის ინაუგურაციას - აშშ-ში მიღებულია, რომ უცხოურ მთავრობებს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ოფიციალურად წარმოადგენენ მათი ელჩები
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სტარმერი არ დაესწრება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას.
17 იანვარი 2025, 01:10
სპორტი
„ნაპოლის“ კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელიას: მეგობარო, რაც შენ გააკეთე სამუდამოდ დარჩება ამ ქალაქის ისტორიაში - მიყვარხარ
„ნაპოლის“ კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო ხვიჩა კვარაცხელიას დაემშვიდობა.
17 იანვარი 2025, 00:08
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა შესაძლოა მალე შედგეს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა შესაძლოა მალე შედგეს.
17 იანვარი 2025, 00:08
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი: როგორ შეიძლება ერთდროულად, ხელისუფლება იყოს უნიათო და თან იყოს რეჟიმი?! მაშინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმს ვაკრიტიკებდით, სულაც არ ვამბობდით, რომ სააკაშვილი არის უნიათო
„როგორ შეიძლება ერთდროულად, ხელისუფლება იყოს უნიათო და თან იყოს რეჟიმი?! შინაგანად მათი [ოპოზიციის] დისკურსი არის შიზოფრენიული. როგორც ესენი ამბობენ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არის უნიათო, რომელსაც არაფრის გაკეთება შეუძლია და თან რეჟიმია. მაშინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმს ვაკრიტიკებდით, სულაც არ ვამბობდით, რომ სააკაშვილი არის უნიათო. კრიტიკა შეიცავდა ერთ მომენტს - ეს იყო ძალადობა და ის, რომ სააკაშვილი არ მიდიოდა დასავლური ღირებულებების გზით. გეოპოლიტიკაზე კი არ იყო საუბარი. რასაც აკეთებდა, ეს იყო ჩვეულებრივი ძველი, აღმოსავლური ტიპის დესპოტია“, - აღნიშნა შათირიშვილმა.
16 იანვარი 2025, 23:53
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე: კულმინაცია უკვე გავლილია და რასაც ახლა ვუყურებთ, ეს არის ინერცია
„რაც დღეს ხდება, ამ ყოველივეს არ მივანიჭებდი რაიმე სერიოზულ მნიშვნელობას, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო 26 ოქტომბრიდან, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა-არ გამოსვლის მომენტამდე. უფრო ადრე დაიკარგა ინტრიგა, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა არ დააანონსა ახალი არჩევნები და გამოვიდა სასახლიდან, შეიძლება ითქვას გამოჩნდა, რომ ამ აქციას დაეკარგა საზრისი და მნიშვნელობა. დღეს რასაც თვალს ვადევნებთ ეს არის ინერცია, რაც სრულიად გასაგებია, რადგან როდესაც აიღებ ისეთ სერიოზულ თამასას, სადაც ამბობ, რომ არჩევნები გაყალბდა, ამას ერთ დღეში ხომ ვერ დაამთავრებ?!“ - აღნიშნა ზაზა შათირიშვილმა.