05 თებერვალი 2021, 15:26 / სანდო წყარო

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში საერთაშორისო ორგანიზაცია „World vision international - საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და კომიტეტის წევრებმა საერთაშორისო ორგანიზაცია „World vision international - საქართველოს“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც სამომავლო თანამშრომლობის ცალკეულ ასპექტებზე გაამახვილეს ყურადღება. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „World vision international - საქართველოს“ სტრატეგიულ მიმართულებებს ბავშვთა კეთილდღეობა და სათემო განვითარება შეადგენს. ორგანიზაციას ჩამოყალიბებული აქვს ბავშვთა დაცვისა და ადვოკატირების ჯგუფები თემების დონეზე, რომლებიც უწყებათაშორის ჯგუფებს წარმოადგენენ და სამთავრობო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებენ. ამდენად, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომიტეტისათვის, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის მიმართულებით მუშაობს, მათთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და დღევანდელი შეხვედრის მიზანსაც სწორედ მომავალში ერთობლივი საქმიანობის დაგეგმა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა.

„რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს კარგი ტრადიცია აქვს სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის. „World vision“ ერთ-ერთი გამორჩეულია. მათთან ბევრ სფეროში იყო თანამშრომლობა, მათ შორის, ერთ-ერთი ის ინსტიტუციური დიალოგია, რომლის ტრადიცია ამ კომიტეტმა დაამკვიდრა. ზოგადად, ყველა ის მიმართულება, რომელშიც „World vision“ მუშაობს, არის არსებითი და ბუნებრივი ჩვენი კომიტეტისთვისაც იმიტომ, რომ ეს არის რეგიონების გაძლიერება, ეს არის რეგიონებში სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა და განსაკუთრებით, პირადად მე რაც მომეწონა - ოჯახებს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს დაბლა არიან, დაეხმარონ თავად როგორ დაძლიონ სიღარიბე. რომ ეს ერთჯერადი დახმარება კი არ იყოს, არამედ თავად დადგნენ ფეხზე და წლების შემდეგ აღარ სჭირდებოდეს დახმარება. კიდევ ერთი მიმართულება ეს არის ბავშვები, როგორც ახალგაზრდობა, ისე სკოლამდელები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებთან თანამშრომლობა. ამ მხრივაც ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ დაგროვილი. ეს არის ის პროექტები, რომლებსაც სჭირდება მთავრობის მხარდაჭერა, საპარლამენტო მხარდაჭერა და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ამ ერთობლივი მუშაობით ეს ურთიერთობაც უფრო მჭიდრო გახდება და შედეგებიც კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა შეხვედრის შემდეგ.

როგორც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ორგანიზაცია „World vision international - საქართველო“ მხარს უჭერს ადგილობრივ თვითმმართველობებს ბავშვებისა და ოჯახებისათვის ეფექტური სოციალური პროგრამების განხორციელებაში, რაც თავის მხრივ მოწყვლად ახალგაზრდებს დასაქმებისა და სოციალური ინტეგრაციისათვის უნარების განვითარებაში უწყობს ხელს. გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, შესაბამისად, კომიტეტი მხარს უჭერს ორგანიზაციის საქმიანობას და იმედოვნებს, რომ მათთან თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი, კომიტეტის წევრები ნინო ლაცაბიძე და ანზორ ბოლქვაძე.

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

27 თებერვალი 2021, 16:59

ეკონომიკა

სალომე ზურაბიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ გავამარტივოთ მოქალაქეობის მიღების პირობები

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ გავამარტივოთ მოქალაქეობის მიღების პირობები“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გახსნისას.

გიორგი ვოლსკი

27 თებერვალი 2021, 16:53

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: კარვების ქალაქი და დესტრუქციის ასეთი ხარისხი საქართველოს არ სჭირდება

სჭირდება კი საქართველოს დესტრუქციის ისეთი მასშტაბი, რომელიც მას დაანგრევს საბოლოოდ და ჩააგდებს ამ ოკუპანტი ძალის გავლენის ქვეშ, უფრო მეტად დაუქვემდებარებს იმ დესტრუქციულ პროცესებს, რაც რეგიონში მიმდინარეობს. სჭირდება კი ეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ერთადერთი პრაქტიკულად დასაყრდენი ძალა ამიერკავკასიაში, იყოს შერყეული. კარვების ქალაქი და დესტრუქციის ასეთი ხარისხი საქართველოს არ სჭირდება, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის წინ კარვების გაშლის შესახებ საუბრისას.

27 თებერვალი 2021, 16:48

მსოფლიო

მიანმარში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა

მიანმარის პოლიციამ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ, ბოლო 3 კვირის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბური რეპრესიების განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე დემონსტრანტი ქალი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს დაიღუპა, ხოლო ათობით ადამიანი კი დაკავებულია.

სალომე ზურაბიშვილი

27 თებერვალი 2021, 16:48

COVID19

სალომე ზურაბიშვილი: თუ ერთად ვიმუშავებთ, საქართველო პანდემიის შემდგომი გლობალიზაციის კონფიგურაციის ცვლილებით სარგებელს მიიღებს

„COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ მთელ მსოფლიოზე იქონია გავლენა. ახლა, როგორც არასდროს, არსებული სიტუაციის გადასალახად მნიშვნელოვანია სოლიდარობა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გახსნისას. „პანდემიამ პრიორიტეტებიც შეცვალა, ყოველ შემთხვევაში, დროებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ კრიზის შესაძლებლობად გარდაქმნის გზები. თუ ერთად ვიმუშავებთ, საქართველო პანდემიის შემდგომი გლობალიზაციის კონფიგურაციის ცვლილებით სარგებელს მიიღებს.

გიორგი ვოლსკი

27 თებერვალი 2021, 16:48

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სახელმწიფო ეცდება დაცული იყოს იმ ადამიანების უსაფრთხოება, ვინც კარვებშია და იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, ვინც მათ მიმართ აგრესიულად არის განწყობილი

სახელმწიფო ეცდება დაცული იყოს იმ ადამიანების უსაფრთხოება, ვინც კარვებშია და იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, ვინც მათ მიმართ აგრესიულად არის განწყობილი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ სახელმწიფო არ იმოქმედებს სტრატეგიულად, არის იმის პერსპექტივა, რომ საზოგადოების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდეს.

გიორგი ვოლსკი

27 თებერვალი 2021, 16:43

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ შეკრებილი ძალა აშკარად გრძნობს, რომ გავლენა და დაქვემდებარება არის მთავარი ამოცანა, რომელსაც სააკაშვილის ხედვა გულისხმობს

„ნაცმოძრაობის“ ირგვლივ შეკრებილი ძალა აშკარად გრძნობს, რომ გავლენა და დაქვემდებარება არის მთავარი ამოცანა, რომელსაც სააკაშვილის ხედვა გულისხმობს. აქ მელია არის მეორეხარისხოვანი, რომელიც შეიძლება, გამოდგეს იმ იარაღად, რასაც ჰქვია დანაშაულის გამო ადამიანის დაკავებისთვის პოლიტიკური ასპექტის მიცემა – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

აფეთქება

27 თებერვალი 2021, 16:35

მსოფლიო

უკრაინის ქალაქ ჩერნოვცის საავადმყოფოში აფეთქებას მსხვერპლი მოყვა

უკრაინის ქალაქ ჩერნოვცის საავადმყოფოში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ Facebook-ზე ჩერნოვცის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ნატალია გუსაკი წერს.

სალომე ზურაბიშვილი

27 თებერვალი 2021, 16:34

ეკონომიკა

პრეზიდენტი: ქართული დიასპორის მიერ ეკონომიკაში ინვესტირება ხელს შეუწყობს ქვეყნის მზარდი ეკონომიკის განვითარებას

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ონლაინფორმატში გამართული ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

27 თებერვალი 2021, 16:05

ეკონომიკა

„ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გაიხსნა

„ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ ონლაინფორმატში გაიხსნა. ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და გაეროს მიგრაციის სააგენტო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). ღონისძიება ევროკავშირის ხელშეწყობით ტარდება.

27 თებერვალი 2021, 16:01

სპორტი

„ევროპის უნივერსიტეტის“ გუნდი თასის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა

ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგის თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები მიმდინარეობს. სასტარტო მატჩში ერთმანეთს „ეროპის უნივერსიტეტი“ და თსუ 2 დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრა EU-ს სასარგებლოდ 3:2 დასრულდა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

გია ვოლსკი

27 თებერვალი 2021, 15:50

პოლიტიკა

გია ვოლსკი: ინვესტორების წინააღმდეგ არის მიმართული ბევრი რამ, რასაც ოპოზიცია ჩადის

ინვესტორების წინააღმდეგ არის მიმართული ბევრი რამ, რასაც ოპოზიცია ჩადის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეუშლის თუ არა ხელს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება ინვესტორების მოზიდვას. მისივე თქმით, არ არსებობს მსოფლიოში რეიტინგი, სადაც საქართველოს წამყვანი ადგილი არ უკავია.

27 თებერვალი 2021, 15:48

საზოგადოება

რა გავლენა იქონია პანდემიამ საქართველოში განქორწინების მაჩვენებელზე. დეტალურად

2020 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში, საქართველოში 3 441 განქორწინება დარეგისტრირდა. მსოფლიო პანდემიის შემდეგ, არაერთმა მედიასაშუალებამ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ წყვილთა განქორწინების რაოდენობამ იმატა. თუ საქსტატის გასული წლის პირველი 6 თვის მონაცემებს პანდემიამდე პერიოდის, 2019 და 2018 წლების იმავე დროის მონაცემებს შევადარებთ, სურათი ასეთია...

მურმან დუმბაძე

27 თებერვალი 2021, 15:39

პოლიტიკა

მურმან დუმბაძე: ნიკა მელია ერთ რამეში შეცდა, რომ არ შეიჭრა პარლამენტში ბოლომდე

ნიკა მელია ერთ რამეში შეცდა, რომ არ შეიჭრა ბოლომდე. უნდა შესულიყო ბოლომდე, ეს იყო მისი ამოცანა. ის ამბობს, რომ არ აპირებდა შეჭრას და ეს ძალიან ცუდია. მე რომ ვყოფილიყავი, ვიტყოდი, შევიჭრათ და შევიდეთ, - ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა.

27 თებერვალი 2021, 15:07

რეგიონი

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული იგოეთში, გრაკალსა და სადგურ-მეტეხში საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესს გაეცნო

კასპის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. იგოეთში, გრაკალსა და სადგურ-მეტეხში სააღმზრდელო დაწესებულებების სამშენებლო სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მამუკა საღარეიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მამუკა საღარეიშვილის თქმით, მშენებლობები შეუფერხებლად მიმდინარეობს და სულ მალე პატარებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღები მოემსახურებათ.

27 თებერვალი 2021, 15:05

COVID19

განათლების სამინისტრო: ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება

ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება. საგანმანათლებლო დაწესებულებები ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით იმოქმედებენ, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კარვები

27 თებერვალი 2021, 14:25

პოლიტიკა

ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 11 კარავია გაშლილი

პარლამენტთან ოპოზიციის პროტესტი გრძელდება. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე 11 კარავია გაშლილი.

27 თებერვალი 2021, 14:10

საზოგადოება

სემეკის ორგანიზებით გამართული კონფერენცია ევროპის ქვეყნების მარეგულირებელი კომისიებისა და ენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლების მიერ დადებითად შეფასდა

ენერგეტიკული გაერთიანებისა და ევროპის ქვეყნების მარეგულირებელი კომისიების, კონკურენციის სააგენტოებისა და ენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლების მიერ 25-26 თებერვალს, სემეკის ორგანიზებით გამართული ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი პრაქტიკაში“ დადებითად შეფასდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

27 თებერვალი 2021, 14:02

სპორტი

ბაკურიანში თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

ბაკურიანმა თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. ჩემპიონატში მონაწილეობა ადგილობრივმა სპორტსმენებმა 2 ასაკობრივ კატეგორიაში მიიღეს. 16 სპორტსმენი ერთმანეთს 55 და 30-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში შეეჯიბრნენ.

27 თებერვალი 2021, 13:58

COVID19

ოკლენდში კორონავირუსის ახალი შემთხვევის გამო ლოკდაუნი გამოცხადდება

ოკლენდში კორონავირუსის ახალი შემთხვევის გამო, რომლის წარმომავლობაც ცნობილი არ არის, ხვალიდან ლოკდაუნი გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, ჯასინდა არდერნის განცხადებით, ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში 7-დღიანი ლოკდაუნი ამოქმედდება.

27 თებერვალი 2021, 13:56

COVID19

როგორია კოვიდსტატისტიკა სკოლებში. განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0.1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0.03%-ს დაუდასტურდა, - ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.