IMEDI /  30 იანვარი 2021, 22:28 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: არ მინდა ჩვენს ქვეყანას მოლაპარაკებებში წარმოადგენდეს ადამიანი, რომელსაც თვითონაც არ სჯერა იმის, რაც უნდა ემტკიცებინა მეორე მხარესთან - თუ ვის და რატომ უნდოდა ეს, მართლმსაჯულებამ უნდა გაარკვიოს

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

„პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება პატიმრობაში და ვინ არა. ეს მართლმსაჯულების საქმეა“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტვ „იმედის“ ეთერში დავით გარეჯის საქმეზე გირაოთი გათავისუფლებულ პირებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, განცხადება, რომელიც ერთ-ერთმა ბრალდებულმა საჯაროდ გააკეთა, იყო უმძიმესი.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება პატიმრობაში და ვინ არა - ეს ერთი და მეორე - ადვოკატებისთვის და საზოგადოებისთვის წინასწარ იყო ცნობილი, თუ როდის იყო სასამართლო სხდომები ამ საქმეზე და ამას ჩვენ ვერავის მოვარგებდით. მთელმა საზოგადოებამ მოისმინა ის განცხადება, რაც ბრალდებულმა საჯაროდ გააკეთა და ეს განცხადება არის უმძიმესი, - მე არ მინდა ჩვენს ქვეყანას მოლაპარაკებებში წარმოადგენდეს ადამიანი, რომელსაც თვითონაც არ სჯერა იმის, რაც უნდა ემტკიცებინა მეორე მხარესთან - თუ ვის და რატომ უნდოდა ეს, მართლმსაჯულებამ უნდა გაარკვიოს. რა სიხარულის პერფორმანსიც მოაწყვეს იმ დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით მედიის საშუალებით, ესეც საზოგადოების მოტყუებაა - პატიმრობის შეცვლა გირაოთი არ ნიშნავს, რომ ამ საქმეზე ვინმე გამართლდა - საბოლოო ვერდიქტს სასამართლო გამოიტანს. თუ დააკვირდით ადვოკატებზე მეტად ოპოზიციონერებს “უხაროდათ” პატიმრობის შეცვლა, რადგან ადვოკატებმა კარგად იციან საქმე გრძელდება. რაც ვიცით ამ ეტაპზე, არის ის რაც გამოძიებამ განაცხადა, რომ პირთა წრე, ვინც დავალებებს გასცემდა იდენტიფიცირებულია. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

28 იანვარს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.

ყველა სიახლე

16 იანვარი 2025, 18:36

მსოფლიო

ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაციასთან კონსულტაციების შემდეგ უნდა მიიღოს

ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრმა, იანოშ ბოკამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან კონსულტაციების შემდეგ უნდა მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

16 იანვარი 2025, 18:24

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მაშინ, როდესაც დარწმუნდნენ, რომ „ნაცმაიდანი“ ვერ შედგა საქართველოში, ყველა გზას, ყველა ნაბიჯს იყენებენ რადიკალები იმისთვის, რომ სიტუაციის გამწვავებას რაიმე ფორმით ხელი შეუწყონ და ზუსტად ეს ვიხილეთ ჩვენ ბათუმშიც

მაშინ, როდესაც დარწმუნდნენ, რომ „ნაცმაიდანი“ ვერ შედგა საქართველოში, ყველა გზას, ყველა ნაბიჯს იყენებენ რადიკალები იმისთვის, რომ სიტუაციის გამწვავებას რაიმე ფორმით ხელი შეუწყონ და ზუსტად ეს ვიხილეთ ჩვენ ბათუმშიც, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გახარია-სამხარაძის ინციდენტზე.

16 იანვარი 2025, 18:19

მსოფლიო

აშშ-ის „რესპუბლიკური“ პარტია: ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ჩვენი ქვეყნის სირცხვილად იქცნენ საერთაშორისო არენაზე

ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ჩვენი ქვეყნის სირცხვილად იქცნენ საერთაშორისო არენაზე, - წერს აშშ-ის „რესპუბლიკური“ პარტია სოციალურ ქსელში.

16 იანვარი 2025, 18:14

საზოგადოება

„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 17 იანვრის 00:00 საათიდან, ორი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, სხვადასხვა მონაკვეთში შეიზღუდება. კერძოდ, პირველ ეტაპზე მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩამსვლელ მხოლოდ ერთ განაპირა საავტომობილო ზოლზე.

დავით მათიკაშვილი

16 იანვარი 2025, 18:11

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: უნდათ, რომ ქვეყანაში ლეგიტიმური არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ და ამ ფორმით სურთ, რომ მილიონ ასოცი ათასი ადამიანის ნება-სურვილი მოისროლონ სანაგვეზე. მათი მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა ნებისმიერი გზით და მეთოდით

ყველაფერი დევს ხელისგულზე. იმდენად აშკარაა ფაქტების, რომელიც გამოძიების წიაღშია, ალბათ ზედმეტი კითხვა ობიექტურ შემფასებელს არ უნდა გაუჩნდეს თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ობიექტურ შემფასებლებზე და არა რადიკალ ოპოზიციაზე, ვისი დღის წესრიგიც არის დაცლილი ყოველგვარი საფუძვლიანი, არგუმენტირებული მსჯელობისგან, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა, „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურის შუალედურ დასკვნასთან დაკავშირებით.

გიორგი ვოლსკი

16 იანვარი 2025, 17:53

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი კომისიის შექმნაზე: ფაქტები სახეზეა და ზედაპირზე დევს. ფაქტია ის, რომ საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია და ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს იმის, რომ ეს შეიძლება არ ყოფილიყო დაშვებული

ფაქტები სახეზეა და ზედაპირზე დევს. ფაქტია ის, რომ საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია და ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს იმის, რომ ეს შეიძლება არ ყოფილიყო დაშვებული, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპი

16 იანვარი 2025, 17:50

მსოფლიო

Bloomberg: პუტინი ტრამპს მოსთხოვს, რომ უკრაინა ნატოს წევრი არასდროს გახდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოლაპარაკებების დროს მოსთხოვს, რომ უკრაინა ნატოს წევრი არასდროს გახდეს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

16 იანვარი 2025, 17:42

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ჯეიჰუნ ბაირამოვს: კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მოგიწვევთ საქართველოში - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საგარეო მინისტრების დონეზეც პოლიტიკური დიალოგი იყოს ინტენსიური

კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მოგიწვევთ საქართველოში - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო მინისტრების დონეზეც პოლიტიკური დიალოგი იყოს ინტენსიური, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტისას, კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

16 იანვარი 2025, 17:27

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული არქივის ფონდები 2024 წელს ახალი მასალით გამდიდრდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს 2024 წლის განმავლობაში 57 079 საქმეში გაერთიანებული წერილობითი მასალა, 161 კინოდოკუმენტი, 2 080 ფოტოსურათი, 573 აუდიოჩანაწერი, 113 წიგნი, პერიოდული გამოცემების 377 ნომერი.

ჯეიჰუნ ბაირამოვი

16 იანვარი 2025, 17:19

პოლიტიკა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: მინდა, მაკა ბოჭორიშვილს მივულოცო საპარლამენტო არჩევნების წარმატებულად ჩატარებული შედეგები, ახალი მთავრობა და მისი მინისტრად დანიშვნა. ვუსურვებ წარმატებებს მის სამომავლო საქმიანობაში

„ჩვენს ურთიერთობებს 35-წლიანი თარიღი აქვს და ეს ურთიერთობა ტრადიციების, სახელმწიფოებრიობის საფუძველზეა ჩამოყალიბებული. გვქონდა რთული პერიოდები, სერიოზული გამოწვევების წინაშე ვიდექით. თუ გადავხედავთ საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობას, ყოველთის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები გვქონდა. ურთიერთმხარდაჭერა, ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობა. ბუნებრივია, რომ ჩვენ დღეს ამ ურთიერთობების ნაყოფს ვხედავთ“, - აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

16 იანვარი 2025, 17:18

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული საკითხები განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში მის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განიხილა პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების და ჰუმანიტარული საკითხები აზერბაიჯანი-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

16 იანვარი 2025, 16:59

ტაბლოიდი

კერი ბრედშოუს სახლს სერიალიდან „სექსი დიდ ქალაქში“ ტურისტებისგან „დასაცავად“ რკინის ღობეს გაუკეთებენ

კერი ბრედშოუს სახლს სერიალიდან „სექსი დიდ ქალაქში“ ტურისტებისგან „დასაცავად“ რკინის ღობეს გაუკეთებენ.

გურამ მაჭარაშვილი

16 იანვარი 2025, 16:30

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ თუ ჯერ კიდევ შეუძლია არსებობა, ეს მხოლოდ მათი პატრონების მეშვეობით ხდება, რადგან ისინი კვებავენ უცხოეთიდან

„ქვეყანა დაისვენებს „ნაცმოძრაობის“, როგორც პოლიტიკური რეჟიმის გაუქმებით,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

16 იანვარი 2025, 16:28

მსოფლიო

ზელენსკი: ხანგრძლივი ომი არცერთი მხარის სასიკეთოდ არ მუშაობს

ზელენსკი: ხანგრძლივი ომი არცერთი მხარის სასიკეთოდ არ მუშაობს.

გურამ მაჭარაშვილი

16 იანვარი 2025, 16:20

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: გიორგი გახარიას, პირველ რიგში დიმიტრი სამხარაძის ხელის სახით მოხვდა საქართველოს სახელმწიფოს ღალატისთვის

პარტია „ხალის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან 15 იანვარს, ქალაქ ბათუმში პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას და „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივნის, დიმიტრი სამხარაძის დაპირისპირებაზე ისაუბრა.

16 იანვარი 2025, 16:15

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ხსოვნას

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, ზარიფა ალიევას ხსოვნას. მაკა ბოჭორიშვილმა გვირგვინით შეამკო მარადიული ცეცხლის მემორიალი „შეჰიდების ხეივანში".

გიორგი ცუცქირიძე

16 იანვარი 2025, 16:02

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე: სარკაზმულია, როდესაც ოპოზიციასთან ერთად გაფიცული კომპანიების 2024 წლის წმინდა მოგება „TBC ბანკი“- ს მარტო 9 თვეში 894 777 539 ლარი იყო, ხოლო „თეგეტა მოტორსის“ - 57 569 000 ლარი 6 თვეში

„2020 წლიდან მოყოლებული დღემდე, ოპოზიციის ძირითადი საქმიანობა არა პარლამენტში მუშაობა და დებატების გამართვა, არამედ დესტრუქცია და ქუჩის აქციები იყო. გაფიცვებს მაშინ მოაქვს შედეგი, როდესაც ის ხორციელდება ქვემოდან ზემოთ საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულთა გამოსვლებით პროფკავშირების და საგაფიცვო კომიტეტების აქტიური ჩართულობით და არა პირიქით, როდესაც ცალკეული ბიზნეს სტრუქტურების მესაკუთრეები დაქირავებულ პერსონალს აიძულებენ გაფიცვისაკენ“ - წერს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

გურამ მაჭარაშვილი

16 იანვარი 2025, 16:01

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი, „ხალხის ძალის“ წერილები და განცხადებები და აშშ-ს მომავალი პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის განცხადებები, ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს

საქართველოსა და აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინა-რუსეთის ომისადმი საერთო ხედვებზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, „ხალხის ძალის“ წერილები და განცხადებები აშშ-ს მომავალი პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის განცხადებებს, ერთი-ერთში ემთხვევა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

16 იანვარი 2025, 15:57

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, აშშ-მა უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების არასაკმარისი რაოდენობა მიაწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-მა უკრაინას Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების არასაკმარისი რაოდენობა მიაწოდა.

16 იანვარი 2025, 15:35

მსოფლიო

უკრაინაში ერთ-ერთი ბრიგადის მეთაურმა საკუთარი მეუღლე ფიქციურად ჯარისკაცად გააფორმა, რათა ფული მიეთვისებინა

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს წარმომადგენლებმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ერთ-ერთი ბრიგადის ყოფილ მეთაურს და მის სამ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს 922 ათასი გრივნის (62 ათასი ლარის) მითვისების გამო. ინფორმაციას უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურო ავრცელებს.