www.imedi.ge /  11 თებერვალი 2021, 13:24 / სანდო წყარო

ევროკავშირის 2020 წლის ანგარიშში გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებებით საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი დადებითად შეფასდა

ევროკომისიამ და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ამ მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული ნაბიჯები დადებითად შეფასდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში არ შეფერხებულა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი, მათ შორისა, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.

ანგარიში დადებითადაა შეფასებული ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან დაახლოების დინამიკა და ხაზგასმულია, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კანონმდებლობის სრულყოფის მიმართულებით. შედეგად, მიღებულია ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ტყის მდგრადი მართვის სისტემას აყალიბებს; საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საქართველოს კანონი, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“; მიღებულია საქართველოს კანონი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ“, რომელის საფუძველზეც ქვეყანა ჰაერის ხარისხის მართვის ევროპულ სტანდარტებზე გადავა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ევროკომისია და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმებიან საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კონცეფციის განხორციელებას და ვალდებულებების ეტაპობრივ დანერგვის დაწყების პროცესს, ასევე, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის განახლებას; გრძელვადიანი დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგიის შემუშავებას და კლიმატის საბჭოს შექმნას, რომელმაც ინსტიტუციურად გააძლიერა კლიმატის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი; „აკვაკულტურის შესახებ“ კანონის მიღებას, რომელიც განსაზღვრავს აკვაკულტურის ზონებს სანაპირო წყლებში და შიდა წყლებში, ადგენს პირობებს ნებართვების გაცემის შესახებ. ანგარიშში დადებითადაა შეფასებული თევზჭერის სფეროში საკანონმდებლო და აღსრულების ნაწილში მიღებული პროგრესი, ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო გეგმის მიხედვით ასრულებს ვალდებულებებს სანიტარიული და ფიტოსანიტარული (SPS) მიმართულებით.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ, 2020 წელს, ევროკავშირმა გახსნა შიდა ბაზარი საქართველოში წარმოებული ცხოველური წარმოშობის შინაური ბინადარი ცხოველის საკვებისთვის.

ყველა სიახლე

გივი მიქანაძე

25 თებერვალი 2021, 13:28

COVID19

გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მიქანაძემ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

25 თებერვალი 2021, 13:25

პოლიტიკა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატი: სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოს კვლავ უწევს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან ბრძოლა

„25 თებერვალი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს წარმოადგენს. სწორედ ამ დღეს, 100 წლის წინ, წითელი არმიის დანაყოფებმა საქართველოში დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლება დაამხეს და კომუნისტური რეჟიმი დაამყარეს, რითიც საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი ქვეყნის მრავალწლიანი ოკუპაცია დაიწყო. 1921 წელს სამხედრო ინტერვენციის გზით საბჭოთა რეჟიმმა არა მხოლოდ გაანადგურა საქართველოს სვლა თავისუფლებისა და დემოკრატიული განვითარებისკენ, არამედ ასეულ ათასობით მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

25 თებერვალი 2021, 13:25

სპორტი

მადრიდის „რეალმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს

მადრიდის „რეალმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. სამეფო კლუბმა სტუმრად ბერგამოს „ატალანტა“ ფერლან მენდის ერთადერთი ბურთის წყალობით დაამარცხა. შეხვედრის დასაწყისში, მეჩვიდმეტე წუთზე არბიტრმა მასპინძელთა ფეხბურთელი რემო ფრეულერი გააძევა, რამაც სტუმრებს დიდი უპირატესობა მისცა.

პარლამენტი

25 თებერვალი 2021, 13:24

პოლიტიკა

საარჩევნო დარღვევების მიზეზების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრთა ვინაობა ცნობილია

საგამოძიებო კომისიის წევრთა ვინაობა ცნობილია. არჩევნების შედეგების შესასწავლად შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისია ოთხი დეპუტატით დაკომპლექტდება, სადაც ორი წევრი ოპოზიციის, ორი კი უმრავლესობის წარმომადგენელი იქნება.

25 თებერვალი 2021, 13:20

სპორტი

გიორგი ბერიძე „უიპეშტს“ უნგრეთის თასის მეოთხედფინალში გასვლაში დაეხმარა

გიორგი ბერიძე „უიპეშტს“ უნგრეთის თასის მეოთხედფინალში გასვლაში დაეხმარა. ქართველმა ნახევარმცველმა და მისმა თანაგუნდელებმა მერვედფინალში სტუმრად „პუშკაშ აკადემიას“ 2:1 მოუგეს, გადამწყვეტი ბურთი კი 84-ე წუთზე ბერიძემ ეფექტური დარტყმით გაიტანა, ზუსტად ოთხ წუთში ის შეცვალეს. ქვეყნის თასის წლევანდელ გათამაშებაში ბერიძის ანგარიშზე სამ შეხვედრაში 5 გოლია, ჩემპიონატში კი თავის გუნდს 4 ბურთით დაეხმარა.

ბაჩანა არაბული

25 თებერვალი 2021, 13:16

სპორტი

ბაჩანა არაბულის გოლის წყალობით „ლამიამმა“ გაიმარჯვა

საბერძნეთის სუპერლიგის 23-ე ტურში „ლამიამ“ „აელი“ 1:0 დაამარცხა. ერთადერთი ბურთი კი 27 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ბაჩანა არაბულმა 41-ე წუთზე, თავური დარტყმით გაიტანა. მან სრულად ითამაშა, „ლამიას“ მეორე ქართველი ლეგიონერი გუგა ფალავანდიშვილი კი სათადარიგო იყო.

გიორგი ვოლსკი

25 თებერვალი 2021, 13:14

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მელიას დაპატიმრებით მანიპულირებენ „ნაცმოძრაობა“ და მის გარშემო შეკრებილი „საცივში თავჩაყოფილები“

ნიკა მელიას დაპატიმრებით მანიპულირებს „ნაცმოძრაობა“ და ყველა დანარჩენი, ვინც მის გარშემოა შეკრებილი, პირობითად, საცივში თავჩაყოფილებს ვეძახი მე მათ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

პიტერ სტანო

25 თებერვალი 2021, 13:12

პოლიტიკა

პიტერ სტანო: მთავრობამ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს, ოპოზიციამ კი კონსტრუქციული როლი შეასრულოს

„სამწუხაროდ, პოლიტიკური პოლარიზაცია უფრო გაღრმავდა. ეს რისკს უქმნის ქართულ დემოკრატიას. ევროკავშირი ყველა მხარეს დეესაკალაციისა და საერთო ენის პოვნისკენ მოუწოდებს. მთავრობამ ინკლუზიური ლიდერობა უნდა აჩვენოს და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა უზრუნველყოს. ოპოზიციამ კი კონსტრუქციული როლი უნდა შეასრულოს“, - წერს სტანო.

გიგი უგულავა

25 თებერვალი 2021, 13:11

პოლიტიკა

გიგი უგულავა არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე: ამ ვითარებაში რა პარლამენტზე ვლაპარაკობთ? ვინც არიან, ისინიც უნდა გამოვიდნენ

23 თებერვალს, როდესაც აქ შტურმით შემოვარდა ორი ათასი ადამიანი და დააპატიმრა ოპოზიციის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, წერტილი დაესვა ყველანაირ ილუზიას, რომ ვინმე პარლამენტში უკანა კარიდან, თუ წინა სადღესასწაულო კარიდან შევა, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა არჩილ თალაკვაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ოპოზიცია საბოლოო ჯამში, პარლამენტში დაბრუნდება.

ბესარიონ სიმონიშვილი

25 თებერვალი 2021, 13:10

საზოგადოება

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

25 თებერვალი 2021, 13:06

რეგიონი

ბათუმის კარვების აქციის მონაწილეები თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდებიან

„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბათუმში თავისუფლების კვარტალი 120-ე დღეა ფუნქციონირებს. ბათუმის თავისუფლების კვარტალი გადაინაცვლებს საქართველოს დედაქალაქში, თავისი ინფრასტრუქტურითა და იმ ხალხით, რომელიც თავისუფლების კვარტალს წარმოადგენს - ბრძოლას თბილისში გააგრძელებს. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ერთხელ მაინც მოსულან თავისუფლების კვარტალში და ძალიან ხმამაღალი პროტესტი გამოუხატავს იმ ყველაფრის შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდებს, ასეთივე შეუპოვარი ბრძოლა საქართველოს დედაქალაქში გაგრძელდება",- განაცხადა გიორგი კირთაძემ.

იუნკერები საკრებულო კოჯორი

25 თებერვალი 2021, 13:00

საზოგადოება

გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

„დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. 100 წლის წინ, იუნკერებმა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის თავიანთი სიცოცხლე უპირობოდ გასწირეს. ფასდაუდებელია მათი დამსახურება სამშობლოს წინაშე. მათ და მათთან ერთად სხვა გმირებმაც, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, სიცოცხლის ბოლო წუთამდე თავდაუზოგავად იბრძოლეს. ჩვენი სამშობლოს ნაწილი დღესაც ოკუპირებულია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ოკუპაცია დროებითია და ჩვენი ქვეყნის მომავალი ერთიანი და ძლიერი საქართველოა. მინდა, დიდი პატივი მივაგო სწორედ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს და ქედი მოვიხარო მათ წინაშე“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

25 თებერვალი 2021, 12:59

პოლიტიკა

საგამოძიებო კომისიის წევრთა წარდგენის ვადა დღეს იწურება

საგამოძიებო კომისიის წევრთა წარდგენის ვადა დღეს იწურება. „ქრონიკის“ ინფორმაციით მმართველი გუნდის ერთ-ერთი წევრი გივი მიქანაძე იქნება. მიქანაძესთან ერთად ვინ ჩაერთვება არჩევნების გამოძიებაში დღის განმავლობაში გახდება ცნობილი

ნაციონალური მოძრაობა

25 თებერვალი 2021, 12:53

პოლიტიკა

ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს

„ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა იმართება, რომელზეც სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებენ. შეხვედრის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ხვალიდან ოპოზიცია უწყვეტ აქციებს იწყებს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ნიკოლ ფაშინიანი

25 თებერვალი 2021, 12:53

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-პოლკოვნიკი ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

არჩილ თალაკვაძე

25 თებერვალი 2021, 12:47

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას

„ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას. ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს“, - წერს თალაკვაძე.

25 თებერვალი 2021, 12:40

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 11,198 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11,198 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 446 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 4,212,100 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 84,876 ადამიანი გარდაიცვალა.

ნიკოლ ფაშინიანი

25 თებერვალი 2021, 12:37

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: გენერალური შტაბის განცხადებას ვაფასებ, როგორც სამხედრო გადატრიალების მცდელობას

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას მისი გადადგომის შესახებ სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.

ნიკოლოზ სამხარაძე

25 თებერვალი 2021, 12:36

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ვეთანხმებით ევროკავშირს, რომ ამ ვითარებიდან გამოსავალი ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შემოსვლაა

ევროკავშირის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მას სრულად ვეთანხმებით და ვიზიარებთ. პოლარიზაციიდან გამოსავალი არის ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შემოსვლა და საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომელიც საქართველოს დღეს აუცილებლად სჭირდება, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

25 თებერვალი 2021, 12:36

ეკონომიკა

ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და შავი ზღვის შელფზე ნავთობის და გაზის მომპოვებელ კომპანია OMV Petrol-ს შორის ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება

დღეს მთავრობის სხდომამ ჩვენი წარდგინებით განიხილა და მოიწონა პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება, რომელიც დაიდება ჩვენი ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და შავი ზღვის შელბზე ნავთობისა და გაზის მომპოვებელ კომპანია „ოემვი პეტრომს“ შორის, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმა, ნათია თურნავამ განაცხადა.