IMEDI /  05 თებერვალი 2021, 23:06 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი სააკაშვილზე: რა სამარცხვინო კაცია, ვუყურებდი და მრცხვენოდა

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

რა სამარცხვინო კაცია, ვუყურებდი და მრცხვენოდა, - პრორუსული ოპოზიციური ფრაქციის არხზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ წაყვანილ საავტორო გადაცემას სოზარ სუბარი „POSTV“-ის ეთერში გამოეხმაურა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, უცნაური და პარადოქსულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, თავიანთი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, პრორუსულობაში სხვას სდებენ ბრალს.

„მართლა უცნაურ ვითარებაში ვცხოვრობთ, „გიმოს“კურსდამთავრებული ხოშტარია გამოდის და კომუნისტების შთამომავლებს უწოდებს „ოცნებას“ ან ვინმე სხვას. გრიგოლ ვაშაძე ამბობდა, რომ ზურაბიშვილი არის რუსეთის აგენტი და რუსეთუმე, ამ დროს, კარგად ვხედავთ თვითონ სად არის და რასაც აკეთებდა მთელი ცხოვრება. რუსეთის მოქალაქე იყო ჩვენი ომის დროს და ამაყობდა, რომ ჯიბეში რუსული პასპორტი ედო. მართლა ძალიან მიყვარს და პრეტენზია არ მაქვს ბუბა კიკაბიძესთან, რატომ იმღერა რუსულად, მაგრამ, რომ წარმოვიდგენ, იგივე რომ ჩვენ დაგვმართნოდა. ამის გამო თუ ვახსენებ, თორემ საერთოდ არ ვახსენებდი ამ თემას. რამდენი ადამიანიც თანამდებობიდან მოიხსნა სააკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე გაიქცა და პუტინის გვერდით დადგა, პრემიერ-მინისტრი გავარდა და პუტინის გვერდით დადგა. ეს ადამიანები მერე დგანან და ბედავენ, რომ ვიღაცას პრორუსული ეძახონ“, - განცხადა სოზარ სუბარმა

ყველა სიახლე

08 მარტი 2021, 15:25

რეგიონი

კურორტ გოდერძიზე საბაგიროები გაიხსნა

დღეიდან, კურორტზე „გოდერძი“ სხვა სამთო-სათხილამურო კურორტების მსგავსად, სტუმრებს საბაგიროებით შეუძლიათ ისარგებლონ, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეგულაციების მიხედვით, გონდოლებში ერთდროულად მხოლოდ 3 პერსონის დაშვებაა შესაძლებელი.

ანდრიუს კუბილიუსი

08 მარტი 2021, 15:25

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: თუ შარლ მიშელის მისია წარუმატებელი იქნება, სხვა ვერავინ დაგეხმარებათ - იმედია, ორივე მხარემ იცის, რას ნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაცია

იმედი გვაქვს, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია სერიოზულად მიუდგება პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციას და მის ძალისხმევას, გადაიჭრას საქართველოში პოლიტიკური კრიზისი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს ორკვირიან ვადაზე მოხდა შეთანხმება. ეს ყველამ იცის. ამ ორ კვირაში უნდა მოხდეს მკაფიო წინადადებების წარდგენა, რაც ქვეყანას შექმნილი კრიზისიდან გამოიყვანს, - აცხადებს ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი.

ანა ბრნაბიჩი

08 მარტი 2021, 15:25

მსოფლიო

სერბეთის პრემიერმა პრეზიდენტის უკანონოდ მოსმენას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, ანა ბრნაბიჩმა ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის უკანონო მოსმენას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა. ამის შესახებ ანა ბრნაბიჩმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

08 მარტი 2021, 15:17

COVID19

გერმანიაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა

კერძოდ, 8 მარტიდან იმუშავებს წიგნისა და ყვავილების მაღაზიები, კოსმეტიკური სალონები, ავტოსკოლები და საპილოტე სასწავლებელი. დანარჩენი მაღაზიები, სასურსათოებისა და აფთიაქების გარდა, ასევე სასტუმროები, რესტორნები და სხვა დაწესებულებები დახურული რჩება.

08 მარტი 2021, 15:14

რეგიონი

კალა-უშგულის მონაკევთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

კალა-უშგულის მონაკევთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კალა-უშგულის მონაკევთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო.

გიგა ბოკერია

08 მარტი 2021, 15:05

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: აქამდე დაფიქსირებული განსხვავებების მიუხედავად, ოპოზიციაში მნიშვნელოვანი კონსენსუსია

სრული კონსენსუსია იმაზე, რომ ნორმალური - ამ ძალიან არანორმალურ ვითარებაში, რბილად რომ ვთქვა - განვითარება იქნებოდა, რომ ღარიბაშვილისნაირი ფიგურა არც პრემიერ-მინისტრი იყოს და არც მოლაპარაკებებზე იყოს. მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი კონსენსუსია მთლიანად ოპოზიციაში იმ განსხვავებების მიუხედავად, რაც აქამდე დაფიქსირდა, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ანგელა მერკელი

08 მარტი 2021, 14:51

COVID19

ექსპერტები ანგელა მერკელს ვაქცინაციის ნელი ტემპით მიმდინარეობის გამო აკრიტიკებენ

ანგელა მერკელს ექსპერტები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ნელი ტემპით მიმდინარეობის გამო აკრიტიკებენ და პროცესს ბიუროკრატიულ ღამის კოშმარს უწოდებენ. გერმანიაში ვაქცინაცია 2020 წლის დეკემბერში დაიწყო, თუმცა მას შემდეგ მოსახლეობის მხოლოდ 6 პროცენტია აცრილი, აქედან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიღებული აქვს 5 მილიონ ადამიანს, ორივე დოზა კი - 3 მილიონს.

მამუკა მდინარაძე

08 მარტი 2021, 14:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: 2010-2011 წლებში გაკეთებული ფარული ჩანაწერებით „ნაცმოძრაობა“ მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობს და ამისთვის 2010-2011 წლებში კუდის მიერ გაკეთებულ ფარულ ჩანაწერებს იყენებს.

08 მარტი 2021, 14:46

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 80 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 80 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 086 ადამიანი გარდაიცვალა.

ბლეიკ გრიფინი

08 მარტი 2021, 14:46

სპორტი

ბლეიკ გრიფინი „ბრუკლინ ნეტსში“ ითამაშებს

31 წლის გრიფინი „ბრუკლინელებისთვის“ მორიგი მეგა ტრანსფერია მანამდე გუნდმა ჯეიმს ჰარდენის გადაბირება შეძლო. მათ გარდა გუნდში ირიცხებიან ისეთი დონის მოთამაშეები, როგორებიც არიან კევინ დურანტი და კაი ირვინგი.

ხატია დეკანოიძე

08 მარტი 2021, 14:45

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: თუ „ქართული ოცნება“ არ წავა ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, მაშინ 20 მარტს დიდ აქციას გავმართავთ

შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმ ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც არის ქვეყანაში და მომავალ გეგმებზე, რომელიც უნდა იყოს საერთო ოპოზიციური ერთობის პლატფორმა, მათ შორის 20 მარტის აქციაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

08 მარტი 2021, 14:41

საზოგადოება

USAID: მხარს ვუჭერთ ისეთი საზოგადოების შექმნას, რომელიც ქალებს სრულ და თანაბარ შესაძლებლობებს ანიჭებს

USAID საქართველოში მხარს უჭერს ისეთი საზოგადოების შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარი უფლებების დაცვას და ქალებს სრულ და თანაბარ შესაძლებლობებს ანიჭებს, - აღნიშნულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საბა ბუაძე

08 მარტი 2021, 14:38

პოლიტიკა

„ლელო“ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ აპირებს

„ლელო“ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ აპირებს. ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განუცხადა.

08 მარტი 2021, 14:32

საზოგადოება

რიმა ბერაძემ დამსახურებულ პედაგოგებსა და პროფესორებს 8 მარტი მიულოცა

საქართველოს პარლამენტის წევრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისა და დამსახურებული პედაგოგის ოჯახებში იმყოფებოდა. საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ როზეტა გუჯეჯიანსა და ლია ლეჟავას ქალთა დღესასწაულები მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ხათუნა სამნიძე

08 მარტი 2021, 14:26

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: არავინ აპირებს, ხელისუფლებას საბაბი მისცეს, რათა მოლაპარაკებები ჩაიშალოს

„ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ვითარება ძალიან დამძიმდა. ეს დარტყმა „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენგან დამოუკიდებლად მიიღო. „ქართული ოცნება“ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პირადად, მიმაჩნია, რომ ამ მოლაპარაკებებზე ღარიბაშვილი და მთლიანად „ქართული ოცნება“ ძალიან დაზიანებულია. ასეთ ვითარებაში მათ მოუწევთ, უფრო მეტად დაფიქრდნენ და გაიაზრონ, რა ვითარებაშია დღეს ხელისუფლება, რამდენად მნიშვნელოვანია რიგგარეშე არჩევნები და ამ კრიზისის გადალახვა. კარგი იქნებოდა, ამ მოლაპარაკებებზე ისეთი ადამიანი იჯდეს „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც რაიმე ტიპის კითხვებს არ გამოიწვევს. ღარიბაშვილის ჩანაწერების შემდეგ ჩანს, რომ ის პირადად იყო დანაშაულის ორგანიზებაში ჩართული“, - განაცხადა სამნიძემ.

08 მარტი 2021, 14:24

COVID19

EMA ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Sputnik V-ის დამტკიცებისგან მანამ, სანამ სააგენტო ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას განიხილავს

ევროპის წამლის სააგენტო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ რუსული ვაქცინის Sputnik V-ის ეროვნულ დონეზე დამტკიცებისგან მანამ, სანამ სააგენტო ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას განიხილავს.

08 მარტი 2021, 14:24

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 9 მარტს 15:00 საათზე გამოაცხადებს. მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე ბიძინა სტურუა განაჩენს 5 დაკავებულის მიმართ გამოაცხადებს, მათგან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს და განაჩენი დახურულ კარს მიღმა გამოცხადდება.

გიგი უგულავა

08 მარტი 2021, 14:12

პოლიტიკა

გიგი უგულავა მოლაპარაკებებში ხელისუფლების მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის წინააღმდეგია

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა კრიზისს ვერ განმუხტავს და მოლაპარაკებების შედეგს დააზიანებს. ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განუცხადა.

08 მარტი 2021, 14:08

საზოგადოება

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა

2021 წლის 7 მარტს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა ეპარქიის ორ დიაკონს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბრძანება მღვდელმთავარმა მას შემდეგ გამოსცა, რაც დიაკვნებმა, წერილობითი თუ პირადი გაფრთხილებების მიუხედავად, უარი განაცხადეს ეპარქიის ახალ მმართველ მიტროპოლიტთან ერთად მსახურებაზე.

 მიხეილ ყაველაშვილი

08 მარტი 2021, 14:00

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: საზოგადოებას ნუ გაახსენებენ, რაც დავიწყებული იყო, ამომიტივტივდა ყველა ის საზიზღრობა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხდებოდა

ყაველაშვილმა საუბრისას გაკვირვება გამოხატა მამუკა ხაზარაძის განცხადების გამო, რომ დიალოგში მონაწილეობას არ მიიღებს. „ყოველ კვირას, ყველა ადამიანზე, ვისზეც სჭირდებოდათ, ჩანაწერები ქვეყნდებოდა. გვეგონა, ეს საშინელება დავამთავრეთ. მამუკა ხაზარაძისგან ძალიან გამიკვირდა, რომელმაც საკითხი დააყენა, რომ დიალოგში მონაწილეობას არ მიიღებენ. თუ ამაზე აქვს აქცენტი გაკეთებული, ხომ არ იცის, რა არის, როგორ არის? როგორ შეიძლება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ყაველაშვილმა.