imedi /  09 თებერვალი 2021, 16:09 / სანდო წყარო

ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპის სასაზღვრო ინიციატივამ ექსპერტებთან ერთად საქართველოსთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოში აღძრულ საქმეზე იმსჯელა

ოკუპაცია

საქართველოში 2008 წელს წარმოებული ომის შემდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პირველი გამოძიება გახსნა „სამხრეთ ოსეთში“ და მის ირგვლივ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულთა და სისხლის სამართლის დარღვევებთან დაკავშირებით. ეს არის პირველი და სრული გამოძიება, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს ჩატარებული აფრიკის გარდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ასევე, სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნილი აქვს მსხვერპლთა სატრასტო ფონდი, რომელსაც 2020 წლის დეკემბერში ერთხმად არჩეული გოჩა ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს. ის პირველი ქართველია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპას წარმოადგენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. თუმცა, მაშინ როდესაც საქართველოს ხელისუფლება სრულად თანამშრომლობს 2008 წლის ომის დანაშაულთა გამოძიებასთან, რუსეთი არც აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს,- ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის (MEI) ევროპის სასაზღვრო ინიციატივამ ექსპერტების ჯგუფთან ერთად საქართველოსთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აღძრული საქმესთან დაკავშირებით იმსჯელა.

ონლაინ-შეხვედრაზე ექსპერტებმა განიხილეს, თუ რა შედეგებს მოუტანს რუსეთის (და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების) მხრიდან თანამშრომლობაზე უარის თქმა ამ საქმეზე გამოტანილი განჩინების აღსრულებას. ასევე, რას მოუტანს საქართველოს მიერ აღძრული საქმე 2008 წლის ომის მსხვერპლთ და რას შეიძლება ველოდოთ ყოფილ საბჭოთა სივრცეში სამართლის ძიების მხრივ.

კითხვაზე, თუ რა გავლენა აქვს თანამშრომლობაზე რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის უარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აღძრულ საქმეზე გამოტანილი განაჩენის აღსრულებაზე, ბრუკინგსის ინსტიტუტი მოსამართლე რენატე ვინტერმა განაცხადა, რომ „საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, სწორედ რუსეთი აკონტროლებს ოსეთს და პასუხისმგებელია იმაზე, რაც იქ ხდება. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება დაწყებულია პროკურორის მიერ, არა სახელმწიფოს მოთხოვნით. ეს ხშირად არ ხდება”, - აღნიშნა რენატე ვინტერმა.

ონლაინ-შეხვედრაში მონაწილეობდა ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი ნორმან ეისენი, რომელმაც განაცხადა, რომ საერთაშორისო სასამართლოში აღძრული საქმე და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი მიგნებები თანდათანობით ტელეოლოგიურ გავლენას მოახდენს სამართლის პოვნაზე.

ეისენის თქმით, თუ ამერიკა არ არის მზად იდგეს მსხვერპლი ქვეყნების გვერდით, სად არის ზნეობრივი კოდექსი, რომელიც ამერიკულ პროექტს ასულდგმულებს ან რა უფლებით უნდა ისაუბრონ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, თუ არ დაიჭერენ ზნეობრივ და ეთიკურ პოზიციას ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა?

„ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სამხედრო ტყვეების არასათანადო მოპყრობის, ლტოლვილთა დაბრუნებისა და რეპატრიაციის საკითხების მიმართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მორალური წინსვლისთვის. ის, რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოში, იყო იმის პროგნოზი, თუ რას გააკეთებდა უკრაინაში. ჩვენ ვიცით, რომ თუ პასუხისმგებლობა ჩამდენს არ დაეკისრება, დანაშაული კვლავ განმეორდება. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების რეალური გამოცდილება ცხადყოფს, რომ ის ფაქტობრივად აღკვეთს აგრესიის განრგძობადობას. მედიაცია მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც ორივე მხარე იმყოფება სამართალგების წნეხის ქვეშ. ასე რომ, ჩვენ ეს გარე წნეხი გვჭირდება. თუ ჩვენ არ ვართ მზად ვიდგეთ მსხვერპლი და დაშინებული ქვეყნების გვერდით, სად არის ჩვენი ზნეობრივი კოდექსი, რომელიც ამერიკულ პროექტს ასულდგმულებს? რა უფლებით უნდა ვისაუბროთ სხვასთან, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, თუ არ გვსურს ასეთი ზნეობრივი და ეთიკური პოზიცია დავიჭიროთ ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა“, - განაცხადა ეისენმა.

თემის განხილვაში მონაწილეობდნენ ბექა ძამაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, პენსიაზე მყოფი ელჩი, ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი ნორმან ეისენი, ბრუკინგსის ინსტიტუტი მოსამართლე რენატე ვინტერი, ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი; სიერა ლეონეს სპეციალური სასამართლოს ყოფილი წევრი და პრეზიდენტი იულია იოჟა, მოდერატორი, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.

ყველა სიახლე

27 თებერვალი 2021, 01:46

მსოფლიო

საუდის არაბეთი ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე აშშ-ის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს კატეგორიულად უარყოფს

საუდის არაბეთის სამეფო ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე აშშ-ის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს კატეგორიულად უარყოფს.

27 თებერვალი 2021, 00:38

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 25 207 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 207 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 286 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

27 თებერვალი 2021, 00:13

ტაბლოიდი

აშშ-ის კონსერვატიული ძალების კონფერენციაზე დონალდ ტრამპის „ოქროს“ ქანდაკება დადგეს. ვიდეო

აშშ-ის კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებებების კონფერენციაზე (CPAC) დონალდ ტრამპის „ოქროს“ ქანდაკება დადგეს.

ვიქტორ ლუკაშენკო

27 თებერვალი 2021, 00:01

მსოფლიო

ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ალექსანდრე ლუკაშენკო მისმა ვაჟმა ჩაანაცვლა

ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ალექსანდრე ლუკაშენკო მისმა ვაჟმა ჩაანაცვლა. ამის შესახებ სააგენტო Belta წერს.

26 თებერვალი 2021, 23:54

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 427 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 427 644 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 093 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

თამარ გაბუნია

26 თებერვალი 2021, 23:49

COVID19

თამარ გაბუნია: ვიდრე არ იქნება ავიარეისის კონკრეტული თარიღი, ვაქცინის ჩამოსვლის დროს არ დავასახელებ

მიმდინარეობს კონსულტაციები, როდის იქნება ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის კონკრეტული თარიღი, - დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა „კოვაქსის“ პლატფორმა, იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც ჩვენთან თანამშრომლობს, მაქსიმალური მცდელობის პირობებში პირველი გარანტირებული განცხადება იყო თებერვლის ბოლო, თუმცა მწარმოებლის შეფერხებიდან გამომდინარე, ამ ვადამ გადაიწია, რაც არ არის ჩვენი კონკრეტული პრობლემა. ეს პრობლემა არის ყველა იმ

გიორგი ხელაშვილი

26 თებერვალი 2021, 23:41

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ნიკა მელიას პაიკივით შეწირვა სააკაშვილის მხრიდან იყო ინსპირირებული, რათა ხელისუფლებისა და ქვეყნის იმიჯი გაუარესებულიყო

სააკაშვილის მხრიდან იყო ინსპირირებული, ფაქტობრივად, მსხვერპლად, პაიკივით ნიკა მელიას შეწირვა ამ თამაშში, რათა ხელისუფლებისა და ქვეყნის იმიჯი გაუარესებულიყო, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა „ქართულ ოცნებაში" საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გაკეთებული შეფასებების გამო, ხელაშვილმა განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციაც ინაწილებს, ვინაიდან ორივე მხარეს ერთად უნდა მოეძებნა აღნიშნული ვითარებიდან გამოსავალი.

თეა ახვლედიანი

26 თებერვალი 2021, 23:34

რეგიონი

თეა ახვლედიანი: ცხინვალის რეგიონში განთავსებული საოკუპაციო რეჟიმის სამხედრო შენაერთები უკანონო წვრთნებით პროვოკაციებს აგრძელებენ

თეა ახვლედიანის თქმით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონო სამხედრო წვრთნები ბოლო რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. იქ განთავსებული საოკუპაციო რეჟიმის სამხედრო შენაერთები უკანონო წვრთნებით პროვოკაციებს აგრძელებენ. ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტზე უკვე გააქტიურდა ცხელი ხაზი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია. მინისტრმა დასძინა, რომ მსგავსი შემთხვევები განიხილება, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებზე, ისე ჟენევის დისკუსიებზე.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2021, 23:32

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 პაციენტი კი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 161 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც ინფექცია 11-ს აღმოაჩნდა, 1 პაციენტი კი გარდაიცვალა.

26 თებერვალი 2021, 23:19

მსოფლიო

ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო, აშშ საუდის არაბეთის 76 მოქალაქეს სავიზო სანქციებს უწესებს

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო, აშშ საუდის არაბეთის 76 მოქალაქეს სავიზო სანქციებს უწესებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მამუკა ხაზარაძე

26 თებერვალი 2021, 22:54

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე არ ეთანხმება რუსთაველის გადაკეტვის გეგმას და აცხადებს, რომ ულტიმატუმებით საუბარი სწორი არ არის

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე არ ეთანხმება რუსთაველის გადაკეტვის გეგმას და აცხადებს, რომ ულტიმატუმებით საუბარი სწორი არ არის. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

26 თებერვალი 2021, 22:29

მსოფლიო

აშშ-ის დაზვერვა: საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობის სანქცია გასცა

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობის სანქცია გასცა. ამის შესახებ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ სადაზვერვო ანგარიშშია ნათქვამი.

26 თებერვალი 2021, 22:16

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 9 205 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 205 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 74 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

26 თებერვალი 2021, 22:11

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 8 341 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 341 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 329 ადამიანი გარდაიცვალა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

26 თებერვალი 2021, 22:03

COVID19

ჯანმოს დირექტორი: საერთაშორისო თანამეგობრობამ ვაქცინების წარმოება უნდა გაზარდოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ვაქცინების წარმოება უნდა გაზარდოს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

26 თებერვალი 2021, 21:33

მსოფლიო

ერდოღანი: მიუღებელია სამხედროების მხრიდან ჩარევა - ხელისუფლების შეცვლა სომეხი ხალხის უფლებაა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგია და ეს სომხეთსაც ეხება.

26 თებერვალი 2021, 21:16

ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ ბიზნეს ასოციაციის წევრებს ტურიზმის აღდგენის გეგმა და მიმდინარე პროექტები გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, ტურიზმის კომიტეტის სხდომაზე, ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის შესახებ პრეზენტაცია გამართა. მედეა ჯანიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ტურიზმის ადმინისტრაციის საერთაშორისო მარკეტინგული გეგმები გააცნო. ბიზნეს ასოციაციის წევრებთან ერთად შეხვედრას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მარი ესწრებოდნენ.

ლინკოლნ მიტჩელი

26 თებერვალი 2021, 21:05

პოლიტიკა

ლინკოლნ მიტჩელი: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს გავლენა მოახდინოს შეხედულებებზე ვაშინგტონში

„ქრონიკის“ ვაშინგტონის ბიუროსთან ინტერვიუში, პოლიტიკის მკვლევარი, ლინკოლნ მიტჩელი, საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაფორმებულ, ახალ ლობისტურ კონტრაქტზე და აფასებს ლობიზმის გავლენას ვაშინგტონში, პოლიტიკის ფორმირებაზე. მისი თქმით ქართველებისთვის შემაშფოთებელი უდნა იყოს ის თუ რატომ არ ისმის ამბის ორივე მხარის ვერსია ვაშინგტონში თანაბრად.

26 თებერვალი 2021, 20:58

პოლიტიკა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკაში ლობისტურ კომპანიასთან ახალი 150 ათას დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკაში ლობისტურ კომპანიასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ვადა 2 წელი და 5 თვეა, მომსახურებისთვის გაღებული თანხა კი - 150 000 დოლარი. „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომლის აღსრულებასაც შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს, ამერიკაში მოქმედ ლობისტურ კომპანიებს ავალდებულებს მათი კონტრაქტების გასაჯაროებას.

თბილისის საქალაქო სასამართლო

26 თებერვალი 2021, 20:56

სამართალი

ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამივე დაკავებულს - სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა კლდიაშვილმა განაცხადა.