Imedi /  09 თებერვალი 2021, 19:32 / სანდო წყარო

საგარეო უწყება: EC ანგარიშის თანახმად, კოვიდ-19-ის პანდემიის მიუხედავად, საქართველო არჩეულ ევროპულ გზას განუხრელად მისდევდა

ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში გამოაქვეყნეს ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელიც დეტალურად ასახავს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს მთელი რიგი მიმართულებებით, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აღნიშნული განცხადების თანახმად, დოკუმენტი ასკვნის, რომ კოვიდ-19 პანდემიის კრიზისის მიუხედავად, საქართველო განუხრელად მისდევდა არჩეულ ევროპულ გზას. აღნიშნულია, რომ ქვეყანა წარმატებით აგრძელებდა ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელებას, მათ შორის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტების დანერგვას.

„ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საუბრობს მის აქტიურ ჩართულობაზე კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში. ანგარიშში ხაზგასმულია ასევე მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელსაც ევროკავშირის მხრიდან ძალზე დადებითი შეფასება და მხარდაჭერა აქვს. ანგარიში დადებითად აფასებს ქვეყნის მიერ გაუმჯობესებულ სტატისტიკას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებზე მიერთების მხრივ, რაც საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე პოზიციების თანხვედრაზე მიუთითებს.

ანგარიში ასევე ვრცლად ეხება ქვეყანაში 2020 წლის შემოდგომაზე გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, რომლებიც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებით, ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, სადაც ზოგადად, დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები. ამავდროულად ანგარიში დადებითად აფასებს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებს, რის შედეგადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდა და ქვეყანა მყარად დააყენა იმ კურსზე, რომელიც 2024 წლისთვის სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. ანგარიში ასევე ადასტურებს რომ საქართველოში მედია გარემო არის პლურალისტური და კონკურენტუნარიანი, მიუხედავად მისი მაღალი პოლარიზებულობისა.

წინამდებარე ანგარიშში საუბარია მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე მთელ რიგ სფეროებში, მათ შორისაა დემოკრატიის კონსოლიდაცია და საარჩევნო კანონმდებლობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მართლმსაჯულება, კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საზღვრის მართვა, პირად მონაცემთა დაცვა, საჯარო მმართველობა, ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა, კონკურენციის პოლიტიკა, რეგიონული განვითარება და დეცენტრალიზაცია, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, სტატისტიკა, ფინანსური სექტორი, გარემოს დაცვა, განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაციები, ტრანსპორტი და ენერგეტიკა.

ანგარიში ასევე დადებითად აფასებს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან დაახლოების დინამიკას და ხაზს უსვამს ხელისუფლების მიერ გადადგმულ მთელ რიგ საკანონმდებლო ნაბიჯებს, მათ შორის ანგარიში მიესალმება არსებით ცვლილებებს შრომის კოდექსსა და შრომის ინსპექციის სამსახურის შესახებ კანონში, ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ კოდექსის ამოქმედებას, საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებს, ცვლილებებს კონკურენციის შესახებ კანონში, სახელმწიფო შესყიდვებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კანონმდებლობაში; ტყის ახალი კოდექსის მიღებას, რომელიც ტყის მდგრადი მართვის სისტემას აყალიბებს, ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ქვეყანაში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის გატარებას შეუწყობს ხელს და სხვა.

ანგარიშში ასევე საუბარია პანდემიით გამოწვეულ ქვეყნის წინაშე არსებულ ეკონომიკურ და ფისკალურ გამოწვევებზე. მიუხედავად ამისა, ანგარიში აღიარებს, რომ საქართველომ შეინარჩუნა წარმატებული პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში, მათ შორის მსოფლიო ბანკის თანახმად ბიზნეს გარემოს მხრივ ქვეყანა მე-7 ადგილს იკავებს 190 ქვეყანას შორის და ბიზნესის დაწყების სიმარტივის მხრივ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად შემცირებული ვაჭრობისა, ევროკავშირი როგორც ერთიანი სავაჭრო ბლოკი, რჩება საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად და რომ ქვეყანა აგრძელებს ძალისხმევას ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის აღიარების კუთხით.

ანგარიშში საქართველო წარმოჩენილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის კუთხით - „ერასმუს+“-ის ფარგლებში საქართველო წამყვან 10 ქვეყანას შორის არის“, - ნათქვამია განცხადებაში.

https://eeas.europa.eu/headquarters/headquarters-homepage/92853/2021-association-implementation-report-georgia_en

ყველა სიახლე

ნინო ლაცაბიძე

03 მარტი 2021, 17:59

საზოგადოება

ნინო ლაცაბიძე: ატმოსფერული ჰაერი გაეროს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომლის ხარისხის დაცვა და გაუმჯობესება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

„არავის გვაქვს ილუზია, რომ კანონის მიღებით ხვალიდან ყველაფერი გამოსწორდება და ატმოსფერული ჰაერის იდეალურ ხარისხს მივიღებთ. ახლა მთავარი აღსრულებისა და კანონის ეფექტიანი იმლემენტაციის ნაწილი, რაშიც აუცილებლად ვიქნებით ჩართულები“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ირაკლი ქადაგიშვილი

03 მარტი 2021, 17:38

ეკონომიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ნამახვანჰესზე: მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია თუ რა პროექტია, რა პირობებით კეთდება, რა ზემოქმედება ხდება ბუნებაზე, არის თუ არა ეს სიცოცხლისთვის საშიში და ა.შ.

მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია, ასევე უნდა შედგეს მოსახლეობასთან დიალოგი, მაქსიმალური ინფორმირება თუ რა პროექტია, რა პირობებით კეთდება, რა ზემოქმედება ხდება ბუნებაზე, არის თუ არა ეს სიცოცხლისთვის საშიში და ა.შ., - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ნამახვანჰესზე კომენტირებისას განაცხადა.

მაია ბითაძე

03 მარტი 2021, 17:29

ეკონომიკა

მაია ბითაძის თქმით, „ნამახვაჰესის“ მშენებლობა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში დიდ როლს ითამაშებს

​„თუმცა გარემოს დაცვის კუთხით კვლავ რჩება კითხვები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ვფიქრობ ამ კითხვებზე ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის კარგად მიწოდებული როგორც საზოგადოებისთვის, ასევე გვრჩება ჩვენც - გარემოს დაცვის კომიტეტს და ზოგადად საპარლამენტო გუნდს“, - განაცხადა ბითაძემ.

დავით ზალკალიანი და მევლუთ ჩავუშოღლუ

03 მარტი 2021, 17:13

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა მევლუთ ჩავუშოღლუსთან სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

მხარეები მიესალმნენ რეგიონში არსებულ სამმხრივ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ფორმატს, რომელსაც გააჩნია განვითარების პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ფორმატის გაღრმავებას რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების კუთხით.

გიტანას ნაუსედა

03 მარტი 2021, 17:11

პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტი: პავილიონისის ვიზიტმა ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზარალა

ლიეტუვის პრეზიდენტი ქვეყნის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარის, ჟიგიმანტის პავილიონისის თბილისში ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ვიზიტით ლიეტუვის იმიჯი დაზარალდა.

03 მარტი 2021, 17:08

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 319 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 319 ადამიანს გამოუვლინდა, 5 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 235,333 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,230 ადამიანი. ვირუსისგან 229,143 პაციენტი განიკურნა.

03 მარტი 2021, 17:01

საზოგადოება

რიმა ბერაძემ დამსახურებულ პედაგოგებსა და ექიმებს დედის დღე მიულოცა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რიმა ბერაძე წარმატებული პედაგოგებისა და ექიმების ოჯახებში იმყოფებოდა და მათ დედის დღე მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა წარმატებულ ქალებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

კორონავირუსი ჩეხეთი

03 მარტი 2021, 16:56

COVID19

გერმანია და შვეიცარია ჩეხეთიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა ნაწილს უმკურნალებენ

გერმანია და შვეიცარია მზად არიან, ჩეხეთიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფ კოვიდინფიცირებულთა ნაწილს უმკურნალონ. ამის შესახებ ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იან ჰამაჩეკმა განაცხადა.

ილონ მასკი

03 მარტი 2021, 16:55

ეკონომიკა

რამდენი მილიარდერია მსოფლიოში

15 იანვრის მონაცემებით, პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ქონება 3,5 ტრილიონი დოლარიდან 14,7 ტრილიონამდე გაიზარდა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი SpaceX-ისა დაTesla-ს დამაარსებელი ილონ მასკია. მისი ქონება 197 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

მევლუთ ჩავუშოღლუ

03 მარტი 2021, 16:47

პოლიტიკა

მევლუთ ჩავუშოღლუ: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დავით ზალკალიანთან ერთად მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მევლუთ ჩავუშოღლუ

03 მარტი 2021, 16:45

პოლიტიკა

მევლუთ ჩავუშოღლუ ფორმატზე 3+3: ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ საკითხში საქართველოს გადაწყვეტილებას და უფრო რბილი პოზიცია გამოვხატოთ

„ჩვენი მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საბოლოოდ დამყარება. ეკონომიკურ ლოჯისტიკურ საკითხებში უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ნდობას გაზრდის. გვესმის ამ თემების მიმართ საქართველოს ფრთხილი მიდგომა. როდესაც ასეთი რთული ვითარებაა, ვგულისხმობ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, შეიძლება ორმხრივ ფორმატში საუბრის დაწყება ქვეყნებს შორის უფრო რთული იყოს, მაგრამ მრავალმხრივ ფორმატში შედარებით ადვილი აღმოჩნდეს. თუმცა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ საკითხში საქართველოს გადაწყვეტილებას და უფრო რბილი პოზიცია უნდა გამოვხატოთ“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

03 მარტი 2021, 16:28

მსოფლიო

საბერძნეთში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ელასონადან 20 კილომეტრის მოშორებით მდებბარეობდა. მიწისძვრას რამდენიმე შედარებით მსუბუქი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ნგრევის ამ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

03 მარტი 2021, 16:28

სპორტი

ბაკურიანი FIS-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო თასის ეტაპებს მასპინძლობს

ეს შეჯიბრებები სატესტო ღონისძიებაა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში გაიმართება. მსოფლიო თასის ეტაპების წარმატებით ჩატარება მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, რადგან საქართველომ მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილი უნდა დაიკავოს ზამთრის ტურიზმის მიმართულებით.

ჯანდაცვის სამინისტრო

03 მარტი 2021, 16:23

საზოგადოება

დასაქმების სამთვიანი პროგრამით გერმანიაში წასულ მოქალაქეებს სოცდაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ

საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ლეგალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში გერმანიაში გაემგზავრებიან და აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, აღნიშნულ სტატუსს არ დაკარგავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა არც სტატუსის შეჩერებისა და არც ოჯახის ქულების გადამოწმების საფუძველი არ არის.

გიგა ბოკერია

03 მარტი 2021, 16:20

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ამ არანორმალური რეალობის გათვალისწინებით, პარტიული პროტესტის ფორმები შეიცვლება

ამ არანორმალური რეალობის გათვალისწინებით, პარტიული პროტესტის ფორმები შეიცვლება და ხვალ კანცელარიის აქციის ნაცვლად იქნება მანქანების აქცია. ამავე მოსაზრებიდან გამომდინარე, 13-ში დაგეგმილი აქცია გადაიდო ოცისთვის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გააუქმესო და არ გაუქმებულა. 20-ში გადაიდო. ყველა სხვა აქციასაც ამ პრინციპით მივუდგებით, რომ ყველა ეს უსაფუძვლო რისკი, რომ რაიმე შეხება მოხდა, იყოს მინიმიზირებული, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

03 მარტი 2021, 16:13

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ დედის დღე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დედის დღე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეპიდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე რესპულიკური საავადმყოფო სრულად აღიჭურვა და კოვიდის მართვაში ჩაერთო.

აქცია პარლამენტი

03 მარტი 2021, 16:09

პოლიტიკა

ოპოზიცია 13 მარტს დაგეგმილ აქციას აღარ გამართავს

„13 მარტს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქცია გადავდეთ 20 მარტისთვის, იმიტომ რომ (ევროპული საბჭოს) პრეზიდენტმა მიშელმა დააწესა კონკრეტულად 2 კვირა. ანუ, მხარეებს პრაქტიკულად მისცა 2-კვირიანი ვადა, იმისთვის რომ ამ შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს შეთანხმება იმ საკითხებზე, რომელიც არის მოხსენებული ჩარჩო-დოკუმენტში, რომელიც მისი ავტორობით დაიდო მაგიდასთან“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

გიგი უგულავა

03 მარტი 2021, 16:09

პოლიტიკა

გიგი უგულავა: „ქართული ოცნების“ მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს ველოდებით

ნერვები უნდა დავითოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა შედეგი ძალიან კონკრეტული იყოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიგი უგულავამ განაცხადა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა განაცხადა, რომ ისინი ახლა „ქართული ოცნების“ მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდებიან. მატი მთავარი მოთხოვნები კი კვლავ უცვლელი რჩება.

გიგი უგულავა

03 მარტი 2021, 16:03

პოლიტიკა

გიგი უგულავა: შეთანხმება ვერ იქნება, თუ გიორგი რურუა და ნიკა მელია იქნებიან ციხეში

„შეთანხმება ვერ იქნება, თუ გიორგი რურუა და ნიკა მელია იქნებიან ციხეში. ეს სრულიად ცალსახაა - მოლაპარაკებები ვერ იქნება სრულფასოვანი, თუ „ნაცმოძრაობას“ ამ მაგიდასთან არ წარმოადგენს ნიკა მელია. ლაპარაკი საჭიროა შედეგისთვის. პირველი და მთავარი ნაბიჯი იმისთვის, რათა ეს ლაპარაკი იყოს სრულფასოვანი, საჭიროა, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან და არა ციხეში. დიალოგი არაა სრულფასოვანი, სანამ ნიკა მელია არის უკანონო ტყვეობაში, მაგრამ მოლაპარაკებები დაიწყება, მათ შორის იმისთვისაც, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს. ანალოგიური სიტუაცია იყო შარშან, როდესაც მე ვიყავი ციხეში და მიმდინარეობდა დიალოგი“, - განაცხადა უგულავამ.

თინა ბოკუჩავა

03 მარტი 2021, 16:00

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა: ოპოზიციისთვის პრიორიტეტულია პოლიტპატიმრების გათავისუფლება

ოპოზიციისთვის პრიორიტეტულია პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომლის გარეშეც ჩვენ არ განვიხილავთ შეთანხმების შესაძლებლობას, ასევე პრიორიტეტულია ვადამდელი არჩევნების საკითხი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.