imedi /  11 თებერვალი 2021, 19:59 / სანდო წყარო

სოზარ სუბარმა გაეროს განვითარების პროგრამის UNDP საქართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი და კომიტეტის წევრები გაეროს განვითარების პროგრამის - UNDP-ის საქართველოს წარმომადგენლებს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალი მოწვევის პარლამენტის კომიტეტის წევრებთან ძირითადად გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე შეჯერდნენ.

UNDP-ის წარმომადგენლებმა კანონმდებლებს გააცნეს ინფორმაცია უკვე შესრულებული აქტივობების შესახებ, რომლებიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების, მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შესრულების ხელშეწყობას, მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაზრდას და სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებს, ინფორმაცია მიაწოდეს ასევე სამომავლო გეგმების შესახებ.

სოზარ სუბარის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ UNDP ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და კარგი იქნება თუ ეს თანამშრომლობა ტრადიციულ პარტნიორთან კვლავაც ისევე ნაყოფიერად გაგრძელდება, როგორც ეს დღემდე იყო.

სოზარ სუბარის განცხადებით, UNDP არის ორგანიზაცია, რომელსაც დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოში.

„UNDP ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია ჩვენი კომიტეტის და ზოგადად, ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოში. პირადად ჩემთვის პიროვნულად, როცა ვიყავი სახალხო დამცველი, ეს ორგანიზაცია იყო მართლაც მთავარი პარტნიორი უამრავი კუთხით, თუმცა ერთ-ერთი მთავარი იყო რეგიონული ოფისების მხარდაჭერა და საგანმანათლებლო კუთხით ადამიანის უფლებების სფეროში ცნობიერების ამაღლება, წიგნების თარგმნა.

მნიშვნელოვანია, რომ ასეთივე კარგი გამოცდილება აქვს ჩვენს კომიტეტს ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობის და, დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება ძალიან ბევრი მიმართულებით - იქნება ეს რეგიონების განვითარების კუთხით შესაბამისი სტრატეგიების შექმნა, ცნობიერების ამაღლება, თვითმმართველობების თანამშრომლების დატრენინგება თუ სხვა და ამაში კომიტეტი მჭიდროდ ითანამშრომლებს შესაბამის სამინისტროსთან და დონორებთან, მათ შორის, UNDP-თან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება საკანონმდებლო წინადადებების ერთობლივად მომზადება იმიტომ, რომ ამ ორგანიზაციას წლების განმავლობაში შეძენილი გამოცდილებიდან გამომდინარე დაუგროვდა ის იდეები, რომლებმაც შეიძლება სწორედ იმ საკანონმდებლო წინადადებებში ჰპოვოს ასახვა, რომლებიც აგრერიგად საჭიროა ჩვენი ქვეყნისათვის.

როგორც შეხვედრაზე კომიტეტის აპარატის უფროსმა აღნიშნა, ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობა არის მაგალითი ყველაზე კარგი თანამშრომლობის ტრადიციისა და თუ ორგანიზაციის მხრიდან ამის სურვილი არ იქნებოდა, ბუნებრივია, თანამშრომლობა ვერ შედგებოდა.

„ამ ტრადიციის გაგრძელებაში კომიტეტის აპარატს, რა თქმა უნდა, თავისი როლი აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია როგორი ხელმძღვანელობა ეყოლება კომიტეტს. სიამოვნებით მსურს აღვნიშნო, რომ კომიტეტში დღეს მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული გამოცდილება რეგიონალურ ჭრილში საქმიანობის, მათ შორის არიან ყოფილი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული სამსახურის უფროსი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, რეგიონის გუბერნატორი. ეს იმის საწინდარია, რომ კომიტეტი უკეთესად გააგრძელებს თანამშრომლობის ტრადიციებს“, - განაცხადა კომიტეტის აპარატის უფროსმა სულიკო ბეჟანიძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხოჯევანიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი, კომიტეტის წევრი ნინო ლაცაბიძე, რომლებმაც დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები და გამოთქვეს სრული მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობის.

ყველა სიახლე

03 მარტი 2021, 18:48

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

03 მარტი 2021, 18:47

მსოფლიო

სამხრეთ აფრიკასა და ჩინეთში ყალბი ვაქცინების დისტრიბუციის ქსელის საქმიანობა აღკვეთეს

სამხრეთ აფრიკასა და ჩინეთში ყალბი ვაქცინების დისტრიბუციის ქსელის საქმიანობა აღკვეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერპოლი ავრცელებს.

03 მარტი 2021, 18:38

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დავით ზალკალიანი

03 მარტი 2021, 18:34

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: პლატფორმები უნდა ეფუძნებოდეს ისეთი ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას, როგორიცაა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის აღიარება

პირველ რიგში, პლატფორმები უნდა ეფუძნებოდეს ისეთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას, როგორიცაა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრაზე დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, რეგიონში არსებული რთული პროცესები განიხილეს.

გიორგი ჩიქოვანი

03 მარტი 2021, 18:33

ეკონომიკა

გიორგი ჩიქოვანი: არ შეიძლება ელექტროენერგეტიკას შევხედოთ როგორც კიტრისა და პომიდვრის ვაჭრობას

ელექტროენერგეტიკა არის საკმაოდ რთული დარგი და ის ასპექტები, რაც ამ ხელშეკრულებაში არის გათვალისწინებული მოიცავს მრავალმხრივ და კომპლექსურ მიდგომას. პირველ რიგში არ შეიძლება ელექტროენერგეტიკას შევხედოთ, როგორც კიტრისა და პომიდვრის ვაჭრობას, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა „დღის ქრონიკაში განაცხადა.

„პერსევერანსი“

03 მარტი 2021, 18:33

ტექნოლოგიები

NASA-მ მარსის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

აპარატი „პერსევერანსი“ მარსზე 18 თებერვალს დაჯდა და დედამიწაზე წითელი პლანეტის ახალი ფოტოების გადმოგზავნა უკვე დაიწყო. სურათები კრატერ ეზეროს მიდამოებშია გადაღებული. NASA-ს სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ სწორედ აქ შეძლებენ ბაქტერიული ცხოვრების კვალის აღმოჩენას.

გიორგი ჩიქოვანი

03 მარტი 2021, 18:31

ეკონომიკა

გიორგი ჩიქოვანი: ის განცხადებები და დასკვნები, რომლებიც გავრცელდა ნამახვანჰესთან დაკავშირებით, საკმაოდ ზედაპირულია და რეალობასთან ახლოს არ არის

დღეს გავეცანით EMC-ის განცხადებას ნამახვანჰესის შესახებ. ჩვენ ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ და სულ მალე გვექნება საკმაოდ დეტალური და კომპენტენტური პასუხები ამ განცხადებაზე, - ამის შესახებ ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

დავით ზალკალიანი

03 მარტი 2021, 18:24

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველო, როგორც რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებისა და პროექტების მიღმა არ უნდა დარჩეს

მიგვაჩნია, რომ საქართველო, როგორც რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, არ უნდა დარჩეს რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებისა და პროექტების მიღმა. ამის ბევრი კარგი მაგალითია, როგორც ჩვენი სამმხრივი ფორმატი, ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ყარსი, ერზერუმი, სწორედ ეს არის ის, სადაც ბევრი წარმატებული მაგალითი გვაქვს. საქართველოს ხელისუფლების წინადადებაა, რომ თბილისი იქცეს ერთგვარ პლატფორმად აზერბაიჯანს და სომხეთს შორის საუბრის კონკრეტულ თემებზე – ეკონომიკური ხასიათის თემებზე, ბიზნესთან დაკავშირებულ თემებზე, იგივე ხალხთაშორის ურთიერთობის თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი პოზიცია და ვფიქრობ, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ჩვენ სვლას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანი

03 მარტი 2021, 18:20

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: თურქეთის მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით

„ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა უაღრესად დინამიკურად ვითარდება ყველა სპექტრზე, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მაგრამ არსებობს უფრო მეტი შესაძლებლობა და არის ორმხრივად მზაობა, რომ ეს თანამშრომლობა ავიყვანოთ თვისობრივად ახალ დონეზე ისე, როგორც შეეფერებათ ნამდვილ, სტრატეგიულ პარტნიორებს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

03 მარტი 2021, 18:16

საზოგადოება

ნინო ლაცაბიძე: საწარმო ვალდებული იქნება, რომ ზიანი, რასაც გარემოს მიაყენებს, თავადვე გამოასწოროს

საწარმო ვალდებული იქნება, რომ ზიანი, რასაც გარემოს მიაყენებს, თავადვე გამოასწოროს. შეთანხმებული წინასწარი გრაფიკითა და ღონისძიებებით თვითონვე განახორციელოს გარემოს აღდგენა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

დავით ზილფიმიანი

03 მარტი 2021, 18:14

პოლიტიკა

დავით ზილფიმიანი: „ევროპელი სოციალისტები“ „ნაცმოძრაობას“ არჩევნებში დღესაც კი მოვუგებთ, იმდენი ბოროტება ჩაიდინეს

საუბარი როდესაც არის სამი ათას ადამიანზე, ვინც ხმებს ითვლის, დოკუმენტს ხელს აწერს და ზოგიერთ პარტიას ასეთი წარმომადგენლები არ ჰყავს, ეჭვის ელემენტი ყოველთვის არსებობს. კომისიაში შესვლა სწორედ იმიტომ გადავწყვიტე, რომ იქნებ, რამენაირად მივაკვლიოთ კიდევ ერთი გაყალბების რაღაც ფორმას, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ნინო ლაცაბიძე

03 მარტი 2021, 18:07

საზოგადოება

ნინო ლაცაბიძე: ახალი კანონით ჯარიმა იმდენად გაიზარდა, რომ საწარმოებს ურჩევნიათ მტვერდამჭერი ფილტრაციის სისტემა დააყენონ

ახალი კანონით შემოდის თვითმონიტორინგის ცვლილება, რომელსაც აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი. ჩვენ არ გვქონდა ერთიანი სურათი მდგომარეობაზე. თვითმონიტორინგის სისტემა არის აპარატი, რომელიც მონტაჟდება საწარმოების მილში და გვაძლევს შეტყობინებას ემისიებთან დაკავშირებით და ჩვენ გვექნება რეალური სურათი, - გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტზე რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარმა ნინო ლაცაბიძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

ნინო ლაცაბიძე

03 მარტი 2021, 17:59

საზოგადოება

ნინო ლაცაბიძე: ატმოსფერული ჰაერი გარემოს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომლის ხარისხის დაცვა და გაუმჯობესება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

„არავის გვაქვს ილუზია, რომ კანონის მიღებით ხვალიდან ყველაფერი გამოსწორდება და ატმოსფერული ჰაერის იდეალურ ხარისხს მივიღებთ. ახლა მთავარი აღსრულებისა და კანონის ეფექტიანი იმლემენტაციის ნაწილი, რაშიც აუცილებლად ვიქნებით ჩართულები“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ირაკლი ქადაგიშვილი

03 მარტი 2021, 17:38

ეკონომიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ნამახვანჰესზე: მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია თუ რა პროექტია, რა პირობებით კეთდება, რა ზემოქმედება ხდება ბუნებაზე, არის თუ არა ეს სიცოცხლისთვის საშიში და ა.შ.

მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია, ასევე უნდა შედგეს მოსახლეობასთან დიალოგი, მაქსიმალური ინფორმირება თუ რა პროექტია, რა პირობებით კეთდება, რა ზემოქმედება ხდება ბუნებაზე, არის თუ არა ეს სიცოცხლისთვის საშიში და ა.შ., - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ნამახვანჰესზე კომენტირებისას განაცხადა.

მაია ბითაძე

03 მარტი 2021, 17:29

ეკონომიკა

მაია ბითაძის თქმით, „ნამახვაჰესის“ მშენებლობა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში დიდ როლს ითამაშებს

​„თუმცა გარემოს დაცვის კუთხით კვლავ რჩება კითხვები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ვფიქრობ ამ კითხვებზე ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის კარგად მიწოდებული როგორც საზოგადოებისთვის, ასევე გვრჩება ჩვენც - გარემოს დაცვის კომიტეტს და ზოგადად საპარლამენტო გუნდს“, - განაცხადა ბითაძემ.

დავით ზალკალიანი და მევლუთ ჩავუშოღლუ

03 მარტი 2021, 17:13

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა მევლუთ ჩავუშოღლუსთან სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

მხარეები მიესალმნენ რეგიონში არსებულ სამმხრივ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ფორმატს, რომელსაც გააჩნია განვითარების პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ფორმატის გაღრმავებას რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების კუთხით.

გიტანას ნაუსედა

03 მარტი 2021, 17:11

პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტი: პავილიონისის ვიზიტმა ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზარალა

ლიეტუვის პრეზიდენტი ქვეყნის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარის, ჟიგიმანტის პავილიონისის თბილისში ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ვიზიტით ლიეტუვის იმიჯი დაზარალდა.

03 მარტი 2021, 17:08

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 319 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 319 ადამიანს გამოუვლინდა, 5 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 235,333 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,230 ადამიანი. ვირუსისგან 229,143 პაციენტი განიკურნა.

03 მარტი 2021, 17:01

საზოგადოება

რიმა ბერაძემ დამსახურებულ პედაგოგებსა და ექიმებს დედის დღე მიულოცა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რიმა ბერაძე წარმატებული პედაგოგებისა და ექიმების ოჯახებში იმყოფებოდა და მათ დედის დღე მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა წარმატებულ ქალებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

კორონავირუსი ჩეხეთი

03 მარტი 2021, 16:56

COVID19

გერმანია და შვეიცარია ჩეხეთიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა ნაწილს უმკურნალებენ

გერმანია და შვეიცარია მზად არიან, ჩეხეთიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფ კოვიდინფიცირებულთა ნაწილს უმკურნალონ. ამის შესახებ ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იან ჰამაჩეკმა განაცხადა.