imedi /  09 თებერვალი 2021, 20:55 / სანდო წყარო

ევროკავშირი: საქართველოში უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმებაა საჭირო

ევროკავშირმა საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2020 წლის განმავლობაში ქვეყნის მიერ თითქმის ყველა დარგში გატარებულ რეფორმებს ასახავს და მიღწეულ პროგრესს აფასებს.

„COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ასოცირების ხელშეკრულებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთგული რჩება. ევროკავშირი საქართველოს გვერდით იდგა COVID-19-ით გამოწვეულ სანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაში“, - ნათქვამია ანგარიშში.

ევროკავშირში აღნიშნავენ, რომ დემოკრატიის კონსოლიდაცია და სასამართლო სისტემის რეფორმა გადამწყვეტი იქნება ევროპულ გზაზე საქართველოს შემდგომი წინსვლისთვის.

„პირველ რიგში, ახალმა საარჩევნო ჩარჩომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ჯანსაღი საფუძველი უზრუნველყო და ნაწილობრივ გაითვალისწინა ეუთო / ODIHR-ისა და ევროპის საბჭოს / ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციები. კონკურენტული არჩევნების მიუხედავად, რიგმა ხარვეზებმა პროცესისადმი ნდობა შეარყია და ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს. ეს შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციის აუცილებლობას ცხადყოფს, მათ შორის, ეუთო / ODIHR-ის რეკომენდაციებისა და ინკლუზიური დიალოგის გათვალისწინებით. მოკლევადიან პერიოდში, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმებაა საჭირო, რათა პარლამენტში მნიშვნელოვანი რეფორმების დღის წესრიგის შემუშავება შესაძლებელი გახდეს. უფრო ფართო მასშტაბით კი, ქართულ პოლიტიკასა და მედიაში პოლარიზაციის მოგვარება კვლავ გამოწვევად რჩება“, - აღნიშნულია ევროკავშირის ანგარიშის დასკვნით ნაწილში.

ანგარიშში ასევეა საუბარი სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის განხორციელების მნიშვნელობაზე.

ყველა სიახლე

01 მარტი 2021, 09:53

თავდაცვა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

01 მარტი 2021, 09:40

საზოგადოება

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს

თბილისის მერია პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განცხადებების მიღებას იწყებს. დაფინანსების ოდენობა (წლიურად შეადგენს 2 250-ს, ხოლო სემესტრულად 1 125 ლარს) დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ აკადემიურ მოსწრებაზე

შარლ მიშელი
სალომე ზურაბიშვილი

01 მარტი 2021, 09:25

პოლიტიკა

ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა იმართება

საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ხვდება. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო. პირისპირ შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბშილი და შარლ მიშელი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

01 მარტი 2021, 09:19

საზოგადოება

დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

1-ლი მარტიდან, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ.

01 მარტი 2021, 09:13

ეკონომიკა

რომელი ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ დღეიდან საქართველოში შემოსვლას PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით

პისიარტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსვლა დღეიდან კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ. ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილება საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

01 მარტი 2021, 08:53

რეგიონი

აჭარაში რესტორნები, შაბათ-კვირის გარდა, შიდა სივრცეებში მუშაობას დღეიდან განაახლებენ

აჭარაში, სადაც ღია კვების ობიექტების, რესტორნებისა და კაფეების გახსნა ყველაზე ადრე გადაწყდა. ეს ობიეტები დღეიდან მომხმარებლებს უკვე შიდა სივრცეებშიც მიიღებენ. შეზღუდვა ამ ეტაპზე შენარჩუნდება შაბათ-კვირას.

01 მარტი 2021, 08:36

საზოგადოება

ტრენინგების, კონფერენციებისა და სემინარების ჩატარება დღეიდან ნებადართულია

ტრენინგების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება დღეიდან უკვე შესაძლებელია. ჯანდაცვის სამინისტრომ მათთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. კერძოდ, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით და შესაბამისი წესების დაცვით უნდა მოხდეს აუდიტორიების დანლაგება

01 მარტი 2021, 08:30

საზოგადოება

ბიბლიოთეკები მუშაობას დღეიდან, მუზეუმები კი ხვალიდან განაახლებენ

დღეიდან იხსნება ბიბლიოთეკები, სადაც იმოქმედებს დამატებითი რეგულაციები. პირბადე და დისტანციის დაცვა ბიბლიოთეკებშიც აუცილებელია. მომხმარებლებს სამკითხველო დარბაზის მაგიდებთან 2-მეტრიანი დისტანციით განათავსებენ. მანამდე ისინი დეზობარიერსაც გაივლიან.

01 მარტი 2021, 08:20

საზოგადოება

დღეიდან ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდება.

01 მარტი 2021, 08:13

საზოგადოება

დღეიდან პროფესიულ სასწავლებლებში ყველა სახის პრაქტიკული სწავლება აღდგება

დღეიდან პროფესიულ სასწავლებლებში რეგულაციების დაცვით ყველა სახის პრაქტიკული სწავლება აღდგება. ამასთან, უნივერსიტეტებში განახლდება კლინიკური, ლაბორატორიული და საგამოცდო პროცესები, ლექციების ჩატარება კი 15 მარტამდე კვლავ დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება.

01 მარტი 2021, 08:07

საზოგადოება

ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო ბაღი მუშაობას დღეიდან განაახლებს

ყველა საჯარო და კერძო ბაღი მუშაობას დღეიდან განაახლებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ სკოლამდელ, სააღმზრდელო დაწესებულებებში იმოქმედებს სპეციალური რეგულაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ეპიდემიოლოგებთან, ინფექციონისტებთან და მედიკოსებთან ერთად შეიმუშვა.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 07:58

პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს დღეს გამართავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს საქართველოში დღეს იწყებს. ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას შარლ მიშელი ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან გამართავს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2021, 02:51

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენს პრეზიდენტობის ყველაზე კატასტროფული პირველი თვე ჰქონდა

თანამედროვე ისტორიაში, ჯო ბაიდენს პრეზიდენტობის ყველაზე კატასტროფული პირველი თვე ჰქონდა, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებებების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2021, 02:25

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა დონალდ ტრამპმა კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებებების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2021, 01:56

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: წარმოუდგენელი მოგზაურობა, რომელიც ოთხი წლის წინ ერთად დავიწყეთ, შორსაა დასრულებისგან

ჯო ბაიდენს თანამედროვე ისტორიაში პრეზიდენტობის ყველაზე კატასტროფული პირველი თვე ჰქონდა, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებებების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.

ფოტო

01 მარტი 2021, 00:51

ტექნოლოგიები

ვებგვერდს MyHeritage ფოტოების „გაცოცხლების“ ფუნქცია დაემატ​​ა

ფუნქციის გამოსაყენებლად ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლა და ფოტოს ატვირთვა არის საჭირო. დამუშავების შემდეგ ფოტო 15-წამიან ვიდეოდ გარდაიქმნება, რომელზეც ადამიანი იღიმის, თავს ატრიალებს, სხვადასხვა მხარეს იყურება. მომხმარებლებს ვიდეოს ჩამოტვირთვაც შეუძლიათ. Deep Nostalgia სრულიად უფასოა. ის ასევე ფოტოს ხარისხს აუმჯობესებს - ეს ფუნქცია მათთვის არის, ვინც ძველ ფოტოებს ატვირთავს.

01 მარტი 2021, 00:42

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

01 მარტი 2021, 00:36

კულტურა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

კომიტეტმა მის მიერ იანვარში გამოცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებისაგან მოისმინა.

01 მარტი 2021, 00:23

COVID19

ფლორიდელმა ქალმა 150-დღიანი ბრძოლის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა

ფლორიდელმა კოვიდინფიცირებულმა ქალმა 150-დღიანი ბრძოლის შემდეგ ვირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ექიმები დარწმუნებულები იყვნენ, რომ 55 წლის ქალი ვერ გადარჩებოდა, რადგან ის სიკვდილის პირას იყო.

პატარძალი

28 თებერვალი 2021, 23:55

ტაბლოიდი

ქართველი პატარძალი მაგისტრატურის გამოცდას პირდაპირ ქორწილიდან ონლაინ აბარებს 👰🎓ვიდეო

როგორც წყვილი განმარტავს, მათ ჯერ ქორწილის თარიღი დაგეგმეს, შემდეგ კი შეიტყვეს, რომ პატარძალს ამ დღეს გამოცდა დაუნიშნეს, თუმცა არც ქორწილის და არც გამოცდის გადატანა არ ისურვეს.