imedi /  11 თებერვალი 2021, 18:57 / სანდო წყარო

ვიქტორ ყიფიანი: მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს - პროქართულები იყვნენ

ვიქტორ ყიფიანი

ვიქტორ ყიფიანი

ყველა ქართულ პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ, განცხადებებში ფრთხილი იყვნენ, რადგან პოლიტიკური ძალის მდგრადობა გადის არა მხოლოდ შიდა, არამედ საგარეო ფილტრსაც, ამიტომ წინდახედულები უნდა იყვნენ, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ასევე არის ობიექტური გარემოებები, რომელიც უბრალოდ განწირულს ხდიან (კარგი გაგებით) ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რომ ეს ურთიერთობები იყოს სიმჭიდროვით გამორჩეული და მესამე და მთავარი, ამ კანონპროექტში ხაზგასმულია საქართველოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისადმი, მათ შორის არჩევნების ჩატარების სტანდარტისადმი. ეს არის აღიარება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან და ჩვენთვის დასავლელ პოლიტიკურ ცივილიზაციაში შესასვლელი ბილეთია.

მოვუწოდებ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს, პირველ რიგში პროქართულები იყვნენ, რადგან ჩვენი მდგრადობა, როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური პროქართულობასთან ერთად მყარ პროდასავლურობას ნიშნავს“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ჯერი კონოლის და ადამ კინზინგერის მიერ კონგრესში წარდგენილი კანონპროექტი რუსეთის აგრესიის მიმართ აშშ-ის მტკიცე წინააღმდეგობას ადასტურებს. ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი კვლავ წარადგინეს.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

03 მარტი 2021, 23:29

ეკონომიკა

აშშ-მა ყირიმის ანექსიისთვის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედება ერთი წლით გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ყირიმის ანექსიისთვის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედება ერთი წლით გაახანგრძლივა.

გურამ კაშია

03 მარტი 2021, 23:17

სპორტი

გურამ კაშია თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი გახდა

„ლოკომოტივში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე; ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა, გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და მისი ნაწილი. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან“,- განაცხადა გურამ კაშიამ.

გიორგი ხელაშვილი

03 მარტი 2021, 23:08

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: მიუხედავად საერთაშორისო მოწოდებებისა, ოპოზიციას საბოტაჟისა და პროვოკაციების გზა აქვს არჩეული

საქართველო მიისწრაფის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ და ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ სოლიდური და შთამბეჭდავი პროგრესი გვქონდა დემოკრატიზაციის კუთხით წინა ათწლეულებთან შედარებით, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ დისკუსიაზე.

03 მარტი 2021, 23:02

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 348 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 348 281 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 7 807 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

03 მარტი 2021, 22:57

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 11 520 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 520 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 65 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

03 მარტი 2021, 22:54

მსოფლიო

შვედეთში შეიარაღებულმა პირმა ქუჩაში გამვლელები დაჭრა

შვედეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ვეტლანდაში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდა კაცმა გამვლელები დაჭრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ მას ცეცხლი გაუხსნა. დაჭრილი თავდამსხმელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიცია ტერაქტის ვერსიას განიხილავს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

03 მარტი 2021, 22:50

COVID19

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 70 ათასს გადააჭარბა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 446 ადამიანი გარდაიცვალა.

03 მარტი 2021, 22:45

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 20 884 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 884 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 347 ადამიანი გარდაიცვალა.

ენტონი ბლინკენი

03 მარტი 2021, 22:37

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: აშშ დემოკრატიას სამხედრო ინტერვენციებისა და ავტორიტარული რეჟიმების შეცვლის გზით არ გაავრცელებს

აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია დემოკრატიას სამხედრო ინტერვენციებისა და ავტორიტარული რეჟიმების შეცვლის გზით არ გაავრცელებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა.

დავით ზალკალიანი

03 მარტი 2021, 22:13

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების კუთხით რამდენიმე ქვეყანასთან ვმუშაობთ, მათ შორის საფრანგეთთან და ისრაელთან

ჩვენ არამხოლოდ გერმანიასთან, არამედ ბევრ ქვეყანასთან ვმუშაობთ ე.წ ცირკულარული მიგრაციის მიმართულებით, ჩვენი მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნებთან გაფორმებული შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იქნება, რომ საქართველოდან სამუშაოდ წასული მოქალაქეები უკან დაბრუნდნენ.

03 მარტი 2021, 22:12

COVID19

ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები 21%-ით გაიზარდა

ბელგიაში კოვიდ19 -ის წინააღმდეგ ვაქცინაციის დაწყებიდან 2 თვე გავიდა. ორი კვირაა, რაც ქვეყანაში ყოველდღიური შემთხვევების მატება არ წყდება. 21 % -ით გაიზარდა ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. კლინიკებში გადანაწილებულია 1903 პაციენტი. კრიტიკულია 425 ადამიანის მდგომარეობა. ბელგიაში საწოლფონდი 2000-ს შეადგენს. საავადმყოფოებს ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული აქვთ მითითება, რომლის თანახმადაც, საწოლების 35 პროცენტი კოვიდ19 -ით ინფიცირებულებისთვის უნდა შეინახონ.

03 მარტი 2021, 22:04

რეგიონი

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო აიკრძალა.

03 მარტი 2021, 21:56

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის (ფოსტა), გუდაური(ფოსტა)–კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

03 მარტი 2021, 21:40

ტაბლოიდი

რაჭაში დაობლებული ბელები თავშესაფარში მეძუძურ დედას მიაშვილეს. ვიდეო🧸🐻

რაჭიდან ჩამოყვანილი 2 ბელი ზოოლოგიურ ცენტრში მცხოვრებ მეძუძურ დათვს მიაშვილეს. ამის შესახებ თავად ცენტრი Facebook-ზე წერს. დათვის ბელები, რომლებსაც დედა სავარაუდოდ ბრაკონიერებმა მოუკლეს, რამდენიმე დღის წინ იპოვეს, რის შემდეგაც ისინი თბილისში ჩამოიყვანეს.

ენტონი ბლინკენი

03 მარტი 2021, 21:26

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: აშშ ჩინეთს მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად მიიჩნევს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთს აშშ-ის მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად მიიჩნევს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა.

03 მარტი 2021, 20:52

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი

ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ჯორჯ კენტი

03 მარტი 2021, 20:48

პოლიტიკა

ჯორჯ კენტი: მხარს დავუჭერთ ქართველებს მათთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ ეს ქართველების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯორჯ კენტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

დავით ზალკალიანი

03 მარტი 2021, 20:43

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში თურქეთთან ვაქცინების მიმართულებითაც გვექნება მნიშვნელოვანი თანამშრომლობა და ხელშესახები შედეგი

ჩვენ შევთანხმდით ბევრ შემდგომ ნაბიჯზე, როგორ შეუძლია თურქეთს, აღმოუჩინოს საქართველოს დახმარება, მათ შორის პანდემიასთან გამკლავებაში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომელმაც მედიასთან თურქეთში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლოა, საქართველომ თურქეთთან ვაქცინის მიმართულებითაც ითანამშრომლოს და ამ თვალსაზრისით უახლოეს პერიოდში ხელშესახები შედეგიც დადგეს.

ირაკლი ქადაგიშვილი

03 მარტი 2021, 20:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკოსებმა დიალოგის დროს უნდა ვიმოქმედოთ

რა თქმა უნდა, არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკოსებმა დიალოგის დროს უნდა ვიმოქმედოთ, არსებობს ჩარჩო, კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც უნდა ვიმოქმედოთ, ვერ გავალთ ჩვენ ამ ველიდან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

03 მარტი 2021, 20:17

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: რა სინდისით საყვედურობენ სახელმწიფოს - საზოგადოებისა და ოპონენტების დაკვეთა იყო ჩინური და რუსული ვაქცინა არ შემოსულიყო ქვეყანაში

მისივე თქმით, საქართველო მაღალი სტანდარტული გზით წავიდა, რომ ევროპულ და ამერიკულ ვაქცინაზე გააკეთა აქცენტი და ამით, ოპონენტები უკმაყოფილებას არ უნდა გამოხატავდნენ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც თავად ოპონენტებს ჰქონდათ პროტესტი ჩინურ და რუსულ ვაქცინაზე.