imedi /  16 თებერვალი 2021, 16:27 / სანდო წყარო

თამთა მეგრელიშვილი: ნიკა მელია იმ ქვეყნის საკეთილდღეოდ დებს თავს, რომლის სახელმწიფოებრიობას არ ცნობს და პარლამენტში შესაჭრელად პირველი გაიქაჩა, ახალგაზრდები სპეცრაზმს შეატოვა და ბუჩქებს ამოფარებული გმინავდა

თამთა მეგრელიშვილი

თამთა მეგრელიშვილი

მშიშარა ხარ შენ, მელია - არ და ვერ გამოვა შენგან გმირი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო სვლაა მოატყუოს ქართველი ხალხი, თითქოს, ნიკა მელია არის ახალი თაობის ლიდერი პროგრესული აზროვნებითა და სწორი ხედვით, მაგრამ ფაქტები აშკარად საპირისპიროზე მეტყველებს. ვუყურებთ „კარგად შეფუთულ პოლიტ-ბაზარზე სარეალიზაციოდ გამზადებულ ახალ პროდუქტს“ დასწავლილი მანერებითა და ცინიკური დამოკიდებულებით, რომელიც ქვეყნის საკეთილდღეო მისიის შესასრულებლად ემზადება, - ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, მელია ქვეყნის საკეთილდღეოდ დებს თავს, რომლის სახელმწიფოებრიობას არ ცნობს და პარლამენტში შესაჭრელად პირველი გაიქაჩა, ახალგაზრდები სპეცრაზმს შეატოვა და ბუჩქებს ამოფარებული გმინავდა.

,,იმ ქვეყნის, რომლის კანონმდებლობის მოთხოვნებიც „ფეხებზე ჰკიდია“, იმ ქვეყნის, რომლის მოქალაქეებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, მათ შორის ქალებსაც, სიამაყით მოისროლა სამაჯური და კანონისადმი მისი ამგვარი დამოკიდებულება საჯაროდ დააფიქსირა. არ გამოვა შენგან გმირი, ამ ქვეყანას ნამდვილი გმირები ჰყოლია. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ” რიგებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, თუკი სასამართლო აღკვეთი ღონისძიების გამკაცრების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, ნიკა მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამაგრებას, ჩაკეტვას და წინ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს. ალბათ, ისევ ახალგაზრდებს აიფარებს“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.

„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა.

12 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უფრო მკაცრი ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოში წარსადგენად პარლამენტს მიმართა.

ყველა სიახლე

დიმიტრი პესკოვი

25 თებერვალი 2021, 14:02

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: კრემლი სომხეთში მოვლენების განვითარებას შეშფოთებით აკვირდება

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი სომხეთში მოვლენების განვითარებას შეშფოთებით აკვირდება.

რკინიგზა

25 თებერვალი 2021, 14:02

საზოგადოება

რა მიმართულებებით იქნება შესაძლებელი მატარებლით მგზავრობა 27 თებერვლიდან

საქართველოს რკინიგზა სამთვიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე 27 თებერვლიდან იმოძრავებენ.

სემეკი კონფერენცია

25 თებერვალი 2021, 13:58

ეკონომიკა

ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციისა და მონიტორინგის მნიშვნელობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

კონფერენციაში მონაწილეობენ როგორც საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე ავსტრიის, უნგრეთის, საბერძნეთის, ბულგარეთის, სლოვენიის მარეგულირებელი კომისიების, კონკურენციის სააგენტოებისა და ენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლები.

გიორგი ვოლსკი

25 თებერვალი 2021, 13:56

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციის საფიქრალია, როგორ გამოძვრნენ საერთაშორისო თანამეგობრობის ამ ზეწოლიდან

ოპოზიციის საფიქრალია, როგორ გამოძვრნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო მოუმატებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

25 თებერვალი 2021, 13:54

საზოგადოება

სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ზუგდიდში, 1924 წლის აჯანყების დროს რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან დავითაშვილი

25 თებერვალი 2021, 13:47

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ქართული თაფლის ექსპორტის მაჩვენებელი 3,4-ჯერ გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, მეფუტკრეობის განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამებისა და მხარდამჭერი აქტივობების შედეგები განიხილა. „სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის მსგავსი ფორმატის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობა გვაქვს, ერთად განვიხილოთ დარგში არსებული ყველა გამოწვევა, ვიმსჯელოთ მათი გადაჭრის გზებზე, შევაფასოთ სექტორის განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგები.

ნიკოლ ფაშინიანი

25 თებერვალი 2021, 13:46

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში აქციაზე სიტყვით გამოსვლა დააანონსა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დღეს ერევანში აქციაზე სიტყვით გამოვა.

ან ლინდე

25 თებერვალი 2021, 13:36

პოლიტიკა

შვედეთის საგარეო პოლიტიკის 2021 წლის სტრატეგიაში საქართველო-რუსეთის კონფლიქტი უსაფრთხოების ევროპული წესრიგის გამოწვევად არის დასახელებული

24 თებერვალს, რიქსდაგში 2021 წლის საგარეო პოლიტიკის საკითხების შესახებ განცხადების წარდგენისას, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ან ლინდემ მიმდინარე კონფლიქტებზე, მათ შორის საქართველოს თემაზეც ისაუბრა.

ლიკა სიმონიშვილი

25 თებერვალი 2021, 13:35

საზოგადოება

შატილში ავარიის დროს დაშავებულ გოგოს ნაწილობრივი ამნეზია აქვს და ტრაგედიის დღეს ვერ იხსენებს - რას ჰყვება დაზარალებულის დედა

6 თვე გავიდა ამ ტრაგედიიდან და ცოტა დაგვიანდა ის შედეგი, რაც აქამდე უნდა დამდგარიყო. ორი დღის წინ დააკავეს ის ადამიანები, რომლებიც აქამდე უნდა დაეკავებინათ. კმაყოფილი ვარ ამ შედეგით. იმედი მაქვს, მართლმსაჯულება და ჭეშმარიტება გაიმარჯვებს და დამნაშავე დაისჯება, - გადაცემა „იმედის დღეში“ ხევსურეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული 25 წლის მედეა დევსურაშვილის დედამ, ლიკა სიმონიშვილმა ისაუბრა.

ნიკოლოზ სამხარაძე

25 თებერვალი 2021, 13:35

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესებაზე საუბარი არ არის

საქართველოს მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესებაზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, არცერთ ოფიციალურ განცხადებაში, არც ევროკავშირისა და არც ამერიკის შეერთებული შტატების, სანქციებზე საუბარი არ არის. „თუ ვინმე სანქციებზე თუნდაც აკადემიურ წრეებში ან პოლიტიკურ პარტიებში საუბრობს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს სიმართლე იქნება. სანქციებს არ ველოდები”, – განაცხადა სამხარაძემ.

გიგა ბოკერია

25 თებერვალი 2021, 13:33

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ნიკა მელიას, გიორგი რურუას გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების მიღმა ვერ იქნება ვერაფერი, რამაც შეიძლება ვითარება განმუხტოს

„საერთოდ განიხილება პარლამენტში შესვლა? ეს საერთოდ დღის წესრიგშიც არ დგას. ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება მას შემდეგ, რაც პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება“, - განაცხადა ბოკერიამ.

გივი მიქანაძე

25 თებერვალი 2021, 13:28

COVID19

გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მიქანაძემ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

25 თებერვალი 2021, 13:25

პოლიტიკა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატი: სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოს კვლავ უწევს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან ბრძოლა

„25 თებერვალი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს წარმოადგენს. სწორედ ამ დღეს, 100 წლის წინ, წითელი არმიის დანაყოფებმა საქართველოში დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლება დაამხეს და კომუნისტური რეჟიმი დაამყარეს, რითიც საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი ქვეყნის მრავალწლიანი ოკუპაცია დაიწყო. 1921 წელს სამხედრო ინტერვენციის გზით საბჭოთა რეჟიმმა არა მხოლოდ გაანადგურა საქართველოს სვლა თავისუფლებისა და დემოკრატიული განვითარებისკენ, არამედ ასეულ ათასობით მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

25 თებერვალი 2021, 13:25

სპორტი

მადრიდის „რეალმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს

მადრიდის „რეალმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. სამეფო კლუბმა სტუმრად ბერგამოს „ატალანტა“ ფერლან მენდის ერთადერთი ბურთის წყალობით დაამარცხა. შეხვედრის დასაწყისში, მეჩვიდმეტე წუთზე არბიტრმა მასპინძელთა ფეხბურთელი რემო ფრეულერი გააძევა, რამაც სტუმრებს დიდი უპირატესობა მისცა.

პარლამენტი

25 თებერვალი 2021, 13:24

პოლიტიკა

საარჩევნო დარღვევების მიზეზების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრთა ვინაობა ცნობილია

საგამოძიებო კომისიის წევრთა ვინაობა ცნობილია. არჩევნების შედეგების შესასწავლად შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისია ოთხი დეპუტატით დაკომპლექტდება, სადაც ორი წევრი ოპოზიციის, ორი კი უმრავლესობის წარმომადგენელი იქნება.

25 თებერვალი 2021, 13:20

სპორტი

გიორგი ბერიძე „უიპეშტს“ უნგრეთის თასის მეოთხედფინალში გასვლაში დაეხმარა

გიორგი ბერიძე „უიპეშტს“ უნგრეთის თასის მეოთხედფინალში გასვლაში დაეხმარა. ქართველმა ნახევარმცველმა და მისმა თანაგუნდელებმა მერვედფინალში სტუმრად „პუშკაშ აკადემიას“ 2:1 მოუგეს, გადამწყვეტი ბურთი კი 84-ე წუთზე ბერიძემ ეფექტური დარტყმით გაიტანა, ზუსტად ოთხ წუთში ის შეცვალეს. ქვეყნის თასის წლევანდელ გათამაშებაში ბერიძის ანგარიშზე სამ შეხვედრაში 5 გოლია, ჩემპიონატში კი თავის გუნდს 4 ბურთით დაეხმარა.

ბაჩანა არაბული

25 თებერვალი 2021, 13:16

სპორტი

ბაჩანა არაბულის გოლის წყალობით „ლამიამმა“ გაიმარჯვა

საბერძნეთის სუპერლიგის 23-ე ტურში „ლამიამ“ „აელი“ 1:0 დაამარცხა. ერთადერთი ბურთი კი 27 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ბაჩანა არაბულმა 41-ე წუთზე, თავური დარტყმით გაიტანა. მან სრულად ითამაშა, „ლამიას“ მეორე ქართველი ლეგიონერი გუგა ფალავანდიშვილი კი სათადარიგო იყო.

გიორგი ვოლსკი

25 თებერვალი 2021, 13:14

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მელიას დაპატიმრებით მანიპულირებენ „ნაცმოძრაობა“ და მის გარშემო შეკრებილი „საცივში თავჩაყოფილები“

ნიკა მელიას დაპატიმრებით მანიპულირებს „ნაცმოძრაობა“ და ყველა დანარჩენი, ვინც მის გარშემოა შეკრებილი, პირობითად, საცივში თავჩაყოფილებს ვეძახი მე მათ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

პიტერ სტანო

25 თებერვალი 2021, 13:12

პოლიტიკა

პიტერ სტანო: მთავრობამ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს, ოპოზიციამ კი კონსტრუქციული როლი შეასრულოს

„სამწუხაროდ, პოლიტიკური პოლარიზაცია უფრო გაღრმავდა. ეს რისკს უქმნის ქართულ დემოკრატიას. ევროკავშირი ყველა მხარეს დეესაკალაციისა და საერთო ენის პოვნისკენ მოუწოდებს. მთავრობამ ინკლუზიური ლიდერობა უნდა აჩვენოს და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა უზრუნველყოს. ოპოზიციამ კი კონსტრუქციული როლი უნდა შეასრულოს“, - წერს სტანო.

გიგი უგულავა

25 თებერვალი 2021, 13:11

პოლიტიკა

გიგი უგულავა არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე: ამ ვითარებაში რა პარლამენტზე ვლაპარაკობთ? ვინც არიან, ისინიც უნდა გამოვიდნენ

23 თებერვალს, როდესაც აქ შტურმით შემოვარდა ორი ათასი ადამიანი და დააპატიმრა ოპოზიციის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, წერტილი დაესვა ყველანაირ ილუზიას, რომ ვინმე პარლამენტში უკანა კარიდან, თუ წინა სადღესასწაულო კარიდან შევა, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა არჩილ თალაკვაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ოპოზიცია საბოლოო ჯამში, პარლამენტში დაბრუნდება.