imedi /  02 თებერვალი 2021, 13:57 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის პროფესიონალებს, ექიმებს, ექთნებს ეპიდემიოლოგებსა და ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა პირველ საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართა. არჩილ თალაკვაძემ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ექიმებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში იყო ჩართული, მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ფუნქციების აღდგენის მიმართულებით პარლამენტი თავისი საქმიანობით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„კოლეგებო, გილოცავთ საგაზაფხულო სესიის გახსნას, წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და საქართველოს პარლამენტს. მსურს, ყველა თქვენგანისა და საქართველოს პარლამენტის სახელით საგაზაფხულო სესია გავხსნა მადლობით.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის პროფესიონალებს, ექიმებს, ექთნებს ეპიდემიოლოგებს და ყველა ადამიანს, პროფესიონალს, ვინც ჩართული იყო ამ რთული თვეების განმავლობაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ერთად შევძელით, რომ დღეს ქვეყანაში ეპიდვითარება არის გაუმჯობესებული და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება ემზადება ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ფუნქციების აღდგენისთვის. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ამაში თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველა სიახლე

05 მარტი 2021, 10:58

პოლიტიკა

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინიტრად დანიშვნას ულოცავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი, ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინიტრად დანიშვნას ულოცავს. მისალოც წერილში ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი გამოთქვამს მზაობას, ორმხრივი თანამშრომლობით კიდევ უფრო გაღრმავდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები.

05 მარტი 2021, 10:53

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

4 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,77% -ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1,62%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 1,31%.

05 მარტი 2021, 10:50

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულებიდან, 81 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 264 პირი, მათ შორის, თბილისში - 104, აჭარაში - 28, იმერეთში - 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში - 54, აჭარაში- 2, იმერეთში - 10. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 103 - თბილისში, 35 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 887 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კორონავირუსი

05 მარტი 2021, 10:48

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 192 თბილისში, 71 კი იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 192 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

კორონავირუსი

05 მარტი 2021, 10:47

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3,563 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272,262-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 266,253-ს.

კორონავირუსი

05 მარტი 2021, 10:46

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 390 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 390 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი.

ლევან იოსელიანი

05 მარტი 2021, 10:42

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: პლებისციტი ხაფანგია და თუ ოპოზიცია მასში თავს გაყოფს, აუცილებლად დამარცხდება

​​​​​​​პლებისციტთან დაკავშირებით, ჩემი და ალეკო ელისაშვილის პოზიცია იყო უარყოფითი. მიმაჩნია, რომ პლებისციტი ეს არის ხაფანგი, რომელშიც თუ ოპოზიცია გაყოფს თავს, აუცილებლად დამარცხდება. პლებისციტს არ ვემხრობი, ოპოზიციამ ეს კარგად იცის, ცუდი გამოსავალია ოპოზიციისთვის, - აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი.

05 მარტი 2021, 10:42

რეგიონი

სკოლებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროს გელა გელაძესთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს ესტუმრა და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებულ ზომებს პირადად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

05 მარტი 2021, 10:39

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველოსა და აშშ-ს შორის სამაგალითო თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით მომდევნო წლებში გაძლიერდება

„საქართველოსა და აშშ-ს შორის სამაგალითო თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით მომდევნო წლებში გაძლიერდება. ღრმად ვაფასებთ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისადმი, ჩვენი გამძლეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“,- წერს ზალკალიანი.

05 მარტი 2021, 10:39

საზოგადოება

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას აშშ-ის საელჩოსა და DTRA-სგან პირადი დაცვის აღჭურვილობა და ლაბორატორიული ტესტირებების საშუალებები გადაეცა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამართულ ღონისძიებაზე მხარეებმა ის სამუშაოები შეაჯამეს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად, პანდემიის პირობებში ახორციელებს. მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას, წლების განმავლობაში გაწეული განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა პანდემიის დროს აღმოჩენილი დახმარების მნიშვნელობას.

05 მარტი 2021, 10:37

მსოფლიო

ახალ ზელანდიასთან, ოკეანეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ახალი ზელანდიის ჩრდილო აღმოსავლეთით, წყალქვეშ დაფიქსირებულმა ძლიერმა ბიძგებმა ცუნამის საფრთხე შექმნა, რის გამოც ჩრდილოეთის კუნძულის არაერთ მაცხოვრებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება. მიწისძვრის შემდეგ, სანაპირო რეგიონში სამმეტრიანი ტალღების წარმოშობის შესახებ გავრცელდა გაფრთხილება, თუმცა, მოგვიანებით, საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ საფრთხე უკვე აღარაა მოსალოდნელი.

05 მარტი 2021, 10:23

საზოგადოება

თბილისში რამდენიმე რაიონსა და ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება

ნაძალადევის რაიონში ქუთათელაძის ქუჩა N15-თან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა. ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

სააკაშვილი

05 მარტი 2021, 10:17

მსოფლიო

ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანა

შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ზელენსკის განკარგულებითვე, ურბანული დაგეგმარების საკითხთა საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში გიორგი ცხაკაია შეიყვანეს, რომელიც უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ექსპერტია.

05 მარტი 2021, 10:12

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 10,580 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10,580 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 264 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,482,522 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 71,504 ადამიანი გარდაიცვალა.

05 მარტი 2021, 10:12

საზოგადოება

თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

განათლების სამინისტრო

05 მარტი 2021, 10:05

საზოგადოება

განათლების სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებში მონიტორინგს განაგრძობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებში მონიტორინგს აგრძელებს. მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ამჯერად რუსთავის პროფესიულ კოლეჯ „მოდუსს“ ეწვია და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გახორციელებულ სამუშაოებს პირადად გაეცნო.

გურამ მაჭარაშვილი

05 მარტი 2021, 09:55

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ვიძლევით გარანტიას, რომ პოლიტიკური პროცესები კონსტიტუციის ჩარჩოებში იყოს მოქცეული

„გარანტიას ვერ ვიძლევით ოპოზიციის ნაცვლად, რომ რამე ტიპის პროცესი შეიძლება იყოს საქართველოში ისეთი, რომელიც ოპოზიციას მოეწონება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით მათიკაშვილი

05 მარტი 2021, 09:46

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის დესტრუქციულმა ნაწილმა მიიღოს ჩვენი პარტნიორების რჩევები და მიუსხდეს მოლაპარაკების მაგიდას

„მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის დესტრუქციულმა ნაწილმა მიიღოს ჩვენი პარტნიორების რჩევები და მიუსხდეს მოლაპარაკების მაგიდას“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

რომის პაპი

05 მარტი 2021, 09:31

მსოფლიო

რომის პაპი ერაყს ეწვევა

BBC-ის ცნობით, რომის პაპი ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება ერაყის ყველაზე გავლენიან შიიტ მუსლიმ სასულიერო პირს, წაიკითხავს ლოცვას მოსულში და აღავლენს მესას სტადიონზე.

როდრიგო ბენტანკური

05 მარტი 2021, 09:04

COVID19

„იუვენტუსის“ ფეხბურთელს როდრიგო ბენტანკურს კორონავირუსი დაუდასტურდა

როდრიგო ბენტანკურს კორონავირუსი დაუდასტურდა. 23 წლის ურუგვაელი მოთამაშე თვითიზოლაციაში მკურნალობს. „იუვენტუსის“ ფეხბურთელი 6 მარტს იტალიის სერია A-ს 26 - ე ტურის შეხვედრას გამოტოვებს.