IMEDI /  16 თებერვალი 2021, 16:48 / სანდო წყარო

ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის გახანგრძლივების საკითხს ევროკავშირის დელეგაცია ეუთოში საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა

ევროკავშირის დელეგაცია განცხადებით გამოვიდა 2021 წლის 11 თებერვალს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, სადაც გაიმართა მსჯელობა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების საკითხზე. ევროკავშირის განცხადებაში კვლავ გამოხატულია საქართველოს მხარდაჭერა და ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნა.

„ჩვენ განვაგრძობთ სხვადასხვა ფორმატების გამოყენებას საქართველოში ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის საკითხების განსახილველად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს და დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ახალი პროვოკაციული ნაბიჯებისაგან, რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს ადგილზე არსებული ისედაც მყიფე უსაფრთხოებას და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ამ კონტექსტში, ევროკავშირი ასევე ახსენებს რუსეთის ფედერაციას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების ფარგლებში მის პასუხისმგებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

03 მარტი 2021, 00:15

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 280 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 280 653 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 6 630 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ნიკოლოზ სამხარაძე

03 მარტი 2021, 00:12

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: იგეგმება ვიზიტები ვაშინგტონსა და ბრიუსელში, ჩვენი პარტნიორები სრულად ინფორმირებულები იქნებიან იმ მოვლენების შესახებ, რომელიც საქართველოში ვითარდება

„ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ეს კომუნიკაცია. მე პირადად სხვადასხვა ჩემს ევროპელ კოლეგას ვესაუბრები ყოველდღიურ რეჟიმში და ვაცნობ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად რეგიონში არსებულ ვითარებას. იმიტომ რომ რეგიონში არსებული ვითარება აისახება, რა თქმა უნდა, საქართველოს უსაფრთხოებაზე. ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ უკანასკნელი მოვლენების შემდეგ რუსეთის პოზიციები რეგიონში აშკარად გაძლიერებულია, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის საქართველს. ამასთან ერთად იგეგმება ვიზიტებიც, როგორც ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელში. შესაბამისად, ჩვენი პარტნიორები, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში, იქნებიან სრულად ინფორმირებულები იმ მოვლენების შესახებ, რომელიც საქართველოში ვითარდება“, - განაცხადა სამხარაძემ.

03 მარტი 2021, 00:09

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 22 857 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 857 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 301 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

დავით ზალკალიანი

03 მარტი 2021, 00:07

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში პოსტი დადო, რომ მას საქართველოში ვიზიტის დროს ბევრ რამეზე თვალი აეხილა

ჩვენ ყველაფერზე უნდა ვიზრუნოთ. რომ ინფორმაცია მათთვის იყოს მიწოდებული ისე, როგორც საჭიროა. ისინი უნდა დავარწმუნოთ, ჩვეენი სწორი, თანმიმდევრული ქმედებით ჩვენს სიმართლეში, - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორებისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ლევან ნიკოლეიშვილი

03 მარტი 2021, 00:06

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილი პოლიტიკოსი აღარაა, მაგრამ მას, როგორც ავანტიურისტს, დიალოგი საფრთხეს უქმნის

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსი აღარაა, მაგრამ მასაც, როგორც ავანტიურისტს, საფრთხე ემუქრება, იმიტომ რომ წარმატებული დიალოგის შემთხვევაში ის საინტერესო აღარ იქნება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

03 მარტი 2021, 00:01

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 2 662 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 662 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 192 ადამიანი გარდაიცვალა.

ალექსანდრე მიშველაძე

03 მარტი 2021, 00:00

პოლიტიკა

ალექსანდრე მიშველაძე: სანქციებზე ლაპარაკი არის აბსურდი და ყოველგვარ რეალობას მოკლებული

„სანქციებზე ლაპარაკიც არის სრულიად აბსურდი და ყოველგვარ რეალობას მოკლებული. ალბათ გახსოვთ, ზაფხულში ზარ-ზეიმით გვაცნობეს, რომ ამერიკის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტის მიხედვით, რომელიც წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა მიიღო, ქვეყანას დახმარება უმცირდებოდა 15%-ით, იქ იყო სანქციები ჩადებული და უხაროდათ. საბოლოოდ რა მივიღეთ? პირიქით, 2017 წლიდან დღემდე ეს დახმარება გაიზარდა 50 მილიონით და შეადგინა 132 მილიონი“, - განმარტავს სპეციალისტი.

გია აბაშიძე

02 მარტი 2021, 23:58

პოლიტიკა

გია აბაშიძე: თანდათანობით, როდესაც „ნაცმოძრაობა“ უკიდურეს დესტრუქციაზე გადავა, მათ დაემართებათ ის, რაც გუშინ ნინო ბურჯანაძეს

თანდათანობით, როდესაც ეს პარტია უკიდურეს დესტრუქციაზე გადავა, მათ დაემართებათ ის, რაც გუშინ დაემართა ნინო ბურჯანაძეს, რომელიც არ მიიწვიეს შეხვედრაზე. ამით შარლ მიშელმა და ევროკავშირმა აღიარეს, რომ ნინო ბურჯანაძემ არჩევნებზე 1%-იც ვერ აიღო, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ განაცხადა.

02 მარტი 2021, 23:51

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 11 837 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 837 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 68 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

დავით ზალკალიანი

02 მარტი 2021, 23:42

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ოპოზიციაზე: მათ არა ეს ქვეყანა, არამედ საკუთარი თავი უყვართ ამ ქვეყანაში

ოპოზიციას არა ეს ქვეყანა, არამედ საკუთარი თავი უყვართ ამ ქვეყანაში. მხოლოდ საკუთარი თავი წარმოუდგენიათ ხელისუფლებაში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

დავით ზალკალიანი

02 მარტი 2021, 23:41

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ევროკავშირის პრეზიდენტი საქართველოში სპეციალურად ბოლო პერიოდში შექმნილი პოლიტიკური პროცესების მოსაწესრიგებლად ჩამოვიდა

ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის ვიზიტი სწორედ ამ დიდ სურათში დანახული. ევროკავშირი სისხლხორცეულად არის დაინტერესებული ქვეყანაში სტაბილურობით. თუ არ იქნება ქვეყანაში სტაბილურობა, არ იქნება კეთილდღეობა, არ გვექნება ჩვენ საშუალება 2024 წელს ევროკავშირში განაცხადი გავაკეთოთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომელმაც ევკავსირის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი შეაფასა.

ნიკოლა სარკოზი

02 მარტი 2021, 23:38

მსოფლიო

ნიკოლა სარკოზიმ დაუშვა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართვს

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ დაუშვა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართვს.

დავით ზალკალიანი

02 მარტი 2021, 23:38

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ოპოზიციაზე: თუკი ქვეყანაზე ზრუნვა არის მათი მთავარი საგანი, ახლა როგორც არასდროს ისე გვჭირდება პროცესის პარლამენტში გადატანა

„ყველას მივმართავ, გაიხედეთ, ჩვენს გარშემო რა ხდება, როგორი რთული გეოპოლიტიკური პროცესები მიდის. როგორ შეიძლება ახლა ჩვენ ვიყოთ ასეთ ღრმა კრიზისში? მათი (საერთაშორისო პარტნიორების) სურვილია დროზე დავასრულოთ ეს. თუკი ქვეყანაზე ზრუნვა არის მათი (ოპოზიციის) მთავარი საგანი და თუკი ქვეყნისთვის მომავალი გვინდა, ჩვენ ახლა როგორც არასდროს ისე გვჭირდება ამ პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება, პროცესის პარლამენტში გადატანა. არ შეიძლება ის მოთხოვნები, რასაც აჟღერებენ, პარლამენტიდან გაჟღერდეს? ხომ არის პარლამენტის ტრიბუნა ყველაზე მაღალი ტრიბუნა და ნებისმიერ ცივილიზებულ ევროპულ ქვეყანაში დისკუსია, მათ შორის მწვავე დისკუსია, პარლამენტში მიმდინარეობს. პარლამენტიდან შეუძლია ოპოზიციას იმ მიზნების გაჟღერება კიდევ უფრო მწვავედ, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით საიდან მოდის ეს ყველაფერი. რამდენიმე რადიკალს და მათ ლიდერს გარედან ჰყავთ მძევლად აყვანილი ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი და მათ არ აქვთ გამბედაობა, რომ გამოვიდნენ და თქვან, რომ არ შეიძლება ასე“, - განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანი

02 მარტი 2021, 23:30

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: წინაპირობით მოლაპარაკებაზე არ მიდიან და ამასაც ფალისიტატორები ძალიან კარგად ხედავენ

როდესაც პასუხისმგებლიანი მომლაპარაკებელი მხარე ხარ, დიალოგი უნდა დაიწყო იმ თემით, რომელზეც შეიძლება შეთანხმება მოხდეს.​ წინაპირობით მოლაპარაკებაზე არავინ მიდის და ამასაც ფალისიტატორები ძალიან კარგად ხედავენ და როდესაც იქნება შეფასებები, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

02 მარტი 2021, 23:25

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: თუ გვინდა, რომ ოდესმე გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ერთ-ერთი მთავარი, რაც უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში, არის ცალკეული სახელისუფლებო შტოების გამიჯვნა

„ოპოზიცია ითხოვდა პოლიტიკური პარტიისგან პატიმრის გათავისუფლებას. ანუ, ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ წარსულში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმმართველობა წყვეტდა ვინ წავიდოდა ციხეში - არავითარი სასამართლო, არავითარი პროკურატურა. ეს იყო მთავარი, რასაც ისინი აკეთებდნენ და ამის დაბრუნებას ცდილობენ. მეტიც, პირდაპირ და ღიად გვებნებიან, რომ „ჩვენ თუ დავბრუნდებით, ეს ასე იქნება“, - აცხადებს ანალიტიკოსი“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ვიქტორ ყიფიანი

02 მარტი 2021, 23:14

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილე საზიარო არის უფლება-მოვალეობებებში, მომავალი ყველას ერთად განსჯის

ვიტოვებ იმედს, რომ ამ ორ კვირაში ყველა სწორ დასკვნამდე მივა. ხელისუფალს ევალება ღირსეულად იხელისუფლოს, ხოლო ოპოზიციას - ღირსეული ოპონირება გაუწიოს. პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილე საზიარო არის უფლება-მოვალეობებებში, ამ შემთხვევაში მიჯნა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის იშლება. მომავალი ყველას ერთად განგვსჯის და არ იქნება ისეთი საზომი, თუ ვინ იყო უფრო მართალი ან უფრო მტყუანი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

02 მარტი 2021, 23:08

მსოფლიო

ჰუმანიტარული დახმარების გარდა, აშშ რუსეთისთვის დახმარების გაწევას წყვეტს

ჰუმანიტარული დახმარების გარდა, აშშ რუსეთისთვის დახმარების გაწევას წყვეტს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

02 მარტი 2021, 22:46

COVID19

GAVI: Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე, საბოლოო მიწოდება მოლაპარაკებასა და დამატებითი შეთანხმებების შესრულებას ექვემდებარება

ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი (GAVI) ვაქცინების განაწილების საკითხს განმარტავს.

პაატა იმნაძე

02 მარტი 2021, 22:41

COVID19

პაატა იმნაძე: ვაქცინაციის დაგვიანების მიზეზი ისაა, რომ მწარმოებლები სათანადო რაოდენობის ვაქცინას ვერ აწარმოებენ

ვაქცინაციის დაგვიანების მიზეზი არის ის, რომ მწარმოებლები სათანადო რაოდენობის ვაქცინას ვერ აწარმოებენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

02 მარტი 2021, 22:21

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვების მოხსნა შემთხვევების მატებას არ გამოიწვევს, თუ პირბადეებს ვატარებთ

„მე ყოველთვის ვემხრობოდი შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას და ვხედავთ, რომ ასეც ხდება. ასევე მუდმივად თავშეკავებისკენ მოვუწოდებდი, როდესაც საუბარი იყო ერთიანი მოხსნის მოთხოვნებზე, რამეთუ ამან შეიძლება უკან დაგვაბრუნოს. ხომ არ გამოიწვევს ახლა მოხსნა შემთხვევების მატებას? მაქვს ცალსახა პასუხი - არ გამოიწვევს თუ პირბადეებს ვატარებთ. ამ შემთხვევაში გვექნება შესაძლებლობა ჩვეული ცხოვრებით ვიცხოვროთ. მაქვს ინფორმაცია, რომ რეგიონებში 72%-დან 62%-ზე ჩამოვიდა პირბადეების ტარების მაჩვენებელი. მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ პირბადეებზე გადის ჩვენი ეკონომიკა და ცხოვრება“, - განაცხადა ცერცვაძემ.