Imedi /  03 თებერვალი 2021, 14:07 / სანდო წყარო

ნინო წილოსანი: მიხარია, რომ გერმანიის საელჩო და თავად ელჩი ჩვენი ქვეყნის განვითარების მხურვალე გულშემატკივარია

ნინო წილოსანი; ჰუბერტ ქნირში

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

შეხვედრაზე კომიტეტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებსა და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა გერმანიის ელჩთან. როგორც ყოველთვის, ის მხარს უჭერს პარლამენტის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს უმნიშვნელოვანეს ინიციატივებსა და წამოწყებებს. გერმანიის საელჩოს და გერმანიის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები, თუმცა ჩვენი სოფლის მეურნეობა საკმაოდ მჭიდროდ ვიკვეთებით ამ კუთხით გარემოს დაცვასთან, ბუნებრივ რესურსებსა და მის გამოყენებასთან. აქედან გამომდინარე, გვქონდა საუბარი იმ გადაკვეთის შესაძლებლობებზე, რომელიც მათი პროგრამის და ინტერესის ფარგლებში შეიძლება გვქონდეს. ამასთანავე, ელჩმა დიდი ინტერესი გამოხატა მიწის რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მოვილაპარაკეთ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც შეგვიძლია გადავდგათ, რათა დავეხმაროთ ამ რეფორმის წარმატებას. ასევე გავაცანით ის მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებზეც ვმუშაობთ და განვიხილეთ მათი მხრიდან, თუ რა შემოთავაზებები შეიძლებოდა ყოფილიყო და რა ნაწილში გვეთანამშრომლა. მიხარია, რომ ჩამოვყალიბდით რამდენიმე საკვანძო საკითხზე, რომელზეც გავაგრძელებთ მუშაობას. სასიხარულოა ისიც, რომ გერმანიის საელჩო და თვითონ ელჩი მხურვალე გულშემატკივრები არიან ჩვენი ქვეყნის განვითარების“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ყველა სიახლე

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 17:31

სამართალი

ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, გორში, 12 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით დაკავებულ კაცს ბრალი დაუმძიმდეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ არაა გორში, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო დაკავებული პირის მიმართ საქმე ძალადობის მუხლითაც აღძრული, განაცხადა, რომ საქმის გადაკვალიფიცირების არანაირი პრობლემა არ არსებობს. ​

ვახტანგ გოემლაური

05 მარტი 2021, 17:29

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: ხელისუფლება მზადაა ოპოზიციასთან მოსალაპარაკებლად

ოპოზიცია ითხოვს ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებას, ასევე ვადამდელ არჩევნებს რაზეც ხელისუფლება არ თანხმდება, თუმცა მზადაა ოპოზიციასთან მოსალაპარაკელად, - ეს განცხადება მედიასთან შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ დასრულების შემდეგ მედიასთან გააკეთა.

05 მარტი 2021, 17:17

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 365 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 365 ადამიანს გამოუვლინდა, 3 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 236,012 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,235 ადამიანი. ვირუსისგან 229,442 პაციენტი განიკურნა.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 17:12

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ბადრი ესებუას დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად დავაკავებთ

„დაკავებას ვეცადეთ, როგორ არ ვეცადეთ... აბა, წადი და მშვიდობაში მოიხმარე - ასე ხომ არ გავუშვებდით?! ჩვენმა თანამშრომელმა საკუთარი სიცოცხლე გარისკა და მანქანაში ჩაუჯდა. შეგვეძლო ოპერაცია მასთან ერთად ჩაგვეტარებინა, სადაც კიდევ სამი მოქალაქე იჯდა, თუმცა მათი სიცოცხლის გაწირვაც ძალიან სახიფათო იყო, რადგან მანქანაში გახსნილი ხელყუმბარით იჯდა. აქაც ჩავთვალე, რომ შტურმი არ დამეწყო, რადგან ხელყუმბარა რომ აფეთქდება, იქ ვერავინ გადარჩება“, - განაცხადა შს მინისტრმა.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 17:11

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ძალიან მძიმეა ჩემთვისაც, როდესაც ვუყურებ ტელევიზორში მიდიან და შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს, მეც ვყოფილვარ რიგითი სპეცრაზმელი და ძალიან ძნელია ასეთ დროს ნერვების მოთოკვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით წარდგენის შემდეგ, დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხა. ვახტანგ გომელაური აღნიშნა რომ მისთვის ძალიან რთულია, როდესაც პოლიციის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებენ.

ლევან ჯღარკავა

05 მარტი 2021, 16:59

საზოგადოება

დიდუბის გამგეობა რაიონში ასფალტის მოწესრიგებას განაგრძობს

ერთ-ერთი პროექტი დიღმის მასივის პირველი კვარტალის მე-13 და მე-14 კორპუსებთან მიმდინარეობს. კონტრაქტორი კომპანია 2 400 კვ.მ ფართობზე ასფალტის დაზიანებული ფენის დემონტაჟს ახორციელებს და ასფალტის დასაგებად მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს. პროექტის ღირებულება 90 000 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ლევან ჯღარკავა მოადგილესთან ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო.

მიხეილ ჩხენკელი

05 მარტი 2021, 16:55

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გამართული მათემატიკის ონლაინ საერთაშორისო სემინარი გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ სემინარი „მათემატიკა საქართველოს საშუალო განათლების საფეხურის სასწავლო კურიკულუმში: საგანმანათლებლო გეგმა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“ გახსნა, სადაც ცნობილმა მათემატიკოსმა, მათემატიკური განათლების რეფორმის ავტორმა და ტექნოლოგიების სპეციალისტმა კონრად ვოლფრამმა წაიკითხა მოხსენება ახალი თამამი იდეის შესახებ მათემატიკის სწავლების მიმართულებით. ამის შესახებ განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მერაბ გაფრინდაშვილი

05 მარტი 2021, 16:54

ეკონომიკა

მერაბ გაფრინდაშვილი: საუბარი იმაზე, რომ „ნამახვანჰესის“ კაშხალი სუსტ გრუნტებში შენდება, სიცრუეა

ხეობაში გვყავს ყველა მიმართულების სპეციალისტი და ეცადეთ, ნაკლებად მოუსმინოთ არასწორ ინფორმაციას, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა „ნამახვანჰესის“ კაშხალის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე დიდი მეწყერი, რომელიც ამ ზონაში წყალსაცავის არეალშია მოქცეული, ბერჩის მეწყერია, თუმცა მას 34 მეტრიანი ტალღის გამოწვევა არ შეუძლია.

05 მარტი 2021, 16:53

რეგიონი

ნათია თურნავა: მოვთხოვთ „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორ კომპანიას, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება მაღალკვალიფიციურ, მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასასაქმებლად

ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესთან“ გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი მონაწილეობდნენ, ერთ-ერთი საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების განხილვა იყო. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა, მათ შორის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდეს არა უბრალოდ რიგით კვალიფიკაციებზე და რიგით პროფესიებზე, არამედ მაღალანაზღაურებად და მაღალკვალიფიციურ პოზიციებზე.

პაატა იმნაძე

05 მარტი 2021, 16:46

COVID19

პაატა იმნაძე: როდესაც ქვეყანაში ვაქცინები შემოვა, ხელს სწორედ ის ადამიანები შეგვიშლიან, დღეს რომ ამბობენ ვაქცინა არ არისო

სერიოზულად მაწუხებს ერთი ამბავი, როდესაც ქვეყანაში საკმარისი ვაქცინები შემოვა და ეს დრო ძალიან მალე იქნება, ჩვენ ხელს შეგვიშლიან ის ადამიანები, ვინც დღეს ამბობენ ვაქცინა არ არისო. სწორედ მათ აქვთ დიდი გამოცდილება იმისა, თუ როგორ ჩააგდეს 2008 წლის იმუნიზაციის კამპანია, რომელზეც ერთი წელი ვემზადებოდით. ეს ფაქტია და მთელი საქართველოს ამბობს. დღეს კი, ისევ დაწყებულია ეს პროცესი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

თეა წულუკიანი

05 მარტი 2021, 16:40

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ნიკანორ მელიას ციხე, როგორც პიროვნებას ბენეფიტს არ მოუტანს, მისი დაკავება იყო ერთადერთი სამართლებრივი გზა

ნიკანორ მელიას დაკავების ღონისძიება ეს იყო ერთადერთი სწორი სამართლებრივი გზა, რომელიც პოლიციამ შესანიშნავი პროფესიონალიზმით, მშვიდობიანად ჩაატარა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

05 მარტი 2021, 16:34

პოლიტიკა

ნათია თურნავა: მზად ვართ, „ზემო ნამახვანის“ პროექტირებასა და შესწავლაში ადგილობრივი მოსახლეობის მეტი ჩართულობა, მათთვის სანდო ექსპერტების დონეზე უზრუნველვყოთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი „ნამახვანი ჰესის“ პროექტზე მუშაობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს. ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ცაგერში იმყოფებიან და ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავენ.

ვახტან გომელაური

05 მარტი 2021, 16:33

სამართალი

ვახტანგ გომელაური: პირველ რიგში, მე მხარს დავუჭერდი, რომ უფრო მეტად და მეტად მკაცრი იყოს სასჯელი ზუსტად ნარკორეალიზატორებისთვის

შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში მოხსენებით წარდგენის შემდეგ, დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით აქტიურად არის ჩართული ნარკორეალიზატორებთან ბრძოლაში.

„ევროვიზია 2021“

05 მარტი 2021, 16:29

კულტურა

სომხეთი „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთი „ევროვიზია 2021“-ში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ სააგენტო „არმენპრესი“ სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. „ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, დროის უქონლობა და სხვა ობიექტური მიზეზები არ გვაძლევს კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

05 მარტი 2021, 16:22

კულტურა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ალექსანდრე კობერიძის ფილმს ფიპრესის ჯილდო გადაეცა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულების გამოვლენამდე რამდენიმე წუთით ადრე, კინოკრიტიკოსთა საერთაშრისო ასოციაციამ (ფიპრესი) მისი რჩეული ფილმები 4 სექციაში დაასახელა. მთავარ კონკურსში ფიპრესის ჯილდო გადაეცა ალექსანდრე კობერიძის ფილმს „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“, - ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ბენი განცი

05 მარტი 2021, 16:12

მსოფლიო

ბენი განცი: ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის გეგმებს ანახლებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა, რომ ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის გეგმებს ანახლებს და მზად არის, დამოუკიდებლად იმოქმედოს.

05 მარტი 2021, 15:57

რეგიონი

ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი „რიონის ხეობის მცველებს“ შეხვდებიან

ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრა, მთლიანობაში, იყო ძალიან კარგი და საქმიანი. ჩვენ, ამ ფორმატში, რამდენიც შევძელით, პასუხები გავეცით კითხვებს, მაგრამ ამით, ცხადია, არ ვასრულებთ შეხვედრებს, - ეს განცხადება ნათია თურნავამ ცაგერში ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც ორი მინისტრის მონაწილეობით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით დღეს გაიმართა.

რომის პაპი ფრანცისკე

05 მარტი 2021, 15:54

მსოფლიო

რომის პაპი ისტორიული ვიზიტით ერაყში ჩავიდა

რომის პაპი ფრანცისკე ისტორიული ვიზიტით ერაყში პირველად ჩავიდა. როგორც BBC იუწყება, კორონავირუსული პანდემიის დაწყებიდან ეს პაპის პირველი საგარეო ვიზიტია. რომის პაპი ქრისტიანული საზოგადოების დამშვიდებას და რელიგიური დიალოგის ხელშეწყობას შეეცდება, ფრანცისკე ერაყელი შიიტების ლიდერს შეხვდება, ასევე პაპი ქალაქ ერბილის სტადიონზე წირვას ჩაატარებს.

დიმიტრი ხუნდაძე და ანა ნაცვლიშვილი

05 მარტი 2021, 15:53

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე ანა ნაცვლიშვილს პასუხობს

„საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კოვიდინფექციის მართვის პროცესში არამხოლოდ საზედამხედველო საქმიანობას ეწევა, არამედ უშუალოდ მონაწილეობს ყველა პროცესში პანდემიის გამოცხადების დღიდან. რადგან კომიტეტის პირდაპირი ვალდებულებაა საკანონმდებლო საქმიანობა, ყველა მისი საკანონმდებლო ინიციატივა შუქდება და ის არ უნდა იყოს შეუმჩნეველი, მის მოსაძიებლად მხოლოდ სურვილია საჭირო“.

05 მარტი 2021, 15:40

პოლიტიკა

ოპოზიციის ნაწილი კონსტიტუციის შეცვლას ითხოვს

„ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური საკონსტიტუციო ცვლილებები, ბევრი ადამიანის, საქართველოს მოქალაქეების ჩართულობით, რომ შევქმნათ ისეთი ინსტიტუციები, რომელსაც ნდობა ექნება ხალხის მხრიდან. გვჭირდება მეტი თვითმმართველობა, მეტი ძალაუფლება გადაეცეს მოქალაქეებს“.