www.imedi.ge /  04 თებერვალი 2021, 12:07 / სანდო წყარო

პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფს უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტში სპეციალური ჯგუფი შეიქმნება, რომელიც საარჩევნო რეფორმას მოამზადებს. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ქართული ოცნება“, როგორც პასუხისმგებლიანი, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა იწყებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმას დამოუკიდებლად იმისაგან, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი აღასრულებს მის საპარლამენტო მანდატს, თუ არა. მოგეხსენებათ, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი პარტია „მოქალაქეებთან“. მემორანდუმი ათზე მეტი პუნქტისაგან შედგება და ითვალისწინებს ცვლილებებსა და პროცედურების დახვეწას მთელი რიგი მიმართულებებით. მათ შორის:

· შეიცვლება ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობის, მათ შორის ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის წესი.

· ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად გადაისინჯება ნორმები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ. ასევე, გადაისინჯება საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული ნორმები, რათა უზრუნველყოფილი იყოს დავების დროული, გამჭვირვალე და ჯეროვანი გადაწყვეტა.

· საქართველოს დიდ ქალაქებში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ოთხი ერთზე თანაფარდობით პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის. სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, არანაკლებ ორი ერთზე თანაფარდობით პროპორციული სისტემის სასარგებლოდ.

· რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაინერგება ელექტრონული ტექნოლოგიები, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას.

გარდა ამისა, როგორც ვთქვით, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ საარჩევნო ბარიერის დაწევა 0-3%-მდე ფარგლებში, თუ პარლამენტში შემოვა დეპუტატების ის რაოდენობა (113 დეპუტატი), რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ჯგუფს ორი თანათავმჯდომარე ეყოლება - ერთი უმრავლესობის, მეორე კი ოპოზიციის წარმომადგენლები. ამ თანამდებობებს კი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი პაპუაშვილი და „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი დაიკავებენ.

სამუშაო ჯგუფში, საპარლამენტო პარტიებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორებიც იქნებიან წარმოდგენილი. შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს წარედგინება არა უგვიანეს 2021 წლის 1-ლი მარტისა, ხოლო კანონპროექტები პარლამენტის მიერ მიიღება არა უგვიანეს 2021 წლის 1-ლი მაისისა.

პაპუაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში შესვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ყველა სიახლე

01 მარტი 2021, 11:26

თავდაცვა

41-ე ქვეითმა ბატალიონმა გეგმური სწავლება ჩაატარა

41-ე ქვეითი ბატალიონის „ალფას“ ქვეითმა ასეულმა ურბანული სწავლება განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გეგმიური სწავლება ობიექტის დაცვასა და მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირებას ითვალისწინებდა.

მძიმე პაციენტები

01 მარტი 2021, 11:18

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 89 იმყოფება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 265 მძიმე პაციენტიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 89 იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 265, მათ შორის: თბილისში - 103, აჭარაში - 31, იმერეთში - 72. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 89 პირი, მათგან თბილისში - 58, აჭარაში - 4, იმერეთში - 11. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 99 - თბილისში, 43 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 185 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

01 მარტი 2021, 11:16

სპორტი

კიევში, საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა 15 მედალი მოიპოვეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები უკრაინულ ტურნირზე შესუსტებული შემადგენლობით გამოვიდა. გუნდის სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, გამოცდილ მოჭიდავეთა ნაწილს, მოახლოებული სალიცენზიო შეჯიბრებებისა და ევროპის ჩემპიონატის წინ დასვენების საშუალება მიეცა.

კორონავირუსი თბილისი

01 მარტი 2021, 11:15

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა

ამ ეტაპზე ინფიცირების 1 849 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც: 1 510 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 719, აჭარაში - 173, იმერეთში - 278. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 265 პირი, მათ შორის, თბილისში - 103, აჭარაში - 31, იმერეთში - 72. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში - 58, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 99 - თბილისში, 43 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 185 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

01 მარტი 2021, 11:14

საზოგადოება

მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობა ერთი დღით, ორმხრივად შეიზღუდება

თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას აწარმოებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, სადაც საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი, მოძრაობა ერთი დღით - პირველი მარტიდან 2 მარტამდე, ორმხრივად შეიზღუდება.

01 მარტი 2021, 11:06

რეგიონი

დუშეთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

დუშეთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 10:59

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს ვაქცინის დოზებზე წვდომა მალე ჰქონდეს

„კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში ევროპამ აჩვენა და ისევ დაანახებს საქართველოს თავის სოლიდარობას. ჩვენ გავაკეთეთ დაახლოებით 400 მლნ ევროს მობილიზება, რათა მოხდეს ამ კრიზისის დაძლევა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინაცია ამ მომენტში არის მთავარი გამოწვევა.

კორონავირუსი

01 მარტი 2021, 10:58

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს, ტესტირებულთა საერთო რაოდენობის რამდენ პროცენტს დაუდგინდა კორონავირუსი. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სწორედ ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული იმ შეზღუდვების მოხსნა ან შემსუბუქება, რომლებიც ქვეყანაში ამ დრომდე მოქმედებს. სტაბილური ეპიდვითარების პირობებში, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

01 მარტი 2021, 10:57

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ჩემი ვიზიტი პოლიტიკური კრიზისის ფონზე იმართება - ოპოზიციასა და მთავრობას დიალოგისკენ მოვუწოდებ

ჩემი ვიზიტი იმართება საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე. როდესაც გამწვავებული კრიზისია, რა თქმა უნდა, ეს აშფოთებს ევროკავშირსაც და - პირადად მეც, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

01 მარტი 2021, 10:57

პოლიტიკა

შარლ მიშელი: მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორო ევროკავშირის მყარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით

კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო ევროკავშირის მყარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კორონავირუსი

01 მარტი 2021, 10:53

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 160 ადამიანს დაუდასტურდა, 409 კი გამოჯანმრთელდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 160 ადამიანს დაუდასტურდა, 409 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 27 0918 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 265 523 , გარდაიცვალა 3 520 პაციენტი.

კორონავირუსი

01 მარტი 2021, 10:51

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

სალომე ზურაბიშვილი

01 მარტი 2021, 10:50

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირს სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება

„დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასოდეს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა, თავისი დემოკრატიული გზა გააგრძელოს და ამ გზაზე არაფერმა შეუშალოს ხელი. ეს როგორც არასოდეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭიროა, რომ ის, რაც იყო და არის, საქართველო - ანუ სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული, ეს კიდევ გაძლიერდეს და გამყარდეს. ევროკავშირს, როგორც საქართველოს, სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროკავშირთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვიმუშაოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 10:45

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ევროკავშირს სურს დარჩეს საქართველოს გვერდით, მინდა კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ევროკავშირის მეგობრობის მესიჯი

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ აქ, საქართველოში, თქვენთან ერთად. ჩემი დღევანდელი შეხვედრა აქ, ისევე როგორც გუშინ მილდოვაში და ხვალ უკრაინაში - ეს არის პარტნიორობის მესიჯი ევროკავშირის მხრიდან რეგიონის ქვეყნებისთვის, - მის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი

01 მარტი 2021, 10:42

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელთან შეხვედრაზე: შევთანხმდით, რომ ამ ქვეყანას სჭირდება შიდა სტაბილურობა ევროკავშირის გზაზე არსებული ყველა დივიდენდის მისაღებად

შარლ მიშელთან დეტალურად ვისაუბრე პოლიტიკურ ვითარებაზე, შევთანხმდით, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება შიდა სტაბილურობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან შეხვედრისას, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

01 მარტი 2021, 10:41

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა

„დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასოდეს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა, თავისი დემოკრატიული გზა გააგრძელოს და ამ გზაზე არაფერმა შეუშალოს ხელი. ეს როგორც არასოდეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭიროა, რომ ის, რაც იყო და არის, საქართველო - ანუ სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული, ეს კიდევ გაძლიერდეს და გამყარდეს. ევროკავშირს, როგორც საქართველოს, სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროკავშირთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვიმუშაოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

01 მარტი 2021, 10:34

საზოგადოება

როგორ გამოიყურებოდა თბილისის რკინიგზის სადგური 1880-იან წლებში

საქართველოს ეროვნული არქივი თბილისი რკინიგზის სადგურის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც 1880-იან წლებშია გადაღებული. მათივე ინფორმაციით, ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, დიმიტრი ერმაკოვის კოლექციაში.

01 მარტი 2021, 10:32

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 114 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 114 067 979 შემთხვევა გამოვლინდა, 2 530 716 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 64 418 462 - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 28 605 669 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 513 091 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ოქროს გლობუსი

01 მარტი 2021, 10:29

კულტურა

„ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

„ნომადლენდის“ რეჟისორი, ჩინელი ქლოი ჟაო საუკეთესო რეჟისორად აღიარეს. დრამატულ ფილმებში საუკეთესო მსახიობები ანდრა დეი („შეერთებული შტატები ბილი ჰოლიდეის წინააღმდეგ“) და ჩედვიკ ბოუზმენი („მა რეინი: ბლუზის დედა).

01 მარტი 2021, 10:24

თემა

„ამის დახატვა მხოლოდ შეშლილს შეეძლო“ - მკვლევრები დიდხანს კამათობდნენ იმაზე, თუ რომელმა ვანდალმა დაწერა ეს ფრაზა ედვარდ მუნკის ნახატზე „კივილი“

ნორვეგიის ეროვნულმა გალერეამ წარმოადგინა კვლევა, რომელიც ედვარდ მუნკის ნახატზე კივილი ფანქრით შესრულებულ წარწერას ეხებოდა. ფრაზა- ამის დახატვა მხოლოდ შეშლილს შეეძლო ტილოს ზედა მარცხენა კუთხეში იკითხება. მუნკმა ეს ნახატი 1893 წელს შექმნა. მისი შთაგონების წყაროდ ორ მეგობართან ერთად სეირნობის დროს ნანახი მზის ჩასვლა იქცა. დაღლილი მხატვარი ღობეს მიეყრდნო და დაინახა სისხლი და ცეცხლის ენები, რომლებიც ჩაბნელებულ ფიორდზე ეშვებოდნენ. ჩემმა მეგობრებმა გზა განაგრძეს, მე კი ვიდექი და შიშისგან ვკანკალებდი. ამ დროს ვიგრძენი უსასრულო კივილი, რომლითაც ბუნება იყო გაჟღენთილი, - ასე აღწერდა ტილოს შექმნის ისტორიას თავად მხატვარი.