imedi /  29 იანვარი 2021, 19:56 / სანდო წყარო

გივი მიქანაძე: ვოიცეხ სავიცკისთან შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან პარლამენტის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელ კახაბერ კუჭავასთან და დელეგაციის წევრ გივი მიქანაძესთან ერთად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ვოიცეხ სავიცკის შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის საკითხზე იმსჯელეს.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა და ჩართულობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არის ძალიან ღირებული, ძალიან აქტიური და გამოკვეთილი. ამის ხაზგასმა არის ისიც, რომ ირაკლი კობახიძე მეორე ვადით აირჩიეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად.

შეხვედრაზე განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის ფორმატი და გამოითქვა მზაობა იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, გაძლიერდეს და ამ ურთიერთობებს საპარლამენტო დონეზე კიდევ უფრო მეტი ეფექტიანობა და შედეგი ჰქონდეს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა გივი მიქანაძემ.

ყველა სიახლე

05 მარტი 2021, 11:30

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 442 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 442 ადამიანს დაუდასტურდა, 7 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 173,749 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,215 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 164,463.

ირაკლი ანთაძე

05 მარტი 2021, 11:30

პოლიტიკა

ირაკლი ანთაძე: კიდევ ერთხელ დავსვამთ უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი მოქალაქის უპირობოდ გათავისუფლების საკითხს

ერგნეთში, ინციდენტების პრევენვიისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩანიშნული 98-ე შეხვედრის დაწყებამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართული მხარე საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

ალეკო ელისაშვილი

05 მარტი 2021, 11:26

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი ერთადერთია, რომელსაც ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა არაფერი ადარდებს და ამის გზად არც საარჩევნო რეფორმას თვლის, არც პლებისციტს და არაფერს, რევოლუციის გარდა

რთადერთია სააკაშვილი, რომელსაც დედამიწაზე არაფერი ადარდებს ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა და ხელისუფლებაში დაბრუნების გზად არც საარჩევნო რეფორმას თვლის, არც პლებისციტს და არაფერს, რევოლუციის გარდა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისივე აზრით, სააკაშვილის თანაგუნდელები ამ პათოსს და ვნებებს არ იზიარებენ, რაც მისივე თქმით კარგია.

შალვა პაპუაშვილი

05 მარტი 2021, 11:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ უნდა დაასახელოს ის ნაბიჯები, რასაც შეთანხმების მისაღწევად დგამს - აქციების გაუქმება კომპრომისი არ არის

ოპოზიციამ უნდა დაასახელოს ის ნაბიჯები, რასაც შეთანხმების მისაღწევად დგამს, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე მოსაზრებით, ოპოზიციის მხრიდან აქციების გაუქმება კომპრომისი არ არის.

05 მარტი 2021, 11:20

სპორტი

ლებრონ ჯეიმსმა და კევინ დურანტმა ALL STAR-ის შემადგენლობები დააკომპლექტეს

ლებრონ ჯეიმსმა და კევინ დურანტმა ALL STAR-ის შემადგენლობები დააკომპლექტეს. კაპიტნების არჩეული შემადგენლობები შემდეგნაირია: ლებრონ ჯეიმსის გუნდი: აიანის ანტეტოკუნმპო, სტეფ კარი, ლუკა დონჩიჩი, ნიკოლა იოკიჩი, ლებრონ ჯეიმსი.

05 მარტი 2021, 11:20

ეკონომიკა

საქსტატი: 2020 წლის მე-4 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა გაიზარდა

2020 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2.1 პროცენტით გაიზარდა და 32.0 მილიარდი ლარი შეადგინა. კლების ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი. 2020 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 12.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.3 პროცენტით ნაკლებია.

ანრი ოხანაშვილი

05 მარტი 2021, 11:14

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ დიალოგი შედგება

„რაც არ უნდა პოლიტიკურად განსხვავებულ პოზიციებზე ვიყოთ, მით უმეტეს, იმ რადიკალურ ჯგუფებთან, რომლებიც აანონსებენ რევოლუცოურ სცენარებს, მზად ვართ, რომ საზოგადოებისა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

05 მარტი 2021, 11:12

მსოფლიო

სახდეპი: რუსეთს არ აქვს ის პოტენციალი და შესაძლებლობები, რომ ისეთივე გამოწვევა იყოს, როგორც ჩინეთი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ჩინეთი აშშ-ის ფუნდამენტური კონკურენტია.

იგორ მატოვიჩი

05 მარტი 2021, 11:11

პოლიტიკა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იგორ მატოვიჩი ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. მისალოც წერილში იგორ მატოვიჩი ხაზს უსვამს, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

სოზარ სუბარი

05 მარტი 2021, 11:00

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ პლებისციტი კარგია, რატომ ექცევიან ქვეყნიდან გადახვეწილი ადამიანის გავლენის ქვეშ?

ჩვენ ევროკავშირში წავალთ ჩვენი ხედვით, კონსტიტუციური ჩარჩოთი, რომ ადამიანები, ვინც მიიღეს ხმა, უნდა შებრძანდნენ პარლამენტში. თუ ლაპარაკია რიგგარეშე არჩევნებზე, ამისთვისაც მზად ვართ, ოღონდ მიზეზი უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

05 მარტი 2021, 10:58

პოლიტიკა

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი, ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს. მისალოც წერილში ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი გამოთქვამს მზაობას, ორმხრივი თანამშრომლობით კიდევ უფრო გაღრმავდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები.

05 მარტი 2021, 10:53

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

4 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,77% -ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1,62%, 7 დღის განმავლობაში კი 1,31%.

05 მარტი 2021, 10:50

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულებიდან, 81 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 264 პირი, მათ შორის, თბილისში - 104, აჭარაში - 28, იმერეთში - 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში - 54, აჭარაში- 2, იმერეთში - 10. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 103 - თბილისში, 35 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 887 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კორონავირუსი

05 მარტი 2021, 10:48

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 192 თბილისში, 71 კი იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 192 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

კორონავირუსი

05 მარტი 2021, 10:47

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3,563 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272,262-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 266,253-ს.

კორონავირუსი

05 მარტი 2021, 10:46

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 390 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 390 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი.

ლევან იოსელიანი

05 მარტი 2021, 10:42

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: პლებისციტი ხაფანგია და თუ ოპოზიცია მასში თავს გაყოფს, აუცილებლად დამარცხდება

​​​​​​​პლებისციტთან დაკავშირებით, ჩემი და ალეკო ელისაშვილის პოზიცია იყო უარყოფითი. მიმაჩნია, რომ პლებისციტი ეს არის ხაფანგი, რომელშიც თუ ოპოზიცია გაყოფს თავს, აუცილებლად დამარცხდება. პლებისციტს არ ვემხრობი, ოპოზიციამ ეს კარგად იცის, ცუდი გამოსავალია ოპოზიციისთვის, - აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი.

05 მარტი 2021, 10:42

რეგიონი

სკოლებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროს გელა გელაძესთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს ესტუმრა და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებულ ზომებს პირადად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

05 მარტი 2021, 10:39

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველოსა და აშშ-ს შორის სამაგალითო თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით მომდევნო წლებში გაძლიერდება

„საქართველოსა და აშშ-ს შორის სამაგალითო თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით მომდევნო წლებში გაძლიერდება. ღრმად ვაფასებთ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისადმი, ჩვენი გამძლეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“,- წერს ზალკალიანი.

05 მარტი 2021, 10:39

საზოგადოება

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას აშშ-ის საელჩოსა და DTRA-სგან პირადი დაცვის აღჭურვილობა და ლაბორატორიული ტესტირებების საშუალებები გადაეცა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამართულ ღონისძიებაზე მხარეებმა ის სამუშაოები შეაჯამეს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად, პანდემიის პირობებში ახორციელებს. მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას, წლების განმავლობაში გაწეული განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა პანდემიის დროს აღმოჩენილი დახმარების მნიშვნელობას.