imedi /  08 თებერვალი 2021, 14:11 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: უბრალოდ ამბობენ, რომ „არჩევნები გაყალბდა“, მტკიცებულებას ვერასდროს წარმოადგენენ

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

უმოკლეს დროში ჩვენ აბსოლუტურად სხვა სახის არჩევნებზე უნდა გადავიდეთ. რა თქმა უნდა, ეს არის წინგადადმული ნაბიჯი, უდიდესი პროგრესი, სპეკულაციებისთვის ეს სივრცეს პრაქტიკულად არ დატოვებს და კითხვის ნიშნებსაც გამორიცხავს, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს ერთი რამ, რომ ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერა, იყო პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტი და არა ნორმები და მუხლები, რაზეც მსჯელობა შეიძლება.

„ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერა, იყო პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტი და არა ნორმები და მუხლები, რაზეც მსჯელობა შეიძლება. მსჯელობა შეიძლება ახლა იმაზე, რა ნორმები უნდა შეიქმნას. ჩვენ დაახლოებით, ერთკვირიანი ვადა ავიღეთ არასამთავრობო სექტორთან და იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც წარმოდგენილები არიან სამუშაო ჯგუფში, რომ ყველას მოსაზრება იყოს შემოსული. ხელმძღვანელები, იოსელიანი და პაპუაშვილი შეჯერდნენ და შემდეგ შეიქმნება პირველი „დრაფტი“, რაზეც შესაძლებელი იქნება მსჯელობა. არასამთავრობო სექტორის მხრიდან იყო საკმაოდ მყარი არგუმენტები კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კონკრეტულ რეკომენდაციებს, ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ რამდენად მოსწრებადია და როგორ შეიძლება პრაქტიკასა და აღსრულებაში რეალობა დაერქვას ამ ყველაფერს, რასაც როგორც პოლიტიკურ დოკუმენტს ხელი მოეწერა. ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით არის სკეპტიკური მოსაზრებებიც და ოპტიმისტური მოსაზრებებიც. ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს მართლაც ისტორიული რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ. იქნება ბევრი დეტალი, რომელთან დაკავშირებითაც ბევრი ცვლილება იქნება. ჩვენც ვცდილობთ და პარტია „მოქალაქეების“ აზრიც იყო, რომ დაახლოებული იყოს იმ პოზიციებთან, რომელიც ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით შეთანხმდა, სადაც ყველა პოლიტიკური ძალის აზრია წარმოდგენილი. ერთი მხრივ, ამას აქვს პოლიტიკური მდგენელი და მეორე მხრივ, ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ ეს შეთანხმება ნორმებად იქცეს და სწრაფი აღსრულება მოჰყვეს. რადგან გამოწვევა დიდი და სერიოზულია. უმოკლეს ვადაში ჩვენ აბსოლუტურად სხვა სახის არჩევნებზე უნდა გადავიდეთ. რა თქმა უნდა, ეს არის წინგადადმული ნაბიჯი, უდიდესი პროგრესი, სპეკულაციებისთვის ეს სივრცეს პრაქტიკულად არ დატოვებს და კითხვის ნიშნებსაც გამორიცხავს, მაგრამ უდიდესი გამოწვევაა, რასაც უნდა გავუმკლავდეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძე ამბობს, მისი მხრიდან არასწორი იქნება კონკრეტული გვარ-სახელებით საუბარი, თუმცა იქნება თუ არა თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარე, ამას მისივე თქმით, „მომავალი გვიჩვენებს“.

ამასთან, მდინარაძის თქმით, ოპოზიციას ახლაც შეუძლია ჩაერთოს სამუშაო პროცესში, თუმცა, მისივე შეფასებით, „ოპოზიციას არგუმენტები საერთოდ აღარ აქვს“.

„გაყალბებული არჩევნები“ ეს ფრაზა აქვთ დაზეპირებული და ფიქრობენ, რომ ამისთვის არგუმენტები აღარ არის საჭირო. ჩვენ მივდივართ პრაქტიკულად ყველაფერზე, რაც კი შეიძლებოდა ჩვენიდან დათმობილიყო. მათი მხრიდან გვაქვს პიარის ჯიუტი ფორმა - „არჩევნები გაყალბდა“ და აღარ აინტერესებთ ეს გამოსაძიებელია თუ არა. ჩვენ არჩევნების მეორე დღესვე ვიყავით დარწმუნებული, რომ არჩევნების გაყალბების რაიმე მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენდა. ელემენტარულად, სერიოზული დარღვევები და ხარვეზები არ ყოფილა. თვითონ ხომ აქვთ არჩევნების გაყალბების პრაქტიკები, გვითხრან, როგორ ხდება შედეგების გადაწერა, მათ წარმოგვიდგინონ არგუმენტები. მათი 11 ათასი წარმომადგენლის ხელმოწერა თუ გაყალბდა, თქვან, ვინმემ მიიყვანა ეს ადამიანები, იძულებით და დაშინებით მოაწერინა ხელი? ამაზე პასუხს არ გვცემენ. იციან თვითონაც, რომ თავიანთი ლოგიკით ჩიხში არიან შესულები. პასუხი და არგუმენტები მათი მხრიდან არ გვაქვს, უბრალოდ ამბობენ, რომ „არჩევნები გაყალბდა“. მტკიცებულებას ვერასდროს წარმოადგენენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, დარწმუნებით იმის თქმა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა, ასევე განხორციელდება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები, არ შეიძლება.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებები სამუშაო ჯგუფში მსჯელობის ძირითადი საკითხი არ იქნება.

„თემა უფრო რეალური გახდება, როცა 113 ადამიანი იმუშავებს პარლამენტში“, - განაცხადა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

25 თებერვალი 2021, 20:38

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანთან სომხეთში განვითარებული მოვლენები განიხილა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან სომხეთში განვითარებული მოვლენები განიხილა.

25 თებერვალი 2021, 20:29

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება

როგორც უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომაზე მიმდინარე საკითხებზე იმსჯელებენ. სავარაუდოდ დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის წევრები განიხილავენ ნიკა მელიას საქმეს და ასევე იმსჯელებენ იმ საკანონმდებლო საკითხებზე, რომლებიც ამ დროოსთვის არის აქტუალური.

ამირან გამყრელიძე

25 თებერვალი 2021, 20:25

COVID19

ამირან გამყრელიძე: ექიმის ცხოვრებაში, თითოეული კოვიდინფიცრებულის გარდაცვალება დიდ დაღად დარჩება

„ყოველ დილას, საკოორდინაციო საბჭოდან ვიგებდით გარდაცვლილების სტატისტიკას, მათზე პერსონალურ ინფორმაციას და ძალიან რთულია, როდესაც ბევრი ნაცნობი ადამიანის სახელი და გვარი გესმის, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ და კიდევ ერთხელ ყველა გარდაცვლილის ოჯახს მინდა მივუსამძიმრო. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ყველაფერს ვაკეთებთ პაციენტის გადასარჩენად, შენ შენს წილ პასუხისმგებლობას მაინც გრძნობ თითოეული გარდაცვლილისა და მისი ოჯახის წინაშე. შეგეძლო კიდევ მეტი გაეკეთებინა რომ ეს არ მომხდარიყო? ეს კითხვა ექიმს, როდესაც პაციენტი იღუპება, ყოველთვის აქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბექა ბასილაია

25 თებერვალი 2021, 20:20

სამართალი

ბექა ბასილაია: დღეს პროკურატურა მოგვევლინა პრობლემური აქტივების ბიუროდ

დღეს პროკურატურა მოგვევლინა პრობლემური აქტივების ბიუროდ, იმ მოქალაქეებს რომ ურეკავენ ხოლმე თუ შემოიტან 200 ლარს, 300 ლარს სესხს გადაგივადებთო და მსგავსი, - ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა. მისი თქმით, ნიშანდობლივი იყო, რომ პროკურატურის ბრიფინგი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა.

25 თებერვალი 2021, 20:05

პოლიტიკა

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ლაშა დარსალიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობებისთვის ონლაინ ლექცია ჩაატარა

1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ონლაინ ლექცია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობებისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდი, საერთაშორისო კონტექსტი, საბჭოთა ოკუპაციასთან დაკავშირებული მოვლენები, ისტორიული და პოლიტიკური ასპექტები.

25 თებერვალი 2021, 20:05

მსოფლიო

სომხეთის ოპოზიციის მხარდამჭერებმა პარლამენტის წინ კარვების გაშლა დაიწყეს

სომხეთის ოპოზიციის მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლა დაიწყეს. ოპოზიციის მხარდამჭერებმა ბაგრამიანის გამზირი გადაკეტეს და განაცხადეს, რომ ღამეს პარლამენტის წინ გაატარებენ.

ვახო სანაია

25 თებერვალი 2021, 19:56

საზოგადოება

ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურდა

ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურა და გამოკვლევებზე გადაჰყავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტის მეუღლე სოციალურ ქსელში წერს.

იაგო ხვიჩია

25 თებერვალი 2021, 19:52

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: საერთაშორისო მხარდაჭერა აქციებში არ უნდა გავფლანგოთ

„გამოვაშვებინოთ როგორც ნიკა მელია, ისე გიორგი რურუა და შევთანხმდეთ თამაშის ისეთ პირობებზე, სადაც გასაგები იქნება, რომ მომავალში ხელისუფლებას ერთპიროვნულად ვერავინ ვერ ჩაიგდებს ხელში. ამაზე უფრო სწორი გადაწყვეტილება ჩვენ, როგორც პოპულაციამ, საქართველოს მოსახლეობამ, რომელსაც მართლა გვაღელვებს ამ ქვეყნის ბედი, რა უნდა მივიღოთ?!“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

25 თებერვალი 2021, 19:48

ეკონომიკა

„რუმს კოხტა“: ჯავშნების მიღება უკვე დაწყებული გვაქვს

ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებასა და სასტუმროებისთვის სამუშაოს განახლების უფლების მიცემას დადებითად აფასებს ბაკურიანში მდებარე სასტუმრო „რუმს კოხტას“ გენერალური მენეჯერი, მარიამ ლაშაური. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება მოულოდნელი არ ყოფილა და სასიხარულია, რომ შეზღუდვების შემსუბუქება მთის კურორტებზე მდებარე სასტუმროების სასარგებლოდ გადაწყდა.

25 თებერვალი 2021, 19:48

რეგიონი

კახეთში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

imedinews- ის ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ „ოპელის“მარკის მანქანას დაეჯახა. შეჯახების შედეგად სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი მგზარი, ხოლო ოთხი ადამიანი მიყენებული ტრამვებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს” კლინიკალაში გადაიყვანა.

25 თებერვალი 2021, 19:44

მსოფლიო

ევროკავშირი სომხეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

ევროკავაშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი, პიტერ სტანო სომხეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

25 თებერვალი 2021, 19:41

ეკონომიკა

„რედკო გუდაური“: როგორც კი დაანონსდა, რომ სასტუმროები მუშაობას განაახლებდნენ, ჯავშნები მაშინვე შემოვიდა

როგორც კი დაანონსდა, რომ სასტუმროები მუშაობას დღეიდან განაახლებდნენ, ჯავშნები მაშინვე შემოვიდა და დაჯავშნის მსურველთა ზარები ამ დრომდე არ წყდება, - ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „რედკოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა, კატია აბსანძემ განაცხადა. მისი თქმით, კურორტის გახსნა კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შეზღუდვების შემსუბუქება კომპლექსის ბინათმფლობელებისთვის დამატებით შემოსავალს გააჩენს.

25 თებერვალი 2021, 19:39

საზოგადოება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით დისკუსიების ციკლი „საუბრები ორბელიანების სასახლეში“ დაიწყო

პირველი შეხვედრა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: მიხეილ ბახტაძემ, გია მურღულიამ, ლევან გიგინეიშვილმა, ნუკრი შოშიაშვილმა, ბაჩო შურღაიამ და სანდრო ცაგარელმა.

ამირან გამყრელიძე

25 თებერვალი 2021, 19:34

COVID19

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსმა სამყარო შეარყია, ადამიანების ცხოვრება შეცვალა

„საქართველოში, კორონავირუსმა საზოგადოების ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები და ძვრები გამოიწვია. გვასწავლა ერთი მხრივ ძალიან დიდი სოლიდარობა. მახსოვს გაზაფხულზე საზოგადოება როგორი სოლიდარული იყო - ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ ეს ვირუსი. მაშინ შიშველი ხელებით ვებრძოდით ვირუსს. ზოგს თავიდან ეს ვირუსი ჩვეულებრივი სურდო ეგონა, მერე ეგონათ ზაფხულში, დათბობასთან ერთად ვირუსი გაქრებოდა, არადა, თურმე ირკვევა, რომ ეს საკმაოდ ვერაგი რამაა. ახლა პოსტკოვიდური სინდრომი სერიოზული საკითხი გახდა. ამ ვირუსისგან ბევრი რამ ვისწავლეთ და სერიოზული გამოცდილება მივიღეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

25 თებერვალი 2021, 19:29

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: მნიშვნელოვანია, კოორდინირებული მოქმედებით გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ახალგაზრდებში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში თემატურ მოკვლევაზე - „დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდებში“ წინა მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ონლაინ ფორმატის შეხვედრაში ბრიტანელმა ექსპერტმა, ალისტერ დოერტიმ შეხვედრის მონაწილეებს ბრიტანული მოდელის პრეზენტაცია წარუდგინა და საკუთარ გამოცდილებაზე ინფორმაცია მიაწოდა. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, თამარ ტალიაშვილმა, ახალგაზრდების დასაქმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციების წინადადებები გააცნო შეხვედრის მონაწილეებს.

სანა მარინი

25 თებერვალი 2021, 19:24

COVID19

8 მარტიდან ფინეთში ლოკდაუნის სამკვირიანი რეჟიმი დაწესდება

ფინეთის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის განცხადებით, 8 მარტიდან ქვეყანაში ლოკდაუნის სამკვირიანი რეჟიმი დაწესდება.

კარლ ჰარცელი

25 თებერვალი 2021, 19:21

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: საქართველოს დამოუკიდებლობის დაფასება და განმტკიცება ჩვენი მყარი პარტნიორობის მთავარი მიზანია

ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და მასთან ერთად იხსენებს, თუ როგორ დაეცა საქართველოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული რესპუბლიკა 100 წლის წინ საბჭოთა არმიის შემოჭრის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით Twitter-ზე წერს.

დავით სერგეენკო

25 თებერვალი 2021, 19:15

სამართალი

დავით სერგეენკო: არ შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩასაფრება და რაღაცის მოდელირება

როგორც არ უნდა თვლიდე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისაღები არ არის, სასამართლოს გადაწყვეტილება არის სასამართლოს გადაწყვეტილება და მე ვერაფრით ვერ შევაფასებ მას. უბრალოდ, უნდა მივყვეთ კანონიერ გზას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკომ ნიკა მელიას დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ტატიშვილი

25 თებერვალი 2021, 19:00

ეკონომიკა

გიორგი ტატიშვილი: „OMV Petrom SA“-ს გადაწყვეტილება მკაფიო ინდიკატორია იმისა, საქართველოში შესანიშნავი მსოფლიო დონის საინვესტიციო გარემოა

ტენდერი, რომელშიც „OMV Petrom SA“-ს კომპანიამ გაიმარჯვა, გასული წლის ივნისში ჩატარდა და დღეს მთავრობამ მოიწონა ხელშეკრულება, რომელიც უნდა გაფორმდეს ამ კომპანიასთან, - ამის შესახებ ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი ტატიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, „OMV Petrom SA“-ს კომპანიას 25 წლის განმავლობაში ექნება უფლება, საქართველო შავი ზღვის შელფის ნაწილზე აწარმოოს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოები.

დავით სერგეენკო

25 თებერვალი 2021, 18:58

პოლიტიკა

დავით სერგეენკო: მართლა მჯერა, რომ მოლაპარაკება ძალაში შევა და პარლამენტში იქნება თუნდაც უმწვავესი დებატები

მართლა მჯერა, რომ მოლაპარაკება ძალაში შევა და პარლამენტში იქნება თუნდაც უმწვავესი დებატები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, მოლაპარაკების არსი კომპრომისებს გულისხმობს.