12 თებერვალი 2021, 14:16 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ბოიკოტები და პოლიტიკური ხულიგნობები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

პოლარიზაციის ასეთი ხარისხი, ბოიკოტები და პოლიტიკური ხულიგნობები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გურიაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვინმეს მიერ გირაოს გადახდა-არგადახდაზე საუბარიც უნდა დასრულდეს, რადგან ქვეყანას იმხელა გამოწვევები აქვს, ეკონომიკური, უსაფრთხოების და უკვე ჯანდაცვის თვალსაზრისითაც, რომ შეუძლებელია, ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკური ძალა მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს. ეს პოლიტიკური პოლარიზაცია, პოლიტიკური ხულიგნობა და უშინაარსო ქმედებები უკვე ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა ხდება. ჯანდაცვის, ეკონომიკის, ჩვენი ბავშვების სკოლაში დაბრუნების პრობლემა არის ქვეყნის უსაფრთხოების, ხვალინდელი დღის პრობლემაა. იმის ნაცვლად, რომ ვიჭორაოთ და ერთმანეთს ხულიგნურად დავემუქროთ, გადავიხდი თუ არ გადავიხდი გირაოს, სჯობს, ყველამ გავიაზროთ ის მანდატი, რაც მოქალაქეებმა არჩევნების დროს დაგვაკისრეს - შევიდეთ იქ, სადაც პოლიტიკა კეთდება და იქიდან ვიზრუნოთ ყველამ ერთად ქვეყანაზე“, - აცხადებს გიორგი გახარია.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება.

„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, - ამის შესახებ მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ ვრცელდება ხმები, თითქოს თანხის გადახდას „მითიური მოქალაქე“ აპირებს.

5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თუ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

ყველა სიახლე

05 მარტი 2021, 10:50

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულებიდან, 81 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 264 პირი, მათ შორის, თბილისში - 104, აჭარაში - 28, იმერეთში - 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში - 54, აჭარაში- 2, იმერეთში - 10. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 103 - თბილისში, 35 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 887 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კორონავირუსი

05 მარტი 2021, 10:48

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 192 თბილისში, 71 კი იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 192 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

კორონავირუსი

05 მარტი 2021, 10:47

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3,563 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272,262-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 266,253-ს.

კორონავირუსი

05 მარტი 2021, 10:46

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 390 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 172 პაცინტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 390 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი.

05 მარტი 2021, 10:42

რეგიონი

სკოლებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროს გელა გელაძესთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს ესტუმრა და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებულ ზომებს პირადად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

ლევან იოსელიანი

05 მარტი 2021, 10:42

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: პლებისციტი ხაფანგია და თუ ოპოზიცია მასში თავს გაყოფს, აუცილებლად დამარცხდება

​​​​​​​პლებისციტთან დაკავშირებით, ჩემი და ალეკო ელისაშვილის პოზიცია იყო უარყოფითი. მიმაჩნია, რომ პლებისციტი ეს არის ხაფანგი, რომელშიც თუ ოპოზიცია გაყოფს თავს, აუცილებლად დამარცხდება. პლებისციტს არ ვემხრობი, ოპოზიციამ ეს კარგად იცის, ცუდი გამოსავალია ოპოზიციისთვის, - აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი.

დავით ზალკალიანი

05 მარტი 2021, 10:39

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველოსა და აშშ-ს შორის სამაგალითო თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით მომდევნო წლებში გაძლიერდება

„საქართველოსა და აშშ-ს შორის სამაგალითო თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით მომდევნო წლებში გაძლიერდება. ღრმად ვაფასებთ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისადმი, ჩვენი გამძლეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“,- წერს ზალკალიანი.

05 მარტი 2021, 10:39

საზოგადოება

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას აშშ-ის საელჩოსა და DTRA-სგან პირადი დაცვის აღჭურვილობა და ლაბორატორიული ტესტირებების საშუალებები გადაეცა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამართულ ღონისძიებაზე მხარეებმა ის სამუშაოები შეაჯამეს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად, პანდემიის პირობებში ახორციელებს. მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას, წლების განმავლობაში გაწეული განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა პანდემიის დროს აღმოჩენილი დახმარების მნიშვნელობას.

05 მარტი 2021, 10:37

მსოფლიო

ახალ ზელანდიასთან, ოკეანეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ახალი ზელანდიის ჩრდილო აღმოსავლეთით, წყალქვეშ დაფიქსირებულმა ძლიერმა ბიძგებმა ცუნამის საფრთხე შექმნა, რის გამოც ჩრდილოეთის კუნძულის არაერთ მაცხოვრებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება. მიწისძვრის შემდეგ, სანაპირო რეგიონში სამმეტრიანი ტალღების წარმოშობის შესახებ გავრცელდა გაფრთხილება, თუმცა, მოგვიანებით, საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ საფრთხე უკვე აღარაა მოსალოდნელი.

05 მარტი 2021, 10:23

საზოგადოება

თბილისში რამდენიმე რაიონსა და ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება

ნაძალადევის რაიონში ქუთათელაძის ქუჩა N15-თან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა. ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

სააკაშვილი

05 მარტი 2021, 10:17

მსოფლიო

ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანა

შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ზელენსკის განკარგულებითვე, ურბანული დაგეგმარების საკითხთა საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში გიორგი ცხაკაია შეიყვანეს, რომელიც უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ექსპერტია.

05 მარტი 2021, 10:12

საზოგადოება

თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

05 მარტი 2021, 10:12

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 10,580 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10,580 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 264 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,482,522 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 71,504 ადამიანი გარდაიცვალა.

განათლების სამინისტრო

05 მარტი 2021, 10:05

საზოგადოება

განათლების სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებში მონიტორინგს განაგრძობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებში მონიტორინგს აგრძელებს. მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ამჯერად რუსთავის პროფესიულ კოლეჯ „მოდუსს“ ეწვია და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გახორციელებულ სამუშაოებს პირადად გაეცნო.

გურამ მაჭარაშვილი

05 მარტი 2021, 09:55

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ვიძლევით გარანტიას, რომ პოლიტიკური პროცესები კონსტიტუციის ჩარჩოებში იყოს მოქცეული

„გარანტიას ვერ ვიძლევით ოპოზიციის ნაცვლად, რომ რამე ტიპის პროცესი შეიძლება იყოს საქართველოში ისეთი, რომელიც ოპოზიციას მოეწონება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით მათიკაშვილი

05 მარტი 2021, 09:46

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის დესტრუქციულმა ნაწილმა მიიღოს ჩვენი პარტნიორების რჩევები და მიუსხდეს მოლაპარაკების მაგიდას

„მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის დესტრუქციულმა ნაწილმა მიიღოს ჩვენი პარტნიორების რჩევები და მიუსხდეს მოლაპარაკების მაგიდას“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

რომის პაპი

05 მარტი 2021, 09:31

მსოფლიო

რომის პაპი ერაყს ეწვევა

BBC-ის ცნობით, რომის პაპი ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება ერაყის ყველაზე გავლენიან შიიტ მუსლიმ სასულიერო პირს, წაიკითხავს ლოცვას მოსულში და აღავლენს მესას სტადიონზე.

როდრიგო ბენტანკური

05 მარტი 2021, 09:04

COVID19

„იუვენტუსის“ ფეხბურთელს როდრიგო ბენტანკურს კორონავირუსი დაუდასტურდა

როდრიგო ბენტანკურს კორონავირუსი დაუდასტურდა. 23 წლის ურუგვაელი მოთამაშე თვითიზოლაციაში მკურნალობს. „იუვენტუსის“ ფეხბურთელი 6 მარტს იტალიის სერია A-ს 26 - ე ტურის შეხვედრას გამოტოვებს.

Astrazeneca

05 მარტი 2021, 09:02

COVID19

Pfizer-ის მხრიდან დამატებითი მოთხოვნები დღეს დაზუსტდება

Pfizer-ის მხრიდან დამატებითი მოთხოვნები დღეს დაზუსტდება. ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანიას შორის სატელეფონო საუბარი სწორედ დღეს გაიმართება. თამარ გაბუნია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს სამინისტრომ გარკვეული პირობა ვერ დააკმაყოფილა.

ამინდი

05 მარტი 2021, 08:40

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 5 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სადაც დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +14 გრადუსს და წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.