www.imedi.ge /  10 თებერვალი 2021, 14:43 / სანდო წყარო

„ამერიკის ხმა“: საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებენ

პარლამენტი

საქართველო: ოპოზიციას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარი უთხრეს, - სტატიას ამ სათაურით „ამერიკის ხმა“ აქვეყნებს.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შეთანხმებისკენ მოუწოდებენ

„ქართული ოცნება“, რომელიც უმრავლესობას ფლობს უარს ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმებაზე, რომლებიც საკუთარი უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ. 51 ოპოზიციონერი ამტკიცებს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და უკვე მეოთხე თვეა ბოიკოტს უცხადებენ მეათე მოწვევის პარლამენტს.

ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ამტკიცებს, რომ მუშაობის იძულება, ამ შემთხვევაში პარლამენტში, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს ეწინააღმდეგება.

მანდატთან ერთად მე შეზღუდული მაქვს სხვადასხვა უფლება, საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა არაფრის კეთების უფლება არ მაქვს იმის გამო, რომ ფორმალურად მანდატი არ გამიუქმეს. გარდა ამისა, სახელმწიფო ჩემგან ითხოვს დეკლარაციის ჩაბარებას და ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჯერ ჯარიმას დამაკისრებენ, შემდეგ კი - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს ყველაფერი არაკონსტიტუციურია, ეს სიგიჟეა, რომ ადამიანს ავალებდე, გინდა თუ არა აქ იმუშაო“, - განუცხადა ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა.

წინაისტორია

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნება“ ხმათა 48.22% მიიღო და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 150 ადგილიდან 90 მოიპოვა. ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მეტი მანდატი - 36 ახალ პარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, რომლესაც ხმა ამომრჩეველთა 27.18%-მა მისცა. მას „ევროპული საქართველო“ მოჰყვება 5 მანდატით (3.79%) - პარტია, რომელიც სააკაშვილის თანამებრძოლებმა „ენმ-ში“ განხეთქილების შემდეგ შექმნეს. პარლამენტში შესულმა კიდევ ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთიდან ოთხ მანდატამდე მიიღო, მათ შორის პრორუსულმა „პატრიოტთა ალიანსმა“ (4 მანდატი).

პარლამენტში ადგილებზე უარი ორი პარტიიდან ექვსმა დეპუტატმა არ თქვა: „მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“. სავარაუდოდ, მათ კიდევ 4 ოპოზიციონერი შეუერთდება პარტიიდან „გირჩი“. ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ პარლამენტში მეტი ოპოზიციონერი დეპუტატის ნახვა სურთ.

დანარჩენი ოპოზიციონერები ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება ამას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამ საკითხის გარდა მზად არიან კომპრომისზე მთელ რიგ სხვა საკითხებში წავიდნენ, მათ შორის: დაწიონ საარჩევნო ბარიერი, შეცვალონ ცესკოს, საოლქო და საუბნო კომისიების შემადგენლობის შერჩევის წესი და საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიები დანერგონ.

საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებენ და აცხადებენ, რომ შესაძლო დარღვევების გამოძიება ოპოზიციამ არა ბოიკოტის, არამედ სასამართლოს გზით უნდა მოითხოვოს. ეს მოსაზრება დიპლომატებმა ჟურნალისტებთან საუბარში არაერთხელ დააფიქსირეს.

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა უარი თქვეს ოპოზიციონერი კოლეგების მანდატების შეწყვეტაზე, აშშ-ის საელჩოში ამ გადაწყვეტილებას „პოზიტიური ნაბიჯი“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ ახლა პარტიებს უფრო მეტი დრო ექნება იმისთვის, რომ „კონსენსუსს მიაღწიონ, თუკი ეს შესაძლებელი იქნება... და მოკლე დროში მიაღწიონ ისეთ შეთანხმებას, რომელიც საქართველოში დემოკრატიულ პროცესს გააძლიერებს და პირველ ადგილზე ქვეყნის ინტერესებს დააყენებს“.

ამასთანავე, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ სოციოლოგიური კვლევების თანახმად, კერძოდ, NDI-ის ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა 76%-მა თქვა, რომ მათ მიერ არჩეული დეპუტატების პარლამენტში ხილვა სურთ.

ექსპერტების აზრი

საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეწყვეტაზე უარის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, „გაწელოს დრო“, რათა პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციის ნაწილი მაინც დაითანხმოს. ექსპერტის აზრით, მმართველ ძალას ეს საკუთარი მოსახლეობისა და უცხოელი პარტნიორების თვალში უფრო მეტი ლეგიტიმურობის მისაღწევად სჭირდება.

„ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიულობაზე აქვს პრეტენზია, პარლამენტში 6 ან 10 ოპოზიციონერი დეპუტატის ყოფნა ძალიან არასერიოზულია. „ქართული ოცნება“ ცდილობს, მოიგოს დრო, რათა პარლამენტში მუშაობაზე პატარა პარტიები მაინც დაითანხმოს“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის პროფესორის, თორნიკე შარაშენიძის აზრით, ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეწყვეტაზე უარის თქმისას, საქართველოს ხელისუფლებას შემდეგი მიზანი ამოძრავებს: დაიყოლიოს პატარა პარტიები პარლამენტში შესვლაზე და ამგვარად, იზოლაციაში მოაქციოს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია - მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

„ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, უკვე დაითანხმა 3 პატარა პარტია პარლამენტში შესვლაზე. დიდია ალბათობაა, რომ მოლაპარაკებების შედეგად მათ სხვა პატარა პარტიებიც შეუერთდებიან. ამ პროცესის საბოლოო მიზანი სააკაშვილის პარტიის და „ევროპული საქართველოს“ იზოლაციაა. ამ უკანასკნელს ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ პრიზმაში განიხილავს. პარლამენტს მიღმა დარჩენილი ეს პარტიები, დიდი ალბათობით, ძველ გავლენასა და ელექტორატის ნაწილს დაკარგავენ. ზუსტად ეს აწყობს მმართველ ძალას“, - აცხადებს შარაშენიძე“, - ნათქვამია სტატიაში.

ყველა სიახლე

01 მარტი 2021, 08:53

რეგიონი

აჭარაში რესტორნები, შაბათ-კვირის გარდა, შიდა სივრცეებში მუშაობას დღეიდან განაახლებენ

აჭარაში, სადაც ღია კვების ობიექტების, რესტორნებისა და კაფეების გახსნა ყველაზე ადრე გადაწყდა. ეს ობიეტები დღეიდან მომხმარებლებს უკვე შიდა სივრცეებშიც მიიღებენ. შეზღუდვა ამ ეტაპზე შენარჩუნდება შაბათ-კვირას.

01 მარტი 2021, 08:36

საზოგადოება

ტრენინგების, კონფერენციებისა და სემინარების ჩატარება დღეიდან ნებადართულია

ტრენინგების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება დღეიდან უკვე შესაძლებელია. ჯანდაცვის სამინისტრომ მათთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. კერძოდ, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით და შესაბამისი წესების დაცვით უნდა მოხდეს აუდიტორიების დანლაგება

01 მარტი 2021, 08:30

საზოგადოება

ბიბლიოთეკები მუშაობას დღეიდან, მუზეუმები კი ხვალიდან განაახლებენ

დღეიდან იხსნება ბიბლიოთეკები, სადაც იმოქმედებს დამატებითი რეგულაციები. პირბადე და დისტანციის დაცვა ბიბლიოთეკებშიც აუცილებელია. მომხმარებლებს სამკითხველო დარბაზის მაგიდებთან 2-მეტრიანი დისტანციით განათავსებენ. მანამდე ისინი დეზობარიერსაც გაივლიან.

01 მარტი 2021, 08:20

საზოგადოება

დღეიდან ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდება.

01 მარტი 2021, 08:13

საზოგადოება

დღეიდან პროფესიულ სასწავლებლებში ყველა სახის პრაქტიკული სწავლება აღდგება

დღეიდან პროფესიულ სასწავლებლებში რეგულაციების დაცვით ყველა სახის პრაქტიკული სწავლება აღდგება. ამასთან, უნივერსიტეტებში განახლდება კლინიკური, ლაბორატორიული და საგამოცდო პროცესები, ლექციების ჩატარება კი 15 მარტამდე კვლავ დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება.

01 მარტი 2021, 08:07

საზოგადოება

ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო ბაღი მუშაობას დღეიდან განაახლებს

ყველა საჯარო და კერძო ბაღი მუშაობას დღეიდან განაახლებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ სკოლამდელ, სააღმზრდელო დაწესებულებებში იმოქმედებს სპეციალური რეგულაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ეპიდემიოლოგებთან, ინფექციონისტებთან და მედიკოსებთან ერთად შეიმუშვა.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 07:58

პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს დღეს გამართავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს საქართველოში დღეს იწყებს. ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას შარლ მიშელი ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან გამართავს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2021, 02:51

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენს პრეზიდენტობის ყველაზე კატასტროფული პირველი თვე ჰქონდა

თანამედროვე ისტორიაში, ჯო ბაიდენს პრეზიდენტობის ყველაზე კატასტროფული პირველი თვე ჰქონდა, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებებების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2021, 02:25

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა დონალდ ტრამპმა კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებებების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2021, 01:56

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: წარმოუდგენელი მოგზაურობა, რომელიც ოთხი წლის წინ ერთად დავიწყეთ, შორსაა დასრულებისგან

ჯო ბაიდენს თანამედროვე ისტორიაში პრეზიდენტობის ყველაზე კატასტროფული პირველი თვე ჰქონდა, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებებების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.

ფოტო

01 მარტი 2021, 00:51

ტექნოლოგიები

ვებგვერდს MyHeritage ფოტოების „გაცოცხლების“ ფუნქცია დაემატ​​ა

ფუნქციის გამოსაყენებლად ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლა და ფოტოს ატვირთვა არის საჭირო. დამუშავების შემდეგ ფოტო 15-წამიან ვიდეოდ გარდაიქმნება, რომელზეც ადამიანი იღიმის, თავს ატრიალებს, სხვადასხვა მხარეს იყურება. მომხმარებლებს ვიდეოს ჩამოტვირთვაც შეუძლიათ. Deep Nostalgia სრულიად უფასოა. ის ასევე ფოტოს ხარისხს აუმჯობესებს - ეს ფუნქცია მათთვის არის, ვინც ძველ ფოტოებს ატვირთავს.

01 მარტი 2021, 00:42

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

01 მარტი 2021, 00:36

კულტურა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

კომიტეტმა მის მიერ იანვარში გამოცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებისაგან მოისმინა.

01 მარტი 2021, 00:23

COVID19

ფლორიდელმა ქალმა 150-დღიანი ბრძოლის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა

ფლორიდელმა კოვიდინფიცირებულმა ქალმა 150-დღიანი ბრძოლის შემდეგ ვირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ექიმები დარწმუნებულები იყვნენ, რომ 55 წლის ქალი ვერ გადარჩებოდა, რადგან ის სიკვდილის პირას იყო.

პატარძალი

28 თებერვალი 2021, 23:55

ტაბლოიდი

ქართველი პატარძალი მაგისტრატურის გამოცდას პირდაპირ ქორწილიდან ონლაინ აბარებს 👰🎓ვიდეო

როგორც წყვილი განმარტავს, მათ ჯერ ქორწილის თარიღი დაგეგმეს, შემდეგ კი შეიტყვეს, რომ პატარძალს ამ დღეს გამოცდა დაუნიშნეს, თუმცა არც ქორწილის და არც გამოცდის გადატანა არ ისურვეს.

შარლ მიშელი დავით ზალკალიანი

28 თებერვალი 2021, 23:19

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: შარლ მიშელის ვიზიტი კიდევ ერთხელ გამოხატავს ევროკავშირის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებისადმი

„სიხარულით მივესალმები ევროპული კომისიის პრეზიდენტს საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ გამოხატავს ევროკავშირის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებისადმი. ვიზიტი ითვალისწინებს შეხვედრებს მთავრობის წევრებთან, COVID-19-ის, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისა და რეგიონში უსაფრთხოების საკითხების განხილვას“, - წერს ზალკალიანი.

იაგო ხვიჩია

28 თებერვალი 2021, 22:58

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: შარლ მიშელის ვიზიტი კონფლიქტის განსამუხტად მნიშვნელოვანია

„თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი რანგის სტუმარი ჩამოდის ქვეყანაში კრიზის დროს. წინასწარვე არსებობს მოლოდინები, რომ საუბარი შეეხება იმ მთავარ კრიზისს, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ახლა არსებობს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

დავით ზალკალიანი და შარლ მიშელი

28 თებერვალი 2021, 22:53

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა და შარლ მიშელმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა, რეგიონში არსებული ვითარება და პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში როგორც პანდემიასთან დაკავშირებული რთული გარემოს, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ხაზი გაესვა ევროკავშირის აქტიური და ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

დავით ზალკალიანი

28 თებერვალი 2021, 22:50

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: შარლ მიშელს ექნება შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ამ ვითარებიდან გამოსავალი მოიძებნოს

საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანია რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით გეოპოლიტიკური სიტუაციის შეფასების თვალსაზრისით, ასევე მჭიდრო კოორდინაციის მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

28 თებერვალი 2021, 22:38

საზოგადოება

შატილის ტრაგედიის საქმე - რას ჰყვებიან გადარჩენილები და დაღუპულთა ახლობლები

23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო- შატილის საავმტომობილო გზის 64-ე კილომეტრი საბედისწერო აღმოჩნდა. 20 მგზავრიდან -17 ადგილზე დაიღუპა. მათ შორის, ასაკით ყველაზე ახალგაზრდა 19-ის, ყველაზე უფროსი კი 68 წლის იყო. მომხდარს სასწაულებრივად გადაურჩა 3 ტურისტი.